დღეს მინდა თქვენთან ერთად განვიხილო, თუ რატომ ვერ მიაღწევთ დიდებულ კარიერას. (სიცილი) მე ეკონომისტი ვარ. დეპრესიულ საქმეს ვაკეთებ. საბოლოოდ, დროა დეპრესიული შენიშვნებისთვის. მე მინდა მარტო მათ მივმართო, ვისაც დიდებული კარიერა სურს. ვიცი, რომ ზოგ თქვენგანს გადაწყვეტილი აქვს ჰქონდეს კარგი კარიერა. თქვენც მარცხს განიცდით. (სიცილი) ღმერთო ჩემო, ასე გამხიარულებთ წარუმატებლობა? (სიცილი) ნამდვილად კანადელების ჯგუფია. (სიცილი) ვინც ცდილობს, რომ ჰქონდეს კარგი კარიერა, მარცხს განიცდის. იმიტომ რომ ნამდვილად კარგი სამუშაო ადგილები ქრება. არის არაჩვეულებრივი სამუშაო ადგილები და კარიერები და არის დიდი დატვირთვის, დიდი სტრესის, სისხლისმსმელი, სულის გამანადგურებელი სამუშაო ადგილები და ფაქტიურად არაფერი ამ ორ უკიდურესობას შორის. ამიტომ, ვინც კარგ სამუშაო ადგილს ეძებს, მარცხს განიცდის. მინდა ვისაუბრო მათზე, ვინც დიდებულ სამუშაო ადგილს და კარიერას ეძებს. და იმაზე, თუ რატომ განიცდით მარცხს ამაში. პირველი მიზეზია, რომ არ აქვს მნიშვნელობა რამდენჯერ გეუბნებიან: "თუ გსურს დიდებული კარიერა, უნდა მიჰყვე ვნებას, უნდა მიჰყვე შენს ოცნებებს, უნდა მიჰყვე შენი ცხოვრების ყველაზე დიდ გატაცებას" თქვენ ეს არაერთხელ გესმით და შემდეგ მაინც წყვეტთ ეს არ გააკეთოთ. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენჯერ ჩამოტვირთავთ სტივენ ჯეის სტენფორდის გამოსაშვებ მიმართვას თქვენ უყურებთ მას და მაინც წყვეტთ არ გააკეთოთ ასე. არ ვარ დარწმუნებული, რატომ აკეთებთ ასე. გეზარებათ ამის გაკეთება. ძალიან ძნელია. გეშინიათ რომ თუ დაფიქრდებით თქვენ ვნებაზე და ვერ იპოვით მას, თავს იდიოტად იგრძნობთ და შემდეგ იწყებთ გამართლებების ძებნას, თუ რატომ არ გინდათ ვნების პოვნა. ეს არის გამართლებები, ქალბატონებო და ბატონებო. ჩვენ წინაშე წარმოჩნდება, თქვენი კრეატიულობის მიერ შექმნილი მთელი სია გამართლებებისა არ აკეთოთ ის, რისი გაკეთებაცაა საჭირო, თუ გინდათ, რომ დიდებული კარიერა გქონდეთ. მაგალითისთვის, თქვენი ერთ-ერთი დიდი გამართლება: "უმეტესობისთვის დიდებული კარიერა, არის მხოლოდ და მხოლოდ იღბალის საკითხი. ამიტომ უბრალოდ დავეყუდები და შევეცდები ვიყო იღბლიანი და თუ გამიმართლებს, მექნება დიდებული კარიერა. თუ არა, მექნება კარგი კარიერა." მაგრამ კარგი კარიერა შეუძლებელია, ასე რომ, ეს არ გამოვა. შემდეგი გამართლება: "კი, არის განსაკუთრებული ხალხი, რომელიც მისდევს თავის ვნებას, მაგრამ ისინი გენიოსები არიან. ისინი სტივენ ჯეიები არიან. მე არ ვარ გენიოსი. როცა ხუთი წლის ვიყავი, ვფიქრობდი, რომ გენიოსი ვიყავი, მაგრამ, ჩემმა პროფესორებმა ეს აზრი დიდი ხნის წინ ამომიგდეს თავიდან" (სიცილი) "და ახლა ვიცი, რომ აბსოლუტურად კომპეტენტური ვარ. ხომ გესმით, ახლა რომ 1950 წელი იყოს, კომპეტენტურობა, დიდებულ კარიერას განაპირობებდა. მაგრამ, აბა გამოიცანით? ახლა თითქმის 2012 წელია და იმის თქმა, რომ: "მე ვარ აბსოლუტურად კომპეტენტური" არის საკუთარი თავის სრულ უმნიშვნელობაში მხილება. რა თქმა უნდა, შემდეგი გამართლება: "ამას გავაკეთებდი, იმას გავაკეთებდი, მაგრამ, მაგრამ... ბოლო-ბოლო მე ვიღაც უცნაური ტიპი ხომ არ ვარ. ყველამ იცის, რომ ხალხი, რომელიც საკუთარ ვნებებს მისდევს რაღაცნაირი აკვიატებულები არიან. ცოტა უცნაურები. ჰმ? ჰმ? კარგით? ზუსტად იცით რა არის გამყოფი ხაზი შეშლილობასა და გენიოსობას შორის. მე არ ვარ უცნაური. მე სტივენ ჯეი.-ს ბიოგრაფია წავიკითხე ღმერთო ჩემო... მე არ ვარ ასეთი პიროვნება. მე კარგი ვარ. მე ნორმალური ვარ. მე კარგი, ნორმალური ადამიანი ვარ და კარგ, ნორმალურ ადამიანებს... არ გააჩნიათ ვნება." (სიცილი) "მაგრამ, მე მაინც მინდა დიდებული კარიერა. მე არ ვარ მზად მივყვე ჩემს ვნებებს, ამიტომ, ვიცი რასაც გავაკეთებ, რადგან მაქვს გადაწყვეტა. მაქვს სტრატეგია. ეს არის რაც დედიკომ და მამიკომ მითხრეს. დედიკომ და მამიკომ მითხრეს, რომ თუ ბევრს ვიმუშავებ, კარგი კარიერა მექნება. ასე რომ, თუ მუშაობ ბევრს და გაქვს კარგი კარიერა, თუ იმუშავებ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრს, გექნება დიდებული კარიერა. მათემატიკურად ასე არ არის?" ჰმ... არა. მაგრამ თქვენ შეძელით საკუთარი თავის ამაში დარწმუნება. იცით რა? საიდუმლოს გაგიმხელთ: გინდათ მუშაობა? ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი მუშაობა? იცით რა? ამას შეძლებთ. მსოფლიო მოგცემთ ამის საშუალებას, იმუშაოთ ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი. მაგრამ, დარწმუნებული ხართ, რომ ეს მოგცემთ დიდებულ კარიერას, მაშინ, როცა ყველაფერი საწინააღმდეგოზე მეტყველებს? ამიტომ მოდით გადავიდეთ მათზე, ვინც ცდილობს იპოვოს თავისი ვნება. თქვენ ხვდებით, რომ ეს ნამდვილად უნდა გააკეთოთ, ყველა მიზეზის მიუხედავად. თქვენ ცდილობთ იპოვოთ ვნება... და თქვენ ძალიან ბედნიერი ხართ. თქვენ იპოვეთ რაღაც, რაც გაინტერესებთ. "მე მაქვს ინტერესი! მე მაქვს ინტერესი!" მეუბნებით. თქვენ ამბობთ: "მე მაქვს ინტერესი!" მე გპასუხობთ: "მშვენიერია! და რას გულისხმობთ?" "მე მაქვს ინტერესი" მე გეკითხებით: "გაქვთ ვნება?" "მაქვს ინტერესი" მპასუხობთ. "რას ადარებთ თქვენს ინტერესს?" "მე მაინტერესებს ეს" "და რას იტყვით კაცობრიობის სხვა საქმიანობებზე?" "ისინი არ მაინტერესებს" "ყვლა საქმიანობა ნახეთ?" "არა, ყველა არა" ვნება არის უდიდესი სიყვარული. ვენება არის რაღაც, რაც თქვენს ნიჭს სრულად გამოვლენის საშუალებს მისცემს. ვნება და ინტერესი არ არის ერთიდაიგივე. მიხვალთ თქვენს გულის რჩეულთან და ეტყვით: "გამომყევი ცოლად! შენ საინტერესო ხარ." (სიცილი) არ გამოვა. არ გამოვა და მარტო მოკვდებით. (სიცილი) რაც გჭირდებათ, რაც გჭირდებათ, რაც გჭირდებათ, არის ვნება. ის ინტერესზე მაღლა დგას. გჭირდებათ 20 ინტერესი და შემდეგ ერთმა მათგანმა, ერთმა მათგანმა შეიძლება გაგიტაცოთ, ერთმა მათგანმა შეიძლება ყველაფერზე უფრო ჩაგითრიოთ და მაშინ იპოვით უდიდეს სიყვარულს, გაცილებით ძლიერს სხვებთან შედარებით, რომელიც გაინტერესებთ და აი ეს არის ვნება. მყავს მეგობარი, რომელმაც ცოლობა სთხოვა თავის შეყვარებულს. ის ეკონომიკურად რაციონალური ადამიანი იყო. თავის შეყვარებულს უთხრა, "დავქორწინდეთ. გავაერთიანოთ ინტერესები." (სიცილი) კი, ასე ქნა. "ნამდვილად მიყვარხარ", თქვა მან "ღრმაა ჩემი სიყვარული მიყვარხარ ნებისმიერი ქალზე მეტად, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ მიყვარხარ მეტად, ვიდრე მერი, ჯეინი, სუზი, პენელოპე, ინგრიდი, გერტრუდა, გრეტელი... მაშინ გერმანიაში ვიყავი გაცვლითი პროგრამით. მიყვარხარ უფრო მეტად ვიდრე..." კარგით. ჩემი მეგობარი შუა სიყვარულის ახსნაში იყო, როცა გოგო ოთახიდან გავიდა. როცა ჩემი მეგობარი უარის გაოცებისგან გამოფხიზლდა, დაასკვნა, რომ ბეწვზე გადარჩა და კინაღამ ირაციონალური ადამიანი მოიყვანა ცოლად. თუმცა, დაიმახსოვრა, რომ შემდეგი სიყვარულის ახსნისთვის ალბათ საჭირო არ იყო ყველა ქალის სახელის ჩამოთვლა, რომელსაც საცოლედ სინჯავდა. (სიცილი) მაგრამ აზრი გასაგებია. უნდა სცადოთ სხვადასხვა ალტერნატივა, რათა იპოვოთ ბედი. გეშინიათ სიტყვის "ბედი"? სიტყვა "ბედი" გაშინებთ? სწორედ ამაზე ვსაუბრობთ. თუ არ მისცემთ თქვენს ნიჭს სრულად გამოვლენის საშუალებას და დაკმაყოფილდებით "საინტერესოთი" - რასაც არ უნდა ნიშნავდეს ეს, იცით რა მოხდება თქვენი გრძელი ცხოვრების ბოლოს? მეგობრები და ნათესავები შეიკრიბებიან სასაფლაოზე, და თქვენი საფლავის ქვაზე ეწერება: და თქვენი საფლავის ქვაზე ეწერება: "აქ განისვენებს გამორჩეული ინჟინერი, რომელმაც გამოიგონა ფხრიწიანი ლენტი." მაგრამ რა უნდა ეწეროს საფლავის ქვაზე, სხვა ცხოვრებით რომ გეცხოვრათ? თქვენი ნიჭის სრულად გამოვლენის შემთხვევაში: "აქ განისვენებს ნობელის ლაურეატი ფიზიკის დარგში, რომელმაც ჩამოაყალიბა ველის საერთო თეორია და დაამტკიცა სინათლის სიჩქარეზე უფრო სწრაფად გადაადგილების შესაძლებლობა. (სიცილი) ფხრიწიანი ლენტი! (სიცილი) პირველი იყო დიდებული კარიერა. მეორე - ხელიდან გაშვებული შესაძლებლობები. ზოგი თქვენგანი, მიუხედავად ყველა მიზეზისა, იპოვის თავის ვნებას. და მაინც განიცდის მარცხს. თქვენ განიცდით მარცხს... რადგან არ გააკეთებთ ამას, იმიტომ რომ მოიგონებთ ახალ გამართლებას. ნებისმიერ გამართლებას, რომ არ იმოქმედოთ, და ეს გამართლება ბევრჯერ მსმენია: "კი, მე შემეძლო მივყოლოდი დიდებულ კარიერას, მაგრამ მე ვაფასებ ადამიანურ ურთიერთობებს... (სიცილი) უფრო მეტად, ვიდრე მიღწევებს. მინდა ვიყო დიდებული მეგობარი. მინდა ვიყო დიდებული მეუღლე. მინდა ვიყო დიდებული მშობელი, და მე არ შევწირავ მათ დიდი მიღწევების საკურთხეველს." (სიცილი) რა გნებავთ რომ ვთქვა? მართლა გსურთ რომ გითხრათ "მართლა, ვფიცავ, ბავშვებს არ ვცემ." (სიცილი) შეხედეთ თქვენს მიერ შექმნილ მსოფლმხედველობას. თქვენ ყველა შემთხვევაში გმირი ხართ და მე, უნდა მძულდეს ბავშვები, იმის გამო, რომ ძალიან დელიკატურად გთავაზობთ გქონდეთ დიდებული კარიერა. მე არ მძულს ბავშვები. არ ვცემ მათ. კი, იყო ერთი ბავშვი, რომელიც ამ შენობაში შემხვდა და არა, მე მისთვის არ დამირტყამს. (სიცილი) რა თქმა უნდა ვუთხარი, რომ შენობა მხოლოდ ზრდასრულებისთვისაა და წავიდეს. მან რაღაცა წაილუღლუღა დედამისზე და მე ვუთხარი, რომ სავარაუდოდ შენობის გარეთ იპოვიდა მას. ბოლოს რომ ვნახე, კიბეებზე იჯდა და ტიროდა. (სიცილი) მტირალა. (სიცილი) რას გულისხმობთ? განა ამას არ ელოდით ჩემგან? მართლა ფიქრობთ, რომ ეს სწორია, რომ შვილები ფარად გამოიყენოთ? იცით, რა მოხდება ერთ დღეს? თქვენ, იდეალურო მშობელო? ერთ დღეს შვილი მოვა და გეტყვით "მე ვიცი ვინ მინდა რომ გამოვიდე. ვიცი როგორ მინდა ვიცხოვრო." თქვენ ბედნიერი ხართ. ეს ის საუბარია, რომელზეც მშობელი ოცნებობს, თქვენი შვილი კარგია მათემატიკაში და წინასწარ იცით, რომ რაც უნდა გითხრათ მოგეწონებათ თქვენი შვილი გეუბნებათ, "მე გადავწყვიტე ვიყო ილუზიონისტი. მინდა საოცარი ტრიუკები შევასრულო სცენაზე." (სიცილი) და თქვენ რას პასუხობთ? თქვენ ამბობთ, თქვენ ამბობთ, "შვილო, ეს სარისკოა. შეიძლება არ გამოგივიდეს. ამით ფულს ვერ იშოვი, შვილო. არ ვიცი, შვილო. კიდევ უნდა დაფიქრდე ამაზე. ასე კარგად გამოგდის მათემატიკა, რატომ არ..." შვილი გაწყვეტინებთ და გეუბნებათ "მაგრამ ეს ჩემი ოცნებაა. ამის კეთება ჩემი ოცნებაა." და თქვენ რას ეუბნებით? იცით რას ეუბნებით? "მისმინე შვილო, ერთ დროს მეც მქონდა ოცნება, მაგრამ... მაგრამ... მაშ, როგორ დაამთავრებთ თქვენს წინადადებას? "მეც მქონდა ოცნება, შვილო, მაგრამ შემეშინდა მას გავყოლოდი." თუ, ამას ეტყვით: "ერთ დროს ოცნება მქონდა, შვილო, მაგრამ, მერე შენ გაჩნდი." (სიცილი) (აპლოდისმენტები) მართლა გსურთ თქვენი ოჯახის გამოყენება? მართლა გსურთ თქვენს მეუღლეს და შვილს, თქვენს მეტუსაღეებად ხედავდეთ? არის რაღაც, რაც შეიძლება გეპასუხათ თქვენი შვილისთვის, როცა მან გითხრათ: "მე მაქვს ოცნება." თქვენ შეგეძლოთ გეთქვათ... ჩაგეხედათ თვალებში და გეთქვათ: "კარგია! სცადე, შვილო! ისევე, როგორც ოდესღაც მე ვცადე" მაგრამ თქვენ ვერ შეძლებთ ამის თქმას, იმიტომ რომ არ გიცდიათ. ასე რომ, ვერ ეტყვით. (სიცილი) ამიტომ, მშობლების ცოდვები საწყალ შვილებზე გადადის. რატომ ეძებთ თავშესაფარს ადამიანურ ურთიერთობებში იმის გასამართლებლად, რომ არ ეძებოთ და არ მისდიოთ ვნებას? თქვენ იცით რატომ. გულის სიღრმეში, იცით რატომ და მე ამას სრული სერიოზულობით ვამბობ. იცით რატომ ხდებით თბილი და ფუმფულა და ეხვევით ადამიანურ ურთიერთობებში. იმიტომ რომ თქვენ ხართ... იცით რაც ხართ. თქვენ გეშინიათ მიჰყვეთ ვნებას. გეშინიათ სასაცილოდ გამოიყურებოდეთ. გეშინიათ სცადოთ. გეშინიათ, რომ შეიძლება მარცხი განიცადოთ. დიდებული მეგობარი, მეუღლე, მშობელი, კარიერა. ერთი პაკეტი არ არის? ეს თქვენ არ ხართ? როგორ შეიძლება ერთი იყოს, მეორის გარეშე? მაგრამ, თქვენ გეშინიათ. და ეს არის მიზეზი, რომ ვერ მიაღწევთ დიდებულ კარიერას. თუ არ... "თუ არ" ეს ძლიერი გამოსაფხიზლებელი ფრაზა. "თუ არ." მაგრამ "თუ არ" ასევე კავშირშია სხვა, საშინელ ფრაზასთან: "ნეტა გამეკეთებინა..." "ნეტა გამეკეთებინა..." თუ როდესმე გაგჩენიათ ეს აზრი, რომელიც დახტის თავში, ეს ძალიან მტკივნეული იქნება. ასე რომ, ეს არის ბევრი მიზეზი იმისა, რომ თქვენ ვერ მიაღწევთ დიდებულ კარიერას თუ არ... თუ არ... მადლობა. (აპლოდისმენტები)