ახლა ვისწავლით რაღაცას, რასაც პროგრამისტები ყოველ დღე იყენებენ. ამას მოვლენას ვუწოდებთ. მოვლენა პროგრამას უბრძანებს, ნახოს, ხდება თუ არა რაღაც. როცა ეს რაღაც მოხდება, პროგრამა ქმედებას ახორციელებს. მაგალითად, პროგრამა ელოდება, როდის დააწკაპუნებენ მაუსზე, ისარზე ან ეკრანზე. ჩვენ ბეიმაქსს ვაიძულებთ, ავიდეს შეეხოს ჰიროს, ჩავიდეს და შეეხოს რაპუნცელს, როცა მოთამაშე ზედა/ქვედა ისრებს ან ღილაკებს დააჭერს. ჩვენ "როცა ზემოთ ისარი" ბლოკს დავუკავშირებთ "აიყვანე გმირი ზემოთ" ბლოკს, როცა მოთამაშე ზედა ისარს დააჭერს, ბლოკთან დაკავშირებული ყველა მოვლენა ჩაირთვება. იმავეს ვიზამთ ბეიმაქსის ასამოძრავებლადაც. ნელ-ნელა თქვენი თამაში უფრო ინტერაქტიული ხდება.