რომელ კლასში ხართ? მეორე; მეათე; პირველ კლასში? მე მერვე კლასში ვიყავი, როცა პროგრამირება ვისწავლე. პირველი კომპიუტერი რომ მიყიდეს, მეექვსე კლასში ვიყავი. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ შემიძლია, ადამიანების პრობლემები მოვაგვარო. შეგიძლია, საკუთარი თავი გამოხატო, ააგო რაღაცები იდეისგან. კომპიუტერული მეცნიერება იმ უამრავი რაღაცის საფუძველია, რასაც სტუდენტები და პროფესიონალები მომვალი ოცი ან ოცდაათ წლის განმავლობაში გააკეთებენ. მე მომწონს პროგრამირება, რადგან მე მომწონს ადამიანების დახმარება. მეძლევა შესაძლებლობა, შექვმნა რაღაც, რაც ადამიანების ცხოვრებას გაამარტივებს. ვფიქრობ, ასე ყველაზე ახლოს დგახარ სუპერძალის ქონასთან. დაწყება ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. მეც დამწყები ვარ და მინდა, ჩემთან ერთად ისწავლოთ. მე ჯონ ვექი ვარ, "პოპკაპ გეიმსის" ერთ-ერთი დამფუძნებელი. ჩვენ ვქმინით ისეთ თამაშებს, როგორიცაა Plants vs. Zombies, Bejeweled და Peggle თამაშებში ყველაზე მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენად სრულყოფილია შენი კოდი, ან რამდენიად სრულყოფილია გრაფიკა, არამედ ის, თუ როგორ შეგრძნებას განიჭებს და რამდენად სახალისოა თამაში. ამას მხოლოდ თამაშით შეიგრძნობ, მისი კეთებით, სწავლით, ადაპტირებით და თამაშების კეთების საკუთარი უნარების განახლებით. გაქვს საყვარელი ვიდეო თამაში? ჩვენ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ ვიდეო თამაშების შექმნისკენ, Play Lab-ის გამოყენებით. კარგ თამაშს აქვს საკუთარი ამბავი და ყოველ ამბავს ჰყავს მონაწილე პირები. მონაწილე პირები პალარაკობენ, მოძრაობენ და ერთმანეთთან ურთიერთობენ. შეიძლება, ქულებსაც აგროვებენ, თამაშის წესების მიხედვით. დღეს ვისწავლით, როგორ გავაკეთოთ ეს ყველაფერი, ნაბიჯ-ნაბიჯ, დისნეის პერსონაჟების, მაგალითად, ანას, ელზას, ჰიროს, ბეიმაქსისა და რაფუნზელის დახმარებით. ჩვენ ავაგებთ თამაშს, რომელიც შეიძლება გაუზიაროთ სხვებს და ითამაშოთ მობილურ ტელეფონზე. თქვენი ეკრანი სამ ძირითად ნაწილადაა გაყოფილი. მარცხნივ არის თამაშის ადგილი, სადაც პროგრამას გავუშვებთ. თითოეული საფეხურის ინსტრუქცია მოცემულია ქვემოთ. ეს შუა სივრცე არის ხელსაწყოების ყუთი და ამ ბლოკებისგან თითოეული არის კოდის ნაწილი. თეთრი სივრცეს, მარჯვნივ, ჰქვია სამუშაო სივრცე და სწორედ აქ უნდა ავაგოთ ჩვენი პროგრამა. დასაწყისისთვის, უნდა დაუკავშიროთ ბლოკები სტაფილოსფერ "როცა კოდს გავუშვებ" ბლოკთან. შეგიძლიათ, დააკავშიროთ რამდენიმე ბლოკი, ამისთვის კი უნდა დაიჭიროთ ისინი მანამდე, სანამ ყვითელ კონტურს არ დაინახავთ. ეს ნიშნავს, რომ ისინი გაერთიანებულია. ამ პირველ თავსატეხში, ჰირო არის მოქმედი პირი 1 და ბეიმაქსი არის მოქმედი პირი 2. ჰირო უნდა მივიყვანოთ ბეიმაქსთან, ამისთვის ბლოკი "იმოძრავე მარჯვნივ" უნდა წამოვიღოთ და მივიტანოთ ის "როცა კოდს გავუშვებ" ბლოკთან. მას შემდეგ, რაც ბლოკებს თავის ადგილას დაალაგებთ, დააჭირეთ ღილაკს "გაშვება" და ნახავთ, რა დააპროგრამეთ. დაიწყეთ და საბოლოოდ შეგეძლებათ, შექმნათ საკუთარი თამაში ამ შესანიშნავი მოქმედი პირების გამოყენებით, რომლებსაც შეუძლიათ ერთმანეთთან ურთიერთობა, ქულების დაგროვება, მიკრობოტების, ალუბლების, მფრინავი თეფშების, ბრჭყვიალებისა და ყინულის სროლა.. და ერთმანეთის გაქრობა. ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული!