დილა მშვიდობის. მიხარია ამდენი კარგი ადამიანის და ამდენი მომღიმარი სახის აქ ხილვა. მე ძალიან სპეციფიური ისტორია, დამოკიდებულება და მიდგომა მაქვს რეალური მსოფლიოსადმი, რადგან ილუზიონისტი ვარ. სიტყვა 'ჯადოქარს' ამ ტერმნის ვამჯობინებ, რადგან ჯადოქარი რომ ვიყო, მაშინ შელოცვებით, მაგიებით და უცნაური ჟესტებით, ნამდვილ ჯადოქრობას მოვახდენდი. არა, ამას არ ვაკეთებ; მე ილუზიონისტი ვარ, ადამიანი, რომელიც ნამდვილ ჯადოქარს თამაშობს (სიცილი) მაშ, როგორ ვაკეთებთ ამას? ჩვენ ვეყრდნობით იმ ფაქტს, რომ თქვენნაირ აუდიტორიას ვარაუდები ახასიათებს. მაგალითად, როცა მე აქ გამოვედი და სადგამიდან მიკროფონი ჩამოვხსენი და ჩავრთე, თქვენ ივარაუდეთ, რომ ეს მიკროფონი იყო, სინამდვილეში ასე არ არის. (სიცილი) სინამდვილეში, ეს ისაა, რის შესახებაც ამ აუდიტორიის ნახევარზე მეტმა არ იცის. ეს წვერის მჭრელია, ხედავთ? ის მიკროფონად არ იმუშავებს; ბევრჯერ ვცადე. (სიცილი) თქვენი კიდევ ერთი ვარაუდია... და ეს პატარა გაკვეთილია იმისა რომ თქვენ, არა მხოლოდ შეგიძლიათ ივარაუდოთ, არამედ ივარაუდებთ კიდეც, თუ სწორად მოგაწვდიან. თქვენ გგონიათ, რომ მე გიყურებთ. ტყუილია. მე თქვენ არ გიყურებთ. მე თქვენ ვერც გხედავთ ვიცი რომ აქ ხართ, კულისებში მითხრეს, რომ დარბაზი სავსეა. ვიცი რომ აქ ხართ, რადგან მესმის თქვენი, მაგრამ ვერ გხედავთ, რადგან მე სათვალეს ვხმარობ. ეს კი სათვალე არაა. ეს ცარიელი ჩარჩოებია. (სიცილი) უბრალოდ ცარიელი ჩარჩოები. რატომ უნდა გამოვსულიყავი ზრდასრული კაცი თქვენ წინაშე, თვალებზე ცარიელი ჩარჩოებით? რომ გამებითურებინეთ, ქალბატონებო და ბატონებო, რომ შეცდომაში შემეყვანეთ, რომ მეჩვენებინა, თქვენ ვარაუდობთ რაღაცეებს. ეს არასდროს დაგავიწყდეთ. პირველ რიგში, ნამდვილი სათვალე უნდა გავიკეთო, რომ დაგინახოთ. ასე უფრო კომფორტული იქნება ალბათ, არ ვიცი. კარგად არ შემიხედავს. არც ისეთი კომფორტულია. (სიცილი) ახლა ისეთი რამის გაკეთებას ვაპირებ, რაც ჯადოქრისთვის ცოტა უცნაური იქნება. ვაპირებ წამალი დავლიო. ეს Calms Forte-ს მთელი ბოთლია. ამას ცოტა ხანში აგიხსნით. ინსტრუქციებს არ მივაქცევ ყურადღებას, მათი დაწერა სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომ დაგაბნიოთ. საკმარის დოზას მივიღებ. მთელს ბოთლს. Calms Forte-ს 32 ტაბლეტს. ახლა, როცა დავლიე, უნდა გითხრათ, რომ მე მსახიობი ვარ. მსახიობი ვარ, რომელიც სპეციფიურ როლს თამაშობს ჯადოქრის როლს ვთამაშობ, მაგის თუ გნებავთ, ნამდვილი ჯადოქრის. აქ, ჩემს წინაშე, ამ სცენაზე ვინმე რომ გამოსულიყო და სერიოზულად განეცხადებინა, რომ ის დანიის ანტიკური პრინცი ჰამლეტია, თქვენ შეურაცხყოფილი იქნებოდით და სამართლიანადაც. რატომ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ თქვენ ასეთ სისულელეს დაიჯერებთ? მაგრამ არსებობს ხალხის ძალიან დიდი რაოდენობა, რომელიც გეტყვით, რომ ისინი ექსტრასენსულ, ჯადოსნურ ძალებს ფლობენ და მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლიათ რომ მათ გარდაცვლილებთან კონტქატზე გასვლა შეუძლიათ. ასევე ასტროლოგიას და სხვა მკითხაობის მეთოდებს მოგყიდიან. დიახ, სიამოვნებით მოგყიდიან ამეებს და ასევე გეტყვიან, რომ შეუძლიათ მუდმივმოქმედი ძრავი და თავისუფალი ენერგიის გენერატორი მოგცენ. ისინი განგიცხადებენ, რომ ექსტრასენსები არიან, განსაკუთრებული უნარებით, ნებისმიერი რამ. ერთი რამ, რაც ბოლო დროს განსაკუთრებით პოპულარული გახდა, მკვდრებთან საუბარია. ჩემი მეამიტური ტვინისთვის, მკვდარი ნიშნავს, რომ მას კომუნიკაცია არ შეუძლია (სიცილი) თქვენ შეიძლება დამეთანხმოთ, მაგრამ ეს ხალხი გეუბნებათ, რომ არა მხოლოდ მკვდრებთან კომუნიკაცია შეუძლიათ... "ეი, გამარჯობა!" არამედ მათ მკვდრების ხმაც ესმით და შეუძლიათ ამ ინფორმაციის ცოცხლებისთვის გადაცემა. საინტერესოა ეს სიმართლე თუა. არ მგონია, რადგან ეს ხალხი, ზუსტად იმავე ხრიკებს იყენებს, რასაც ილუზიონისტები, ზუსტად იგივეს. იგივე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ მეთოდებს... მათ ეფექტურად და ღრმად შეჰყავთ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი თავისდა სავალალოდ შეცდომაში. ისინი აცდნენ ამ ადამიანებს, რომლებსაც ეს ძვირი უჯდებათ და ემოციურადაც იტანჯებიან. ყოველწლიურად, მთელი მსოფლიოს მასშტაბით მილიარდობით დოლარი იხარჯება ამ შარლატანებზე. შესაძლებლობა რომ მომცემოდა, ორ კითხვას დავუსვამდი ამ ხალხს. პირველი: გამოძახების თხოვნა რომ მინდოდეს.. მათ ხომ ყურით ესმით. ისინი ამ სულებს ასე უსმენენ... ბებიაჩემის სულის გამოძახებას ვთხოვდი, რადგან როცა ის მოკვდა, მას ანდერძი ჰქონდა რომელიც სადღაც დამალა. ჩვენ არ ვიცით სად. ამიტომ, ბებოს ვკითხავდით: "სად არის ანდერძი, ბებო?" რას გვპასუხობს ბებო? გვპასუხობს: "მე სამოთხეში ვარ და აქ შესანიშნავია. აქ ყველა ჩემი ძველი გარდაცვლილი მეგობარი და ჩემი ოჯახის წევრები მყავს. ასევე ყველა ძაღლი და კატა, რომელიც მყოლია ბავშვობაში. მიყვარხარ და ყოველთვის შენთან ვიქნები. მშვიდობით" და მან არ უპასუხა იმ ოხერ შეკითხვას! სადაა ანდერძი? მას თავისუფლად შეეძლო ეთქვა: "უი, ის მეორე თაროზეა ენციკლოპედიის უკან" მაგრამ ის არ ამბობს ამას, არა. არანაირ საჭირო ინფორმაციას არ გვაწვდის. ჩვენ ძვირი გადავიხადეთ ამ ინფორმაციაში, მაგრამ არ მიგვიღია. მეორე კითხვა რასაც დავუსვამდი საკმაოდ მარტივია: დავუშვათ მე მათ ვთხოვე ჩემი გარდაცვლილი სიმამრის სულის გამოძახება. რატომ ამბობენ ჯიუტად... დაიმახსოვრეთ ისინი ამ ყურში საუბრობენ რატომ ამბობენ: "ჩემი სახელი იწყება ჯ-ზე, ან მ-ზე?" ეს რა ნადირობაა? ნადირობა, თუ თევზაობა? რა არის ეს? 20 კითხვა აქვთ? არა, უფრო 120-ზე მეტი. ეს სისასტიკეა, უზნეობა და აბსოლუტური უნამუსობა... კარგად ვიქნები, მშვიდად იყავით. (სიცილი) ...თამაში რასაც ისინი თამაშობენ. ისინი სარგებლობენ უმწეო და მეამიტი, დამწუხრებული და გაჭირვებული ხალხის მდგომარეობით. ესაა პროცესი, რომელსაც "ცივი კითხვა" ჰქვია ერთი ტიპია, ვან პრააღი ჰქვია, ჯეიმს ვან პრააღი. ის მსგავსი ამბების ერთ-ერთი ძლიერი სპეციალისტია კიდევ ჯონ ედუარდი, სილვია ბრაუნი და როზმერი ალტეა. ასეთები ასობით არიან მსოფლიოში, მაგრამ ამ ქვეყანაში ჯეიმს ვან პრააღია ძლიერი. მაშ, რას აკეთებს ის? ის გეუბნებათ თუ როგორ გარდაიცვალა გარდაცვლილი. ადამიანი რომელსაც ის საკუთარი ყურით ელაპარაკება. რასაც ხშირად ამბობს დაახლოებით ასე ჟღერს: "ის მეუბნება, მეუბნება, რომ სანამ გარდაიცვლებოდა სუნთქვა უჭირდა" მეგობრებო, სიკვდილი სხვა კი არაფერია! (სიცილი) წყვეტ სუნთქვას და მკვდარი ხარ. ასე მარტივადაა. და ესაა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ გაწვდიან? არ მგონია. ეს ადამიანები ეცდებიან გამოიცნონ, ისინი ამბობენ: "რატომ მოდის ელექტრობა? ის მეუბნება: 'ელექტრობა' ელექტრიკოსი იყო?" "არა" "ელექტრო სამართებელი ჰქონია როდესმე?" "არა" მსგავსი კითხვა-პასუხის თამაშია. ამას აკეთებენ. ჯეიმს რანდის საგანმანათლებო ფონდში ხალხი ხშირად გვეკითხება ისინი მირეკავენ და ამბობენ: "რატომ ხართ ასე შეწუხებული ამით მისტერ რანდი? ეს ხომ სახალისოა?" არა, ეს არაა სახალისო. ეს სასტიკი ფარსია. შეიძლება ის ხალხს გარკვეულ კომფორტს სთავაზობს, მაგრამ ეს კომფორტი მხოლოდ სულ რაღაც 20 წუთი გასტანს. შემდეგ კი ხალხი სარკეში ჩაიხედავს და იტყვის ამდენი გადავიხადე და ამ პროცესში და მან კი რა მითხრა? "მე შენ მიყვარხარ!" ისინი ყოველთვის ამას ამბობენ. ეს ხალხი არანაირ ინფორმაციას არ იღებს. ისინი არ ღებულობენ არანაირ სარგებელს იმაში, რასაც იხდიან. სილვია ბრაუნი დიდი მანიპულატორია ჩვენ მას "ბრჭყალებს" ვეძახით. სილვია ბრაუნი... მადლობა... სილვია ბრაუნი ამ სფეროს დიდი სპეციალისტია ამჟამად. სილვია ბრაუნი, რომ გაჩვენოთ... ის 700 დოლარს იღებს ტელეფონით 20 წუთიანი სეანსისთვის. ის პირადად არც კი მიდის და მას 2 წლამდე უნდა ელოდოთ, რადგან მისი მომსახურება ამდენი ხნით ადრეა დაჯავშნული. თქვენ იხდით საკრედიტო ბარათით, ან სხვა ფორმით და შემდეგ ის დაგირეკავთ როდისმე შემდეგი 2 წლის განმავლობაში. თქვენ მას იცნობთ: "გამარჯობა, ეს სილვია ბრაუნია" ეგრევე იცნობთ, რომ ისაა. მონტელ უილიამსი გონიერი კაცია. ყველა ვიცნობთ ვინცაა ტელევიზიაში. ის განათლებული და ჭკვიანია. მან იცის რას აკეთებს სილვია ბრაუნი, მაგრამ ეს არ ადარდებს. ფეხებზე ჰკიდია. რადგან საბოლოო ჯამში სპონსორებს უყვართ ის და უილიამსი ყოველთვის გამოაჩენს მას ტელევიზიით, ყველას დასანახად. მაშ, რას გთავაზობთ სილვია ბრაუნი იმ 700 დოლარის სანაცვლოდ? პირველ რიგში, ის გეტყვით თქვენი მფარევლი ანგელოზების სახელებს. ამის გარეშე როგორ უნდა ვიარსებოთ საერთოდ? (სიცილი) ის გეტყვით თქვენ სახელებს, თუ ვინ იყავით წინა ცხოვრებებში. აჰა.. როგორც აღმოჩნდა ყველა ქალი, რომელსაც ის სესიებს უტარებს ბაბილონის პრინცესა, ან რამე მსგავსი იყო. კაცი კი ყველა აგამემნონთან მებრძოლი ბერძენი მეომარი. არაფერი არ თქმულა 14 წლის ფეხსაცმლის მწმენდავზე ლონდონის ქუჩებში, რომელიც ტუბერკულოზით მოკვდა. მისი ხსენება არ ღირს, ცხადია. ყველაზე უცნაური რამ, რაც შეიძლება თქვენც შეამჩნიეთ, როცა მათ ეკრანზე ხედავთ. ისინი არასდროს იძახებენ ვინმეს ჯოჯოხეთიდან. (სიცილი) ყველას სამოთხიდან იძახებენ. თუ ისინი რომელიმე ჩემს მეგობარს გამოიძახებენ, მაშინ... მოკლედ თქვენ ხვდებით (სიცილი) სილვია ბრაუნი გამონაკლისია. გარკვეული კუთხით გამონაკლისი, რადგან ჯაიმს რანდის საგანმანათლებლო ფონდი 1 მილიონ დოლარის პრიზს სთავაზობს ბრუნვად აქციებად, რომელიც ძალიან ადვილი მოსაგებია. ერთადერთი რაც გესაჭიროებათ, ნებისმიერი პარანორმალური ან ზებუნებრივი მოვლენის, ან ძალის არსებობის დამტკიცებაა შესაბამისი დაკვირვებების პირობებში. 1 მილიონი დოლარის მოგება ძალიან მარტივია. სილვია ბრაუნი ერთადერთი გამონაკლისია, პროფესიონალი ექსტრასენსებიდან მთელ მსოფლიოში, რომელმაც მიიღო ეს გამოწვევა. მან ეს "ლარი კინგის ლაივ" შოუზე გააკეთა CNN-ზე ექვს ნახევარი წლის წინ. მას მერე მისგან არაფერი გვსმენია. უცნაურია. მან თქვა, რომ პირველ რიგში, არ იცის როგორ დამეკონტაქტოს. აჰა... პროფესიონალ ექსტრასენსს, რომელიც მკვდრებს ესაუბრება, მე ვერ მეკონტაქტება? (სიცილი) თუ შეამჩნიეთ ცოცხალი ვარ. კარგად მაინც ვარ. ის ვერ დამეკონტაქტა. ახლა ამბობს, რომ არ უნდა დაკონტაქტება, რადგან მე უღმერთო ადამიანი ვარ. მითუმეტეს უნდა გამომართვა მილიონი დოლარი, ასე არაა, სილვია? ეს ხალხი სერიოზულად უნდა შევაჩეროთ ახლავე. უნდა შევაჩეროთ, რადგან ეს სასტიკი ფარსია. ჩვენ ფონდში ხალხი მუდმივად მოდის. ისინი ფინანსურად და ემოცირად განადგურებულები არიან, რადგან მათ საკუთარი ფული და რწმენა მისცემს იმ ხალხს. მე რაღაც ტაბლეტები დავლიე დასაწყისში. უნდა აგიხსნათ რა იყო ეს. ჰომეოპათია, მოდით გავარკვიოთ რა არის ეს. გსმენიათ მის შესახებ. ეს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდია, არა? ჰომეოპათია სინამდვილეში შედგება... და ეს სწორედ ის არის. ეს Calms Forte-ა. 32 საძილე ტაბლეტები! დამავიწყდა მეთქვა. ახლახანს მივიღე ექვსნახევარი დღის შესაბამისი საძილე ტაბლეტები. (სიცილი) ექვსნახევარი დღე, ეს ნამდვილად ფატალური დოზაა. აქვე უწერია: "დოზის გადაჭარბების შემთვევაში, სასწრაფოდ მიმართეთ მოწამვლის კონტროლის ცენტრს" და წერია ნომერი. დამშვიდდით, ყველაფერი კარგად იქნება. ეს ნამდვილად არ მჭირდება, რადგან უკვე ბოლო 8-10 წელია ამას ვაკეთებ მაყურებლისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ანუ ვიღებ ჰომეოპათიური საძილე საშუალების ფატალურ დოზას. რატომ არ მოქმედებს ის ჩემზე? (სიცილი) (აპლოდისმენტები) პასუხმა შეიძლება გაგაოცოთ. რა არის ჰომეოპათია? ეს არის მუშა წამლის გაზავება ავოგადროს მუდმივაზე ბევრად დაბალ დონემდე. იმ დონემდე გაზავება, რომ პრეპარატი აღარ რჩება. (სიცილი) მეგობრებო, ეს მხოლოდ მეტაფორა არაა ეს მართლაც ასეა. ეს ზუსტად იმის ტოლფასია, ერთი 325 მგ ასპირინის ტაბლეტი რომ ავიღოთ, ტაჰოს ტბაში ჩავაგდოთ, შემდეგ დიდი ჯოხით მოვურიოთ, დაველოდოთ დაახლოებით 2 წელი, სანამ ხსნარი ერთგვაროვანი არ გახდება და შემდეგ როცა თავი აგტკივათ, მოსვამთ ამ ტბიდან და უცებ თავის ტკივილი გაგივლით! (სიცილი) ეს მართლაც ასეა. ასე მუშაობს ჰომეოპათია. კიდევ ერთი რასაც ამბობენ... თქვენ მოგეწონებათ... არის ის, რომ წამლის რაც უფრო ნაკლები კონცეტრაციაა, მით უფრო ძლიერი ეფექტი აქვს ხსნარს. თქვენ გსმენიათ იმ ტიპზე ფლორიდიდან. საწყალი კაცი, ჰომეპათიურ მკურნალობაზე იყო და დოზის გადამეტებისგან მოკვდა. მას ტაბლეტის მიღება დაავიწყდა. (სიცილი) იფიქრეთ ამაზე, იფიქრეთ. სასაცილო რამეა, აბსოლუტური სისულელეა. არ ვიცი რას ვფიქრობთ, როცა ყველა ამ უაზრობის გვჯერა ამდენი წლის მანძილზე. ნება მომეცით გითხრათ, რომ ჯეიმს რანდის საგანმანათლებლო ფონდმა საკმაოდ მსუყე ნადავლი გამოჰკიდა, მაგრამ ის ფაქტი, რომ არავის მიუღია ეს გამოწვევა არ ნიშნავს, რომ მსგავსი ძალები არ არსებობს. შეიძლება სადმე არიან. შეიძლება ეს ხალხი უბრალოდ ძალიან მდიდარია. პრინციპში სილვია ბრაუნის შემთხვევაში ვფიქრობ ასეც არის. 700 დოლარი 20 წუთიანი სეანსისთვის ტელეფონით ეს იურისტზე დიდი შემოსავალია. ეს საოცრად დიდი ფულია. ალბათ ამ ხალხს არც სჭირდება მილიონი, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ მაინც უნდა მიიღონ გამოწვევა, მხოლოდ იმიტომ, რომ სულელად გამომიყვანონ? ეს უღმერთო კაცი რომ გააჩერონ, რომელზეც სილვია ბრაუნი სულ ლაპარაკობს. ვფიქრობ ამას რაღაც უნდა მოვუხერხოთ. თქვენი რჩევა ნამდვილად გვჭირდება იმაზე, თუ როგორ მივმართოთ ფედერალურ, საშტატო და ლოკალურ ხელისუფლებებს, რომ რაღაც იღონონ. თუ აღმოაჩენთ... რა თქმა უნდა მე მესმის, რომ დღესაც გვესაუბრება ხალხი შიდსის ეპიდემიაზე, მოშიმშილე ბავშვებზე მსოფლიოში და წყლის დაბინძურებაზე, რომლისგანაც ხალხი იტანჯება. ყველა ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის და რაღაც უნდა ვიღონოთ მათ მოსაგვარებლად, მაგრამ ამავე დროს, როგორც ართურ კლარკმა თქვა: "ადამიანის ტვინის გადაგვარება" პარანორმალურის და იდუმალის, ზებუნებრივის რწმენის ამბები... მთელი ეს უაზრობები... ეს შუასაუკონეობრივი აზროვნება... ვფიქრობ რაღაც უნდა ვიღონოთ ამაზეც და ეს განათლების ამბავია. ეს დიდწილად მედიის დამსახურებაა. მათ მიერ ყველა სახის უაზრობის სამარცხვინო პოპულარიზაცია, რადგან ეს სპონსორებს სიამოვნებთ. საბოლოოდ ესაა დოლარების ამბავი. ამას უყურებენ მხოლოდ. ჩვენ მართლაც უნდა ვუშველოთ ამას რაღაც. მზად ვარ მივიღო თქვენი რჩევები და მინდა, რომ ეწვიოთ ჩვენს საიტს. მისამართია www.randi.org. შედით და ნახეთ არქივი და თქვენ ბევრად უფრო კარგად გაიგებთ, თუ რაზე ვისაუბრე დღეს აქ. თქვენ ნახავთ ჩანაწერებს არაფერი არაა იმაზე უარესი, როცა ბიბლიოთეკაში ზიხართ და მოდის ოჯახი და ამბობს, რომ დედამ მთელი თავისი ქონება გასცა. გაყიდა CD-ები გასცა აქციები და სერტიფიკატები, ეს მართლაც სამწუხარო მოსასმენია... და ეს მათ ოდნავაც არ დაეხმარათ, ამან არცერთი პრობლემა არ მოუგვარათ. დიახ, ამერიკული ტვინი შეიძლება გადაგვარდეს და ასევე ყველა ტვინი მსოფლიოში, თუ ჩვენ სერიოზულად არ დავიწყებთ ამაზე ფიქრს. ჩვენ ამ ნადავლის შეთავაზება გავაკეთეთ, როგორც ვამბობ, ჩამოვუკიდეთ ეს ნადავლი. ჩვენ ველოდებით როდის ეცემიან მას ექსტრასენსები. პრინციპში, ბევრი ეცემა კიდეც ხოლმე, ასობით ყოველ წელს. ეს დაუზერები არიან და ხალხი, რომელიც ფიქრობს, რომ მათაც შეუძლიათ მკვდრებთან საუბარი. მაგრამ ეს გამოუცდელი ხალხია. მათ არ იციან როგორ უნდა გაზომონ საკუთარი ე.წ. ძალები პროფესიონალები ახლოსაც კი არ გვეკარებიან, სილვია ბრაუნის შემთხვევის გარდა, რომელზეც ცოტა ხნის წინ გიამბეთ. მან მიიღო გამოწვევა და შემდეგ უკან დაიხია. ქალბატონებო და ბატონებო, მე ჯეიმს რანდი ვარ და მე გელოდებით. მადლობა. (აპლოდისმენტები)