0:00:08.380,0:00:09.561 მადლობა. 0:00:16.270,0:00:21.200 ერთ დროს ცხოვრობდა ინდოეთის მეფე, მაჰარაჯა[br]და მის დაბადების დღეზე ბრძანება გაიცა, 0:00:21.200,0:00:24.200 რომ ყველა ბელადს,[br]მეფის შესაფერისი საჩუქარი უნდა მოეტანა. 0:00:24.400,0:00:28.370 ზოგმა სუფთა აბრეშუმი მოიტანა,[br]ვიღაცამ მშვენიერი ხმლები, 0:00:28.370,0:00:29.490 ზოგმა კი - ოქრო. 0:00:29.490,0:00:32.549 ბოლოს მოვიდა ნაოჭიანი[br]პატარა მოხუცი კაცი, 0:00:32.549,0:00:36.630 რომელმაც სოფლიდან[br]მრავალი დღე ზღვით იარა. 0:00:36.630,0:00:41.150 მოსულს მეფის შვილმა ჰკითხა:[br]"რა საჩუქარი მოუტანე მეფეს?" 0:00:41.457,0:00:44.750 მოხუცმა კაცმა ძალიან ნელა გაშალა ხელი[br]და გამოაჩინა 0:00:44.750,0:00:49.600 ძალიან ლამაზი ნიჟარა, იასამნისფერი,[br]ყვითელი, წითელი და ლურჯი ხვეულებით. 0:00:50.160,0:00:51.380 მეფის შვილმა უთხრა: 0:00:51.460,0:00:54.400 "ეს მეფის შესაფერისი საჩუქარი არაა![br]ეს რა საჩუქარია?" 0:00:54.600,0:00:57.400 მოხუცმა ნელა ახედა და უთხრა: 0:00:57.590,0:01:00.750 "გრძელი გზა... საჩუქრის ნაწილი" 0:01:01.060,0:01:02.560 (სიცილი) 0:01:02.900,0:01:05.970 ცოტა ხანში[br]საჩუქარს გაჩუქებთ. 0:01:05.970,0:01:08.270 საჩუქარს,[br]რომელის გავრცელებაც ვფიქრობ ღირს. 0:01:08.290,0:01:10.050 თუმცა, მანამდე ნება მომეცით 0:01:10.050,0:01:11.960 ჩემს გრძელ გზაზე წაგიყვანოთ. 0:01:12.160,0:01:13.740 როგორც უმეტესობა თქვენგანი, 0:01:13.740,0:01:15.320 მეც ცხოვრება პატარაობაში დავიწყე. 0:01:15.320,0:01:17.600 რამდენმა დაიწყეთ თქვენი ცხოვრება[br]როგორც პატარამ? 0:01:17.600,0:01:18.590 ახალგაზრდა დაიბადეთ? 0:01:18.740,0:01:20.500 დაახლოებით ნახევარმა... კარგი... 0:01:20.570,0:01:21.590 (სიცილი) 0:01:21.820,0:01:24.910 დანარჩენები?[br]ზრდასრულები დაიბადეთ? 0:01:25.060,0:01:27.640 უჰ, თქვენს დედას ვნახავდი! 0:01:27.820,0:01:29.460 დაუჯერებლობას რაც შეეხება! 0:01:30.560,0:01:34.740 პატარობაში ყოველთვის მქონდა[br]შეუძლებელი რამეების კათების ხიბლი. 0:01:35.620,0:01:38.880 დღეს ის დღეა,[br]რომელსაც ბევრი წელი ველოდი 0:01:38.880,0:01:41.000 რადგან დღეს ის დღეა,[br]როცა თქვენ თვალწინ, 0:01:41.020,0:01:43.620 შეუძლებელი უნდა ვცადო 0:01:43.620,0:01:45.460 სწორედ აქ TEDxMaastricht-ზე. 0:01:45.800,0:01:48.160 ვაპირებ დასასრულის გათქმით დავიწყო 0:01:48.760,0:01:50.880 ვაპირებ დასასრულის გათქმით დავიწყო 0:01:51.220,0:01:52.640 და ვაპირებ დაგიმტკიცოთ, 0:01:52.640,0:01:54.940 რომ შეუძლებელი არ არის შეუძლებელი. 0:01:55.300,0:01:58.210 და ვაპირებ დავასრულო საჩუქრით,[br]რომლის გავრცელებაც ღირს. 0:01:58.210,0:02:01.730 ვაპირებ გაჩვენოთ, რომ თქვენ შეგიძლიათ[br]შეუძლებელი თქვენ ცხოვრებაში. 0:02:02.660,0:02:05.420 შეუძლებელის შეძლების[br]გზაზე აღმოვაჩინე, 0:02:05.420,0:02:08.230 რომ მსოფლიოში ყველა ადამიანს[br]ორი უნივერსალური რამ აქვს. 0:02:08.230,0:02:09.870 ყველას აქვს შიშები 0:02:09.870,0:02:11.960 და ყველას აქვს ოცნებები. 0:02:12.900,0:02:17.560 შეუძლებელის შეძლების[br]გზაზე აღმოვაჩინე სამი რამ, 0:02:17.560,0:02:20.100 რაც ვაკეთე ცხოვრებაში 0:02:20.110,0:02:23.290 და რამაც შეუძლებელი შემაძლებინა: 0:02:24.040,0:02:27.250 დოჯბოლი, ან "Trefbal"[br](თამაში ბურთის მორტყმაზე/თავის არიდებაზე) 0:02:27.290,0:02:28.360 სუპერმენი, 0:02:28.460,0:02:29.350 და კოღო. 0:02:29.350,0:02:31.040 ეს არის ჩემი სამი საკვანძო სიტყვა. 0:02:31.040,0:02:33.500 ახლა იცით[br]რატომ შევძელი შეუძლებელი ცხოვრებაში. 0:02:33.610,0:02:36.220 მაშ, ვაპირებ სამოგზაუროდ წაგიყვანოთ [br]ჩემ გრძელ გზაზე 0:02:36.320,0:02:38.680 შიშებიდან ოცნებებამდე, 0:02:38.740,0:02:40.980 სიტყვებიდან ხმლებამდე, 0:02:41.160,0:02:42.740 დოჯბოლებიდან 0:02:42.850,0:02:44.020 სუპერმენობამდე 0:02:44.020,0:02:45.340 კოღოებამდე, 0:02:45.800,0:02:47.360 და ვიმედოვნებ გაჩვენოთ, 0:02:47.360,0:02:49.900 თუ როგორ შეძლოთ შეუძლებელი[br]თქვენ ცხოვრებაში. 0:02:52.480,0:02:54.934 2007 წლის 4 ოქტომებრი, 0:02:55.840,0:02:58.120 გული სწრაფად მიცემდა,[br]მუხლები მიკანკალებდა 0:02:58.120,0:02:59.460 როცა ჰარვარდის უნივერსიტეტის 0:02:59.460,0:03:00.930 სანდერსის თეატრის სცენაზე 0:03:01.040,0:03:03.240 გავდგი ფეხი 0:03:03.240,0:03:06.160 2007 წლის იგნობელის (Ig Nobel)[br]პრემიის მისაღებად 0:03:06.160,0:03:08.450 სამედიცინო სამეცნიერო სტატიისთვის, 0:03:08.450,0:03:10.700 რომლის თანაავტორიც ვიყავი[br]სახელად "ხმლის ყლაპვა 0:03:10.700,0:03:12.050 და მისი გვერდითი მოვლენები" 0:03:12.050,0:03:13.275 (სიცილი) 0:03:13.840,0:03:17.880 ის გამოქვეყნდა პატარა ჟურნალში,[br]რომელიც იქამდე არასდროს წამეკითხა 0:03:18.460,0:03:20.419 "British Medical Journal"-ში 0:03:21.360,0:03:24.740 და ჩემთვის ეს იყო[br]შეუძლებელი ოცნების ახდენა. 0:03:24.900,0:03:28.120 ეს მოულოდნელი სიურპრიზი იყო[br]ჩემნაირი ადამიანისთვის. 0:03:28.130,0:03:31.459 ეს დაუვიწყარი პატივი იყო. 0:03:31.459,0:03:34.539 მაგრამ ეს არ იყო ჩემი ცხოვრების[br]ყველაზე დასამახსოვრებელი ნაწილი. 0:03:35.540,0:03:37.640 1967 წლის 4 ოქტომბერს 0:03:38.020,0:03:40.260 ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,[br]სუსტი ბავშვი 0:03:41.100,0:03:43.120 ძლიერი შიშებისგან იტანჯებოდა. 0:03:43.460,0:03:45.579 როცა სცენაზე გასასვლელად ემზადებოდა, 0:03:45.579,0:03:47.234 გული სწრაფად უცემდა, 0:03:47.500,0:03:49.162 მუხლები უკანკალებდა. 0:03:49.780,0:03:52.440 მან გააღო პირი, რომ რაღაც ეთქვა 0:03:56.490,0:03:58.130 და სიტყვები არ ამოდიოდა. 0:03:58.130,0:04:00.040 ის იდგა და ცრემლიანი კანკალებდა. 0:04:00.630,0:04:02.360 პანიკისგან პარალიზებული იყო, 0:04:02.360,0:04:03.790 შიშისგან გაშეშებული. 0:04:03.960,0:04:06.210 ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,[br]უსუსური ბავშვი 0:04:06.210,0:04:08.142 ძლიერი შიშებისან იტანჯებოდა. 0:04:08.649,0:04:10.330 მას სიბნელის შიში ჰქონდა, 0:04:10.520,0:04:11.640 ჰქონდა სინათლის შიში, 0:04:11.640,0:04:13.040 ობობების და გველების შიში... 0:04:13.040,0:04:15.250 რომელიმე თქვენგანს ეშინია[br]ობობების და გველების? 0:04:15.280,0:04:16.660 კი, რამდენიმეს... 0:04:16.660,0:04:19.079 მას ჰქონდა წყლის და ზვიგენების შიში... 0:04:19.079,0:04:21.939 ექიმების, ექთნების და დენტისტების შიში 0:04:21.939,0:04:24.680 და ნემსების და ბურღის და ბასრი საგნების. 0:04:24.680,0:04:27.380 მაგრამ ყველაზე მეტად[br]მას ეშინოდა 0:04:27.470,0:04:28.470 ხალხის. 0:04:29.270,0:04:31.530 ეს შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,[br]უსუსური ბავშვი 0:04:31.540,0:04:32.570 მე ვიყავი. 0:04:33.320,0:04:36.367 მე მქონდა წარუმატებლობის [br]და უარყოფის შიში, 0:04:37.300,0:04:39.520 დაბალი თვითშეფასება,[br]არასრულფასოვნების კომპექსი 0:04:39.520,0:04:42.840 და რაღაც, რაც იმ დროს არც იცოდი,[br]რომ შეიძლება გქონოდა: 0:04:42.840,0:04:44.660 სოციალური შფოთვითი აშლილობა. 0:04:44.955,0:04:48.610 რადგან შიშები მქონდა, მჩაგვრელები[br]მაღიზიანებდნენ და მცემდნენ ხოლმე. 0:04:48.610,0:04:52.240 დამცინოდნენ და მლანძღავდნენ,[br]არასდროს მათამაშებდნენ 0:04:52.300,0:04:54.260 ჯგუფურ თამაშებს. 0:04:55.020,0:04:58.056 აა, იყო ერთი თამაში[br]რომელსაც მათამაშებდნენ... 0:04:58.100,0:04:59.400 დოჯბოლი... 0:04:59.400,0:05:01.703 და მე არ ვიყავი კარგი[br]ბურთისთვის თავის არიდებაში. 0:05:01.760,0:05:03.740 მჩაგვრელები ჩემს სახელს[br]დაიძახებდნენ ხოლმე 0:05:03.740,0:05:05.970 და როცა ავხედავდი[br]დავინახავდი წითელ ბურთს, 0:05:05.970,0:05:08.200 რომელიც ჩემი სახისკენ[br]საოცარი სისწრაფით მოქროდა 0:05:08.210,0:05:09.950 ბამ, ბამ, ბამ! 0:05:10.580,0:05:13.220 და მახსოვს დიდი ხანი[br]სკოლიდან სახლში მომავალს 0:05:13.300,0:05:18.180 სახე მქონდა წითელი და მწველი.[br]ყურები მქონდა წითელი და რეკდა. 0:05:18.180,0:05:21.140 თვალები ტირილისგან მეწვოდა 0:05:21.180,0:05:23.515 და მათი სიტყვები ყურებს მწვავდა. 0:05:23.740,0:05:25.000 და ვინც თქვა რომ: 0:05:25.020,0:05:28.970 "ჯოხმა და ქვამ შეიძლება ძვლები მომტეხოს,[br]მაგრამ სიტყვები არასდროს დამაზიანებს..." 0:05:28.970,0:05:30.131 ტყუილია. 0:05:30.310,0:05:31.980 სიტყვა დანასავით ჭრის. 0:05:31.980,0:05:34.030 სიტყვა ხმალივით ხვრეტს. 0:05:34.210,0:05:36.040 სიტყვა იმდენად ღრმა ჭრილობას ტოვებს, 0:05:36.040,0:05:37.780 რომ დანახვა შეუძლებელია. 0:05:38.150,0:05:41.070 მაშ, მე მქონდა შიშები[br]და სიტყვა ჩემი ყველაზე უარესი მტერი იყო. 0:05:41.260,0:05:42.491 დღესაც არის. 0:05:43.355,0:05:45.300 მაგრამ მე ასევე მქონდა ოცნებები. 0:05:45.300,0:05:47.980 მივიდოდი სახლში[br]და სუპერმენზე კომიქსებში გადავეშვებოდი. 0:05:47.980,0:05:49.774 ვკითხულობდი სუპერმენზე კომიქსებს 0:05:49.774,0:05:53.110 და ვოცნებობდი, მინდოდა[br]სუპერმენივით სუპერგმირი ვყოფილიყავი. 0:05:53.110,0:05:55.770 მინდოდა სიმართლისთვის[br]და სამართლიანობისთვის მებრძოლა. 0:05:55.770,0:05:57.240 მინდოდა მებრძოლა არამზადების 0:05:57.240,0:06:00.130 და კრიპტონიტის წინააღმდეგ[br](სუპერმენისთვის საზიანო სუბსტანცია) 0:06:00.130,0:06:03.625 მინდოდა მსოფლიო შემომეფრინა გმირობები[br]ჩამედინა და სიცოცხლეები გადამერჩინა 0:06:03.625,0:06:05.850 ასევე რეალური რამეებიც მიტაცებდა. 0:06:05.860,0:06:09.580 გინესს და "Ripley's Believe It or Not" [br](წიგნი უჩვეულო მიღწევებზე) ვკითხულობდი. 0:06:09.580,0:06:12.900 წაგიკითხავთ ვინმეს[br]გინესის ან "Ripley's" წიგნები? 0:06:12.900,0:06:14.230 მიყვარს ეს წიგნები! 0:06:14.230,0:06:16.460 იქ ვნახე ნამდვილი ადამიანების[br]ნამდვილ მიღწევები 0:06:16.460,0:06:17.900 და ვთქვი: ამის გაკეთება მინდა. 0:06:17.900,0:06:19.070 თუ მჩაგვრელები 0:06:19.070,0:06:21.030 არცერთ მათ სპორტულ თამაშში[br]არ მათამაშებენ, 0:06:21.030,0:06:23.445 ნამდვილი საოცრების,[br]ნამდვილი გმირობის ჩადენა მინდა. 0:06:23.445,0:06:26.809 მინდა რამე ძალიან უჩვეულოს გაკეთება,[br]რასაც ის მჩაგვრელები ვერ აკეთებენ. 0:06:26.809,0:06:28.609 ჩემი მიზნის და მოწოდების პოვნა მინდა. 0:06:28.609,0:06:30.729 მინდა ვიცოდე,[br]რომ ჩემს ცხოვრებას აზრი აქვს. 0:06:30.729,0:06:33.320 მინდა რაღაც გავაკეთო და შევცვალო მსოფლიო. 0:06:33.320,0:06:36.960 მინდა დავამტკიცო,[br]რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი. 0:06:38.340,0:06:40.240 10 წლით წინ გადავხტეთ... 0:06:40.240,0:06:42.706 ჩემი 21-ე დამადების დღის წინა კვირა იყო, 0:06:42.819,0:06:46.799 ამ ერთ დღეს ორი რაღაც მოხდა,[br]რამაც ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა. 0:06:47.040,0:06:49.391 ტამილ ნადუში,[br]სამხრეთ ინდოეთში ვცხოვრობდი 0:06:49.540,0:06:51.020 იქ მისიონერად ვიყავი 0:06:51.020,0:06:53.090 და ჩემმა დამრიგებელმა და მეგობარმა მკითხა: 0:06:53.090,0:06:54.720 "გაქვს 'თრომები', დანიელ?" 0:06:54.720,0:06:57.440 მე ვუთხარი: "თრომები?[br]რა არის თრომები?" 0:06:57.440,0:07:00.490 მან თქვა:[br]"თრომები ცხოვრების მთავარი მიზნებია. 0:07:00.490,0:07:04.630 ეს ოცნებების და მიზნების კომბინაციაა. 0:07:04.630,0:07:07.240 რომ შეგეძლოს აკეთო რაც გინდა,[br]წახვიდე სადაც გინდა 0:07:07.240,0:07:08.479 და იყო ვინც გინდა. 0:07:08.479,0:07:10.356 სად წახვიდოდი?[br]რას გააკეთებდი? 0:07:10.356,0:07:11.280 ვინ იქნებოდი?" 0:07:11.280,0:07:14.500 მე ვთქვი: "არ შემიძლია![br]ზემდეტად მეშინია! ბევრი შიში მაქვს!" 0:07:14.500,0:07:17.800 იმ ღამეს ჩემი ჩალის მატრასი[br]სახლის სახურავზე ავიტანე 0:07:17.810,0:07:19.259 ვარსკვლავებს ქვემოთ დავუწექი, 0:07:19.259,0:07:21.869 ღამურების[br]კოღოებზე ნადირობას ვუყურებდი 0:07:21.869,0:07:26.200 და მხოლოდ თრომებზე,[br]ოცნებებზე და მიზნებზე ფიქრი შემეძლო 0:07:26.200,0:07:28.360 და მჩაგვრელებზე დოჯბოლებით. 0:07:28.760,0:07:30.730 რამდენიმე საათის შემდეგ გამეღვიძა. 0:07:31.220,0:07:33.940 გული სწრაფად მიცემდა,[br]მუხლები მიკანკალებდა. 0:07:34.080,0:07:36.020 ამჯერად ეს შიში არ იყო. 0:07:36.420,0:07:38.395 მთელი ჩემი სხეული იკრუნჩხებოდა 0:07:38.500,0:07:40.180 და შემდეგი 5 დღე 0:07:40.330,0:07:44.199 ხან გონზე და ხან უგონოდ,[br]მომაკვდავი, გადარჩენისთვის ვიბრძოდი. 0:07:44.199,0:07:48.239 ტვინი მიხრუდა[br]40 გრადუსიანი მალარიის ცხლებით. 0:07:48.390,0:07:51.600 და როცა გონზე ვიყავი,[br]მხოლოდ თრომებზე ფიქრი შემეძლო. 0:07:51.600,0:07:53.820 ვფიქრობდი: "რა მინდა ჩემი ცხოვრებისგან" 0:07:53.950,0:07:56.380 ბოლოს, ჩემი[br]21-ე დაბადების დღის წინა ღამეს, 0:07:56.380,0:07:58.030 გონების სიცხადის მომენტში 0:07:58.030,0:07:59.639 მივხვდი: 0:07:59.639,0:08:02.100 მივხვდი, რომ ეს პატარა კოღო, 0:08:02.620,0:08:05.020 ანოფელეს სტეფენსი, 0:08:05.280,0:08:06.610 ეს პატარა კოღო, 0:08:06.610,0:08:08.390 რომელიც 5 მიკროგრამზე ნაკლებს იწონის, 0:08:08.390,0:08:09.810 მარილის მარცვალზე ნაკლებს, 0:08:09.810,0:08:12.780 თუ ამ კოღოს შეეძლო[br]80 კილოიანი კაცის გათიშვა, 0:08:12.780,0:08:14.860 მივხვდი ეს ჩემი კრიპტონიტი იყო. 0:08:14.860,0:08:17.150 შემდეგ მივხვდი,[br]არა, არა, ეს კოღო არაა, 0:08:17.150,0:08:19.480 ეს პატარა პარაზიტია კოღოში, 0:08:19.480,0:08:23.160 პლაზმოდიუმ ფალციპარუმი, რომელიც[br]მილიონზე მეტ ადამიანს კლავს წელიწადში. 0:08:23.509,0:08:26.079 შემდეგ მივხვდი,[br]არა, არა, ეს იმაზე კიდევ უფრო პატარაა, 0:08:26.079,0:08:28.550 მაგრამ მე ის იმხელად მეჩვენებოდა. 0:08:28.550,0:08:29.640 მე მივხვდი, 0:08:29.640,0:08:31.270 შიში იყო ჩემი კრიპტონიტი, 0:08:31.270,0:08:32.140 ჩემი პარაზიტი, 0:08:32.140,0:08:34.990 რომელმაც დაასხიჩრა[br]და დააპარალიზა მთელი ჩემი ცხოვრება. 0:08:35.200,0:08:38.080 იცით,[br]საფრთხესა და შიშს შორის განსხვავებაა. 0:08:38.109,0:08:39.699 საფრთხე რეალურია, 0:08:39.990,0:08:42.010 შიში კი - არჩევანი. 0:08:42.080,0:08:44.309 და მე მივხვდი, რომ არჩევანი მქონდა: 0:08:44.309,0:08:48.180 შემეძლო შიშში მეცხოვრა[br]და ხელმოცარული მოვმკვდარიყავი იმ ღამეს, 0:08:49.070,0:08:52.080 ან ჩემი შიშები მომეკლა 0:08:52.080,0:08:56.060 და ოცნებებს შევწვდენოდი,[br]შემეძლო ცხოვრება გამებედა. 0:08:56.680,0:08:59.560 იცით, არის რაღაც[br]მომაკვდავად ყოფნაში 0:08:59.560,0:09:04.080 და სიკვდილისთვის თვალებში ჩახედვისას[br]განსაკუთრებით გინდა იცხოვრო. 0:09:04.180,0:09:07.400 მე მივხვდი, რომ ყველა კვდება,[br]მაგრამ სინამდვილეში ყველა არ ცხოვრობს. 0:09:08.040,0:09:09.890 სიკვდილის დროს ვცხოვრობთ. 0:09:09.890,0:09:11.580 იცით, როცა სიკვდილს ისწავლით, 0:09:11.580,0:09:13.150 სინამდვილეში ცხოვრებას სწავლობთ. 0:09:13.150,0:09:15.140 ამიტომ გადავწყვიტე, 0:09:15.140,0:09:16.710 ჩემი ისტორია იმ ღამეს შემეცვალა. 0:09:16.915,0:09:18.230 სიკვდილი არ მინდოდა, 0:09:18.230,0:09:20.010 პატარა ლოცვა წარმოვთქვი: 0:09:20.010,0:09:22.230 "ღმერთო,[br]თუ 21-ე დაბადების დღემდე მაცოცხლებ, 0:09:22.230,0:09:24.644 შიშს ჩემი ცხოვრების მართვის[br]საშუალებას აღარ მივცემ. 0:09:24.670,0:09:26.520 შიშების მოკვლას ვაპირებ. 0:09:26.520,0:09:29.530 ვაპირებ ჩემს ოცნებებს შევწვდე. 0:09:29.530,0:09:31.270 ჩემი დამოკიდებულებების შეცვლა მინდა. 0:09:31.270,0:09:33.540 მინდა რაღაც საოცრება გავუკეთო[br]ჩემს ცხოვრებას. 0:09:33.540,0:09:35.550 მინდა ჩემი მიზანი და მოწოდება ვიპოვო. 0:09:35.550,0:09:38.632 მინდა ვიცოდე,[br]რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი." 0:09:38.780,0:09:42.820 გადავრჩი თუ არა იმ ღამეს, არ გეტყვით.[br]ამას გამოსაცნობად დაგიტოვებთ. 0:09:42.850,0:09:43.978 (სიცილი) 0:09:43.978,0:09:47.100 მაგრამ იმ ღამეს მე შევადგინე[br]ჩემი თრომების პირველი 10-ეული: 0:09:47.100,0:09:50.210 გადავწყვიტე, რომ მინდოდა[br]7 ძირითადი კონტინენტი მომენახულებინა; 0:09:50.210,0:09:51.820 მსოფლიოს 7 საოცრება მენახა; 0:09:51.820,0:09:53.410 მესწავლა ბევრი ენა; 0:09:53.410,0:09:54.940 მეცხოვრა უკაცრიელ კუნძილზე; 0:09:54.940,0:09:56.480 მეცხოვრა გემზე ოკეანეში; 0:09:56.480,0:09:58.650 მეცხოვრა ინდიელების ტომთან[br]ამაზონის ჯუნგლებში; 0:09:58.650,0:10:01.210 ავსულიყავი შვედეთის უმაღლეს მთაზე; 0:10:01.210,0:10:03.180 მინდოდა მენახა ევერესტი მზის ამოსვლისას; 0:10:03.190,0:10:05.390 მემუშავა მუსიკალურ ბიზნესში ნეშვილში; 0:10:05.400,0:10:07.060 მემუშავა ცირკში 0:10:07.080,0:10:09.220 და მინდოდა[br]გადმოვმხტარიყავი თვითმფრინავიდან; 0:10:09.220,0:10:12.380 შემდეგი 20 წლის მანძილზე,[br]ამ თრომების უმეტესობა შევასრულე. 0:10:12.410,0:10:14.740 ყოველ ჯერზე,[br]როცა სიიდან შესრულებულ თრომს ვშლიდი, 0:10:14.740,0:10:18.190 ახალ ხუთს, ან ათს ვამატებდი[br]და ჩემი სია იზრდებოდა. 0:10:18.800,0:10:23.280 შემდეგი 7 წლის მანძილზე,[br]ბაჰამის პატარა კუნძულზე ვიცხოვრე 0:10:23.320,0:10:25.360 დაახლოებით 7 წელი 0:10:25.370,0:10:27.274 ჩალის ქოხში, 0:10:29.480,0:10:33.820 საჭმელად ზვიგენებზე და თევზებზე[br]შუბით ვნადირობდი, მარტოდმარტო კუნძულზე, 0:10:33.820,0:10:36.249 წელზე ნაჭრით. 0:10:36.680,0:10:39.160 ზვიგენებთან ერთად ცურვა ვისწავლე. 0:10:39.160,0:10:40.980 იქიდან მექსიკაში წავედი 0:10:40.980,0:10:45.000 და შემდეგ ამაზონის მდინარის აუზში,[br]ეკვადორში, 0:10:45.241,0:10:48.100 პუჯო პონგოში, ეკვადორში,[br]იქ ტომთან ერთად ვცხოვრობდი 0:10:48.100,0:10:52.180 და ნელ-ნელა თრომების საშუალებით[br]თავდაჯერებულობა მემატებოდა. 0:10:52.180,0:10:55.100 წავედი მუსიკალურ ბიზნესში, ნეშვილში[br]და შემდეგ შვედეთში, 0:10:55.110,0:10:57.870 სტოქჰოლმში.[br]იქ მუსიკალურ ბიზნესში მუშაობდი, 0:10:57.870,0:11:01.920 სადაც მთა კებნეკაისეაზე ავედი[br]პოლარული წრეზე მაღლა. 0:11:03.300,0:11:04.750 ვისწავლე ჯამბაზობა, 0:11:04.750,0:11:05.860 ჟონგლიორობა 0:11:05.860,0:11:07.480 და ოჩოფეხებით სიარული, 0:11:07.480,0:11:10.440 ერთბორბლიანზე სიარული,[br]ცეცხლის ჭამა, შუშის ჭამა. 0:11:10.450,0:11:13.620 1997-ში გავიგე, რომ ათზე ნაკლები[br]ხმლის მყლაპავი იყო დარჩენილი 0:11:13.620,0:11:15.410 და ვთქვი: "ეს უნდა გავაკეთო!" 0:11:15.420,0:11:18.290 შევხვდი ხმლის მყლაპავს[br]და რჩევები ვკითხე. 0:11:18.290,0:11:20.190 მან თქვა: "კი, ორ რჩევას მოგცემ: 0:11:20.190,0:11:21.926 პირველი: ძალიან სახიფათოა, 0:11:21.926,0:11:23.948 ამის კეთებისას ხალხი მომკვდარა. 0:11:23.948,0:11:24.953 მეორე: 0:11:24.953,0:11:26.206 არ სცადო!" 0:11:26.206,0:11:27.520 (სიცილი) 0:11:27.540,0:11:29.540 და მე ის ჩემი თრომების სიას მივამატე. 0:11:30.440,0:11:33.320 მე ვვარჯიშობდი 10 - 12-ჯერ დღეში[br]ყოველდღე, 0:11:33.660,0:11:35.160 4 წლის მანძილზე. 0:11:35.209,0:11:36.709 გამოვთვალე... 0:11:36.709,0:11:40.020 4 x 365 [x 12] 0:11:40.020,0:11:42.660 დაახლოებით 13 000[br]წარუმატებელი ცდა დამჭირდა, 0:11:42.660,0:11:45.420 სანამ პირველი ხმალი ჩავუშვი ყელში 2001-ში. 0:11:46.002,0:11:47.630 ამ დროს დავისახე თრომი, 0:11:47.630,0:11:50.940 რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტი გავხდებოდი[br]ხმლის ყლაპვაში. 0:11:50.970,0:11:53.820 მოვძებნე ყველა წიგნი, ჟურნალი,[br]გაზეთი და სტატია. 0:11:53.820,0:11:57.670 ყველა სამედიცინო ანგარიში.[br]შევისწავლე ფსიქოლოგია, ანატომია, 0:11:57.676,0:11:59.719 ვესაუბრე ექიმებს და ექთნებს, 0:11:59.719,0:12:01.760 დავაკავშირე ყველა ხმლის მყლაპავი, 0:12:01.760,0:12:04.250 ხმლის მყლაპავთა საერთაშორისო ასოციაციაში 0:12:04.250,0:12:06.650 და 2 წელში დავამუშავე[br]სამედიცინო სამეცნიერო ნაშრომი 0:12:06.650,0:12:08.940 თემაზე:[br]"ხმლის ყლაპვა და მისი გვერდითი მოვლენები" 0:12:08.940,0:12:11.240 რომელიც "British Medical Journal"-ში[br]გამოქვეყნდა. 0:12:11.240,0:12:11.970 (სიცილი) 0:12:11.970,0:12:12.940 მადლობა. 0:12:12.960,0:12:17.748 (აპლოდისმენტები) 0:12:18.200,0:12:21.570 არაჩვეულებრივი რაღაცეები გავიგე[br]ხმლის ყლაპვაზე, 0:12:21.571,0:12:25.260 რაზეც დარწმუნებული ვარ არასდროს გიფიქრიათ,[br]მაგრამ დღეის შემდეგ იფიქრებთ. 0:12:25.260,0:12:28.550 შემდეგზე, როცა სახლში მიხვალთ[br]და ხორცს გაჭრით დანით, 0:12:28.550,0:12:32.009 ან ხმლითმ ან "bestek"-ით[br]ეს გაგახსენდებათ... 0:12:33.657,0:12:36.589 გავიგე რომ ხმლის ყლაპვა ინდოეთში დაიწყო.. 0:12:36.589,0:12:39.889 სწორედ იქ სადაც ის[br]20 წლისამ პირველად ვნახე... 0:12:39.889,0:12:42.460 დაახლოებით 4000 წლის წინ,[br]დაახლოებით ძვ. წ. 2000 წელს. 0:12:42.460,0:12:45.580 ბოლო 150 წლის მანძილზე[br]ხმლის მყლაპავებს იხმარენ 0:12:45.590,0:12:47.400 მედიცინის და მეცნიერების სფეროში, 0:12:47.480,0:12:51.160 მკვრივი ენდოსკოპის შექმნისთვის 0:12:51.160,0:12:53.820 1868 წელს ადოლფ კუსმაულის მიერ,[br]ფრაიბურგში, გერმანიაში; 0:12:53.880,0:12:56.639 1906 წელს ელექტროკარდგიორამისთვის, უელსში, 0:12:56.639,0:13:00.240 ყლაპვის მოშლილობების და მონელების[br]შესასწავლად 0:13:00.240,0:13:02.020 ბრონქოსკოპებისთვის,[br]ამ ტიპის რაღაცაში. 0:13:02.020,0:13:03.840 მაგრამ ბოლო 150 წლის მანძილზე 0:13:03.840,0:13:07.860 ცნობილია ასობით ტრავმა[br]და ათობით სიკვდილი... 0:13:07.880,0:13:14.560 აი, მკვრივი ენდოსკოპი,[br]რომელიც ადოლფ კუსმაულმა შექმნა, 0:13:14.740,0:13:18.679 მაგრამ ჩვენ აღმოვაჩინეთ,[br]რომ ბოლო 150 წლის მანძილზე 29 მოკვდა 0:13:18.679,0:13:22.922 ლონდონში, ამ ხმლის მყლაპავის ჩათვლით,[br]რომელსმაც საკუთარი გული ხმლით გახვრიტა. 0:13:23.142,0:13:25.340 ჩვენ ასევე გავიგეთ, რომ 3-დან 8-მდე 0:13:25.340,0:13:27.780 სერიოზული ხმლის ტრავმა[br]ფიქსირდება ყოველ წელს. 0:13:27.780,0:13:29.880 მე ეს ვიცი, რადგან მირეკავენ. 0:13:29.880,0:13:31.150 ახლახანს ორმა დამირეკა, 0:13:31.150,0:13:34.320 ერთმა შვედეთიდან და მეორემ ორლანდოდან[br]მხოლოდ ბოლო ორ კვირაში, 0:13:34.320,0:13:37.399 ხმლის მყლაპავებმა, რომლებიც[br]საავადმყოფოებში არიან ტრავმირებულები. 0:13:37.399,0:13:38.819 ასე რომ, ეს ძალიან სახიფათოა. 0:13:38.819,0:13:41.629 ასევე გავიგე, რომ ბევრს 0:13:41.629,0:13:44.320 2-დან 10 წლამდე საჭირდება იმისთვის, 0:13:44.320,0:13:45.610 რომ ხმლის ყლაპვა ისწავლოს. 0:13:45.610,0:13:48.020 მაგრამ ყველაზე საოცარი აღმოჩენა ის იყო, 0:13:48.020,0:13:51.360 თუ როგორ სწავლობენ ხმლის მყლაპავები,[br]რომ შეძლონ შეუძლებელი 0:13:51.460,0:13:53.460 და ვაპირებ ერთი საიდუმლო გითხრათ: 0:13:53.520,0:13:57.580 ნუ კონცენტრირდებით იმ 99.9%-ზე,[br]რომელიც შეუძლებელია. 0:13:57.580,0:14:02.370 კონცენტრირდით 0.1%-ზე რომელიც შესაძლებელია[br]და გაარკვიეთ როგორაა შესაძლებელი. 0:14:02.817,0:14:06.140 ახლა ნება მომეცით სამოგზაუროდ,[br]ხმლის მყლაპავის გონებაში წაგიყვანოთ. 0:14:06.140,0:14:09.269 იმისთვის რომ ხმალი გადაყლაპოთ,[br]საჭიროა მედიტაცია, 0:14:09.269,0:14:12.670 სამართებელივით მახვილი კონცენტრაცია,[br]ქინძისთავის სიზუსტე იმისთვის, 0:14:12.670,0:14:16.610 რომ შინაგანი ორგანოების იზოლაცია მოახდინოთ[br]და სხეულის ინსტიქტური რეფლექსები დაძლიოთ 0:14:16.610,0:14:20.370 გაძლიერებული ტვინის სინაფსებით[br]განმეორებითი მოტორული მეხსიერებით 0:14:20.450,0:14:23.720 10 000-ზე მეტჯერ[br]მიზანმიმართული ვარჯიშით. 0:14:24.020,0:14:28.090 ახლა ნება მომეცით სამოგზაუროდ[br]ხმლის მყლაპავის სხეულში წაგიყვანოთ. 0:14:28.310,0:14:30.130 იმისთვის რომ ხმალი გადავყლაპო, 0:14:30.130,0:14:32.250 იგი ჩემ ენაზე უნდა გავაცურო, 0:14:32.250,0:14:34.940 საყლაპავის კისრის ნაწილში[br]პირღებინების რეფლექსი შევიკავო, 0:14:34.940,0:14:37.740 ჩავაბრუნო 90 გრადუსით[br]ხორხსარქველში, 0:14:38.240,0:14:41.040 გავიარო ბეჭდხახა,[br]საყლაპავის ზედა სპინქტერი, 0:14:41.060,0:14:42.600 შევიკავო პერისტალტიკის რეფლექსი, 0:14:42.600,0:14:44.380 ჩავაცურო ხმალი გულმკერდის ღრუში 0:14:44.380,0:14:45.960 ფილტვებს შორის, 0:14:46.080,0:14:48.349 ამ დროს, 0:14:48.399,0:14:50.389 გული გევრდით უნდა მივწიო. 0:14:50.389,0:14:51.740 თუ კარგად დააკვირდებით, 0:14:51.740,0:14:53.690 დაინახავთ რომ გული[br]ხმალთან ერთად ფეთქავს, 0:14:53.690,0:14:55.339 რადგან ის გულზეა მიბჯენილი, 0:14:55.339,0:14:58.859 რომლისგან სანტიმეტრის მესამედი სისქის [br]საყლაპავი მილის ქსოვილი აცალკევებს. 0:14:58.859,0:15:00.310 ამის გაყალბება შეუძლებელია. 0:15:00.320,0:15:02.480 შემდეგ ხმალმა მკერდის ძვალი უნდა გაიაროს, 0:15:02.480,0:15:05.250 საყლაპავის ქვედა სპინქტერს გაცდეს კუჭამდე, 0:15:05.250,0:15:08.680 კუჭში ღებინების რეფლექსი უნდა შევიკავო [br]და ბოლოს თორმეტგოჯა ნაწლავამდე. 0:15:08.680,0:15:09.750 უადვილესია. 0:15:09.750,0:15:10.930 (სიცილი) 0:15:10.930,0:15:12.880 ამის იქით რომ წავსულიყავი, 0:15:12.880,0:15:17.720 ბოლომდე ფალოპის მილებამდე. 0:15:17.720,0:15:20.980 ბიჭებო, ამაზე შეგიძლიათ[br]თქვენს ცოლებს ჰკითხოთ მოგვიანებით... 0:15:22.160,0:15:23.900 ხალხი მეკითხება: 0:15:23.900,0:15:26.740 "დიდი სიმამაცე სჭირდება[br]სიცოცხლის გარისკვას, 0:15:26.740,0:15:28.800 გულის მიწევას და ხმლის გადაყლაპვას..." 0:15:28.800,0:15:30.600 არა, რაც ნამდვილად მოითხოვს სიმამაცეს 0:15:30.600,0:15:33.200 არის შეშინებული, მორცხვი, გამხდარი,[br]უსუსური ბავშვისთვის 0:15:33.200,0:15:35.620 წარუმატებლობის და უარყოფის გარისკვა, 0:15:35.620,0:15:37.040 გულის გადაშლა 0:15:37.040,0:15:38.240 და სიამაყის გადაყლაპვა 0:15:38.240,0:15:41.060 და აქ,[br]სრულიად უცხო ადამიანების წინაშე გამოსვლა 0:15:41.060,0:15:43.670 და მისი ამბის მოყოლა,[br]საკუთარ შიშებზე და ოცნებებზე, 0:15:43.680,0:15:47.880 პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით[br]შიგნეულობის გამოფენის გარისკვა, 0:15:48.280,0:15:49.450 იცით... მადლობა. 0:15:49.450,0:15:53.710 (აპლოდისმენტები) 0:15:53.760,0:15:55.770 იცით, მართლაც საოცარი რამაა, 0:15:55.770,0:15:58.960 რომ ყოველთვის მინდოდა რაღაც[br]არაჩვეულებრივის გაკეთება ჩემ ცხოვრებაში 0:15:58.960,0:15:59.780 და ახლა ვაკეთებ. 0:15:59.780,0:16:02.880 მაგრამ ნამდვილად არაჩვეულებრივი რამ[br]ის კი არაა, 0:16:02.880,0:16:06.260 რომ 21 ხმლის გადაყლაპვა[br]შემიძლია ერთდროულად, 0:16:07.640,0:16:10.500 ან 6 მეტრზე წყლის ქვეშ ავზში[br]88 ზვიგენით და თევზით 0:16:10.500,0:16:12.307 "Ripley's Believe It or Not"-თვის 0:16:13.840,0:16:17.600 ან 815°-მდე ცხელის"Stan Lee's Superhumans"[br]-თვის (არაჩვეულებრივი უნარების შოუ) 0:16:17.610,0:16:19.470 როგორც "ფოლადის კაცს: სუპერმენს!" 0:16:19.520,0:16:21.934 და ეს ოხერი მართლაც ცხელი იყო! 0:16:22.494,0:16:24.920 ან მანქანის ხმლით გათრევა "Ripley's"-თვის 0:16:24.930,0:16:26.290 ან გინესისთვის, 0:16:26.290,0:16:28.760 ან ამერიკული ნიჭიერის ფინალში გასვლა, 0:16:28.820,0:16:31.540 ან 2007 წლის[br]იგნობელის პრიზის მიღება მედიცინაში. 0:16:31.550,0:16:33.900 არა, ეს არ არის ნამდვილი საოცრება. 0:16:33.900,0:16:36.350 ხალხი ასე ფიქრობს.[br]არა, არა, არა. ეს არაა. 0:16:36.350,0:16:37.800 ნამდვილი საოცრება ისაა, 0:16:37.800,0:16:40.660 რომ ღმერთმა ამ შეშინებულ, მორცხვ,[br]გამხდარ, უსუსურ ბავშვს 0:16:40.660,0:16:42.200 ვისაც სიმაღლის ეშინოდა, 0:16:42.200,0:16:43.890 წყლის და ზვიგენების, 0:16:43.890,0:16:46.240 ექიმების და ექთნების,[br]ნემსების და ბასრი საგნების 0:16:46.240,0:16:47.810 და ადამიანებთან საუბრის ეშინოდა, 0:16:47.810,0:16:49.800 შემაძლებინა, რომ ახლა მე მსოფლიოს გარშემო 0:16:49.800,0:16:51.320 9 000 მ. სიმაღლეზე დავფრინავ 0:16:51.320,0:16:53.900 ვყლაპავ ბასრ საგნებს[br]წყალქვეშ ზვიგენიან ავზებში 0:16:53.900,0:16:57.430 და მსოფლიოს გარშემო ვესაუბრები ექიმებს[br]და ექთნებს და თქვენნაირ პუბლიკას. 0:16:57.430,0:16:59.480 ეს არის ნამდვილად საოცარი რამ ჩემთვის. 0:16:59.480,0:17:01.630 მე ყოველთვის მინდოდა[br]შეუძლებელი შემძლებოდა... 0:17:01.630,0:17:02.410 მადლობა. 0:17:02.410,0:17:03.760 (აპლოდისმენტები) 0:17:03.760,0:17:05.220 მადლობა. 0:17:05.660,0:17:09.040 (აპლოდისმენტები) 0:17:09.700,0:17:12.569 ყოველთვის მინდოდა შეუძლებელი შემძლებოდა[br]და ახლა შემიძლია. 0:17:12.569,0:17:15.588 მინდოდა რაღაც მექნა ჩემი ცხოვრებისთვის[br]და მსოფლიო შემეცვალა 0:17:15.588,0:17:16.749 და ახლა ვაკეთებ ამას. 0:17:16.749,0:17:19.929 სულ მინდოდა მსოფლიოს გარშემო მეფრინა[br]სუპერადამიანური გმირობებისთვის 0:17:19.929,0:17:21.979 და ადამიანები გადამერჩინა და ახლა ვაკეთებ. 0:17:21.979,0:17:22.890 და იცით რა? 0:17:22.890,0:17:25.569 ჯერ კიდევ არსებობს პატარა ბიჭის[br]დიდი ოცნების რაღაც ნაწილი 0:17:25.569,0:17:27.291 ღრმად გულში. 0:17:30.320,0:17:36.197 (სიცილი) (აპლოდისმენტები) 0:17:37.000,0:17:40.240 და იცით, ყოველთვის მინდოდა მეპოვა[br]ჩემი მიზანი და მოწოდება 0:17:40.270,0:17:41.530 და ახლა ვიპოვე ის. 0:17:41.540,0:17:42.920 მაგრამ იცით რა? 0:17:42.920,0:17:46.230 ეს არაა ხმლებზე, ის არაა რაზეც ფიქრობთ[br]ჩემ ძლიერ მხარეებზე. 0:17:46.230,0:17:48.510 ის ჩემს სისუსტეს შეეხება, ჩემს სიტყვებს. 0:17:48.510,0:17:51.090 ჩემი მიზანი და მოწოდება[br]მსოფლიოს შეცვლაა 0:17:51.090,0:17:52.390 შიშის გაპობით, 0:17:52.390,0:17:54.910 თითო ხმლით, თითო სიტყვით, 0:17:55.070,0:17:57.450 თითო დანით, თითო ცხოვრებით, 0:17:57.540,0:17:59.700 შთავაგონო ადამიანებს იყვნენ სუპერგმირები 0:17:59.700,0:18:01.860 და შეძლონ შეუძლებელი მათ ცხოვრებაში. 0:18:02.060,0:18:04.680 ჩემი მიზანია დავეხმარო სხვებს[br]იპოვონ საკუთარი. 0:18:04.680,0:18:05.680 რა არის თქვენი? 0:18:05.680,0:18:06.960 რა არის თქვენი მიზანი? 0:18:06.960,0:18:08.960 რისთვის ხართ მოვლენილები? 0:18:09.260,0:18:11.590 მე ვფიქრობ[br]ყველანი სუპერგმირობისთვის ვართ აქ. 0:18:12.160,0:18:14.260 რა არის თქვენი განსკუთრებულობა? 0:18:14.560,0:18:17.990 მსოფლიო მოსახლეობის[br]7 მილიარდი ადამიანიდან, 0:18:17.990,0:18:20.250 რამდენიმე ათეულზე ნაკლები ხმლის მყლაპავია 0:18:20.250,0:18:21.781 დარჩენილი მსოფლიოში დღესდღეობით. 0:18:21.781,0:18:23.740 მაგრამ მსოფლიოში მხოლოდ ერთი თქვენ ხართ. 0:18:23.740,0:18:24.780 თქვენ უნიკალური ხართ. 0:18:24.780,0:18:25.830 რა არის თქვენი ამბავი? 0:18:25.830,0:18:27.760 რა განგასხვავებთ სხვისგან? 0:18:27.760,0:18:29.180 მოყევით თქვენი ამბავი. 0:18:29.180,0:18:31.430 მაშინაც თუ თქვენი ხმა წვრილი და მერყევია. 0:18:31.430,0:18:32.570 რა არის თქვენი თრომები? 0:18:32.570,0:18:36.310 ნებისმიერი რამის გაკეთება რომ შეგეძლოთ,[br]იყოთ ვინც გინდათ, წახვიდეთ სადაც გინდათ 0:18:36.310,0:18:37.850 რას გააკეთებდით?[br]სად წახვიდოდით? 0:18:37.850,0:18:38.650 რას გააკეთებდით? 0:18:38.650,0:18:40.340 რა გინდათ უქნათ თქვენს ცხოვრებას? 0:18:40.340,0:18:41.760 რა არის თქვენი დიდი ოცნებები? 0:18:41.760,0:18:44.450 რა იყო თქვენი დიდი ოცნებები პატარაობაში?[br]გაიხსენეთ. 0:18:44.450,0:18:46.240 დარწმუნებული ვარ ეს არ იყო, არა? 0:18:46.333,0:18:48.180 რა იყო თქვენი ყველაზე გიჟური ოცნებები, 0:18:48.180,0:18:50.450 რომელიც ძალიან უცნაური[br]და გაუგებარი გეგონათ? 0:18:50.450,0:18:54.040 დარმწუნებული ვარ ეს თქვენს ოცნებებს[br]ისე უცნაურად აღარ აჩენს, არა? 0:18:55.370,0:18:57.050 რა არის თქვენი ხმალი? 0:18:57.050,0:18:58.650 ყოველ თქვენგანს აქვს ხმალი. 0:18:58.650,0:19:00.600 ორლესული შიშების და ოცნებების ხმალი. 0:19:00.600,0:19:03.520 გადაყლაპეთ თქვენი ხმალი[br]რაც არ უნდა იყოს ის. 0:19:03.620,0:19:05.990 გაყევით თქვენს ოცნებებს,[br]ბატონებო და ქალბატონებო, 0:19:05.990,0:19:09.300 არასდროსაა გვიანი,[br]იყოთ ის რაც გინდოდათ რომ ყოფილიყავით. 0:19:09.720,0:19:12.920 იმ დოჯბოლებიან მჩაგვრელებს რაც შეეხება,[br]იმ ბავშვებს ვისაც ეგონათ, 0:19:12.920,0:19:14.916 რომ მე ვერასდროს შევძლებდი შეუძლებელს, 0:19:15.060,0:19:17.645 მხოლოდ ერთი რამ მინდა ვუთხრა: 0:19:17.645,0:19:18.841 მადლობა. 0:19:18.940,0:19:22.220 რადგან ის არამზადები რომ არა,[br]სუპერგმირები არ გვეყოლებოდა. 0:19:23.020,0:19:27.237 აქ იმისთვის ვარ რომ დაგიმტკიცოთ,[br]შეუძლებელი არაა შეუძლებელი. 0:19:28.300,0:19:32.310 ეს ძალიან სახიფათოა.[br]ამან შეიძლება მომკლას. 0:19:32.340,0:19:33.720 იმედი მაქვს ისიამოვნებთ. 0:19:33.720,0:19:35.260 (სიცილი) 0:19:36.350,0:19:38.700 თქვენი დახმარება დამჭირდება ამაში. 0:19:46.731,0:19:48.405 აუდიტორია: ორი, სამი. 0:19:48.405,0:19:52.100 დენ მეიერი: არა, არა, არა. თქვენი[br]დახმარება თვლისას მჭირდება. ყველასი კარგი? 0:19:52.100,0:19:53.210 (სიცილი) 0:19:53.210,0:19:56.010 სიტყვები თუ იცით? კარგი?[br]დაითვალეთ ჩემთან ერთად. მზად ხართ? 0:19:56.010,0:19:56.964 ერთი. 0:19:56.964,0:19:58.150 ორი. 0:19:58.170,0:19:58.980 სამი. 0:19:58.980,0:20:01.190 არა, ეს ორია, მაგრამ თქვენ მიხვდით. 0:20:06.760,0:20:07.780 აუდიტორია: ერთი. 0:20:07.840,0:20:08.750 ორი. 0:20:08.800,0:20:10.010 სამი. 0:20:11.260,0:20:13.280 (სუნთქვა) 0:20:14.360,0:20:15.940 (აპლოდისმენტები) 0:20:16.251,0:20:17.450 დ.მ.: აჰა! 0:20:17.450,0:20:23.100 (აპლოდისმენტები)(ოვაციები) 0:20:23.100,0:20:24.820 დიდი მადლობა. 0:20:25.450,0:20:28.800 მადლობა, მადლობა, მადლობა.[br]მადლობა ჩემი გულის ფსკერიდან. 0:20:28.800,0:20:31.290 პრინციპში მადლობა ჩემი კუჭის ფსკერიდან. 0:20:31.620,0:20:35.020 გითხარით რომ აქ შეუძლებელის შეძლებისთვის[br]მოვედი და ახლა ეს გავაკეთე. 0:20:35.030,0:20:37.730 მაგრამ ეს არ იყო შეუძლებელი.[br]ამას ყოველდღე ვაკეთებ. 0:20:37.800,0:20:42.460 შეუძლებელი იყო იმ შეშინებული, მორცხვი,[br]გამხდარი, უსუსური ბავშვისთვის 0:20:42.460,0:20:45.360 საკუთარი შიშებისთვის თვალში ჩახედვა[br]TEDx სცენაზე გამსოვლა. 0:20:45.360,0:20:47.100 და მსოფლიოს შეცვლა, თითო სიტყვით, 0:20:47.100,0:20:49.080 თითო ხმლით, თითო ცხოვრებით. 0:20:49.080,0:20:52.060 თუ ახლებურად დაგაფიქრეთ,[br]თუ დაგაჯერეთ, 0:20:52.060,0:20:54.460 რომ შეუძლებელი არაა შეუძლებელი, 0:20:54.460,0:20:57.960 თუ დაგარწმუნეთ, რომ შეგიძლიათ[br]შეუძლებელი თქვენ ცხოვრებაში, 0:20:58.120,0:21:01.020 მაშინ ჩემი საქმე შესრულებულია[br]და თქვენი კი ახლა იწყება. 0:21:01.020,0:21:04.100 არასდროს შეწყვიტოთ ოცნება.[br]არასდროს შეწყვიტოთ რწმენა. 0:21:04.820,0:21:06.280 მადლობა რომ დამიჯერეთ 0:21:06.280,0:21:08.330 და მადლობა რომ იყავით ჩემი ოცნების ნაწილი. 0:21:08.330,0:21:09.610 და აი ჩემი საჩუქარი თქვენ: 0:21:09.610,0:21:11.486 შეუძლებელი არ არის... 0:21:11.486,0:21:12.920 აუდიტორია: შეუძლებელი. 0:21:12.920,0:21:14.920 გრძელი გზა... საჩუქრის ნაწილი. 0:21:15.100,0:21:19.560 (აპლოდისმენტები) 0:21:19.560,0:21:21.020 მადლობა. 0:21:21.060,0:21:25.360 (აპლოდისმენტები) 0:21:25.580,0:21:27.560 (ოვაციები) 0:21:27.780,0:21:30.240 წამყვანი: მადლობა, დენ მეიერ, ვაუ!