1 00:00:00,172 --> 00:00:03,990 ინტერნეტი გვაძლევს საშუალებას დავუკავშირდეთ მეგობრებს, 2 00:00:03,990 --> 00:00:09,430 დავიწყოთ საკუთარი ბიზნესი ან გამოვთქვათ აზრი ჩვენი ხელისუფლების და მთავრობის შესახებ, გლობალური მასშტაბით. 3 00:00:09,430 --> 00:00:10,981 ეს შემთხვევითობა არ არის. 4 00:00:10,997 --> 00:00:13,395 ინტერნეტის არქიტექტურა სწორედ ღია, შეუზღუდავი კომუნიკაციის შედეგად წარმოიქმნა 5 00:00:13,395 --> 00:00:16,437 მეცნიერებისა და ინჟინრების საერთაშორისო საზოგადოებაში, 6 00:00:16,437 --> 00:00:19,688 მთავრობის ზეწოლის გარეშე. 7 00:00:19,688 --> 00:00:23,396 მაგრამ ახლა, მთავრობების მიერ კონტროლირებადი საერთაშორისო ორგანიზაცია თამაშის წესებს ცვლის, 8 00:00:23,396 --> 00:00:27,834 რათა გახდეს ცენტრი, სადაც ინტერნეტის მომავალი განისაზღვრება. 9 00:00:27,834 --> 00:00:31,559 ამ ორგანიზაციის სახელია საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი (ITU). 10 00:00:31,559 --> 00:00:34,556 დეკემბერში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობის წარმომადგენლები იკრიბებიან 11 00:00:34,556 --> 00:00:38,529 რათა ამ კავშირს მანდატი განუვრცონ და მისცენ უფრო მეტი ძალაუფლება. 12 00:00:38,529 --> 00:00:42,439 ამ კავშირს შეუძლია საფრთხის ქვეშ დააყენოს გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში. 13 00:00:42,439 --> 00:00:44,887 რატომ? იმიტომ რომ: 14 00:00:44,887 --> 00:00:48,001 არავის მფლობელობაში ინტერნეტს. 15 00:00:48,001 --> 00:00:51,586 ეს არის დამოუკიდებელი ქსელების საერთაშორისო კავშირი. 16 00:00:51,586 --> 00:00:56,106 ძირეული სტანდარტი, რამაც ინტერნეტის შექმნა გახადა შესაძლებელი იყო ღია, შეუზღუდავი ონლაინ კომუნიკაცია, 17 00:00:56,106 --> 00:01:00,417 და არა რომელიმე კონკრეტული მთავრობის ან კომპანიის ინტერესები. 18 00:01:00,417 --> 00:01:02,962 რა ხდება საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირის შემთხვევაში? 19 00:01:02,962 --> 00:01:08,478 პირველი, ეს კავშირი თავისი სტრუქტურით მოძველებული ორგანიზაციაა. ის უფრო დიდი ხნის წინ შეიქმნა, ვიდრე კომპაქტ-დისკები ან ტელეფონი, 20 00:01:08,478 --> 00:01:11,689 ტელეგრაფისა და მორზეს ანბანის პერიოდში. 21 00:01:11,689 --> 00:01:15,875 1865 წელს როდესაც კავშირი შეიქმნა, მას საერთაშორისო სატელეგრაფო კავშირი ერქვა. 22 00:01:15,875 --> 00:01:20,680 ინტერნეტისაგან განსხვავებით, ეს ორგანიზაცია ღია და გახსნილი კომუნიკაციის შედეგად არ იმართება, 23 00:01:20,680 --> 00:01:23,460 არამედ მთავრობების მიერ, რომელთაც ხმის უფლება აქვთ. 24 00:01:23,460 --> 00:01:26,710 მაგრამ ხმის მიცემა დახურულ კარს მიღმა ხდება! 25 00:01:26,710 --> 00:01:31,412 თუ მთვარობები ამ ორგანიზაციას უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემენ გადაწყვიტოს ინტერნეტის მომავალი, 26 00:01:31,412 --> 00:01:34,874 მივიღებთ, მოძველებულ, მთავრობებზე ორიენტირებულ ორგანიზაციას, 27 00:01:34,874 --> 00:01:37,392 რომელიც ჩაანაცვლებს ინტერნეტის ეგალიტარულ სტრუქტურას, 28 00:01:37,392 --> 00:01:40,128 სტრუქტურას, რომელმაც გახადა ასეთი (ღია) ინტერნეტი შესაძლებელი. 29 00:01:40,128 --> 00:01:42,319 და ეს მხოლოდ ნაწილია პრობლემების. 30 00:01:42,319 --> 00:01:45,162 საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირი არ არის გამჭვირვალე ორგანიზაცია. 31 00:01:45,162 --> 00:01:52,662 დოკუმენტები ახალი გეგმებისა და რეგულაციების შესახებ საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ არის და მხოლოდ "ერთი ხმა - ერთ წევრზე" პრინციპით ხდება გადაწვეტილების მიღება. 32 00:01:52,662 --> 00:01:57,945 რეალურად, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ჩვენი ინტერნეტის შესახებ, ყოველგვარი განხილვის გარეშე 33 00:01:57,945 --> 00:02:00,763 და მხოლოდ მაშინ გვაცნობენ, როდესაც გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. 34 00:02:00,763 --> 00:02:04,328 რას განიხილავს ეს ორგანიზაცია დეკემბერში? 35 00:02:04,328 --> 00:02:06,762 იმ განაცხადების მიხედვით, რომლებიც ფარულად გახდა ცნობილი 36 00:02:06,762 --> 00:02:11,287 იგეგმება ვრცლად განისაზღვროს რა შემთხვევებშია მართებული ინტერნეტის კავშირის შეწყვეტა, 37 00:02:11,287 --> 00:02:14,124 მაგალითად, ზოგადად საერთაშორისო ადამიანის უფლებების ნორმების დარღვევის გამო; 38 00:02:14,124 --> 00:02:19,764 ეს მთავრობებს უფრო მეტ ძალაუფლებას მისცემს, აკონტროლონ ინტერნეტ კავშირი; 39 00:02:19,764 --> 00:02:23,281 იგეგმება, განისაზღვროს რა არის სპამი (არასაჭირო ინფორმაცია), მაგრამ იმდენად ზოგადად, რომ შესაძლებელია ნებისმიერი ინფორმაციის დაბლოკვა, 40 00:02:23,281 --> 00:02:26,724 იქნება ეს კნუტების ფოტოები თუ ადამიანის უფლებებათა დამცველთა დემონსტრაციის კადრები. 41 00:02:26,724 --> 00:02:30,663 ასევე, იგეგმება ინტერნეტში ინფორმაციის გავრცელების შესახებ ახალი წესის ამოქმედდება 42 00:02:30,663 --> 00:02:36,112 რის შედეგადაც, შესაძლოა განვითარებადი ქვეყნების ინტერნეტ მომხმარებლებისათვის გაკრვეული ინფორმაცია დაიბლოკოს, თუ ისინი საფასურის გადახდას ვერ შეძლებენ. 43 00:02:36,112 --> 00:02:40,177 ყველაზე საშიში ამ პროცესში, სწორედ იმ ქვეყნების აქტიურობაა 44 00:02:40,177 --> 00:02:43,913 რომლებსაც არაერთხელ განუხორციელებიათ ინტერნეტზე აგრესიული ცენზურა. 45 00:02:43,913 --> 00:02:48,602 მაგალითად, რუსეთი, სადაც ანტისამთავრობო ვიდეოს გავრცელებას YouTube-ზე, შესაძლოა 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მოყვეს. 46 00:02:48,602 --> 00:02:51,763 ჩინეთი, სადაც სოციალური მედიის ძირითადი საიტები ხელმიუწვდომელია. 47 00:02:51,763 --> 00:02:59,310 ირანი, სადაც მცდელობაა შეიქმნას ნაციონალური ინტერნეტი და ელექტროული ფოსტის კავშირი. 48 00:02:59,310 --> 00:03:01,757 საერთაშორისო სატელეკომუნიკაციო კავშირს დადებითი გავლენაც ჰქონია ინტერნეტის განვითარებაზე, მაგალითად 49 00:03:01,757 --> 00:03:06,938 ხელი შეუწყო მსოფლიო სატელეკომუნკაციო და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ კავშირის გაყვანას. 50 00:03:06,938 --> 00:03:09,746 ინტერნეტის არსებული მმართველობის ფორმა სრულყოფილი არ არის, 51 00:03:09,746 --> 00:03:13,464 მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებს არაპროპორციულად დიდი გავლენა აქვს. 52 00:03:13,464 --> 00:03:16,254 ეს პრობლემები უნდა გადაიჭრას, მაგრამ 53 00:03:16,254 --> 00:03:19,393 მანამდე უნდა შევინარჩუნოთ ინტერნეტის ძირეული, ღია და გახსნილი არქიტეტურა, 54 00:03:19,393 --> 00:03:22,326 რომელმაც შექმნა სწორედ ასეთი ინტერნეტი. 55 00:03:22,326 --> 00:03:27,179 დეკემბერში ჩვენი ქვეყნის მთავრობის წარმომადგენლები შეიკრიბებიან რათა გადაწყვიტონ ინტერნეტის მომავალი. 56 00:03:27,179 --> 00:03:30,481 ახლა, ჩვენზე, ყველა ქვეყნის ინტერნეტ მომხმარებელზეა დამოკიდებული 57 00:03:30,481 --> 00:03:33,587 რომ დავიცვათ ღია და თავისუფალი ინტერნეტი. 58 00:03:33,587 --> 00:03:39,002 თუ ყველა ის ადამიანი ვინც ამ ვიდეოს ნახავს, დაუკავშირდება საკუთარი ქვეყნის წამომადგენელს, ჯერ კიდევ შეგვეძლება გავლენა ვიქონიოთ. 59 00:03:39,002 --> 00:03:40,434 გააზიარე ეს ვიდეო, 60 00:03:40,434 --> 00:03:42,615 იხილე ოფიციალური გვერდი 61 00:03:42,615 --> 00:03:44,972 ან დაუკავშირდი პირდაპირ შენი ქვეყნის წამომადგენელს! 62 00:03:44,972 --> 00:03:48,286 გამოვიყენოთ ინტერნეტის გლობალური სისტემა, მისივე გადასარჩენად. 63 00:03:48,286 --> 00:03:56,441 გახადე შენი ხელისუფლება ანგარიშვალდებული ინტერნეტის მომავალზე.