სახალისო აქტივობა / ინტერნეტი (ემი ჰოროტაკა - Code.org) აქტივობა მარტივი ენით გვიხსნის, როგორ მუშაობს ინტერნეტი. ჩვენ მარტივად აგიხსნით ყველა ტერმინს და მოსწავლეები მესიჯების (მაგალითად, იმეილის) გაგზავნის მოდელს შექმნიან, ისინი გაგზავნიან მესიჯებს და თავს გაგზავნის ამ სამი მეთოდიდან რომელიმედ მოიკატუნებენ: უკაბელო ინტერნეტი, DSL-ი ან ბოჭკოვან-ოპტიკური. უკაბელო ინტერნეტის წარმომადგენლები მესიჯს თავზე დაიმაგრებენ, რადგან უკაბელოს ყველაზე დიდი შანსი აქვს, დაუვარდეს ინფორმაცია. DSL-ის ან კაბელის წარმომადგენლები მესიჯს ზურგით ან ხელით ატარებენ რადგან ნაკლებსავარაუდოა, რომ ინფორმაცია დაუვარდეთ. ბოჭკოვან-ოპტიკურის წარმომადგენლები მესიჯს ორივე ხელით მიიტანენ. აქტივობის დახმარებით უკეთ გავიაზრებთ იმას, რასაც ყოველ დღე ვაკეთებთ.