1 00:00:03,700 --> 00:00:05,700 მერვე კლასში ვიყავი, როცა პროგრამირება ვისწავლე. 2 00:00:05,700 --> 00:00:06,770 პირველად ვისწავლე, 3 00:00:06,770 --> 00:00:10,790 როგორ გამომეჩინა ეკრანზე მწვანე წრე და წითელი კვადრატი. 4 00:00:10,790 --> 00:00:13,400 უბრალოდ, სწავლობ ამ გაკვეთილებს, ისინი არც ისე ბევრია, 5 00:00:13,400 --> 00:00:14,910 და დროთა განმავლობაში მიდიხარ იქამდე, 6 00:00:14,910 --> 00:00:17,700 რომ შეგიძლია გააკეთო ყველაფერი, რაც გსურს. 7 00:00:17,700 --> 00:00:19,830 კომპიუტერული მეცნიერება არის იმის შესწავლა, 8 00:00:19,830 --> 00:00:22,330 თუ როგორ მუშაობს და ფიქრობს კომპიუტერი, 9 00:00:22,330 --> 00:00:25,070 ისე, რომ შეგიძლია ასწავლო მას ახალი რაღაცების გაკეთება. 10 00:00:25,070 --> 00:00:28,440 გასაოცარია, რისი გაკეთება შეგიძლია კომპიუტერული მეცნიერებების დახმარებით! 11 00:00:28,440 --> 00:00:31,470 ალბათ პროგრამირება ყველაზე ახლოსაა სუპერ შესაძლებლობებთან. 12 00:00:31,470 --> 00:00:33,820 (ტანია: კომპიუტერული მეცნიერებების სტუდენტი) მომდევნო საათის განმავლობაში ვითამაშებთ თამაშს, 13 00:00:33,820 --> 00:00:36,260 რომელიც პროგრამირების ძირითად პრინციპებს გასწავლით. 14 00:00:36,260 --> 00:00:39,320 საერთოდ პროგრამირება მთლიანად ტექსტია, მაგრამ ამჯერად გამოვიყენებთ Blockly-ს 15 00:00:39,320 --> 00:00:43,200 და პროგრამას დავწერთ ვიზუალური ბლოკებით. 16 00:00:43,200 --> 00:00:46,000 ამ "ქუდის" ქვეშ სინამდვილეში წერთ პროგრამას. 17 00:00:46,000 --> 00:00:49,400 დასაწყისისთვის დავწერთ კოდს, რომლის დახმარებითაც 18 00:00:49,400 --> 00:00:51,000 გაბრაზებული ჩიტი იმოძრავებს ლაბირინთში, 19 00:00:51,000 --> 00:00:54,120 ბოტორი ღორის დასაჭერად, რომელმაც კვერცხი მოპარა. 20 00:00:54,120 --> 00:00:56,600 Blockly დაყოფილია სამ ძირითად ნაწილად. 21 00:00:56,600 --> 00:01:00,000 მარცხნივ ჩიტის ლაბირინთია, სადაც პროგრამას გავუშვებთ. 22 00:01:00,000 --> 00:01:04,000 თითოეული საფეხურის ინსტრუქცია ლაბირინთის ქვემოთ წერია. 23 00:01:04,000 --> 00:01:06,000 შუაში არის ხელსაწყოთა ყუთი, 24 00:01:06,000 --> 00:01:10,200 და თთოეული ბლოკი არის ბრძანება, რომელსაც ჩიტი გაიგებს. 25 00:01:10,200 --> 00:01:13,000 მარჯვნივ თეთრ ადგილს ჰქვია სამუშაო სივრცე 26 00:01:13,000 --> 00:01:15,380 და სწორედ აქ ავაწყობთ ჩვენს პროგრამას. 27 00:01:15,380 --> 00:01:21,000 თუ სამუშაო სივრცეში ჩავაგდებ "იმოძრავე" ბლოკს და დავაწვები "გაშვებას", რა მოხდება? 28 00:01:21,000 --> 00:01:23,810 ჩიტი ერთი უჯრით წინ გადაადგილდება. 29 00:01:23,810 --> 00:01:28,000 და თუ მინდა, ჩიტმა წინ წასვლის შემდეგ კიდევ რამე გააკეთოს? 30 00:01:28,000 --> 00:01:30,300 შემიძლია, ჩვენს პროგრამას კიდევ ერთი ბლოკი დავამატო. 31 00:01:30,300 --> 00:01:33,040 ავირჩევ "შებრუნდი მარჯვნივ" ბლოკს და 32 00:01:33,040 --> 00:01:37,000 მას "იმორავე" ბლოკის ქვემოთ მივიტან, სანამ ყვითელი ისარი არ გამოჩნდება, 33 00:01:37,000 --> 00:01:41,000 შემდეგ ჩავაგდებ მას აქ და ეს ორი ბლოკი გაერთიანდება. 34 00:01:41,000 --> 00:01:45,000 შემდეგ ისევ დავაწვები "გაშვებას" და ჩიტი" შეასრულებს იმ ბრძანებებს, რომლებიც მივეცით 35 00:01:45,000 --> 00:01:47,580 სამუშაო სივრცეში, ზემოდან ქვემოთ. 36 00:01:47,580 --> 00:01:49,330 თუ ბლოკის წაშლა გინდათ, 37 00:01:49,330 --> 00:01:52,370 უბრალოდ, მოაცილეთ და სანაგვე ყუთში ჩააგდეთ. 38 00:01:52,370 --> 00:01:56,083 "გაშვების" დაჭერის შემდეგ, ყოველთვის შეგიძლიათ, დააჭიროთ "დაბრუნებას" 39 00:01:56,083 --> 00:01:57,950 და ჩიტი დასაწყისს დაუბრუნდება. 40 00:01:57,950 --> 00:02:02,430 ახლა კი, მოდით, დავიჭიროთ ეს ღორები!