1 00:00:00,000 --> 00:00:03,000 სირბილის სულ ეს არის, მარჯვენა, მარცხენა, მარჯვენა, მარცხენა -- არა? 2 00:00:03,000 --> 00:00:05,000 ბოლობოლო უკვე ორი მილიონი წელია ამას ვაკეთებთ 3 00:00:05,000 --> 00:00:08,000 და ცოტა არ იყოს ჩემი მხრიდან თავხედობაც არის იმის ფიქრი 4 00:00:08,000 --> 00:00:10,000 რომ რაიმე ისეთს ვიტყვი 5 00:00:10,000 --> 00:00:13,000 რაც დიდი ხნის წინ ჩემზე უკეთესად არ თქმულა და გაკეთებულა. 6 00:00:13,000 --> 00:00:15,000 მაგრამ, როგორც მე აღმოვაჩინე, სირბილში საინტერესო ის არის, 7 00:00:15,000 --> 00:00:17,000 რომ გამუდმებით უცნაური რაღაცეები ხდება 8 00:00:17,000 --> 00:00:19,000 რაც სირბილთან არის დაკავშირებული. 9 00:00:19,000 --> 00:00:22,000 მაგალითისთვის: თუ ორიოდე თვის წინ თვალს ადევნებდით ნიუ იორკის მარათონს, 10 00:00:22,000 --> 00:00:24,000 დარწმუნებული ვარ ისეთი რაღაც ნახეთ 11 00:00:24,000 --> 00:00:27,000 რაც მანამდე არავის უნახავს. 12 00:00:27,000 --> 00:00:29,000 ეთიოპიელი ქალი სახელად დერატუ ტულუ 13 00:00:29,000 --> 00:00:31,000 იღებს მონაწილეობას მარათონში. 14 00:00:31,000 --> 00:00:33,000 ის არის 37 წლის, 15 00:00:33,000 --> 00:00:35,000 მას არცერთ მარათონში არ გაუმარჯვია ბოლო 8 წლის განმავლობაში, 16 00:00:35,000 --> 00:00:37,000 და რამდენიმე თვით ადრე 17 00:00:37,000 --> 00:00:39,000 კინაღამ დაიღუპა მშობიარობისას. 18 00:00:39,000 --> 00:00:42,000 დერატუ ტული მზად იყო საერთოდ დაენებებინა ამ სპორტისთვის თავი, 19 00:00:42,000 --> 00:00:44,000 მაგრამ გადაწყვიტა ერთხელაც ეცადა ბედი 20 00:00:44,000 --> 00:00:46,000 და მსხვილი ფულადი ჯილდოს მოგების იმედით 21 00:00:46,000 --> 00:00:48,000 მონაწილეობა მიეღო ისეთ ცნობილ და მასშტაბურ შეჯიბრში 22 00:00:48,000 --> 00:00:50,000 როგორიც არის ნიუ იორკის მარათონი. 23 00:00:50,000 --> 00:00:53,000 მაგრამ -- დერატუ ტულუსთვის სამწუხაროდ -- სხვებსაც მოუვიდათ იგივე იდეა, 24 00:00:53,000 --> 00:00:55,000 მათ შორის ოლიმპიადის გამარჯვებულს 25 00:00:55,000 --> 00:00:58,000 და პოლა რედკლიფს, რომელიც არის მონსტრი, 26 00:00:58,000 --> 00:01:02,000 მსოფლიოს ყველა დროის უსწრაფესი ქალი. 27 00:01:02,000 --> 00:01:04,000 მისი რეკორდი მხოლოდ 10 წუთით ჩამორჩება მამაკაცების მსოფლიო რეკორდს, 28 00:01:04,000 --> 00:01:07,000 პოლა რედკლიფის დამარცხება ფაქტიურად შეუძლებელია. 29 00:01:07,000 --> 00:01:09,000 ასეთი კონკურენტი ყავდა დერატუ ტულუს. 30 00:01:09,000 --> 00:01:12,000 დაიწყო შეჯიბრი, დერატუ ტულუ არათუ ფავორიტი არ არის, 31 00:01:12,000 --> 00:01:14,000 არაფავორიტებს შორისაც კი არ მიიჩნევა უძლიერესად. 32 00:01:14,000 --> 00:01:16,000 მაგრამ არაფავორიტი არაფავორიტებს შორის დანებებას არ აპირებს. 33 00:01:16,000 --> 00:01:19,000 და 26 მილიან დისტანციაზე 22 მილის მერე 34 00:01:19,000 --> 00:01:21,000 დერატუ ტულუ გვევლინება 35 00:01:21,000 --> 00:01:23,000 ლიდერებს შორის. 36 00:01:23,000 --> 00:01:26,000 და სწორედ ამ დროს ხდება ძალიან უცნაური რამ. 37 00:01:26,000 --> 00:01:29,000 პოლა რედკლიფი, შეჯიბრის გამარჯვების მთავარი ფავორიტი, 38 00:01:29,000 --> 00:01:32,000 რომელიც, ეჭვი არავის ეპარება რომ მსხვილ ფულად პრემიას არავის დაუთმობს, 39 00:01:32,000 --> 00:01:35,000 უცებ ხელს იტაცებს ფეხზე და იწყებს ჩამორჩენას. 40 00:01:35,000 --> 00:01:37,000 ამ დროს ცხადია რაც უნდა გააკეთოს მისმა კონკურენტმა, ასე არ არის? 41 00:01:37,000 --> 00:01:39,000 სწრაფი მოძრაობით იდაყვი უნდა მიარტყას კბილებში 42 00:01:39,000 --> 00:01:41,000 და ჩაუქროლოს ფინიშის ხაზისკენ. 43 00:01:42,000 --> 00:01:44,000 მაგრამ დერარტუ ტულუ ასე არ იქცევა. 44 00:01:44,000 --> 00:01:46,000 გვერდზე ჩაქროლების ნაცვლად 45 00:01:46,000 --> 00:01:48,000 ისიც ჩამორჩება, ხელს კიდებს პოლა რედკლიფს 46 00:01:48,000 --> 00:01:50,000 და ამხნევებს "წამოდი. შენ ეს შეგიძლია". 47 00:01:50,000 --> 00:01:52,000 სამწუხაროდ, პოლა რედკლიფი სწორედ ამას აკეთებს. 48 00:01:52,000 --> 00:01:54,000 ეწევა მოწინავე მორბენლებს 49 00:01:54,000 --> 00:01:56,000 და მირბის ფინიშისკენ. 50 00:01:56,000 --> 00:01:58,000 მაგრამ მალე ისევ ჩამორჩება. 51 00:01:58,000 --> 00:02:00,000 და დერარტუ ტულუ ისევ კიდებს ხელს და ცდილობს მიხმარებას. 52 00:02:00,000 --> 00:02:02,000 ამ დროს პოლა რედკლიფი ამბობს, 53 00:02:02,000 --> 00:02:04,000 "მორჩა. მე აღარ შემიძლია. შენ წადი." 54 00:02:04,000 --> 00:02:07,000 აი, შესანიშნავი ისტორია გამოვიდა. გასაგებია ახლა როგორც უნდა გაგრძელდეს ეს ისტორია. 55 00:02:07,000 --> 00:02:09,000 დერარტუ ტულუ ჩეკს კარგავს, 56 00:02:09,000 --> 00:02:11,000 მაგრამ იგებს რაღაც უფრო დიდს და მნიშვნელოვანს. 57 00:02:11,000 --> 00:02:14,000 მაგრამ არა, დერარტუ ტულუ უსევ არღვევს ჟანრის კანონებს. 58 00:02:14,000 --> 00:02:17,000 წაგების ნაცვლად ის ყველას უსწრებს და იგებს, 59 00:02:17,000 --> 00:02:19,000 იგებს ნიუ იორკის მარათონს, 60 00:02:19,000 --> 00:02:21,000 და იგებს მსხვილ ჩეკს. 61 00:02:21,000 --> 00:02:23,000 ძალიან თბილი და გულისამაჩუყებელი ამბავია, 62 00:02:23,000 --> 00:02:25,000 მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, 63 00:02:25,000 --> 00:02:28,000 ღირს დაფიქრება თუ რა ხდებოდა ამ შეჯიბრის დროს. 64 00:02:28,000 --> 00:02:30,000 როდესაც ორი ასეთი მოულოდნელი რამ ერთდროულად ხდება, 65 00:02:30,000 --> 00:02:32,000 ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ დამთხვევა. 66 00:02:32,000 --> 00:02:35,000 როდესაც ერთი ადამიანი არის ყველაზე უფრო სწრაფი და ყველაზე უფრო გულისხმიერი 67 00:02:35,000 --> 00:02:38,000 მთელ შეჯიბრში, ეს არ შეიძლება იყოს უბრალოდ დამთხვევა. 68 00:02:38,000 --> 00:02:41,000 თუკი რამე არსებას აქვს აპკიანი ფეხები და ლაყუჩები, 69 00:02:41,000 --> 00:02:43,000 ძნელი მისახვედრი არაა, რომ მას წყალთან ექნება შეხება. 70 00:02:43,000 --> 00:02:46,000 მარათონის გამარჯვებულიც რომ ასეთი გულის პატრონი აღმოჩნდება, აქაც აუცილებლად უნდა იყოს რაიმე კავშირი. 71 00:02:46,000 --> 00:02:48,000 ამ კავშირის დადგენაში, ჩემი აზრით, 72 00:02:48,000 --> 00:02:51,000 დაგვეხმარება მექსიკის სპილენძის კანიონში მცხოვრები 73 00:02:51,000 --> 00:02:53,000 ინდიელთა ტომი 74 00:02:53,000 --> 00:02:55,000 სახელად ტარაჰუმარა. 75 00:02:55,000 --> 00:02:58,000 ტარაჰუმარას ტომი სამი რამის გამო არის საინტერესო. 76 00:02:58,000 --> 00:03:00,000 პირველი არის ის, რომ 77 00:03:00,000 --> 00:03:02,000 მათი ცხოვრების წესი ფაქტიურად არ შეცვლილა 78 00:03:02,000 --> 00:03:04,000 ბოლოს 400 წლის მანძილზე. 79 00:03:04,000 --> 00:03:07,000 როდესაც ჩრდილო ამერიკას ეწვივნენ კონკისტადორები, იყო ორი არჩევანი: 80 00:03:07,000 --> 00:03:10,000 ან უნდა შებრძოლებოდი მათ, ან გაცლოდი. 81 00:03:10,000 --> 00:03:12,000 მაია და აცტეკები შეებრძოლნენ 82 00:03:12,000 --> 00:03:15,000 და ამიტომაც დღესდღეობით ძალიან ცოტა მაია და აცტეკები არიან შემორჩენილი. 83 00:03:15,000 --> 00:03:17,000 ტარაჰუმარას სხვანაირი სტრატეგია ქონდათ. 84 00:03:17,000 --> 00:03:19,000 ისინი გაეცალნენ და დაიმალნენ 85 00:03:19,000 --> 00:03:21,000 ამ ლაბირინთივით ერთმანეთთან დაკავშირებულ 86 00:03:21,000 --> 00:03:23,000 კანიონების სისტემაში 87 00:03:23,000 --> 00:03:25,000 სახელად სპილენძის კანიონები, 88 00:03:25,000 --> 00:03:28,000 და იქ იყვნენ მე-17 საუკუნიდან მოყოლებული 89 00:03:28,000 --> 00:03:32,000 ისე აგრძელებდნენ ცხოვრებას როგორც მანამდე ცხოვრობდნენ. 90 00:03:32,000 --> 00:03:35,000 მეორე რაც ნიშანდობლივია ტარაჰუმარას შესახებ 91 00:03:35,000 --> 00:03:38,000 არის ის, რომ ხანშიშესულ, 70-80 წლის ასაკში, 92 00:03:38,000 --> 00:03:40,000 ეს ხალხი მარათონებს კი არ დარბის, 93 00:03:40,000 --> 00:03:42,000 მეგა-მარათონებს დარბის. 94 00:03:42,000 --> 00:03:44,000 26 მილს კი არ დარბიან, 95 00:03:44,000 --> 00:03:47,000 100 და 150 მილს დარბიან თითო ჯერზე. 96 00:03:47,000 --> 00:03:50,000 და როგორც ჩანს ტრავმებისა და პრობლემების გარეშე. 97 00:03:50,000 --> 00:03:52,000 მესამე მნიშვნელოვანი ფაქტი ტარაჰუმარას შესახებ 98 00:03:52,000 --> 00:03:54,000 არის ის, რომ ყველაფერი ის რის შესახებაც ჩვენ დღეს უნდა ვილაპარაკოთ, 99 00:03:54,000 --> 00:03:56,000 ყველა ის პრობლემა რის გადაწყვეტასაც ვცდილობთ 100 00:03:56,000 --> 00:03:59,000 ჩვენი ტექნოლოგიისა და ტვინის მეშვეობით, 101 00:03:59,000 --> 00:04:01,000 მაგალითად გულის დაავადებები, ქოლესტეროლი და კიბო 102 00:04:01,000 --> 00:04:04,000 და კრიმინალი და ომი და ძალადობა და კლინიკური დეპრესია -- 103 00:04:04,000 --> 00:04:07,000 ეს ყველაფერი ტარაჰუმარასთვის უცხოა. 104 00:04:07,000 --> 00:04:09,000 მათ არ აწუხებთ 105 00:04:09,000 --> 00:04:11,000 არცერთი ეს პრობლემა. 106 00:04:11,000 --> 00:04:13,000 მაშ რა კავშირია აქ? 107 00:04:13,000 --> 00:04:15,000 კვლავაც, ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან ნაკლებმოსალოდნელ მოვლენებთან. 108 00:04:15,000 --> 00:04:17,000 ამიტომ სავარაუდოდ უნდა იყოს რამე მიზეზშედეგობრივი კავშირი. 109 00:04:17,000 --> 00:04:19,000 არიან მეცნიერთა ჯგუფები 110 00:04:19,000 --> 00:04:21,000 ჰარვარდსა და იუტას უნივერსიტეტში 111 00:04:21,000 --> 00:04:23,000 რომლებიც ტვინს იჭყლეტენ იმის გასარკვევად 112 00:04:23,000 --> 00:04:26,000 რაც ტარაჰუმარას ხალხმა ყოველთვის იცოდა. 113 00:04:26,000 --> 00:04:29,000 ისინიც ზუსტად იგივე პრობლემების გადაწყვეტას ცდილობენ. 114 00:04:29,000 --> 00:04:32,000 კვლავაც გვაქვს გამოცანა გამოცანაში -- 115 00:04:32,000 --> 00:04:35,000 იქნებ დერარტუ ტულუს და ტარაჰუმარას გამოცანის გასაღები 116 00:04:35,000 --> 00:04:38,000 ინახება სამ სხვა გამოცანაში, რომლებიცაა: 117 00:04:38,000 --> 00:04:40,000 სამი რამ -- და თუ თქვენ იცით პასუხი, ამოდით მიკროფონთან და თქვით, 118 00:04:40,000 --> 00:04:42,000 იმიტომ რომ სხვამ ეს არავინ იცის. 119 00:04:42,000 --> 00:04:45,000 და თუ თქვენ იცით, ესე იგი თქვენ ხართ ყველაზე ჭკვიანი დედამიწის ზურგზე. 120 00:04:45,000 --> 00:04:47,000 პირველი გამოცანა მდგომარეობს შემდეგში: 121 00:04:47,000 --> 00:04:50,000 ორი მილიონი წლის წინ ადამიანის თავი მკვეთრად გაიზარდა ზომაში. 122 00:04:50,000 --> 00:04:52,000 ავსტრალოპითეკს ქონდა ერთი ციცქნა ტვინი. 123 00:04:52,000 --> 00:04:54,000 და უცებ გამოჩნდნენ ადამიანები -- ჰომო ერექტუსები -- 124 00:04:54,000 --> 00:04:56,000 დიდი ნესვივით თავებით. 125 00:04:56,000 --> 00:04:58,000 ამხელა ტვინის გამოსაკვებად 126 00:04:58,000 --> 00:05:01,000 საჭიროა მაღალკალორიული საკვები. 127 00:05:01,000 --> 00:05:03,000 მოკლედ რომ ვთქვათ, ადრეული ადამიანები მიირთმევენ მკვდარ ცხოველებს. 128 00:05:03,000 --> 00:05:05,000 ეს ეჭვგარეშეა. 129 00:05:05,000 --> 00:05:07,000 მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ 130 00:05:07,000 --> 00:05:10,000 პირველი ბასრი იარაღი გამოჩნდა მხოლოდ 200 000 წლის წინ. 131 00:05:10,000 --> 00:05:13,000 ანუ თითქმის ორი მილიონი წლის განმავლობაში 132 00:05:13,000 --> 00:05:16,000 ჩვენ ყოველგვარი იარაღის გარეშე ვხოცავდით ცხოველებს. 133 00:05:16,000 --> 00:05:18,000 ძალას ვერ გამოვიყენებდით, 134 00:05:18,000 --> 00:05:20,000 იმიტომ რომ ჯუნგლებში ჩვენზე სუსტი არავინაა. 135 00:05:20,000 --> 00:05:22,000 ნებისმიერი სხვა ცხოველი ჩვენზე ძლიერია. 136 00:05:22,000 --> 00:05:25,000 მათ აქვთ ეშვები, კლანჭები, სისწრაფე და მოქნილობა. 137 00:05:25,000 --> 00:05:28,000 ახლა ჩვენ კი გვგონია რომ უსეინ ბოლტი სწრაფია, მაგრამ ნებისმიერი პატარა ციყვი უსეინ ბოლტს აჯობებს სისწრაფეში. 138 00:05:28,000 --> 00:05:30,000 მოკლედ ჩვენ არც სწრაფები ვართ. 139 00:05:30,000 --> 00:05:32,000 საინტერესო ოლიმპიური შეჯიბრი იქნებოდა: გაუშვი ციყვი, 140 00:05:32,000 --> 00:05:35,000 ვინც დაიჭერს, იგებს ოქროს მედალს. 141 00:05:35,000 --> 00:05:38,000 ანუ არა იარაღი, არა სიჩქარე, არა ძალა, არა ეშვები, არა კლანჭები. 142 00:05:38,000 --> 00:05:41,000 როგორ ვახერხებდით ამ ცხოველების მოკვლას? ეს არის პირველი გამოცანა. 143 00:05:41,000 --> 00:05:43,000 მეორე გამოცანა: 144 00:05:43,000 --> 00:05:46,000 ქალები უკვე საკმაოდ დიდი ხანია მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში, 145 00:05:46,000 --> 00:05:48,000 მაგრამ ერთი რამ რაც თვალშისაცემია ყველა ქალი სპრინტერის შემთხვევაში არის ის, რომ 146 00:05:48,000 --> 00:05:50,000 ძალიან სუსტები არიან, საშინლად სუსტები. 147 00:05:50,000 --> 00:05:52,000 არ არსებობს სწრაფი ქალი მსოფლიოში 148 00:05:52,000 --> 00:05:54,000 და არც არასდროს არსებულა. 149 00:05:54,000 --> 00:05:57,000 ქალებში ვინც ყველაზე სწრაფად გაირბინა ერთი მილი, ამას მოანდომა 4.15 წუთი. 150 00:05:57,000 --> 00:05:59,000 მე რომ ქვა გადავაგდო, ისეთ სკოლის მოსწავლე ბიჭს მოხვდება 151 00:05:59,000 --> 00:06:01,000 ვინც უფრო სწრაფად გაირბენს. 152 00:06:01,000 --> 00:06:03,000 რატომღაც ქალები ძალიან ნელები ხართ. 153 00:06:03,000 --> 00:06:05,000 (სიცილი) 154 00:06:05,000 --> 00:06:08,000 მაგრამ შევხედოთ მარათონს, რაზეც წეღან ვსაუბრობდით, 155 00:06:08,000 --> 00:06:10,000 სულ რაღაც 20 წელია რაც თქვენ ნება დაგრთეს მარათონები გერბინათ. 156 00:06:10,000 --> 00:06:12,000 იმიტომ რომ 1980-იან წლებამდე 157 00:06:12,000 --> 00:06:15,000 მედიცინა ამბობდა რომ თუკი ქალი შეეცდებოდა 26 მილის გარბენას -- 158 00:06:15,000 --> 00:06:17,000 ვინმემ იცის რა ეგონათ რომ მოუვიდოდა ქალს თუკი ის 26 მილის გარბენას შეეცდებოდა, 159 00:06:17,000 --> 00:06:21,000 ანუ რატომ იყო აკრძალული ქალების მონაწილეობა 1980-იან წლებამდე? 160 00:06:21,000 --> 00:06:24,000 (მაყურებელი:მისი საშვილოსნო დაზიანდებოდა.) 161 00:06:24,000 --> 00:06:26,000 დიახ. დაზიანდებოდა მისი რეპროდუქციული ორგანოები. 162 00:06:26,000 --> 00:06:29,000 საშვილოსნო, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადმოვარდებოდა. 163 00:06:29,000 --> 00:06:31,000 ახლა მე ბევრ მარათონზე ვყოფილვარ 164 00:06:31,000 --> 00:06:33,000 და ასეთი რამე ნამდვილად არ მინახავს. 165 00:06:33,000 --> 00:06:36,000 (სიცილი) 166 00:06:36,000 --> 00:06:39,000 ანუ მხოლოდ 20 წელია რაც ქალები მონაწილეობენ მარათონებში. 167 00:06:39,000 --> 00:06:41,000 და ასე მცირე დროში 168 00:06:41,000 --> 00:06:44,000 თქვენ დაზიანებული ორგანოებიდან დაიწყეთ და მიაღწიეთ იმას, რომ 169 00:06:44,000 --> 00:06:46,000 მხოლოდ 10 წუთით ჩამორჩებით 170 00:06:46,000 --> 00:06:48,000 მამაკაცების რეკორდს. 171 00:06:48,000 --> 00:06:50,000 თუკი წავალთ 26 მილზე უფრო შორს, 172 00:06:50,000 --> 00:06:53,000 ისეთ დისტანციებზე, რაზეც მედიცინა გვეუბნებოდა რომ ადამიანისთვის სასიკვდილო იქნებოდა -- 173 00:06:53,000 --> 00:06:55,000 გაიხსენეთ რომ ფიდიპიდე მოკვდა 26 მილის გარბენის მერე -- 174 00:06:55,000 --> 00:06:57,000 თუკი გადავალთ 50 და 100 მილზე, 175 00:06:57,000 --> 00:06:59,000 უკვე სულ სხვა სურათს ვხედავთ. 176 00:06:59,000 --> 00:07:02,000 თუ აიღებთ რომელიმე ქალ მორბენალს, მაგალითად ენ ტრეისონს, ან ნიკი კიმბოლს, ან ჯენ შელტონს, 177 00:07:02,000 --> 00:07:05,000 და დააყენებთ 50 ან 100 მილიან დისტანციაზე ნებისმიერ კონკურენტის წინააღმდეგ, 178 00:07:05,000 --> 00:07:07,000 წინასწარ ვერავინ იტყვის ვინ გაიმარჯვებს. 179 00:07:07,000 --> 00:07:09,000 ერთ მაგალითს მოგიყვანთ. 180 00:07:09,000 --> 00:07:11,000 ორიოდე წლის წინ ემილი ბაერი ჩაეწერა ერთერთ შეჯიბრებაში 181 00:07:11,000 --> 00:07:13,000 სახელად ჰარდროკ 100, 182 00:07:13,000 --> 00:07:16,000 რომლის სახელიც გეუბნებათ ყველაფერს რაც უნდა იცოდეთ ამ შეჯიბრის შესახებ. 183 00:07:16,000 --> 00:07:18,000 48 საათი გქონდათ დისტანციის დასაფარად. 184 00:07:18,000 --> 00:07:20,000 ემილი ბაერმა 500 სხვა მორბენალთან ერთად გაირბინა ეს დისტანცია 185 00:07:20,000 --> 00:07:22,000 და დაამთავრდა მერვემ, მოხვდა ტოპ ათეულში, 186 00:07:22,000 --> 00:07:24,000 მიუხედავად იმისა, რომ მთელ გზაზე ყოველ სამედიცინო დახმარების პუნქტში ჩერდებოდა 187 00:07:24,000 --> 00:07:27,000 რათა ძუძუ ეწოვებინა თავისი შვილისთვის -- 188 00:07:27,000 --> 00:07:29,000 და მიუხედავად ამისა აჯობა 492 ადამიანს. 189 00:07:29,000 --> 00:07:31,000 მაშ რატომ ხდება რომ ქალები ხდებიან უფრო ძლიერები 190 00:07:31,000 --> 00:07:33,000 დისტანციის ზრდასთან ერთად? 191 00:07:33,000 --> 00:07:35,000 მესამე გამოცანა მდგომარეობს შემდეგში: 192 00:07:35,000 --> 00:07:38,000 იუტას უნივერსიტეტში მეცნიერებმა დაიწყეს 193 00:07:38,000 --> 00:07:40,000 მარათონის მორბენლების შედეგების შესწავლა. 194 00:07:40,000 --> 00:07:42,000 და აღმოაჩინეს, რომ 195 00:07:42,000 --> 00:07:44,000 თუ დაიწყებ მარათონებში მონაწილეობას 19 წლის ასაკში, 196 00:07:44,000 --> 00:07:46,000 წლების განმავლობაში ნელნელა გააუმჯობესებ შედეგს, 197 00:07:46,000 --> 00:07:48,000 სანამ არ მიაღწევ პიკს 27 წლის ასაკში. 198 00:07:48,000 --> 00:07:50,000 რის მერეც 199 00:07:50,000 --> 00:07:52,000 დრო თავისას იზამს, 200 00:07:52,000 --> 00:07:54,000 და თქვენ გახდებით უფრო და უფრო ნელი 201 00:07:54,000 --> 00:07:57,000 სანამ არ ჩამოხვალთ იგივე სიჩქარეზე რომელზეც იყავით 19 წლის ასაკში. 202 00:07:57,000 --> 00:07:59,000 ანუ პიკის მისაღწევად გჭირდებათ დაახლოებით 7-8 წელი 203 00:07:59,000 --> 00:08:01,000 და შემდეგ ნელნელა ისევ უარესდება თქვენი შედეგი 204 00:08:01,000 --> 00:08:04,000 სანამ არ მიაღწევთ საწყის შედეგს. 205 00:08:04,000 --> 00:08:07,000 ლოგიკურად ალბათ იფიქრებთ რომ იგივე 8 წელი დაგჭირდებათ საწყის სიჩქარეზე დასაბრუნებლად 206 00:08:07,000 --> 00:08:10,000 ნუ ანდაც 10 წელი -- არა, დაგჭირდებათ 45 წელი. 207 00:08:10,000 --> 00:08:12,000 60 წლის ასაკის ქალებიც და კაცებიც 208 00:08:12,000 --> 00:08:15,000 დარბიან ისეთივე სისწრაფით, როგორც დარბოდნენ 19 წლის ასაკში. 209 00:08:15,000 --> 00:08:18,000 აბა მოიფიქრეთ რამე სხვა აქტივობა რაც ფიზიკურ დატვირთვას მოითხოვს 210 00:08:18,000 --> 00:08:22,000 ოღონდ გოლფი არ თქვათ, რამე ისეთი რაც ძნელია, 211 00:08:22,000 --> 00:08:24,000 სადაც მოხუცები ასპარეზობენ 212 00:08:24,000 --> 00:08:27,000 ისევე კარგად როგორც ასპარეზობდნენ თინეიჯერულ ასაკში. 213 00:08:27,000 --> 00:08:29,000 მოკლედ, გვაქვს ეს სამი გამოცანა. 214 00:08:29,000 --> 00:08:31,000 ხომ არ არის რამე 215 00:08:31,000 --> 00:08:33,000 რაც ამ სამივეს გაერთიანებდა? 216 00:08:33,000 --> 00:08:35,000 დიდი სიფრთხილეა საჭირო 217 00:08:35,000 --> 00:08:38,000 როცა წინაისტორიულ პერიოდზე ვინმე რამე ყოვლისმომცველ დასკვნას აკეთებს, 218 00:08:38,000 --> 00:08:40,000 იმიტომ, რომ ვინაიდან საკითხი წინაისტორიულ პერიოდს ეხება, 219 00:08:40,000 --> 00:08:42,000 შეგიძლია თქვა რაც გინდა და ვერავინ შეგედავება. 220 00:08:42,000 --> 00:08:44,000 მაგრამ მე ერთ რამეს მაინც გეტყვით: 221 00:08:44,000 --> 00:08:46,000 თუკი ამ მოზაიკას ერთ ნაწილს დაუმატებთ, 222 00:08:46,000 --> 00:08:49,000 უცებ გარკვეული დასრულებული სურათი გამოჩნდება. 223 00:08:49,000 --> 00:08:51,000 თუ დაფიქრდებით, რატომ არ იბრძვიან ტარაჰუმარას ტომელები 224 00:08:51,000 --> 00:08:53,000 და ასევე არ იღუპებიან გულის დაავადებებით, 225 00:08:53,000 --> 00:08:56,000 როგორ მოხდა რომ ღარიბი ეთიოპიელი ქალი დერარტუ ტულუ 226 00:08:56,000 --> 00:08:59,000 ერთდროულად იყო ყველაზე სწრაფიც და ყველაზე გულისხმიერიც, 227 00:08:59,000 --> 00:09:01,000 და როგორ შეგვეძლო, რომ 228 00:09:01,000 --> 00:09:03,000 იარაღის გარეშე მოგვეპოვებინა საკვები, 229 00:09:03,000 --> 00:09:05,000 იქნებ ამ ყველაფრის ახსნა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ, ადამიანები, 230 00:09:05,000 --> 00:09:08,000 მიუხედავად იმისა რომ საკუთარი თავი სამყაროს მბრძანებლები გვგონია, 231 00:09:08,000 --> 00:09:10,000 სინამდვილეში განვვითარდით როგორც, არც მეტი არც ნაკლები 232 00:09:10,000 --> 00:09:12,000 მონადირე ძაღლები. 233 00:09:12,000 --> 00:09:14,000 იქნებ ჩვენ განვვითარდით 234 00:09:14,000 --> 00:09:16,000 როგორც ჯგუფურად მონადირე ცხოველები. 235 00:09:16,000 --> 00:09:18,000 იმიტომ, რომ ერთადერთი უპირატესობა რაც ჩვენ გვაქვს ბუნებაში 236 00:09:18,000 --> 00:09:20,000 არ არის არც ეშვები, არც კლანჭები და არც სიჩქარე -- 237 00:09:20,000 --> 00:09:23,000 ერთადერთი რაც ჩვენ ძალიან, ძალიან კარგად გამოგვდის არის ის რომ ვოფლიანდებით. 238 00:09:23,000 --> 00:09:26,000 ძალიან კარგად გამოგვდის გაოფლიანება და გასუნიანება. 239 00:09:26,000 --> 00:09:29,000 უკეთესად ვიდრე ნებისმიერი სხვა ძუძუმწოვარი, ჩვენ მართლა ძალიან კარგად ვოფლიანდებით. 240 00:09:29,000 --> 00:09:31,000 მაგრამ სოციალურ დისკომფორტთან ერთად 241 00:09:31,000 --> 00:09:33,000 ამას პლიუსიც აქვს, 242 00:09:33,000 --> 00:09:35,000 კერძოდ, სირბილისას, 243 00:09:35,000 --> 00:09:38,000 როცა გვჭირდება სიცხეში დიდი დისტანციების დაფარვა, 244 00:09:38,000 --> 00:09:41,000 ჩვენ ვართ საუკეთესოები, ვერავინ შეგვედრება მთელ პლანეტაზე. 245 00:09:41,000 --> 00:09:43,000 მაგალითად რომ აიღო ცხენი და არბენინო სიცხეში 246 00:09:43,000 --> 00:09:45,000 5-6 მილის გარბენის მერე მას ექნება არჩევანი. 247 00:09:45,000 --> 00:09:48,000 ან უნდა ისუნთქოს, ან უნდა გაგრილდეს, 248 00:09:48,000 --> 00:09:50,000 მაგრამ ორივეს ერთდროულად გაკეთება არ შეუძლია -- ჩვენ კი შეგვიძლია. 249 00:09:50,000 --> 00:09:53,000 მაშ რა იქნებოდა თუკი ჩვენ განვვითარდებოდით როგორც ჯგუფურად მონადირე ცხოველები? 250 00:09:53,000 --> 00:09:57,000 რა იქნებოდა რომ ერთადერთი უპირატესობა რაც ჩვენ გვქონდა სხვა ცხოველებთან შედარებით 251 00:09:57,000 --> 00:09:59,000 იყო ის, რომ ჩვენ შეგვეძლო შევკრებილიყავით, 252 00:09:59,000 --> 00:10:02,000 გავსულიყავით აფრიკულ სავანაში, ამოგვერჩია ანტილოპა 253 00:10:02,000 --> 00:10:05,000 გამოვკიდებოდით მთელი ჯგუფი და არ შევშვებოდით სანამ არ მოვინადირებდით? 254 00:10:05,000 --> 00:10:07,000 ჩვენ მარტო ეს შეგვეძლო; 255 00:10:07,000 --> 00:10:09,000 ჩვენ შეგვეძლო სიცხეში გვერბინა დიდი ხნის განმავლობაში. 256 00:10:09,000 --> 00:10:12,000 თუკი ეს მართლაც ასე იყო, აქედან რამდენიმე დასკვნის გაკეთება შეიძლება. 257 00:10:12,000 --> 00:10:15,000 მონადირე ჯგუფის წევრობაში მთავარია სიტყვა "ჯგუფი". 258 00:10:15,000 --> 00:10:17,000 თუ მარტო შეეცდებოდით ანტილოპას გამოკიდებას 259 00:10:17,000 --> 00:10:20,000 გარანტიას გაძლევთ, სავანაში ორი მკვდარი იქნებოდა. 260 00:10:20,000 --> 00:10:22,000 თქვენ აუცილებლად დაგჭირდებოდათ ჯგუფი. 261 00:10:22,000 --> 00:10:24,000 დაგჭირდებოდათ 64-65 წლისებიც, 262 00:10:24,000 --> 00:10:26,000 ვინც იქნებოდნენ გამოცდილი ამ საქმეში 263 00:10:26,000 --> 00:10:28,000 რომ მიმხვდარიყავით ზუსტად რომელ ანტილოპას მისდევთ. 264 00:10:28,000 --> 00:10:31,000 იმიტომ, რომ ანტილოპების ჯოგი დაიშლება და მერე ისევ შეერთდება. 265 00:10:31,000 --> 00:10:33,000 ასე რომ ეს ექსპერტი მონადირეები უნდა ყოფილიყვნენ ჯგუფში. 266 00:10:33,000 --> 00:10:35,000 10 მილის უკან ვერ იქნებოდნენ. 267 00:10:35,000 --> 00:10:37,000 ქალები და ბავშვებიც უნდა ყოფილიყვნენ 268 00:10:37,000 --> 00:10:40,000 იმიტომ რომ ყველაზე უფრო ხორცის პროტეინები ჭირდებათ 269 00:10:40,000 --> 00:10:43,000 ბავშვიან დედებს და მოზარდებს. 270 00:10:43,000 --> 00:10:45,000 რა აზრი აქვს ანტილოპას მოკვლას თუკი 271 00:10:45,000 --> 00:10:47,000 ის ხალხი ვისაც მისი შეჭმა უნდა იქნებიან 50 მილის იქით. 272 00:10:47,000 --> 00:10:49,000 ამიტომ ისინიც უნდა იყვნენ ჯგუფში სხვებთან ერთად. 273 00:10:49,000 --> 00:10:51,000 ასევე 27 წლის ჯანღონით სავსე მონადირეებიც დაგჭირდებოდათ 274 00:10:51,000 --> 00:10:53,000 რომ დაეჭირათ და მოეკლათ ანტილოპა, 275 00:10:53,000 --> 00:10:55,000 და მოზარდებიც დაგჭირდებოდათ 276 00:10:55,000 --> 00:10:57,000 რომ ეს ყველაფერი ესწავლათ და შემდეგ გამოეყენებინათ. 277 00:10:57,000 --> 00:10:59,000 ჯგუფი ერთად უნდა ყოფილიყო. 278 00:10:59,000 --> 00:11:02,000 შემდეგი დასკვნა რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ ეს ჯგუფი ვერ იქნებოდა მარტო მატერიალისტური. 279 00:11:02,000 --> 00:11:05,000 გაბრაზებული და ნერვებმოშლილი არ შეიძლება იყო როცა ანტილოპას დაჭერას ცდილობ. 280 00:11:05,000 --> 00:11:08,000 არ შეიძლება ჯგუფში იყონ ერთიმეორეზე ნაწყენები და გულში ბოღმას ატარებდნენ. 281 00:11:08,000 --> 00:11:10,000 ვერ იტყვი "მე იმის ანტილოპას არ გამოვეკიდები. 282 00:11:10,000 --> 00:11:12,000 იმან ადრე გამაბრაზა. წავიდეს და თვითონ დაიჭიროს თავისი ანტილოპა." 283 00:11:12,000 --> 00:11:15,000 ჯგუფის წევრებმა უნდა დაივიწყონ ამპარტავნება 284 00:11:15,000 --> 00:11:17,000 და ერთმანეთს მხარში დაუდგნენ. 285 00:11:17,000 --> 00:11:20,000 ანუ მივიღებთ ისეთ კულტურას 286 00:11:20,000 --> 00:11:22,000 რომელიც ძალიან გავს 287 00:11:22,000 --> 00:11:24,000 ტარაჰუმარას ტომს -- 288 00:11:24,000 --> 00:11:26,000 ტომს, რომელიც ფაქტიურად არ შეცვლილა 289 00:11:26,000 --> 00:11:28,000 ქვის ხანის მერე. 290 00:11:28,000 --> 00:11:30,000 საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს 291 00:11:30,000 --> 00:11:32,000 რომ ტარაჰუმარა აკეთებს იმას 292 00:11:32,000 --> 00:11:35,000 რასაც ჩვენ ყველანი ვაკეთებდით ორი მილიონი წლის განმავლობაში. 293 00:11:35,000 --> 00:11:38,000 და ჩვენ, თანამედროვე სამყარო, ავცდით გზას. 294 00:11:38,000 --> 00:11:41,000 დღეს ჩვენ სირბილს ვუყურებთ როგორც რაღაც უცხო და უცნაურ საქმიანობას, 295 00:11:41,000 --> 00:11:44,000 როგორც სასჯელს იმისთვის, რომ წინა დღეს პიცა მიირთვით. 296 00:11:44,000 --> 00:11:46,000 მაგრამ იქნებ არ არის ასე? 297 00:11:46,000 --> 00:11:49,000 იქნებ ჩვენ ავიღეთ ეს ჩვენი ბუნებრივი უპირატესობა 298 00:11:49,000 --> 00:11:51,000 და გავაფუჭეთ. 299 00:11:51,000 --> 00:11:54,000 როგორ გავაფუჭეთ? როგორ ვაფუჭებთ საერთოდ რამეს? 300 00:11:54,000 --> 00:11:56,000 მოვინდომეთ ამაზე ფულის გაკეთება. 301 00:11:56,000 --> 00:11:58,000 დავაპირეთ ამის დახარისხება, დაფასოება, გაუმჯობესება 302 00:11:58,000 --> 00:12:00,000 და გაყიდვა. 303 00:12:00,000 --> 00:12:02,000 და მოხდა ისე, რომ ჩვენ დავიწყეთ 304 00:12:02,000 --> 00:12:04,000 ისეთი რთული და დარბილებული რაღაცეების გამოშვება 305 00:12:04,000 --> 00:12:07,000 რომელიც სირბილში მოგვეხმარებოდა. დავარქვით მას სარბენი ფეხსაცმელი. 306 00:12:07,000 --> 00:12:10,000 პირადად მე იმიტომ ვარ გაბრაზებული სარბენ ფეხსაცმელზე, რომ 307 00:12:10,000 --> 00:12:13,000 მილიონნაირი მაქვს ნაყიდი და ყველა ფეხს მტკენდა. 308 00:12:13,000 --> 00:12:15,000 და მე მგონი, თუკი აქ არიან მორბენლები -- 309 00:12:15,000 --> 00:12:17,000 წეღან ვესაუბრე კეროლს; 310 00:12:17,000 --> 00:12:20,000 ორი წუთი ვსაუბრობდით კულისებს მიღმა და მელაპარაკებოდა ფეხის ტრავმაზე. 311 00:12:20,000 --> 00:12:23,000 ნებისმიერ მორბენალს რომ დაელაპარაკო, გარანტიას გაძლევთ 30 წამის მერე 312 00:12:23,000 --> 00:12:25,000 საუბარი გადავა ტრავმებზე. 313 00:12:25,000 --> 00:12:28,000 თუკი ადამიანები განვითარდნენ როგორც მორბენლები, თუკი ესაა ჩვენი ბუნებრივი უპირატესობა, 314 00:12:28,000 --> 00:12:31,000 მაშინ რატომ არ გამოგვდის? რატომ ვიღებთ ტრავმებს? 315 00:12:31,000 --> 00:12:33,000 სირბილთან დაკავშირებით, და სირბილთან დაკავშირებულ ტრავმებთან დაკავშირებით საინტერესოა ის, რომ 316 00:12:33,000 --> 00:12:36,000 ეს ტრავმები ახალია, ადრე მორბენლებს არ აწუხებდა ტრავმები. 317 00:12:36,000 --> 00:12:38,000 თუ გადახედავთ ფოლკლორს ან მითოლოგიას, 318 00:12:38,000 --> 00:12:40,000 ყველა მითსა და ლეგენდაში 319 00:12:40,000 --> 00:12:42,000 სირბილი ასოცირდება 320 00:12:42,000 --> 00:12:45,000 თავისუფლებასთან, სიციცხლესთან, ახალგაზრდობასთან და სიჯანსაღესთან. 321 00:12:45,000 --> 00:12:47,000 მხოლოდ ჩვენ დროში მოხდა, რომ 322 00:12:47,000 --> 00:12:49,000 სირბილი ასოცირდება შიშთან და ტკივილთან. 323 00:12:49,000 --> 00:12:51,000 ჯერონიმო ამბობდა 324 00:12:51,000 --> 00:12:54,000 "მხოლოდ ჩემი ფეხები არიან ჩემი მეგობრები. მხოლოდ მათ ვენდობი." 325 00:12:54,000 --> 00:12:56,000 ეს იმიტომ, რომ აპაჩების ტრიათლონი 326 00:12:56,000 --> 00:12:58,000 იყო 50 მილი უდაბნოში, 327 00:12:58,000 --> 00:13:00,000 ხელჩართული ბრძოლა, ცხენების გატაცება 328 00:13:00,000 --> 00:13:02,000 და მერე სახლში ტყავის დამუშავება. 329 00:13:02,000 --> 00:13:04,000 ჯერონიმოს არასდროს უთქვამს :"აუ იცით, 330 00:13:04,000 --> 00:13:07,000 აქილევსის მყესი მაწუხებს, ცოტა უნდა შევამცირო დატვირთვა. ერთ კვირას გამოვტოვებ." 331 00:13:07,000 --> 00:13:09,000 ანდა "ცოტა სხვა ვარჯიშებს შევურევ. 332 00:13:09,000 --> 00:13:12,000 აი, იოგა არ გამიკეთებია. ჯერ მზად არ ვარ." 333 00:13:12,000 --> 00:13:14,000 ადამიანები ყოველთვის დარბოდნენ. 334 00:13:14,000 --> 00:13:16,000 დღეს კი აქ ვართ, გვაქვს ჩვენი ციფრული ტექნოლოგია. 335 00:13:16,000 --> 00:13:18,000 და მთელი ჩვენი მეცნიერება იმის შედეგია, რომ 336 00:13:18,000 --> 00:13:20,000 ჩვენს წინაპრებს შეეძლოთ 337 00:13:20,000 --> 00:13:22,000 ყოველდღე რაღაც ექსტრაორდინალურის გაკეთება, 338 00:13:22,000 --> 00:13:24,000 კერძოდ საკუთარი შიშველი ფეხების გამოყენება 339 00:13:24,000 --> 00:13:26,000 გრძელი დისტანციების დასაფარად. 340 00:13:26,000 --> 00:13:28,000 რა უნდა ვქნათ რომ ისევ მასეთ მდგომარეობაში დავბრუნდეთ? 341 00:13:28,000 --> 00:13:30,000 ჩემი აზრით, პირველი რაც უნდა გავაკეთოთ არის 342 00:13:30,000 --> 00:13:33,000 ის რომ უარი ვთქვათ დაფასოებაზე, გაყიდვებზე, მარკეტინგზე. 343 00:13:33,000 --> 00:13:35,000 უარი ვთქვათ სუნიან ფეხსაცმელზე. 344 00:13:35,000 --> 00:13:37,000 უარი ვთქვათ ქალაქის მარათონებზე, 345 00:13:37,000 --> 00:13:40,000 სადაც თუ 4 საათი მოუნდი გარბენას, უვარგისი ხარ, 346 00:13:40,000 --> 00:13:42,000 მაგრამ თუ 3.59.59 დაამთავრე, მაშინ ძალიან მაგარი ხარ 347 00:13:42,000 --> 00:13:44,000 იმიტომ რომ ამ შედეგით შეგიძლია შემდეგ შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობა. 348 00:13:44,000 --> 00:13:47,000 კვლავ უნდა გადავაქციოთ სირბილი გართობად და მხიარულებად 349 00:13:47,000 --> 00:13:50,000 და, მე ვიტყოდი, სიშიშვლედ 350 00:13:50,000 --> 00:13:52,000 რამაც ტარაჰუმარა გახადა 351 00:13:52,000 --> 00:13:55,000 ერთერთი ყველაზე უფრო ჯანმრთელ და უპრობლემო კულტურად ჩვენ დროში. 352 00:13:55,000 --> 00:13:57,000 ანუ რას მივიღებთ ამით ჩვენ? 353 00:13:57,000 --> 00:14:00,000 კარგი, ვთქვათ დაწვავ იმ ზედმეტ კალორიებს რომელიც წინა დღეს მიიღე. 354 00:14:00,000 --> 00:14:03,000 მაგრამ იქნებ სხვა სარგებლის მომტანიც იყოს. 355 00:14:03,000 --> 00:14:06,000 ძალიან ზედმეტებში გადასვლის გარეშე, 356 00:14:06,000 --> 00:14:08,000 წარმოიდგინეთ სამყარო 357 00:14:08,000 --> 00:14:10,000 სადაც ნებისმიერს შეეძლებოდა გარეთ გასვლა 358 00:14:10,000 --> 00:14:12,000 და იმის გაკეთება 359 00:14:12,000 --> 00:14:15,000 რაც მათ გახდიდა უფრო მშვიდ, უფრო უპრობლემო 360 00:14:15,000 --> 00:14:17,000 უფრო ჯანსაღ ხალხად. 361 00:14:17,000 --> 00:14:19,000 მოაცილებდა სტრესს -- 362 00:14:19,000 --> 00:14:21,000 ისე, რომ ოფისში დაბრუნების შემდეგ ადამიანი არ ემგვანებოდა გადარეულ მანიაკს. 363 00:14:21,000 --> 00:14:23,000 ამ დროს სახლში წახვიდოდი სტრესისგან თავისუფალი. 364 00:14:23,000 --> 00:14:26,000 იქნებ არის ოქროს შუალედი იმას თუ რა ვართ დღეს და 365 00:14:26,000 --> 00:14:29,000 იმას შორის თუ რა იყო ტარაჰუმარა მთელი ისტორიის მანძილზე. 366 00:14:29,000 --> 00:14:31,000 მე არ ვამბობ რომ ყველანი სპილენძის კანიონში უნდა წავიდეთ 367 00:14:31,000 --> 00:14:34,000 და სიმინდი ვჭამოთ, რაც ტარაჰუმარას მთავარი კერძია. 368 00:14:34,000 --> 00:14:36,000 მაგრამ იქნებ რამე შუალედი გამოვნახოთ. 369 00:14:36,000 --> 00:14:38,000 და თუკი ამას მოვახერხებთ, 370 00:14:38,000 --> 00:14:41,000 იქნებ ერთი კარგი მსუქანი ნობელის პრემია იყოს ამისთვის. 371 00:14:41,000 --> 00:14:44,000 იმიტომ, რომ თუკი ვინმე შეძლებდა 372 00:14:44,000 --> 00:14:46,000 რომ აღგვედგინა ჩვენი ბუნებრივი შესაძლებლობები 373 00:14:46,000 --> 00:14:48,000 რომელსაც ჩვენი არსებობის ძირითადი დროის მანძილზე ვიყენებდით 374 00:14:48,000 --> 00:14:50,000 დაახლოებით 1970-იან წლებამდე, 375 00:14:50,000 --> 00:14:52,000 ამისგან მოტანილი სარგებელი, როგორც სოციალური ისე ფიზიკური, 376 00:14:52,000 --> 00:14:55,000 ასევე პოლიტიკური და მენტალური, 377 00:14:55,000 --> 00:14:57,000 იქნებოდა უზარმაზარი. 378 00:14:57,000 --> 00:15:00,000 მე რასაც ვუყურებ დღეს, არსებობს მზარდი სუბკულტურა 379 00:15:00,000 --> 00:15:03,000 ფეხშიშველა მორბენლებისა, იმათი ვინც უარს ამბობს ფეხსაცმელზე. 380 00:15:03,000 --> 00:15:05,000 და რაც მათ აღმოაჩინეს არის ის, რომ 381 00:15:05,000 --> 00:15:08,000 ფეხსაცმელთან ერთად იშორებ სტრესს, 382 00:15:08,000 --> 00:15:10,000 იშორებ ტრავმებს და ტკივილს. 383 00:15:10,000 --> 00:15:12,000 და აღმოაჩენ იმას 384 00:15:12,000 --> 00:15:14,000 რაც ტარაჰუმარამ უკვე დიდი ხანია იცის, 385 00:15:14,000 --> 00:15:16,000 რომ ეს ძალიან სახალისოც შეიძლება იყოს. 386 00:15:16,000 --> 00:15:18,000 მე თვითონაც გამოვცადე ეს. 387 00:15:18,000 --> 00:15:21,000 მთელი ცხოვრება ტრავმები მაწუხებდა, სანამ 40-ოდე წლის ასაკში არ მოვიშორე ფეხსაცმელი 388 00:15:21,000 --> 00:15:23,000 და ჩემი სირბილთან დაკავშირებული პრობლემებიც გაქრა. 389 00:15:23,000 --> 00:15:25,000 ასე რომ შეიძლება ეს ყველასთვის სასარგებლო იყოს. 390 00:15:25,000 --> 00:15:28,000 და მე ძალიან ვაფასებ რომ თქვენ ბოლომდე მოისმინეთ მთელი ეს ისტორია. დიდი მადლობა. 391 00:15:28,000 --> 00:15:30,000 (აპლოდისმენტები)