WEBVTT 00:00:00.000 --> 00:00:04.536 რთულია გაბედულად ამოიღოთ ხმა. 00:00:04.536 --> 00:00:09.536 ამ ფრაზის ნამდვილ მნიშვნელობას, ზუსტად ერთი თვის წინ მივხვდი, 00:00:09.536 --> 00:00:13.116 როდესაც მე და ჩემი მეუღლე მშობლები გავხდით. 00:00:13.116 --> 00:00:14.946 ეს იყო გასაოცარი, 00:00:14.946 --> 00:00:17.056 ბედნიერი და აღმაფრთოვანებელი მომენტი, 00:00:17.056 --> 00:00:20.504 მაგრამ ამავდროულად საშიში და დამთრგუნველიც. 00:00:20.504 --> 00:00:24.656 ეს განსაკუთრებით საშიში გახდა, როდესაც საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებულები 00:00:24.656 --> 00:00:28.326 დარწმუნებულები არ ვიყავით, რომ ჩვენი პატარა ბიჭი 00:00:28.326 --> 00:00:30.756 ძუძუთი კვებისას საკმარის საკვებ ნივთიერებებს იღებდა. 00:00:30.756 --> 00:00:33.896 გვინდოდა პედიატრისთვის დაგვერეკა, 00:00:33.896 --> 00:00:36.616 თან არ გვსურდა თავიდანვე ცუდი შთაბეჭდილება შეგვექმნა 00:00:36.616 --> 00:00:39.056 ან შეშლილი, ნერვიული მშობლებივით მოვქცეულიყავით 00:00:39.056 --> 00:00:39.946 ვწუხდით 00:00:39.946 --> 00:00:41.996 და ვიცდიდით. 00:00:41.996 --> 00:00:44.416 მეორე დღეს, როდესაც ექიმის ოფისში მივედით, 00:00:44.416 --> 00:00:49.136 მან დაუყოვნებლივ ფხვნილის რძე მისცა ბავშვს, რადგან ძლიერი დეჰიდრატაცია ჰქონდა. 00:00:49.136 --> 00:00:51.096 ჩვენი ვაჟი ახლა კარგად არის, 00:00:51.096 --> 00:00:54.136 ექიმმა კი გვითხრა, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავუკავშირდეთ, 00:00:54.136 --> 00:00:55.936 მაგრამ მაშინ, იმ მომენტში, 00:00:55.936 --> 00:00:58.936 თქმა უნდა გამებედა, თუმცა ასე არ მოვიქეცი. 00:00:58.936 --> 00:01:02.326 ზოგჯერ, სწორედ მაშინ ვართ გამბედავები, როცა არ უნდა ვიყოთ. 00:01:02.326 --> 00:01:04.166 ეს 10 წლის წინ ვისწავლე, 00:01:04.166 --> 00:01:06.576 როდესაც ჩემს ტყუპისცალ ძმას იმედები გავუცრუე. 00:01:06.576 --> 00:01:10.236 ჩემი ძმა დოკუმენტალისტია. მან თავისი ერთ-ერთი პირველი ფილმისთვის, 00:01:10.236 --> 00:01:13.686 სადისტრიბუციო კომპანიისგან შეთავაზება მიიღო. 00:01:13.686 --> 00:01:14.686 ის აღფრთოვანებული იყო 00:01:14.686 --> 00:01:17.536 და შემოთავაზებაზე თანხმობის თქმას აპირებდა, 00:01:17.536 --> 00:01:20.646 მაგრამ როგორც მოლაპარაკებათა მკვლევარმა დაჟინებით მოვთხოვე 00:01:20.646 --> 00:01:22.766 საპასუხო შეთავაზება გაეკეთებინა 00:01:22.766 --> 00:01:25.766 და დავეხმარე, რომ ის იდეალური გამოსულიყო. 00:01:25.766 --> 00:01:27.856 ის მართლაც იდეალურად გამოვიდა... 00:01:27.856 --> 00:01:29.556 იდეალურად შეურაცხმყოფელი. 00:01:29.556 --> 00:01:31.166 კომპანია იმდენად განაწყენდა, 00:01:31.166 --> 00:01:34.166 რომ შეთავაზება უკან წაიღო 00:01:34.166 --> 00:01:36.546 და ჩემი ძმა კი ცარიელზე დარჩა. 00:01:36.546 --> 00:01:40.436 მთელ მსოფლიოში გამოვკითხე ადამიანებს ამ გამბედაობის დილემის შესახებ: 00:01:40.436 --> 00:01:41.866 როდის შეუძლიათ იყვნენ მტკიცე, 00:01:41.866 --> 00:01:44.156 როდის შეუძლიათ გაიტანონ საკუთარი ინტერესები, 00:01:44.156 --> 00:01:46.276 როდის შეუძლიათ გამოთქვან საკუთარი აზრი, 00:01:46.276 --> 00:01:49.166 როდის შეუძლიათ წამოაყენონ ამბიციური მოთხოვნა. 00:01:49.166 --> 00:01:52.906 ისტორიები მრავალგვარი და განსხვავებულია, 00:01:52.906 --> 00:01:55.626 მაგრამ ამავე დროს უნივერსალურ სურათს ქმნიან. 00:01:55.626 --> 00:01:58.876 შემიძლია ჩემს უფროსს მის მიერ დაშვებული შეცდომა შევუსწორო? 00:01:58.876 --> 00:02:00.916 შემიძლია დავუპირისპირდე ჩემს თანამშრომელს, 00:02:00.916 --> 00:02:04.006 რომელიც განაგრძობს ჩემს საპასუხისმგებლო საქმეში ცხვირის ჩაყოფას? 00:02:04.006 --> 00:02:06.716 შემიძლია ჩემი მეგობრის გულგრილი ხუმრობა გავაპროტესტო? 00:02:06.716 --> 00:02:11.196 შემიძლია ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად მიყვარს, ჩემ ღრმა შიშებზე ვუამბო? 00:02:11.266 --> 00:02:13.626 და ამ გამოცდილებიდან გავაცნობიერე, 00:02:13.626 --> 00:02:17.736 რომ თითოეულ ჩვენთაგანს აქვს რაღაც, მისაღებ ქცევათა საზღვრებისმაგვარი. 00:02:17.736 --> 00:02:22.746 ზოგჯერ ჩვენ მეტისმეტად ძლიერები ვართ და ზედმეტად ვატანთ თავს ძალას 00:02:23.156 --> 00:02:24.776 სწორედ ასე მოხდა ჩემ ძმასთანაც. 00:02:24.776 --> 00:02:29.496 შეთავაზების გაკეთებაც კი მის მისაღებ ქცევათა საზღვრებს მიღმა იყო. 00:02:29.496 --> 00:02:31.416 მაგარამ ზოგჯერ ჩვენ ძალიან სუსტები ვართ. 00:02:31.416 --> 00:02:33.986 სწორედ ასე იყო ჩემ ცოლთან და ჩემთან დაკავშირებით. 00:02:33.986 --> 00:02:38.746 როდესაც ჩვენ მისაღებ ქცევათა საზღვრებში ვართ - ვჯილდოვებით, 00:02:38.746 --> 00:02:41.886 როგორც კი მის გარეთ აღმოვჩნდებით, სხვადასხვა საშუალებებით ვისჯებით. 00:02:41.886 --> 00:02:45.976 ჩვენ გვათავისუფლებენ, გვამცირებენ, ან გვდევნიან. 00:02:45.976 --> 00:02:49.836 ან ვკარგავთ დანამატს, დაწინაურების შესაძლებლობას, ან გარიგებას. 00:02:49.836 --> 00:02:52.446 პირველი, რაც საჭიროა რომ ვიცოდეთ: 00:02:52.446 --> 00:02:54.496 რას მოიცავს ჩემი მისაღებ ქცევათა საზღვრები? 00:02:54.496 --> 00:02:58.836 მიშვნელოვანია, რომ ჩვენი საზღვრები ფიქსირებული არაა. 00:02:58.836 --> 00:03:00.866 ის დინამიურია. 00:03:00.866 --> 00:03:05.416 ის კონტექსტის მიხედვით ფართოვდება და ვიწროვდება.. 00:03:05.416 --> 00:03:08.376 და ის რაც ამ საზღვრებს ადგენს, 00:03:08.376 --> 00:03:11.376 თქვენი ძალაუფლებაა. 00:03:11.376 --> 00:03:13.866 თქვენი ძალაუფლება განსაზღვრავს თქვენს საზღვრებს. 00:03:13.866 --> 00:03:16.856 რა არის ძალაუფლება? ძალაუფლება ბევრი სახით გვხვდება. 00:03:16.856 --> 00:03:17.856 მოლაპარაკებების დროს, 00:03:17.856 --> 00:03:19.986 ის ალტერნატივების სახით არსებობს. 00:03:19.986 --> 00:03:21.646 ჩემს ძმას არ ჰქონდა ალტერნატივა; 00:03:21.646 --> 00:03:23.176 მას აკლდა ძალაუფლება. 00:03:23.176 --> 00:03:25.016 კომპანიას ჰქონდა ბევრი ალტერნატივა. 00:03:25.016 --> 00:03:26.216 მათ ჰქონდათ ძალაუფლება. 00:03:26.216 --> 00:03:29.466 ზოგჯერ ის გაკლიათ, როცა ახალჩასული ხართ ქვეყანაში, როგორც იმიგრანტი, 00:03:29.466 --> 00:03:30.886 ან ორგანიზაციაში ახალმისული, 00:03:30.886 --> 00:03:32.206 ან როცა გამოუცდელი ხართ, 00:03:32.206 --> 00:03:34.906 როგორც მე და ჩემი მეუღლე, როცა მშობლები პირველად გავხდით. 00:03:34.906 --> 00:03:36.366 ზოგჯერ ეს ხდება სამსახურში, 00:03:36.366 --> 00:03:38.696 სადაც ვიღაც უფროსია და ვიღაც დაქვემდებარებული, 00:03:38.696 --> 00:03:40.276 ზოგჯერ კი ეს ხდება ურთიერთობებში, 00:03:40.276 --> 00:03:43.436 სადაც ერთი უფრო მეტად ჩართულია, ვიდრე მეორე. 00:03:43.436 --> 00:03:46.586 მნიშვნელოვანი ისაა, რომ როდესაც ჩვენ დიდი ძალაუფლება გვაქვს, 00:03:46.586 --> 00:03:48.746 ჩვენი საზღვრებიც ფართოა. 00:03:48.746 --> 00:03:51.886 ჩვენ მეტი თავისუფლება გვაქვს თუ როგორ მოვიქცეთ, 00:03:51.886 --> 00:03:55.086 მაგრამ როდესაც ჩვენი ძალაუფლება იკლებს, ჩვენი საზღვრებიც ვიწროვდება. 00:03:55.086 --> 00:03:56.986 ჩვენ ძალიან ცოტა თავისუფლება გვაქვს. 00:03:56.986 --> 00:03:59.846 პრობლემა იმაშია, რომ როცა ჩვენი საზღვრები ვიწროვდება, 00:03:59.846 --> 00:04:04.606 ეს წარმოშობს სუსტის კომუნიკაციურ დილემას. 00:04:04.606 --> 00:04:07.982 ეს არის დილემა, როცა თქვენ 00:04:07.982 --> 00:04:10.262 თუ ხმის ამოღებას ვერ ბედავთ შეუმჩნეველი ხართ, 00:04:10.262 --> 00:04:12.192 მაგრამ თუ გაბედავთ დაისჯებით. 00:04:12.192 --> 00:04:13.602 ბევრ თქვენგანს სმენია ფრაზა: 00:04:13.602 --> 00:04:16.742 „double bind" (ურთიერთსაწინააღმდეგო მოთხოვნებზე რეაგირების დილემა) 00:04:16.742 --> 00:04:18.682 და მას მხოლოდ გენდერთან აკავშირებს. 00:04:18.682 --> 00:04:22.312 გენდერული დილემის მაგალითია ქალები, რომლებიც გაუბედავი დუმილის შემთხვევაში 00:04:22.312 --> 00:04:25.572 შეუმჩნეველნი არიან, ხოლო ხმის ამოღებისას კი ისჯებიან. 00:04:25.672 --> 00:04:30.372 საკვანძო ისაა, რომ ქალებს ისევე სჭირდებათ ხმის ამოღება, როგორც მამაკაცებს, 00:04:31.092 --> 00:04:34.052 მაგრამ მათ წინააღმდეგობები ხვდებათ. 00:04:34.052 --> 00:04:37.982 უკანასკნელი ორი ათწლეულის მანძილზე ჩემმა კვლევამ აჩვენა, 00:04:37.982 --> 00:04:43.562 რომ ის, რაც გენდერულ განსხვავებას ჰგავს, სულაც არაა გენდერული დილემა. 00:04:43.562 --> 00:04:45.882 ეს ძალაუფლების ნაკლებობით გამოწვეული დილემაა 00:04:45.882 --> 00:04:47.852 და ის რაც გენდერულ სხვაობას ჰგავს, 00:04:47.852 --> 00:04:51.022 სინამდვილეში უფრო ხშირად მხოლოდ ძალაუფლებათა სხვაობაა. 00:04:51.022 --> 00:04:53.592 ხშირად ხდება, რომ ჩვენ ვხედავთ სხვაობას კაცსა და ქალს, 00:04:53.592 --> 00:04:54.922 ან კაცებსა და ქალებს შორის 00:04:54.922 --> 00:04:57.212 და ვფიქრობთ: „ბიოლოგიური მიზეზია. 00:04:57.322 --> 00:05:00.322 სქესებს შორის ფუნდამენტური სხვაობაა“ 00:05:00.322 --> 00:05:03.252 მაგრამ კვლევების შედეგად აღმოვაჩინე, 00:05:03.252 --> 00:05:05.562 რომ სქესობრივ განსხვავებებს უკეთესად 00:05:05.562 --> 00:05:08.562 სწორედ ძალაუფლებათა სხვაობა ხსნის. 00:05:08.562 --> 00:05:12.062 ასე რომ, ეს არის სწორედ ძალაუფლების არ ქონასთან დაკავშირებული დილემა. 00:05:12.062 --> 00:05:15.712 რაც ნიშნავს, რომ ჩვენ ვიწრო საზღვრები გვაქვს 00:05:15.712 --> 00:05:18.712 და ძალაუფლების ნაკლებობა. 00:05:18.712 --> 00:05:20.272 ჩვენი სამოქმედო არეალი ვიწროა 00:05:20.272 --> 00:05:22.092 და ჩვენი დილემა კი - მასშტაბური. 00:05:22.092 --> 00:05:25.662 ასე რომ, საზღვრების გასაფართოებლად გზები უნდა ვეძებოთ. 00:05:25.662 --> 00:05:28.172 ბოლო რამდენიმე ათეული წელია, მე და ჩემმა კოლეგებმა 00:05:28.172 --> 00:05:30.362 ორი მნიშვნელოვანი რამ აღმოვაჩინეთ. 00:05:30.362 --> 00:05:34.552 პირველი: როცა საკუთარ თვალში ხართ ძლიერი 00:05:34.552 --> 00:05:37.792 მეორე: როცა სხვის თვალში ხართ ძლიერი. 00:05:37.792 --> 00:05:39.092 როცა ძალაუფლებას ვგრძნობ, 00:05:39.092 --> 00:05:42.092 თავდაჯერებული ვარ და არ მეშინია. 00:05:42.092 --> 00:05:44.032 მე ვაფართოვებ ჩემს საზღვრებს. 00:05:44.032 --> 00:05:46.162 როდესაც სხვა ადამიანები ძლიერად აღმიქვამენ, 00:05:46.162 --> 00:05:49.332 ისინი უფრო მეტად აფართოვებენ ჩემს საზღვრებს. 00:05:49.332 --> 00:05:53.742 ასე რომ, მისაღებ ქცევათა საზღვრების გასაფართოებლად ხერხები გვჭირდება. 00:05:54.072 --> 00:05:56.282 დღეს ვაპირებ რამდენიმე ხერხი გაგაცნოთ. 00:05:56.282 --> 00:06:03.082 გაბედულება სარისკოა, მაგრამ ეს ხერხები შეამცირებენ ამ რისკებს. 00:06:03.082 --> 00:06:07.202 პირველი ხერხი, რომლსაც გაგიზიარებთ 00:06:07.202 --> 00:06:10.202 მოლაპარაკებების შესწავლის შედეგად იქნა აღმოჩენილი. 00:06:10.202 --> 00:06:14.202 მოლაპარაკების მაგიდასთან, საშუალოდ, ქალები ნაკლებად ამბიციურ 00:06:14.202 --> 00:06:18.352 შეთავაზებებს აკეთებენ და უფრო უარეს შედეგებს იღებენ ვიდრე კაცები. 00:06:18.352 --> 00:06:22.962 მაგრამ ჰანა რაილი ბოულსმა და ემილი ამანათულამ მიაკვლიეს იმ ერთ სიტუაციას, 00:06:22.962 --> 00:06:25.302 სადაც ქალები იგივე შედეგებს იღებენ, რასაც კაცები 00:06:25.302 --> 00:06:27.232 და მათი ამბიციურობაც თანაბარია. 00:06:27.232 --> 00:06:31.232 ეს ის შემთხვევაა, როცა ისინი ვინმეს იცავენ. 00:06:31.232 --> 00:06:33.402 როდესაც ისინი ვინმეს იცავენ, 00:06:33.402 --> 00:06:38.322 ისინი აღწევენ საკუთარ საზღვრებამდე და აფართოებენ მათ საკუთარ გონებაში. 00:06:38.322 --> 00:06:39.912 ისინი მეტად გამბედავნი ხდებიან. 00:06:39.912 --> 00:06:43.632 ამას ზოგჯერ „დედა დათვის ეფექტს" უწოდებენ 00:06:43.632 --> 00:06:46.022 დედა დათვივით, რომელიც თავის ნაშიერებს იცავს, 00:06:46.022 --> 00:06:50.692 ვიღაცის დაცვისას, საკუთარ ხმის უფლებას აღმოვაჩენთ ხოლმე. 00:06:50.692 --> 00:06:53.562 მაგრამ ზოგჯერ, საკუთარ თავზე უნდა ვიზრუნოთ. 00:06:53.562 --> 00:06:55.022 როგორ გავაკეთოთ ეს? 00:06:55.022 --> 00:06:57.162 ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, 00:06:57.162 --> 00:07:01.312 საკუთარი თავის დასაცავად ე.წ. პერსპექტივის აღქმაა. 00:07:01.312 --> 00:07:04.142 პერსპექტივის აღქმა მარტივია: 00:07:04.142 --> 00:07:08.892 ეს ნიშნავს, სამყაროს სხვა ადამიანის თვალით შეხედო. 00:07:08.892 --> 00:07:11.022 ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია, 00:07:11.022 --> 00:07:13.122 რომლითაც უნდა გავაფართოვოთ ჩვენი საზღვრები. 00:07:13.122 --> 00:07:15.072 როდესაც თქვენი პერსპექტივიდან ვუყურებ 00:07:15.072 --> 00:07:17.122 და იმაზე ვფიქრობ, რაც სინამდვილეში გინდათ, 00:07:17.122 --> 00:07:21.302 უფრო დიდი შანსია ის მივიღო თქვენგან, რაც მე სინამდვილეში მინდა. 00:07:21.302 --> 00:07:23.522 მაგრამ აქ ჩნდება პრობლემა: 00:07:23.522 --> 00:07:25.692 სხვისი პერსპექტრივის აღქმა საკმაოდ რთულია. 00:07:25.692 --> 00:07:27.422 მოდით ჩავატაროთ მცირე ექსპერიმენტი. 00:07:27.422 --> 00:07:30.172 მინდა ყველა თქვენგანმა ხელი ასე დაიჭიროს: 00:07:30.172 --> 00:07:32.082 თქვენი თითი-აწიეთ. 00:07:32.082 --> 00:07:34.632 და დიდი E ასო დაიხატეთ შუბლზე, 00:07:34.632 --> 00:07:39.070 რაც შეიძლება სწრაფად. 00:07:39.070 --> 00:07:43.260 კარგი, აღმოვაჩენთ რომ E-ს დახატვის ორი საშუალება არსებობს, 00:07:44.050 --> 00:07:47.230 თავდაპირველად ეს პერსპექტივის აღქმის ტესტად შეიქმნა. 00:07:47.230 --> 00:07:48.840 მე ადამიანის 2 სურათს გაჩვენებთ, 00:07:48.840 --> 00:07:50.840 რომელსაც შუბლზე E აქვს გამოსახული. 00:07:50.840 --> 00:07:53.530 ჩემი ყოფილი სტუდენტი, ერიკა ჰოლი. 00:07:53.530 --> 00:07:56.600 აქ ხედავთ, რომ ეს სწორი E ასოა. 00:07:56.600 --> 00:08:00.600 მე E ისე დავხატე, რომ ის E-დ სხვამ დაინახოს. 00:08:00.600 --> 00:08:02.650 ის არის E სხვა პერსპექტივიდან, 00:08:02.650 --> 00:08:05.920 რადგან სხვა ადამიანის თვალით ის E-ს ჰგავს. 00:08:05.920 --> 00:08:08.350 მაგრამ ეს E, თვითორიენტირებული E არის. 00:08:08.350 --> 00:08:10.870 ჩვენ ხშირად ვფოკუსირდებით საკუთარ თავზე. 00:08:10.870 --> 00:08:14.320 და ჩვენ განსაკუთრებულად თვითორიენტირებულნი ვართ კრიზისის დროს. 00:08:14.320 --> 00:08:16.680 მინდა კონკრეტულ კრიზისზე გიამბოთ. 00:08:16.680 --> 00:08:21.000 კაცი შედის ბანკში, უოთსონვილში, კალიფორნიაში და ამბობს: 00:08:21.000 --> 00:08:25.750 „მომეცით 2 000$, თირემ მთელს ბანკს ავაფეთქებ“. 00:08:25.750 --> 00:08:28.460 ბანკის მენეჯერმა მას ფული არ მისცა. 00:08:28.460 --> 00:08:30.230 არსებულ სიტუაციას, 00:08:30.230 --> 00:08:31.880 ამ კაცის პერსპექტივიდან შეხედა 00:08:31.880 --> 00:08:34.010 და რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი შეამჩნია. 00:08:34.010 --> 00:08:36.820 მძარცველმა კონკრეტული თანხა მოითხოვა. 00:08:36.820 --> 00:08:41.710 მენეჯერმა ჰკითხა: „რატომ მოითხოვეთ 2 000$?“ 00:08:41.710 --> 00:08:43.910 კაცმა უპასუხა: „ჩემს მეგობარს გამოასახლებენ 00:08:43.910 --> 00:08:46.290 თუ დაუყოვნებლივ 2 000$ არ გადავიხდით“. 00:08:46.290 --> 00:08:49.450 რაზეც მენეჯერმა უპასუხა: „აა, თქვენ ბანკის გაძარცვა კი არ გინდათ, 00:08:49.450 --> 00:08:51.050 არამედ სესხის აღება" 00:08:51.050 --> 00:08:51.880 (სიცილი) 00:08:51.880 --> 00:08:53.540 "წამოდით ჩემ ოთახში, 00:08:53.540 --> 00:08:55.530 და შესაბამის დოკუმენტებს შეგავსებინებთ." 00:08:55.530 --> 00:08:56.820 (სიცილი) 00:08:56.820 --> 00:09:01.900 სხვისი პერსპექტივის აღქმამ, დაძაბული სიტუაცია განმუხტა. 00:09:01.900 --> 00:09:04.840 ასე რომ, როცა ჩვენ სიტუაციას სხვისი პერსპექტივიდან აღვიქვამთ, 00:09:04.840 --> 00:09:07.510 ეს საშუალებას გვაძლევს ვიყოთ მტკიცე და ამბიციური, 00:09:07.510 --> 00:09:09.390 მაგრამ ამავე დროს სასიამოვნო. 00:09:09.390 --> 00:09:11.890 არის კიდევ ერთი გზა, თუ როგორ იყოთ მტკიცე, 00:09:11.890 --> 00:09:13.110 მაგრამ მაინც სასიამოვნო. 00:09:13.110 --> 00:09:15.620 ეს მოქნილობის ჩვენებით შეგიძლიათ. 00:09:15.620 --> 00:09:18.400 წარმოიდგინეთ, რომ მანქანის გამყიდველი ხართ 00:09:18.400 --> 00:09:20.170 და გინდათ ვინმეს მიყიდოთ მანქანა. 00:09:20.170 --> 00:09:24.430 უფრო დიდი შანსია გაყიდოთ ის, თუ თქვენ ორ ვარიანტს შესთავაზებთ. 00:09:24.430 --> 00:09:26.070 ვთქვათ, A ვარიანტია: 00:09:26.070 --> 00:09:29.370 24 000$ მანქანა და 5 წლიანი გარანტია 00:09:29.370 --> 00:09:30.810 ან B ვარიანტი: 00:09:30.810 --> 00:09:33.480 23 000$ მანქანა და 3 წლიანი გარანტია. 00:09:33.480 --> 00:09:36.970 ჩემი კვლევა აჩვენებს, რომ როდესაც ადამიანებს არჩევანის საშუალებას აძლევთ 00:09:36.970 --> 00:09:38.360 შეთავაზებულ ვარიანტებს შორის, 00:09:38.360 --> 00:09:39.840 ეს მათ წინააღმდეგობას ამცირებს 00:09:39.840 --> 00:09:42.030 და უფრო დიდი შანსია მიიღონ შეთავაზება. 00:09:42.030 --> 00:09:44.380 ეს მეთოდი არ მუშაობს მხოლოდ გამყიდველებისთვის. 00:09:44.380 --> 00:09:46.050 ის ასევე სასარგებლოა მშობლებისთვის. 00:09:46.050 --> 00:09:47.680 როცა ჩემი ძმისშვილი 4 წლის იყო, 00:09:47.680 --> 00:09:50.370 ის ჩაცმას ეწინააღმდეგებოდა და უარს ამბობდა ყველაფერზე. 00:09:50.370 --> 00:09:53.230 შემდეგ, ჩემს რძალს ბრწყინვალე იდეა მოუვიდა. 00:09:53.230 --> 00:09:56.070 რა მოხდება, ჩემს ქალიშვილს არჩევანის საშუალებას თუ მივცემ? 00:09:56.070 --> 00:09:58.000 ეს მაისური თუ მეორე? კარგი, ის მაისური. 00:09:58.000 --> 00:09:59.920 ეს შარვალი, თუ - ის? კარგი, ეს. 00:09:59.920 --> 00:10:01.600 და ამან შესანიშნავად იმუშავა. 00:10:01.600 --> 00:10:05.800 მან სწრაფად ჩაიცვა, წინააღმდეგობის გარეშე. 00:10:05.800 --> 00:10:07.920 როდესაც მთელ მსოფლიოში ვეკითხებოდი, 00:10:07.920 --> 00:10:10.730 თუ როდის არის კომფორტული მათთვის ხმის ამოღების გაბედვა, 00:10:10.730 --> 00:10:11.990 ნომერ პირველი პასუხი იყო: 00:10:11.990 --> 00:10:14.700 "როდესაც მხარდაჭერა მაქვს ჩემ აუდიტორიაში". 00:10:14.700 --> 00:10:16.590 "როდესაც მყავს მოკავშირეები". 00:10:16.590 --> 00:10:20.150 ჩვენ მოკავშირეების შეძენა გვინდა. 00:10:20.150 --> 00:10:22.170 როგორ ვაკეთებთ ამას? 00:10:22.170 --> 00:10:24.140 ერთ-ერთი შესაძლებლობაა იყოთ "დედა დათვი". 00:10:24.140 --> 00:10:27.000 როდესაც სხვას ვუჭერთ მხარს, ჩვენ ვაფართოვებთ ჩვენს საზღვრებს 00:10:27.000 --> 00:10:28.720 ჩვენი და სხვა ადამიანების თვალში 00:10:28.720 --> 00:10:31.120 და ამავე დროს ძლიერ მოკავშირეებს ვიძენთ. 00:10:31.120 --> 00:10:34.420 მოკავშირეების შეძენის მეორე საშუალება, 00:10:34.420 --> 00:10:38.950 განსაკუთრებით გავლენიან წრეებში, რჩევის კითხვაა. 00:10:38.950 --> 00:10:42.330 როდესაც ადამიანებს რჩევას ვეკითხებით, 00:10:42.330 --> 00:10:45.220 მათ ჩვენ მოვწონვართ, რადგან თვითშეფასებას ვუმაღლებთ 00:10:45.220 --> 00:10:46.980 და ჩვენს თავმდაბლობას ვამჟღავნებთ. 00:10:46.980 --> 00:10:50.550 და ეს ნამდვილად მუშაობს მეორე დილემის გადასაწყვეტად. 00:10:50.550 --> 00:10:53.210 ეს არის თვითპოპულარიზაციის დილემა. 00:10:53.210 --> 00:10:55.150 თვითპოპულარიზაციის დილემა ისაა, 00:10:55.150 --> 00:10:57.870 რომ თუ თავად არ გავახმაურებთ ჩვენს მიღწევებს, 00:10:57.870 --> 00:10:59.310 ვერავინ შეამჩნევს მათ 00:10:59.310 --> 00:11:01.890 და თუ ამას გავაკეთებთ ნაკლებად მოსაწონი ვხდებით. 00:11:01.890 --> 00:11:05.060 მაგრამ თუ რჩევას ჩვენ ერთ-ერთ მიღწევაზე ვკითხავთ, 00:11:05.060 --> 00:11:08.940 კომპეტენტური გამოვჩნდებით მათ თვალში და სანდომიანიც. 00:11:10.040 --> 00:11:11.910 ეს ხერხი იმდენად ძლიერია, 00:11:11.910 --> 00:11:15.150 რომ მაშინაც მუშაობს, როცა მას თქვენგან ელოდებიან. 00:11:15.150 --> 00:11:19.150 ცხოვრებაში რამდენჯერმე მოხდა, როდესაც წინასწარ ვიცოდი, 00:11:19.150 --> 00:11:23.520 რომ უძალაუფლებო ადამიანს ურჩიეს ჩემთან რჩევის საკითხავად მოსულიყო. 00:11:23.520 --> 00:11:26.220 მინდა სამი რამ გაითვალისწინოთ ამასათან დაკავშირებით: 00:11:26.220 --> 00:11:29.680 პირველი, ვიცოდი რომ ისინი აპირებდნენ ჩემთან რჩევისთვის მოსვლას. 00:11:29.705 --> 00:11:35.115 მეორე, მე გამოვიკვლიე რჩევის სტრატეგიული სარგებელი. 00:11:35.115 --> 00:11:37.955 და მესამე, ამან მაინც იმუშავა! 00:11:37.955 --> 00:11:39.735 მე მათი პერსპექტივიდან შევხედე. 00:11:39.735 --> 00:11:41.735 მეტად ჩავერთე მათ მოსწრაფებებში. 00:11:41.735 --> 00:11:45.865 მეტად მოვიწადინე მათი დახმარება, რადგან მათ რჩევისთვის მომმართეს. 00:11:45.865 --> 00:11:49.455 მეორე მიზეზი, რომ თავდაჯერებულად გავბედოთ ხმის ამოღება, 00:11:49.455 --> 00:11:51.925 ჩვენი კომპეტენტურობაა. 00:11:51.925 --> 00:11:54.385 კომპეტენცია ავტორიტეტს გვმატებს. 00:11:54.385 --> 00:11:57.525 როდესაც დიდი ძალაუფლება გვაქვს ჩვენ უკვე გვაქვს ავტორიტეტი 00:11:57.525 --> 00:12:00.195 და დასადასტურებლად მხოლოდ კარგი მტკიცებულება გვჭირდება. 00:12:00.195 --> 00:12:02.825 როდესაც ძალაუფლების ნაკლებობაა, ავტორიტეტიც არ გვაქვს 00:12:02.825 --> 00:12:05.285 და ამ შემთხვევაში, იდეალური მტკიცებულებაა საჭირო. 00:12:05.285 --> 00:12:08.825 ერთ-ერთი საშუალება, რომ თავი კომპეტენტურად წარმოვაჩნოთ, 00:12:08.825 --> 00:12:11.315 ჩვენი გატაცებების აღწერაა. 00:12:11.315 --> 00:12:14.135 მინდა მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში, 00:12:14.135 --> 00:12:16.025 ყველა მივიდეს თავის მეგობართან 00:12:16.025 --> 00:12:20.235 და უთხრას: “ამიღწერე შენი გატაცება“ 00:12:20.235 --> 00:12:24.235 მე მთელ მსოფლიოში ვთხოვდი ადამიანებს ეს გაკეთებინათ და შემდეგ ვეკითხებოდი: 00:12:24.235 --> 00:12:28.235 "რა შეამჩნიეთ ადამიანებს, როცა ისინი საკუთარ გატაცებებს აღწერდნენ?“ 00:12:28.235 --> 00:12:30.555 და მათი პასუხები ერთნაირი იყო: 00:12:30.555 --> 00:12:32.575 “მათ თვალები ენთებოდათ და უფართოვდებოდათ" 00:12:32.575 --> 00:12:35.175 “ისინი ფართოდ იღიმოდნენ“ 00:12:35.175 --> 00:12:36.805 „ისინი ხელებით ჟესტიკულირებდნენ, 00:12:36.805 --> 00:12:39.515 მე ვიხრებოდი, რომ მათი ხელი ამ მომხვედროდა“ 00:12:39.515 --> 00:12:41.775 „ისინი სწრაფად საუბრობდნენ, ოდნავ მაღალი ტონით“. 00:12:41.775 --> 00:12:42.535 (სიცილი) 00:12:42.535 --> 00:12:45.475 "ისინი ჩემსკენ იხრებოდნენ, თითქოს რამე საიდუმლოს მიმხელდნენ" 00:12:45.475 --> 00:12:46.755 შემდეგ კი მათ ვკითხე: 00:12:46.755 --> 00:12:49.755 „რა მოგდიოდათ, როცა მათ გატაცებებს ისმენდით?“ 00:12:49.755 --> 00:12:52.245 მათ თქვეს: "ჩემი თვალები ინთებოდა, 00:12:52.245 --> 00:12:53.245 მეც ვიღიმოდი, 00:12:53.245 --> 00:12:55.245 მეც ვიხრებოდი" 00:12:55.245 --> 00:12:58.035 როდესაც ჩვენს გატაცებებს ვეხებით, 00:12:58.035 --> 00:13:01.355 საკუთარ თავს ხმის ამოსაღებად გამბედაობას ვმატებთ, 00:13:01.355 --> 00:13:04.985 მაგრამ ჩვენ ამავე დროს ნებართვას ვიღებთ სხვებისგან, რომ ავლაპარაკდეთ. 00:13:04.985 --> 00:13:10.325 ეს მაშინაც მუშაობს, როცა სუსტები და უძალაუფლებოები ვართ. 00:13:10.325 --> 00:13:15.945 კაციც და ქალიც, ორივე ისჯება სამსახურში, როდესაც ტირის. 00:13:15.945 --> 00:13:18.225 მაგრამ ლიზი ვულფმა გვიჩვენა, 00:13:18.225 --> 00:13:22.445 რომ როდესაც ჩვენს ძლიერ ემოციებს გატაცებად წარმოვაჩენთ, 00:13:22.445 --> 00:13:29.245 ჩვენს ტირილს, როგორც კაცების ასევე ქალების, აღარ გმობენ. 00:13:29.245 --> 00:13:32.875 მინდა ეს გამოსვლა ჩემი გარდაცვლილი მამის რამოდენიმე სიტყვით დავასრულო, 00:13:32.875 --> 00:13:35.275 რომელიც მან, ჩემი ტყუპი ძმის ქორწილში თქვა. 00:13:35.275 --> 00:13:38.735 ეს ჩვენი სურათია. 00:13:38.735 --> 00:13:41.165 მამაჩემი ფსიქოლოგი იყო ჩემსავით, 00:13:41.165 --> 00:13:44.075 მაგრამ მისი ნამდვილი სიყვარული და ნამდვილი გატაცება კინო იყო, 00:13:44.075 --> 00:13:45.875 როგორც ჩემი ძმის შემთხვევაში. 00:13:45.875 --> 00:13:48.385 ჩემი ძმის ქორწილისთვის დაწერილი გამოსასვლელი სიტყვა 00:13:48.385 --> 00:13:51.715 იმ როლების შესახებ იყო, რომლებსაც ადამიანურ კომედიაში ვთამაშობთ. 00:13:51.715 --> 00:13:53.985 მან თქვა: "რაც უფრო ფაქიზად მიუდგები, 00:13:53.985 --> 00:13:57.835 მით უფრო გააუმჯობესებ და გაამდიდრებ შენს შესრულებას. 00:13:57.835 --> 00:14:02.835 ისინი ვინც იღებენ როლებს და მუშაობენ საკუთარი შესრულების გასაუმჯობესებლად 00:14:03.085 --> 00:14:05.625 ზრდიან, ცვლიან და ავითარებენ საკუთარ თავებს. 00:14:05.625 --> 00:14:09.065 კარგად ითამაშე ეს როლი და შენი ცხოვრება უმეტესად ბედნიერი იქნება“ 00:14:09.065 --> 00:14:13.065 მამაჩემმა თქვა, რომ ჩვენ ყველას ჩვენი საზღვრები 00:14:13.065 --> 00:14:16.565 და როლები გვაქვს სამყაროში. 00:14:16.565 --> 00:14:19.565 მან ასევე ამ გამოსვლის არსი თქვა: 00:14:19.565 --> 00:14:24.825 ეს როლები და საზღვრები მუდმივად ფართოვდება და ვითარდება. 00:14:24.825 --> 00:14:27.735 ასე რომ, როდესაც სცენა მოგიწოდებთ ამას, 00:14:27.735 --> 00:14:29.418 იყავით მკაცრი "დედა დათვები" 00:14:29.418 --> 00:14:32.418 და თავმდაბალი რჩევის მაძიებლები. 00:14:32.418 --> 00:14:36.518 გქონდეთ იდეალური მტკიცებულება და გყავდეთ ძლიერი მოკავშირეები. 00:14:36.518 --> 00:14:39.508 იყავით პერსპექტივის მგზნებარე აღმქმელი 00:14:39.508 --> 00:14:41.688 თუ თქვენ ამ საშუალებებს გამოიყენებთ... 00:14:41.688 --> 00:14:44.338 თითოეულ თქვენგანს შეუძლია მათი გამოყენება... 00:14:44.338 --> 00:14:48.148 თქვენ გააფართოებთ თქვენს მისაღებ ქცევათა საზღვრებს 00:14:48.148 --> 00:14:52.325 და თქვენი სიცოცხლე უმეტესად ბედნიერი იქნება. 00:14:52.325 --> 00:14:54.325 გმადლობთ.