1 00:00:01,060 --> 00:00:04,075 ეს ტუბერკულოზის პალატაა 2 00:00:04,100 --> 00:00:07,916 და იმ დროს, როდესაც ეს ფოტო გადაიღეს, 1800-იანი წლების ბოლოს, 3 00:00:07,939 --> 00:00:12,706 შვიდიდან ერთი ადამიანი ტუბერკულოზით იღუპებოდა. 4 00:00:12,780 --> 00:00:15,780 აზრზე არ ვიყავით, რა იწვევდა ამ დაავადებას. 5 00:00:16,140 --> 00:00:21,436 ჰიპოთეზა იყო რომ ეს თქვენი ორგანიზმი იყო, რაც მგძნობიარეს გხდიდათ. 6 00:00:21,500 --> 00:00:24,236 ეს მეტისმეტად რომანტიზებული დაავადება იყო. 7 00:00:24,260 --> 00:00:27,076 ასევე ჭლექსაც ეძახდნენ, 8 00:00:27,160 --> 00:00:32,996 რომელიც პოეტების, ხელოვანების და ინტელექტუალების დაავადება იყო. 9 00:00:33,020 --> 00:00:36,756 ზოგიერთი ადამიანი ნამდვილად ფიქრობდა, რომ ის მომატებულ მგრძნობელობასა 10 00:00:36,780 --> 00:00:40,260 და შემოქმედებით გენიალურობას განიჭებდათ. 11 00:00:40,700 --> 00:00:45,426 1950-იანი წლებისთვის, უკვე ვიცოდით, რომ ტუბერკულოზი 12 00:00:45,460 --> 00:00:48,836 ადვილად გადამდები ბაქტერიული ინფექციით იყო გამოწვეული. 13 00:00:48,860 --> 00:00:51,036 რაც ცოტათი ნაკლებ რომანტიკულია, 14 00:00:51,060 --> 00:00:53,316 მაგრამ ამას პოზიტიური მხარეც ჰქონდა. 15 00:00:53,340 --> 00:00:56,676 შესაძლებელი იყო პრეპარატები შეგვექმნა მის სამკურნალოდ. 16 00:00:56,700 --> 00:00:59,716 ექიმებმა ახალი წამალი, იპრონიაზიდი, აღმოაჩინეს, 17 00:00:59,740 --> 00:01:03,406 რომელზეც ფიქრობდნენ, რომ ტუბერკულიოზს განკურნავდა. 18 00:01:03,406 --> 00:01:06,426 როცა ის პაციენტებს მისცეს, პაციენტები აღტაცებაში მოვიდნენ. 19 00:01:06,740 --> 00:01:10,236 ისინი უფრო სოციალურები, უფრო ენერგიულები გახდნენ. 20 00:01:10,260 --> 00:01:14,860 ერთი-ერთი სამედიცინო დასკვნა გვეუბნება, რომ ისინი "დარბაზებში ცეკვავდნენ". 21 00:01:15,180 --> 00:01:20,360 და საუბედუროდ, ეს მაინცდამაინც იმას არ ნიშნავდა რაომ ისინი უკეთ ხდებოდნენ, 22 00:01:20,360 --> 00:01:23,160 რადგან უმეტესობა კვლავ კვდებოდა. 23 00:01:23,660 --> 00:01:30,260 სხვა სამედიცინო დასკვნა მათ, როგორც "შეუსაბამოდ ბედნიერს" აღწერს. 24 00:01:30,260 --> 00:01:34,560 და აი, ასე აღმოაჩინეს პირველი ანტიდეპრესანტი. 25 00:01:35,980 --> 00:01:40,036 შემთხვევითი აღმოჩენები მეცნიერებაში უცხო არ არის, 26 00:01:40,060 --> 00:01:43,196 მაგრამ ისინი საჭიროებენ უფრო მეტს, ვიდრე ბედნიერ შემთხვევითობას. 27 00:01:43,220 --> 00:01:47,300 როცა შემთხვევითობა მოხდება, მასში აღმოჩენის ამოცნობა უნდა შეგეძლოთ. 28 00:01:47,310 --> 00:01:50,110 როგორც ნეორომეცნიერი, მინდა ცოტა ხანს 29 00:01:50,110 --> 00:01:51,866 ჩემ უშუალო გამოცდილებაზე მოგიყვეთ, 30 00:01:51,866 --> 00:01:54,916 რომელსაც რაც გინდათ ის დაუძახეთ ბრმა იღბლის გარდა. 31 00:01:54,940 --> 00:01:56,856 მოდით, მას ჭკვიანური იღბალი ვუწოდით. 32 00:01:56,856 --> 00:01:59,930 თუმცა თავიდან, პატარა ისტორიული წინასიტყვაობა. 33 00:02:00,460 --> 00:02:03,116 საბედნიეროდ,1950-იანი წლებიდან, 34 00:02:03,140 --> 00:02:07,116 სხვა წამლებიც შევქმენით და ახლა ტუბერკულიოზის განკურნება შეგვიძლია. 35 00:02:07,140 --> 00:02:10,795 სხვა ქვეყნებში თუ არა, შეერთებულ შტატებში მაინც, 36 00:02:10,820 --> 00:02:12,316 სანატორიუმები დავხურეთ 37 00:02:12,340 --> 00:02:16,020 და ალბათ უმეტესი თქვენგანი ძალიან არ ღელავს ტუბერკულიოზის თაობაზე, 38 00:02:16,240 --> 00:02:18,940 მაგრამ ბევრი რამ, რაც 1900-იან წლებში 39 00:02:18,940 --> 00:02:21,436 ინფექციურ დაავადებებთან დაკავშირებით ხდებოდა, 40 00:02:21,460 --> 00:02:24,300 ახლა ხდება ფსიქიატრულ დაავადებებთან დაკავშირებით. 41 00:02:24,820 --> 00:02:27,836 ისეთი ნერვული აშლილობების შუაგულ ეპიდემიაში ვართ, 42 00:02:27,860 --> 00:02:31,990 როგორიცაა დეპრესია და პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობა (PSTD). 43 00:02:32,300 --> 00:02:35,596 აშშ-ში 4-დან ერთ ზრდასრულს 44 00:02:35,596 --> 00:02:37,896 ფსიქიკური დაავადება აწუხებს, 45 00:02:38,180 --> 00:02:41,316 რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პირადად თქვენ, 46 00:02:41,340 --> 00:02:44,006 ან ვიღაცას თქვენ ოჯახში ეს არ გამოგიცდიათ, 47 00:02:44,006 --> 00:02:46,916 სავარაუდოდ ვიღაც ასეთს იცნობთ მაინც. 48 00:02:46,940 --> 00:02:49,960 თუმცა, ისინი ამის შესახებ შეიძლება არ საუბრობენ. 49 00:02:50,220 --> 00:02:56,246 დეპრესიამ ფაქტიურად აჯობა აივ ინფექციებს, შიდსს, მალარიას, დიაბეტს და ომს, 50 00:02:57,250 --> 00:03:01,676 როგორც წამყვანმა ქმედითუუნარობის გამომწვევმა მიზეზმა მსოფლიოს მასშტაბით 51 00:03:01,700 --> 00:03:05,316 და 1950-იანებში ტუბერკულოზის მსგავსად, 52 00:03:05,340 --> 00:03:07,250 ჩვენ არ ვიცით მას რა იწვევს. 53 00:03:07,250 --> 00:03:09,556 თუ განგივითარდათ, შემდეგ ქრონიკულში გადადის, 54 00:03:09,556 --> 00:03:10,790 მთელი ცხოვრება გრძელდება 55 00:03:10,790 --> 00:03:13,790 და განკურნება არ არსებობს. 56 00:03:13,790 --> 00:03:19,356 მეორე ანტიდეპრესანტი 1950-იანებში, ასევე შემთხვევით აღმოვაჩინეთ. 57 00:03:19,380 --> 00:03:23,710 ანტიჰისტამინურიდან, რომელიც ადამიანების მანიაკალურ ქცევას იწვევდა. 58 00:03:23,860 --> 00:03:25,920 ეს იყო იმიპრამინი. 59 00:03:26,220 --> 00:03:29,876 ტუბერკულიოზის და ანტიჰისტამინურის შემთხვევაშიც, 60 00:03:29,900 --> 00:03:31,596 ვიღაც უნდა მიმხვდარიყო, 61 00:03:31,620 --> 00:03:34,416 რომ წამალი, რომელიც ერთი მიზნით შეიქმნა, 62 00:03:34,416 --> 00:03:36,636 ტუბერკულიოზის და ალერგიის სამკურნალოდ, 63 00:03:36,660 --> 00:03:38,966 შეიძლებოდა სხვა რამის, 64 00:03:38,966 --> 00:03:41,380 კერძოდ, დეპრესიის სამკურნალოდ გამოეყენებინათ. 65 00:03:41,380 --> 00:03:44,396 მიზნობრიობის ამგვარი ცვლილება საკმაოდ რთულია. 66 00:03:44,420 --> 00:03:48,356 როდესაც ექიმებმა პირველად იპრონიაზიდის განწყობის გამაუმჯობესებელი ეფექტი ნახეს, 67 00:03:48,380 --> 00:03:50,836 ისინი ვერ მიხვდნენ რასთან ჰქონდათ საქმე. 68 00:03:50,860 --> 00:03:52,716 ისე მიეჩვივნენ ეს პრეპარატი, 69 00:03:52,740 --> 00:03:55,516 ტუბერკულიოზის სამკურნალო საშუალებად აღექვათ, 70 00:03:55,650 --> 00:04:00,240 რომ მათ ის მხოლოდ უარყოფით გვერდით მოვლენებს მიაწერეს. 71 00:04:00,240 --> 00:04:01,571 როგორც აქ ხედავთ, 72 00:04:01,596 --> 00:04:05,620 1954 წელს, ბევრი პაციენტი, მწვავე ეიფორიას განიცდიდა. 73 00:04:06,900 --> 00:04:09,400 იყო წუხილი, რომ ამას შეეძლო 74 00:04:09,400 --> 00:04:13,396 ტუბერკულოზისაგან განკურნების პროცესი რამენაირად შეეფერხებინა. 75 00:04:13,420 --> 00:04:16,700 ამიტომ რეკომენდაცია იყო, რომ იპრონიზიდი, 76 00:04:16,700 --> 00:04:19,700 ტუბერკულოზის მხლოდ მძიმე შემთხვევებში გამოყენებულიყო 77 00:04:19,700 --> 00:04:23,610 და მხოლოდ იმ პაციენტებში, რომლებიც ემოციურად გაწონასწორებულები იყვნენ. 78 00:04:24,220 --> 00:04:28,116 რაც,ზუსტად იმის საპირისპიროა, როგორც დღეს ვიყენებთ ანტიდეპრესანტს. 79 00:04:28,140 --> 00:04:32,596 ისე მიეჩვივნენ, ის მხოლოდ ამ ერთი დაავადების პერსპექტივიდან დაენახათ, 80 00:04:32,620 --> 00:04:36,910 რომ ვერ ხედავდნენ უფრო ფართე შედეგებს სხვა დაავადებისთვის. 81 00:04:37,380 --> 00:04:40,076 სიმართლე რომ ითქვას, ეს მთლად მათი ბრალიც არ არის. 82 00:04:40,100 --> 00:04:43,166 ფუნქციური სტერეოტიპები ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას. 83 00:04:43,166 --> 00:04:46,356 ეს არის ტენდენცია, ობიექტზე იფიქრო 84 00:04:46,380 --> 00:04:48,980 მხოლოდ მისი ტრადიციული გამოყენების თვალსაზრისით. 85 00:04:48,980 --> 00:04:51,460 მენტალობა კიდევ ცალკე საკითხია. 86 00:04:51,460 --> 00:04:55,426 ეს ერთგვარი წინასწარგანწობის ჩარჩოა, რომლითაც პრობლემებს ვუდგებით. 87 00:04:55,500 --> 00:04:58,926 ეს მიზნობრიობის ცვლილებას, საკმაოდ ართულებს ყველასთვის. 88 00:04:58,926 --> 00:05:01,850 ვფიქრობ, ამიტომ შექმნეს სატელევიზიო შოუ კაცზე, 89 00:05:01,850 --> 00:05:04,600 რომელიც ნამდვილად შესანიშნავი იყო მიზნობრიობის შეცვლაში. 90 00:05:04,660 --> 00:05:06,540 (სიცილი) 91 00:05:07,180 --> 00:05:11,516 ორივე შემთხვევაში, იპრონიზიადისა და იმიპრამინის ეფექტი 92 00:05:11,540 --> 00:05:15,576 იმდენად ძლიერი იყო, რომ მანიას და დარბაზში ცეკვას იწვევდა, 93 00:05:15,636 --> 00:05:18,316 ამიტომ მათი აღმოჩენა არცაა გასაკვირი. 94 00:05:18,340 --> 00:05:22,090 თუმცა, საინტერესოა რა გამოგვეპარა. 95 00:05:22,420 --> 00:05:24,730 ასე რომ, იპრონიზიადი და იმიპრამინი 96 00:05:24,730 --> 00:05:27,796 მიზნობრიობის შეცვლის ტიპურ მაგალითებზე უფრო მეტია. 97 00:05:27,796 --> 00:05:30,866 მათ ორი სხვა რამ აქვთ საერთო, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. 98 00:05:30,866 --> 00:05:33,156 პირველი, მათ საშინელი გვერდითი მოვლენები აქვთ, 99 00:05:33,180 --> 00:05:35,796 როგორიცაა ღვიძლის ინტოქსიკაცია; 100 00:05:35,820 --> 00:05:38,796 20 კგ-ზე მეტით წონაში მატება; 101 00:05:38,820 --> 00:05:40,596 სუიციდალური მიდრეკილებები. 102 00:05:40,620 --> 00:05:44,730 და მეორე, ორივე მათგანი ზრდის სეროტონინის დონეს, 103 00:05:44,730 --> 00:05:49,156 ეს ტვინის ქიმიური სიგნალია, ანუ ნეიროტრანსმიტერი. 104 00:05:49,380 --> 00:05:51,170 პირველი, ან მეორე ცალკე 105 00:05:51,170 --> 00:05:53,726 შეიძლება არ ყოფილიყო ასეთი მნიშვნელოვანი, 106 00:05:53,726 --> 00:05:57,726 მაგრამ ამ ორის ერთობლიობა ნიშნავდა, რომ უფრო უსაფრთხო წამლები უნდა შეგვემუშავებინა 107 00:05:57,726 --> 00:06:01,510 და რომ სეროტონინი საკმაოდ კარგ დასაწყისად ჩანდა. 108 00:06:01,660 --> 00:06:03,300 ასე რომ, შევიმუშავეთ წამლები 109 00:06:03,300 --> 00:06:05,580 რომლებიც უფრო მეტად სეროტონინზე იყვნენ ფოკუსირებული. 110 00:06:05,580 --> 00:06:09,656 ეს იყო სეროტონინის უკუმიტაცების სელექციური ინჰიბიტორები (სუსი-ები). 111 00:06:09,656 --> 00:06:11,996 მათგან ყველაზე ცნობილი პროზაკია. 112 00:06:12,020 --> 00:06:13,996 ეს იყო 30 წლის წინ 113 00:06:14,020 --> 00:06:17,220 და მას შემდეგ, ძირითადად ამ წამლების გაუმჯობესებაზე ვმუშაობთ. 114 00:06:17,350 --> 00:06:21,006 სუსი-ები მის წინამორბედებზე უკეთესი წამლებია, 115 00:06:21,006 --> 00:06:23,076 მაგრამ ბევრი გვერდითი მოვლენა მაინც აქვთ; 116 00:06:23,100 --> 00:06:25,996 როგორიცაა წონის მატება, უძილბა, 117 00:06:26,020 --> 00:06:28,000 სუიციდალური მიდრეკილებები 118 00:06:28,100 --> 00:06:30,436 და მოქმედებისთვის დიდი დრო სჭირდებათ. 119 00:06:30,460 --> 00:06:32,870 ბევრი პაციენტისთვის დაახლოებით 4-დან 6 კვირამდე 120 00:06:32,870 --> 00:06:35,546 და ეს იმათზე ვიზეც მოქმედებს, 121 00:06:35,546 --> 00:06:38,076 ბევრ პაციენტზე ეს წამლები საერთოდ არ მოქმედებს. 122 00:06:38,100 --> 00:06:41,476 ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა, 2016 წელს, 123 00:06:41,500 --> 00:06:45,180 ფსიქიკურ დარვევებს კვლავაც ვერ ვკურნავთ, 124 00:06:45,180 --> 00:06:47,636 მხოლოდ სიმპტომების ჩამხშობი წამლები გვაქვს. 125 00:06:47,636 --> 00:06:51,476 რაც იგივეა, რომ ინფექციის დროს ტკივილგამაყუჩებელი მიიღოთ 126 00:06:51,500 --> 00:06:52,916 ანტიბიოტიკის ნაცვლად. 127 00:06:52,940 --> 00:06:55,056 ტკივილგამაყუჩებელი თავს უკეთ გაგრძნობინებთ, 128 00:06:55,056 --> 00:06:58,580 მაგრამ ვერ უმკურნალებს ტკივილის გამომწვევ დაავადებას. 129 00:06:58,700 --> 00:07:01,036 ჩვენი აზროვნების მოქნილობამ, 130 00:07:01,060 --> 00:07:04,436 საშუალება მოგვცა მივმხვდარიყავით, რომ იპრონიზიადისა და იმიპრამინისთვის, 131 00:07:04,436 --> 00:07:06,116 მიზნობრიობა ამგვარად შეგვეცვალა, 132 00:07:06,140 --> 00:07:08,236 რამაც სეროტონინის ჰიპოტეზასათან მიგვიყვანა, 133 00:07:08,236 --> 00:07:11,720 რომელზეც რა ირონიულიც არ უნდა იყოს, მეტისმეტად ჩავიციკლეთ. 134 00:07:11,980 --> 00:07:15,636 ეს არის ტვინში სეროტონინის სიგნალი სუსი-ს რეკლამიდან. 135 00:07:15,886 --> 00:07:18,630 თუ ვერ მიხვდით, ეს რეკონსტრუქციაა. 136 00:07:18,660 --> 00:07:22,716 მეცნიერებაში ვცდილობთ ობიექტურები ვიყოთ. 137 00:07:22,740 --> 00:07:25,116 ორმაგი ბრმა ექსპერიმეტების ჩატარებით, 138 00:07:25,140 --> 00:07:28,836 ან მოსალონდელ შედეგებზე სტატისტიკური არაინფორმირებულობით. 139 00:07:28,860 --> 00:07:33,156 მაგრამ მიკერძოებულობა უფრო ეშმაკურად აღწევს საკვლევ საგანში 140 00:07:33,180 --> 00:07:36,010 და ასევე მის შერჩევის პროცესში. 141 00:07:36,260 --> 00:07:39,836 უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, სეროტონინზე ვართ ფოკუსირებულები, 142 00:07:39,860 --> 00:07:42,720 ისე რომ, ხშირად სხვა რამეებს გამოვრიცხავთ. 143 00:07:42,860 --> 00:07:45,140 ჩვენ კვლავაც ვერ ვკურნავთ დეპრესიას 144 00:07:45,180 --> 00:07:48,596 და იქნებ მხოლოდ სეროტონინი არც არის დეპრესიასთან კავშირში? 145 00:07:48,620 --> 00:07:50,676 იქნება ის ამის მთავარი ნაწილიც კი არ არის? 146 00:07:50,700 --> 00:07:53,026 ეს ნიშნავს, რომ მნიშვნელობა არ აქვს რამდენ დროს, 147 00:07:53,026 --> 00:07:55,636 ფულს, ან ძალისხმევას ჩავდებთ ამაში, 148 00:07:55,660 --> 00:07:57,860 ის არასოდეს მიგვიყვანს განკურნებამდე. 149 00:07:58,360 --> 00:08:01,386 გასული რამდენიმე წლის განმავლობაში ექიმებმა აღმოაჩინეს, 150 00:08:01,386 --> 00:08:06,020 ალბათ, პირველი ნამდვილად ახალი ანტიდეპრესანტი სუსი-ს შემდეგ. 151 00:08:06,540 --> 00:08:07,790 ესაა კალიპსოლი. 152 00:08:07,790 --> 00:08:11,316 ეს წამალი ძალიან სწრაფად მოქმედებს, რამდენიმე საათის, ან დღის განმავლობაში 153 00:08:11,340 --> 00:08:13,236 და არ მუშაობს სეროტონინზე. 154 00:08:13,260 --> 00:08:16,260 ის მუშაობს გლუტამატზე, რომელიც სხვა ნეიროტრანსმიტერია 155 00:08:16,380 --> 00:08:17,876 და ასევე მიზანშეცვლილია. 156 00:08:17,900 --> 00:08:21,340 ის ქირურგიაში ტრდიციულად ანესთეზიისათვის გამოიყენება, 157 00:08:21,540 --> 00:08:25,490 მაგრამ სხვა წამლებისგან განსხვავებით, რომლებიც საკმაოდ სწრაფად ამოიცნეს, 158 00:08:25,490 --> 00:08:29,436 20 წელი დაგვჭირდა იმის გასაანალიზებლად, რომ კალიპსოლი ანტიდეპრესანტი იყო. 159 00:08:29,460 --> 00:08:32,316 მიუხედავად იმისა, რომ ის ალბათ უკეთესი ანტიდეპრესანტია, 160 00:08:32,340 --> 00:08:33,956 ვიდრე სხვა წამლები. 161 00:08:33,980 --> 00:08:37,740 ალბათ სწორედ იმიტომ, რომ ის უკეთესი ანტიდეპრესანტია, 162 00:08:37,740 --> 00:08:39,995 უფრო რთული ამოსაცნობი გახდა, 163 00:08:40,019 --> 00:08:42,690 არანაირი მანია არ გამოუწვევია, რომ მისი ეფექტი გვეგრძნო. 164 00:08:42,690 --> 00:08:45,676 2013 წელს კოლუმბიის უნივერსიტეტში, 165 00:08:45,700 --> 00:08:47,160 ჩემს კოლეგასთან, 166 00:08:47,160 --> 00:08:49,276 დოქტორ კრისტინე ენ დენისთან ერთად ვმუშაბდი 167 00:08:49,300 --> 00:08:50,820 და ჩვენ კალიპსოლს 168 00:08:50,820 --> 00:08:53,030 როგორც ანტიდეპრესანტს ვიკვლევდით თაგვებში. 169 00:08:53,030 --> 00:08:55,890 კალიპსოლს ნამდვილად ძალიან მოკლე ნახევრადდაშლის პერიოდი აქვს, 170 00:08:55,890 --> 00:08:57,810 რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სხეულიდან 171 00:08:57,810 --> 00:08:59,666 რამდენიმე საათის შემდეგ გამოდის. 172 00:08:59,666 --> 00:09:01,646 ჩვენ მხოლოდ ექსპერიმენტს ვატარებდით. 173 00:09:01,646 --> 00:09:03,250 თაგვს ინექციას გავუკეთებდით 174 00:09:03,250 --> 00:09:04,866 და შემდეგ ერთი კვირა დავიცდიდით 175 00:09:04,866 --> 00:09:07,720 და შემდეგ ვატარებდით სხვა ექსპერიმენტს, ფული რომ დაგვეზოგა. 176 00:09:08,020 --> 00:09:10,080 ერთ-ერთ ექსპერიმენტში, რომელსაც ვატარებდი, 177 00:09:10,080 --> 00:09:12,036 თაგვებს სტრესს ვაყენებდით, 178 00:09:12,036 --> 00:09:14,386 ეს იყო ჩვენი დეპრესიის მოდელი. 179 00:09:14,386 --> 00:09:17,436 თავდაპირველად ისე ჩანდა, რომ თითქოს ის საერთოდ არ მუშაობდა 180 00:09:17,460 --> 00:09:19,510 და შიეძლებოდა შეგვეწყვიტა, 181 00:09:19,510 --> 00:09:22,410 მაგრამ ამ მოდელით წლების მანძილზე მიმუშავია 182 00:09:22,430 --> 00:09:24,756 და ეს მონაცემები რაღაც უცნაურად გამოიყურებოდა. 183 00:09:24,756 --> 00:09:26,516 რაღაც არ იყო წესრიგში. 184 00:09:26,516 --> 00:09:29,020 ასე რომ, თავიდან გავაანალიზეთ 185 00:09:29,020 --> 00:09:31,940 მხელდველობაში მივიღეთ გაუკეთდა თუ არა 186 00:09:31,940 --> 00:09:34,940 თაგვებს კალისპოლის ინექცია ერთი კვირით ადრე. 187 00:09:34,940 --> 00:09:36,956 ეს დაახლებით ასე გამოიყურებოდა. 188 00:09:36,980 --> 00:09:39,116 თუ უკიდურეს მარცხენა მხარეს შევხედავთ, 189 00:09:39,140 --> 00:09:41,636 თუ თაგვს ახალ სივრცეში დასვამთ 190 00:09:41,660 --> 00:09:43,916 ეს ახალი ყუთია, თაგვი ძალიან აღფრთოვანებულია. 191 00:09:43,940 --> 00:09:46,076 ის შემოივლის ყუთს და შეისწავლის. 192 00:09:46,100 --> 00:09:50,396 ეს ვარდისფერი ხაზი, მათ სიარულს ზომავს. 193 00:09:50,420 --> 00:09:53,596 ჩვენ მას სხვა თაგვიც ჩავუსვით ფანქრის ჭიქაში, 194 00:09:53,620 --> 00:09:55,936 რომ თუ გადაწყვეტს იურთიერთოს. 195 00:09:55,936 --> 00:09:59,286 თუ ვერ მიხვდით, ეს ასევე რეკონსტრუქციაა. 196 00:09:59,286 --> 00:10:02,636 ჯანმრთელი თაგვი შეისწავლის. 197 00:10:02,660 --> 00:10:04,010 ის სოციალური იქნება. 198 00:10:04,050 --> 00:10:05,210 ნახეთ რა ხდება, 199 00:10:05,210 --> 00:10:07,700 დეპრესიის ამ მოდელში, თუ თაგვს დასტრესავთ, 200 00:10:07,700 --> 00:10:09,976 ეს მოდელი შუა ყუთშია. 201 00:10:11,010 --> 00:10:13,146 ისინი არ არიან სოციალურები და არ შეისწავლიან. 202 00:10:13,146 --> 00:10:16,640 ისინი ძირითადად მხოლოდ უკანა კუთხეში ჭიქის უკან იმალებიან. 203 00:10:17,020 --> 00:10:20,116 სამაგიეროდ თაგვები, რომლებსაც კალისპოლის ერთი ინექცია გავუკეთეთ, 204 00:10:20,140 --> 00:10:21,730 ისინი თქვენ მარჯვნივ არიან. 205 00:10:22,060 --> 00:10:24,630 ისინი შეისწავლიდნენ გარემოს, იყვნენ სოციალურები. 206 00:10:24,740 --> 00:10:27,740 ისე გამოიყურებოდნენ, თითქოს სტრესი არასდროს მიუღიათ, 207 00:10:28,020 --> 00:10:29,960 რაც შეუძლებელია. 208 00:10:30,260 --> 00:10:32,720 ასე რომ, შეგვეძლო აქ შეგვეწყვიტა, 209 00:10:32,780 --> 00:10:37,076 მაგრამ კრისტინს ადრე კალისპოლი, ანესთეზიად ჰქონდა გამოყენებული 210 00:10:37,100 --> 00:10:38,676 და მან რამდენიმე წლის წინ ნახა, 211 00:10:38,700 --> 00:10:42,186 რომ ის რაღაც უცნაური გავლენებს ახდენდა უჯრედებსა და სხვა ქცევებზე, 212 00:10:42,340 --> 00:10:45,356 რომელებიც თითქოს წამლის შემდეგ დიდხანს ნარჩუნდებოდა, 213 00:10:45,380 --> 00:10:46,636 შეიძლება რამდენიმე კვირაც. 214 00:10:46,660 --> 00:10:49,480 მაშ, ვიფიქრეთ რომ შეიძლება ეს, სრულიად გამორიცხული არ იყო, 215 00:10:49,480 --> 00:10:51,936 მაგრამ ნამდვილად სკეპტიკურად ვიყავით განწყობილები 216 00:10:51,936 --> 00:10:54,086 და გავაკეთეთ ის, რასაც მეცნიერებაში აკეთებენ, 217 00:10:54,086 --> 00:10:55,496 როცა დარწმუნებულები არ არიან, 218 00:10:55,496 --> 00:10:57,010 ექსპერიმენტი ახლიდან ჩავატარეთ. 219 00:10:57,010 --> 00:10:59,476 მახსოვს ცხოველების ოთახში ყოფნისას, 220 00:10:59,500 --> 00:11:03,156 როგორ გადამყავდა თაგვები ყუთიდან ყუთში გამოსაცდელად. 221 00:11:03,180 --> 00:11:06,600 კრისტინი იატაკზე იჯდა, კომპიუტერით მუხლებზე, 222 00:11:06,600 --> 00:11:08,546 ისე რომ თაგვები მას ვერ ხედავდნენ. 223 00:11:08,546 --> 00:11:10,516 ის მონაცემებს რეალურ დროში აანალიზებდა 224 00:11:10,540 --> 00:11:11,916 და მახსოვს დავიყვირეთ, 225 00:11:11,940 --> 00:11:15,236 ამის გაკეთება ცხოველების ოთახში სადაც ცდას ატარებთ არ შეიძლება, 226 00:11:15,260 --> 00:11:16,836 ვიყვირეთ, რადგან ამან იმუშავა. 227 00:11:16,860 --> 00:11:21,236 თითქოს თაგვები სტრესისგან იყვნენ დაცულები, 228 00:11:21,260 --> 00:11:24,316 ანუ შეუსაბამოდ ბედნიერნი იყვნენ, რაც გინდათ ის დავუძახოთ. 229 00:11:24,340 --> 00:11:27,040 ძალიან აღფრთოვანებულები ვიყავით. 230 00:11:27,040 --> 00:11:28,860 შემდეგ კი, სკეპტიკურად განვეწყვეთ. 231 00:11:28,860 --> 00:11:31,860 იმდენად კარგი შედეგი მივიღეთ, რომ ძნელად დასაჯერებელი იყო. 232 00:11:31,860 --> 00:11:33,770 ასე რომ, ექსპერიმენტი თავიდან ჩავატარეთ. 233 00:11:33,770 --> 00:11:36,716 შემდეგ კიდევ ერთხელ პოსტ ტრავმული სტრესული აშლილობის მოდელით 234 00:11:36,716 --> 00:11:38,810 და ასევე ფსიქოლოგიური მოდელით, 235 00:11:38,810 --> 00:11:41,306 სადაც თაგვებს სტრესის ჰორმონები გავუკეთეთ. 236 00:11:41,306 --> 00:11:42,956 ის ჩვენმა ბაკალავრებმა ჩაატარეს. 237 00:11:42,956 --> 00:11:46,940 და შემდეგ ეს ცდა ჩვენმა კოლეგებმაც ჩაატარეს შორეულ საფრანგეთში. 238 00:11:47,780 --> 00:11:50,996 ყოველ ჯერზე, როცა ვიღაცამ ეს ცდა ჩაატარა, იგივე დადასტურდა. 239 00:11:51,020 --> 00:11:53,836 ჩანდა, რომ კალისპოლის ეს ერთი ინექცია, 240 00:11:53,860 --> 00:11:57,140 სტრესისგან დაცვას როგორღაც უზრუნველყოფდა კვირების განმავლობაში. 241 00:11:57,180 --> 00:11:59,436 ეს შედეგები მხოლოდ ერთი წლის წინ გამოვაქვეყნეთ, 242 00:11:59,436 --> 00:12:03,140 მაგრამ მას შემდეგ,სხვა ლაბორატორიებმაც, ცალკე დაადასტურეს ეს ეფექტი. 243 00:12:03,940 --> 00:12:06,390 თუმცა არ ვიცით რა იწვევს დეპრესიას, 244 00:12:06,460 --> 00:12:12,216 მაგრამ ვიცით, რომ 80%-ში სტრესია გამომწვევი. 245 00:12:12,240 --> 00:12:14,966 დეპრესია და სტრესული აშლილობა სხვადასხვა დაავადებებია, 246 00:12:14,966 --> 00:12:16,886 მაგრამ ერთ რამე აქვთ საერთო. 247 00:12:16,886 --> 00:12:18,636 ეს არის ტრავმული სტრესი, 248 00:12:18,660 --> 00:12:21,556 როგორიცაა ბრძოლა, სტიქიური უბედურებები, 249 00:12:21,580 --> 00:12:24,136 საზოგადოებრივი ან სექსუალური ძალადობა, 250 00:12:24,136 --> 00:12:26,970 რაც პოსტ-ტრავმატულ სტრესულ აშლილობას იწვევს. 251 00:12:26,980 --> 00:12:32,596 თუმცა, სტრესის ყველა მსხვერპლს არ უვითარდება ფსიქიკური დარღვევები. 252 00:12:32,620 --> 00:12:35,516 ეს უნარი, განიცადო სტრესი და გაუძლო, 253 00:12:35,540 --> 00:12:40,290 მომჯობინდე და არ განგივითადრეს დეპრესია, ან სტრესული აშლილობა, 254 00:12:40,500 --> 00:12:44,526 ცნობილია, როგორც სტრესისადმი მდგრადობა და ის ადამიანებში განსხვავებულია. 255 00:12:44,660 --> 00:12:47,996 ჩვენ ამას ყოველთვის მოვიაზრებდით, როგორც პასიურ თვისებას. 256 00:12:48,020 --> 00:12:50,556 ესაა მგრძნობელობის 257 00:12:50,580 --> 00:12:53,510 და ამ დარღვევების განვითარების რისკების არ არსებობა. 258 00:12:53,620 --> 00:12:56,340 მაგრამ რა იქნებოდა ეს თვისებები აქტიური რომ ყოფილიყო? 259 00:12:56,420 --> 00:12:57,916 შეიძლება გაგვეუმჯობესებინა, 260 00:12:57,940 --> 00:13:00,730 ერთგვარი ჯავშანი ჩაგვეცვა. 261 00:13:01,220 --> 00:13:03,740 ჩვენ შემთხვევით აღმოვაჩინეთ 262 00:13:03,740 --> 00:13:06,740 მდგრადობის გასაუმჯობესებელი პირველი წამალი. 263 00:13:06,740 --> 00:13:09,516 როგორც ვთქვი, მხოლოდ მცირე რაოდენობის წამალი გამოვიყენეთ 264 00:13:09,540 --> 00:13:11,116 და მან კვირები გასტანა. 265 00:13:11,140 --> 00:13:14,356 ეს ანტიდეპრესტანტებისგან განსხვავებული შედეგია. 266 00:13:14,380 --> 00:13:18,700 მაგრამ ის ნაწილობრივ ჰგავს, იმუნური ვაქცინების შედეგს. 267 00:13:19,180 --> 00:13:22,116 იმუნური ვაქცინაციის შემდეგ, 268 00:13:22,140 --> 00:13:25,516 კვირების, თვეების და წლების განმავლობაში, 269 00:13:25,540 --> 00:13:27,876 როცა ბაქტერიას გადაეყრებით, 270 00:13:27,900 --> 00:13:30,120 მაშინ უკვე ვაქცინა აღარ გიცავთ, 271 00:13:30,120 --> 00:13:32,476 არამედ თქვენი საკუთარი იმუნური სისტემა, 272 00:13:32,476 --> 00:13:35,346 რომელმაც ბაქტერიის მიმართ გამძლეობა და მდგრადობა გამოიმუშავა 273 00:13:35,346 --> 00:13:36,520 და უკუაგდებს მას. 274 00:13:36,520 --> 00:13:38,326 თქვენ აღარასდროს ინფიცირდებით. 275 00:13:38,326 --> 00:13:41,346 რაც ძალიან განსხვავდება მკურნალობისაგან. 276 00:13:41,346 --> 00:13:44,996 ამ შემთხვევაში, თქვენ ინფიცირდებით, 277 00:13:45,020 --> 00:13:48,876 ავად ხდებით, შემდეგ იღებთ ანტიბიოტიკს, რომელიც გკურნავთ. 278 00:13:48,900 --> 00:13:52,480 ეს წამლები ბაქტერიას კლავენ. 279 00:13:52,780 --> 00:13:55,276 ან როგორც ადრე ვახსენე პალიატიური მზრუნველობისას, 280 00:13:55,300 --> 00:13:58,156 ისეთ პრეპარატს ღებულობთ, რაც სიმპტომებს ახშობს, 281 00:13:58,180 --> 00:14:00,876 მაგრამ ინფექციას არ კურნავს 282 00:14:00,900 --> 00:14:04,236 და თავს უკეთ მხოლოდ მაშინ იგრძნობთ, როდესაც მას ღებულობთ 283 00:14:04,260 --> 00:14:06,196 და ამიტომაც უნდა გააგრძელოთ მისი მიღება. 284 00:14:06,220 --> 00:14:08,916 დეპრესიისა და სტრესული აშლილობის დროს, 285 00:14:08,940 --> 00:14:10,916 ვიცით თქვენი სტრესული მდგომარეობა 286 00:14:10,940 --> 00:14:13,556 და მხოლოდ პალიატური მზრუნველობა შეგვიძლია. 287 00:14:13,580 --> 00:14:16,076 ანტიდეპრესანტები მხოლოდ სიმპტომებს ახშობენ 288 00:14:16,100 --> 00:14:18,956 და ამიტომაც თქვენ გიწევთ მათი მუდმივად მიღება 289 00:14:18,980 --> 00:14:20,676 მთელი ავადმყოფობის პერიოდში, 290 00:14:20,700 --> 00:14:23,820 რაც ხშირად სიცოცხლის ხანგრძლივობაა. 291 00:14:23,940 --> 00:14:28,186 მდგრადობის გამაძლიერებელ წამლებს "პარავაქცინებს" ვეძახით, 292 00:14:28,186 --> 00:14:29,836 რაც ვაქცინის მსგავსს გულისხმობს, 293 00:14:29,836 --> 00:14:32,236 რადგან, როგორც ჩანს მათ სტრესისგან დაცვის 294 00:14:32,260 --> 00:14:34,076 პოტენციალი აქვთ 295 00:14:34,100 --> 00:14:37,120 და შეუძლიათ თაგვები დეპრესიის 296 00:14:37,120 --> 00:14:40,460 და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობის ჩამოყალიბებისგან დაიცვან. 297 00:14:40,790 --> 00:14:44,230 ყველა ანტიდეპრესანტი პარავაქცინა არ არის. 298 00:14:44,850 --> 00:14:46,300 პროზაკიც გამოვცადეთ 299 00:14:46,300 --> 00:14:49,060 და მას ეფექტი არ ჰქონდა. 300 00:14:49,060 --> 00:14:52,076 ეს ყველაფერი ადამიანზე რომ გადავიტანოთ, 301 00:14:52,100 --> 00:14:55,040 შეიძლება იმ ადამიანების დაცვა მოვახერხოთ, 302 00:14:55,040 --> 00:14:57,870 რომლებიც სტრესით გამოწვეული დაღვევების რისკის ქვეშ არიან, 303 00:14:57,870 --> 00:15:00,860 როგორებიცაა დეპრესია და პოსტ-ტრავმული სტრესული აშლილობა. 304 00:15:00,860 --> 00:15:03,996 ესენია საგანგებო სამსახურის თანამშრომლები, მეხანძრეები, 305 00:15:04,020 --> 00:15:08,156 დევნილები, პატიმრები და ციხის მცველები, 306 00:15:08,180 --> 00:15:10,650 ჯარიკაცები და ა.შ. 307 00:15:11,220 --> 00:15:15,020 ამ დაავადების მასშტაბებში რომ გაგარკვიოთ, 308 00:15:15,620 --> 00:15:18,676 2010 წელს ამ დაავადებებზე გლობალურად 309 00:15:18,700 --> 00:15:22,540 2.5 ტრილიონი დოლარი დაიხარჯა 310 00:15:23,060 --> 00:15:24,596 და რადგანაც ისინი ქრონიკულია, 311 00:15:24,620 --> 00:15:27,836 ხარჯი აკუმულირდება და ამიტომაც, შემდეგი 15 წლის განმავლობაში. 312 00:15:27,860 --> 00:15:31,910 ექვს ტრილიონზე მეტი დოლარით, მისი ზრდაა მოსალოდნელი. 313 00:15:32,220 --> 00:15:34,039 როგორც ადრე ვახსენე 314 00:15:34,064 --> 00:15:38,140 მიზნობრიობის შეცვლა შეიძლება რთული იყოს, ჩვენი წინასწარგანწყობების გამო. 315 00:15:38,860 --> 00:15:42,730 კალიპსოლს სხვა სახელიც აქვს, კეტამინი, 316 00:15:43,380 --> 00:15:45,510 რომელიც ასევე სხვა სახელით გამოდის 317 00:15:45,510 --> 00:15:46,876 "განსაკუთრებული K". 318 00:15:46,900 --> 00:15:49,950 რომელიც კლუბების ნარკოტიკია. 319 00:15:50,380 --> 00:15:53,636 ის მსოფლიოში კვლავ გამოიყენება, როგორც ანესთეზიის საშუალება; 320 00:15:53,660 --> 00:15:56,500 გამოიყენება ბავშვებში; ვიყენებთ ბრძოლის ველზე. 321 00:15:56,510 --> 00:15:59,756 ბევრ განვითარებად ქვეყანაში, მას ანიჭებენ უპირატესობას, 322 00:15:59,756 --> 00:16:01,846 რადგან სუნთქვაზე არ მოქმედებს. 323 00:16:01,846 --> 00:16:06,100 ის მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ყველაზე საჭირო მედიკამენტების სიაშია. 324 00:16:06,580 --> 00:16:10,460 კეტამინი თავიდანვე, როგორც პარავაქცინა ისე რომ აღმოგვეჩინა, 325 00:16:10,820 --> 00:16:13,676 მისი შექმნა საკმაოდ მარტივი იქნებოდა, 326 00:16:13,700 --> 00:16:17,556 მაგრამ ამჟამად ჩვენს ფუნქციურ სტერეოტიპებთან 327 00:16:17,580 --> 00:16:21,130 და მენტალიტეტთან გამკლავება გვიწევს. 328 00:16:21,700 --> 00:16:25,556 საბედნიეროდ, ეს ჩვენს მიერ აღმჩენილი ერთადერთი ნაერთი არაა, 329 00:16:25,580 --> 00:16:29,440 რომელსაც ასეთი პარავაქცინური პროფილაქტიკური თვისება აქვს, 330 00:16:29,440 --> 00:16:31,770 მაგრამ ყველა სხვა წამალი, ან თუ გნებავთ შენაერთი 331 00:16:31,770 --> 00:16:33,190 რომელიც აღმოვაჩინეთ, 332 00:16:33,190 --> 00:16:36,460 სრულიად ახალია და მოუწევთ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციასთან(FDA) 333 00:16:36,460 --> 00:16:38,740 რეგისტრაციის სრული პროცესის გავლა, თუ მოახერხეს, 334 00:16:38,740 --> 00:16:42,196 მანამ სანამ ადამიანებზე შევძლებთ მათ გამოყენებას, 335 00:16:42,220 --> 00:16:43,876 ამას კი წლები დასჭირდება. 336 00:16:43,900 --> 00:16:46,536 ამიტომ, თუ უფრო სწრაფად გვინდა გვქონდეს რამე საშუალება, 337 00:16:46,536 --> 00:16:51,026 კეტამინი უკვე FDA-ს მიერაა რეგისტრირებული, ჯენერიკია და ხელმისაწვდომი. 338 00:16:51,300 --> 00:16:55,460 შეგვიძლია ის მიზერული თანხით და მიზერულ დროში ჩევქმნათ, 339 00:16:56,380 --> 00:17:00,756 მაგრამ ფუნქციური სტერეოტიპებისა და მენტალიტეტის მიღმა, 340 00:17:00,780 --> 00:17:04,356 მიზნობრიობის შეცვლისთვის, სხვა დაბრკოლებაც არსებობს, 341 00:17:04,380 --> 00:17:05,879 ესაა პოლიტიკა. 342 00:17:06,179 --> 00:17:08,395 არ არსებობს სტიმული, 343 00:17:08,419 --> 00:17:11,739 როცა პრეპარატი უკვე ჯენერიკია და აღარც ექსკლუზიურია, 344 00:17:11,739 --> 00:17:14,576 რთულია ფარმაცევტული კომპანიები მათ შექმნაზე წაახალისო, 345 00:17:14,576 --> 00:17:16,220 რადგან ფულს ვერ შოულობენ. 346 00:17:16,220 --> 00:17:20,140 ეს არა მხოლოდ კეტამინისთვისაა ასე, არამედ სხვა წამლებისთვისაც. 347 00:17:20,579 --> 00:17:26,236 მიუხედავად ყველაფრისა, თავისთავად წამლების გამოყენების იდეა 348 00:17:26,260 --> 00:17:30,156 არა მკურნალობის, არამედ პრევენციისთვის, 349 00:17:30,180 --> 00:17:32,160 ფსიქიატრიაში სრულად ახალია, 350 00:17:32,740 --> 00:17:37,796 შესაძლებელია რომ 20, 50, 100 წლის შემდეგ, 351 00:17:37,820 --> 00:17:41,916 დეპრესიას და სტრესულ აშლილობას ისე შევხედოთ, 352 00:17:41,940 --> 00:17:45,156 როგორც ტუბერკულოზის სანატორიუმებს ვუყურებთ, 353 00:17:45,180 --> 00:17:46,960 როგორც წარსულს. 354 00:17:47,180 --> 00:17:52,420 ეს შეიძლება იყოს ფსიქიკური დაავადებების ეპიდემიის დასასრულის დასაწყისი. 355 00:17:53,380 --> 00:17:56,580 მაგრამ როგორც დიდებულმა მეცნიერმა ერთხელ თქვა: 356 00:17:57,900 --> 00:18:00,156 "მხოლოდ სულელია ყველაფერში დარწმუნებული, 357 00:18:00,180 --> 00:18:03,890 ბრძენი კაცი კი ვარაუდობს". 358 00:18:04,044 --> 00:18:05,284 მადლობა. 359 00:18:05,780 --> 00:18:09,846 (აპლოდისმენტები)