მერვე კლასში ვიყავი, როცა პროგრამირება ვისწავლე. პირველად ვისწავლე, როგორ გამომეჩინა ეკრანზე მწვანე წრე და წითელი კვადრატი. უბრალოდ, სწავლობ ამ გაკვეთილებს, ისინი არც ისე ბევრია, და დროთა განმავლობაში მიდიხარ იქამდე, რომ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც გსურს. კომპიუტერული მეცნიერება არის იმის შესწავლა, თუ როგორ მუშაობს და ფიქრობს კომპიუტერი, ისე, რომ შეგიძლია ასწავლო მას ახალი რაღაცების გაკეთება. გასაოცარია, რისი გაკეთება შეგიძლია კომპიუტერული მეცნიერებების დახმარებით! ალბათ პროგრამირება ყველაზე ახლოსაა სუპერ შესაძლებლობებთან. (ტანია: კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტი) მომდევნო საათის განმავლობაში ვითამაშებთ თამაშს, რომელიც პროგრამირების ძირითად პრინციპებს გასწავლით. საერთოდ პროგრამირება მთლიანად ტექსტია, მაგრამ ამჯერად გამოვიყენებთ Blockly-ს და პროგრამას დავწერთ ვიზუალური ბლოკებით. ამ "ქუდის" ქვეშ სინამდვილეში წერთ პროგრამას. დასაწყისისთვის დავწერთ კოდს, რომლის დახმარებითაც გაბრაზებული ჩიტი იმოძრავებს ლაბირინთში, ბოტორი ღორის დასაჭერად, რომელმაც კვერცხი მოპარა. Blockly დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად. მარცხნივ ჩიტის ლაბირინთია, სადაც პროგრამას გავუშვებთ. თითოეული საფეხურის ინსტრუქცია ლაბირინთის ქვემოთ წერია. შუაში არის ხელსაწყოთა ყუთი, და თთოეული ბლოკი არის ბრძანება, რომელსაც ჩიტი გაიგებს. მარჯვნივ თეთრ ადგილს ჰქვია სამუშაო სივრცე და სწორედ აქ ავაწყობთ ჩვენს პროგრამას. თუ სამუშაო სივრცეში ჩავაგდებ "იმოძრავე" ბლოკს და დავაწვები "გაშვებას", რა მოხდება? ჩიტი ერთი უჯრით წინ გადაადგილდება. და თუ მინდა, ჩიტმა წინ წასვლის შემდეგ კიდევ რამე გააკეთოს? შემიძლია, ჩვენს პროგრამას კიდევ ერთი ბლოკი დავამატო. ავირჩევ "შებრუნდი მარჯვნივ" ბლოკს და მას "იმორავე" ბლოკის ქვემოთ მივიტან, სანამ ყვითელი ისარი არ გამოჩნდება, შემდეგ ჩავაგდებ მას აქ და ეს ორი ბლოკი გაერთიანდება. შემდეგ ისევ დავაწვები "გაშვებას" და ჩიტი" შეასრულებს იმ ბრძანებებს, რომლებიც მივეცით სამუშაო სივრცეში, ზემოდან ქვემოთ. თუ ბლოკის წაშლა გინდათ, უბრალოდ, მოაცილეთ და სანაგვე ყუთში ჩააგდეთ. "გაშვების" დაჭერის შემდეგ, ყოველთვის შეგიძლიათ, დააჭიროთ "დაბრუნებას" და ჩიტი დასაწყისს დაუბრუნდება. ახლა კი, მოდით, დავიჭიროთ ეს ღორები!