0:00:00.301,0:00:02.361 მე ხელში მაქვს 0:00:02.361,0:00:05.263 ელექტრონული სიგარეტი. 0:00:05.263,0:00:09.258 და მას შემდეგ რაც ის შექმნეს დაახლოებით ერთი-ორი წლის წინ, 0:00:09.258,0:00:11.210 მოაქვს ჩემთვის ენითაუწერელი ბედნიერება. 0:00:11.210,0:00:12.485 (სიცილი) 0:00:12.485,0:00:14.943 ნაწილობრივ ნიკოტინის გამო, 0:00:14.943,0:00:16.831 თუმცა არის უფრო სერიოზული მიზეზიც. 0:00:16.831,0:00:21.644 მას შემდეგ რაც ბრიტანეთში, საზოგადოებრივ ადგილებში აკრძალეს მოწევა, 0:00:21.644,0:00:25.823 მე აღარ მომწონდა წვეულებებზე სიარული. 0:00:25.823,0:00:27.046 (სიცილი) 0:00:27.046,0:00:30.515 მიზეზი არის იმაში - სულ რაღაც გუშინ მივხვდი ამას - 0:00:30.515,0:00:32.243 რომ როდესაც წვეულებაზე ხარ, დგახარ 0:00:32.243,0:00:34.365 და გიჭირავს ხელში წითელი ღვინით სავსე ბოკალი 0:00:34.365,0:00:36.050 და გაუჩერებლად საუბრობ ხალხთან, 0:00:36.050,0:00:38.610 არ გინდება გაუჩერბლად საუბარი. 0:00:38.610,0:00:40.252 ეს ძალიან, ძალიან დამღლელია. 0:00:40.252,0:00:44.127 ზოგჯერ გინდება სიჩუმეში ყოფნა, მარტოს საკუთარ ფიქრებთან. 0:00:44.127,0:00:48.983 ან დადგე კუთხეში და იყურო ფანჯრიდან. 0:00:48.983,0:00:51.991 მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ თუ არ ეწევი, 0:00:51.991,0:00:55.609 დგახარ მარტო და იყურები ფანჯარაში, 0:00:55.609,0:00:58.705 გავხარ მარტოხელა იდიოტს. 0:00:58.705,0:01:00.097 (სიცილი) 0:01:00.097,0:01:04.011 მაგრამ თუ დგახარ მარტო, იყურები ფანჯრდან და ეწევი სიგარეტს, 0:01:04.011,0:01:06.630 გავხარ ფილოსოფოსს. 0:01:06.630,0:01:08.333 (სიცილი) 0:01:08.333,0:01:13.661 (აპლოდისმენტები) 0:01:13.661,0:01:18.254 უნარი შევაფასოთ საგნები განსხვავებული კუთხით 0:01:18.254,0:01:21.606 დასაფასებელია. 0:01:21.606,0:01:25.156 ორი მსგავსი, ფაქტობრივად იდენტური ქმედება 0:01:25.156,0:01:27.488 მაგრამ ერთი ამაღლებს განწყობას 0:01:27.488,0:01:30.661 ხოლო მეორე, საკმარისია მასში შევიტანოთ პატარა ცვლილება 0:01:30.661,0:01:33.365 დგები საშინელ ხასიათზე. 0:01:33.365,0:01:35.923 მე ვფიქრობ კლასიკური ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემა არის 0:01:35.923,0:01:38.855 გაჭედვა (გაშეშება, ჩაციკვლა) რეალობაზე. 0:01:38.855,0:01:43.167 რეალობა კი არ არის საუკეთესო გამცილებელი ადამიანების ბედნიერების გზაზე. 0:01:43.167,0:01:45.302 მაგალითად რატომ, 0:01:45.302,0:01:48.444 არიან თუ არა პენსიონრები უფრო ბედნიერნი 0:01:48.444,0:01:50.796 ვიდრე ახალგაზრდა უმუშევრები? 0:01:50.796,0:01:54.259 ისინი ორივე არიან ცხოვრების ერთ ეტაპზე, ერთი და იგივე საფეხურზე. 0:01:54.259,0:01:57.556 ორივეს აქვს უამრავი დრო და ცოტა ფული. 0:01:57.556,0:02:00.600 სტატისტიკაზე დაყრდნობით კი პენსიონრები გაცილებით უფრო ბედნიერნი არიან, 0:02:00.600,0:02:04.479 იმ დროს როცა ახალგაზრდა უმუშევრები არიან ძალიან უბედურნი და დეპრესიულნი. 0:02:04.479,0:02:08.652 მიზეზი ვფიქრობ არის იმაში რომ პენსიონრები ფიქრობენ რომ ეს მათი არჩევანია, 0:02:08.652,0:02:10.971 მაშინ როცა უმუშევრები ფიქრობენ 0:02:10.971,0:02:14.077 რომ ეს მათი ნების წინააღმდეგ ხდება. 0:02:14.077,0:02:17.737 ინგლისში საშუალო ფენის წარმომადგენლებმა იპოვეს არაჩვეულებრივი გამოსავალი, 0:02:17.737,0:02:20.458 მათ გადააფასეს უმუშევრობის გაგება. 0:02:20.458,0:02:23.054 თუ შენ ხარ ინგლისელი საშუალო კლასის წარმომადგენელი, 0:02:23.054,0:02:25.748 შენ შეგიძლია უმუშევრობას დაარქვა ერთწლიანი შვებულება. 0:02:25.748,0:02:27.498 (სიცილი) 0:02:27.498,0:02:31.300 ამიტომაც თუ გყავს უმუშევარი შვილი მაგალითად მანჩესტერში 0:02:31.300,0:02:33.239 ეს დიდი სირცხვილია 0:02:33.239,0:02:36.202 მაგრამ თუ გყავს უმუშევარი შვილი ტაილანდში 0:02:36.202,0:02:38.745 ეს მიღწევად ეთვლება. 0:02:38.745,0:02:40.208 (სიცილი) 0:02:40.208,0:02:42.894 უნარი რომ შეხედო მოვლენებს სხავასხვა კუთხიდან -- 0:02:42.894,0:02:47.830 გამოცდილებას, დანახარჯებს, საგნებს 0:02:47.830,0:02:50.786 არ არის დამოკიდებული იმაზე თუ რას წარმოადგენს ეს მოვლენები რეალობაში, 0:02:50.786,0:02:52.517 არამედ იმაზე თუ როგორ ვხედავთ ჩვენ მათ -- 0:02:52.517,0:02:55.000 მე გულწრფელად ვფიქრბ რომ ეს თვისება დასაფასებელია. 0:02:55.000,0:02:57.612 არის ასეთი ექსპერიმენტი რომელიც თუ არ ვცდები დანიელ პინკმა ახსენა, 0:02:57.612,0:03:00.452 როდესაც ორ ძაღლს სვამენ ყუთში, 0:03:00.452,0:03:04.731 რომელსაც ელექტრო იატაკი აქვს. 0:03:04.731,0:03:09.183 დროდადრო ამ იატაკში გადის ელექტროენერგია 0:03:09.183,0:03:11.764 რომელიც ტკივილს აყენებს ძაღლებს. 0:03:11.764,0:03:16.614 ერთი განსხვავებაა მხოლოდ, ერთ ძაღლს თავის კუთხეში აქვს პატარა ღილაკი. 0:03:16.614,0:03:20.223 და როდესაც მიაწვება ღილაკს, დენი ჩერდება 0:03:20.223,0:03:23.346 მეორე ძაღლს კი ეს ღილაკი არა აქვს. 0:03:23.346,0:03:27.902 ორივე ძაღლს თანაბარი ტკივილი ადგება 0:03:27.902,0:03:30.488 მაგრამ მას არ აქვს გავლენა გარემოებაზე. 0:03:30.488,0:03:34.677 როგორც წესი პირველი ძაღლი შედარებით კმაყოფილია, 0:03:34.677,0:03:38.170 მეორე კი ვარდება სრულ დეპრესიაში. 0:03:38.170,0:03:43.321 ჩვენი ცხოვრების გარემოებამ შეიძლება ნაკლები გავლენა იქონიოს ჩვენს ბედნიერებაზე 0:03:43.321,0:03:47.917 ვიდრე კონტროლის შეგრძნებამ რაც გვაქვს ჩვენს ცხოვრებაზე. 0:03:47.917,0:03:50.469 ეს საინტერესო შეკითხვაა. 0:03:50.469,0:03:53.973 ჩვენ ვდაობთ - მთელი დასავლური სამყარო დაობს 0:03:53.973,0:03:55.739 გადასახადების სიდიდეზე. 0:03:55.739,0:03:57.958 მაგრამ მე ვფიქორბ ამ საკითხის მეორე მხარეზე უნდა ვიდავოთ, 0:03:57.958,0:04:01.350 რა დონეზე ვაკონტროლებთ ჩვენ ჩვენი გადასახადებით შეგროვილ თანხას. 0:04:01.350,0:04:05.639 ერთ კონტექსტში 10 ფუნტი შეიძლება მოგვეჩვენოს საშინელებად (წყევლად). 0:04:05.639,0:04:11.504 მაგრამ განსხვავებულ კონტექსტში, იგივე 10 ფუნტს დავხარჯავთ სიხარულით. 0:04:11.504,0:04:15.708 თქვენ იცით, რომ თუ ჩვენ გადავიხდით 20 000 ფუნტს ჯანდაცვისთვის 0:04:15.708,0:04:18.085 ვგრძნობთ თავს გაძარცვულად, 0:04:18.085,0:04:21.787 მაგრამ თუ შევწირავთ იგივე თანხას საავადმყოფოს საჭიროებისთვის 0:04:21.787,0:04:23.950 ვგრძნობთ თავს ფილანტროპად. 0:04:23.950,0:04:27.986 მგონი არასწორ ქვეყანაში ვარ იმისათვის რომ ვისაუბრო გადასახადებს გადახდაზე. 0:04:27.986,0:04:29.896 (სიცილი) 0:04:29.896,0:04:35.077 კიდევ ერთი მაგალითი, როგორი მნიშვნელობა აქვს მიწოდების ფორმას. 0:04:35.077,0:04:37.165 ამას დაუძახებთ საბერძნეთის გადარჩენას 0:04:37.165,0:04:40.946 თუ იმ სულელი ბანკების გადარჩენას რომელმაც საბერძნეთს ფული ასესხა, 0:04:40.946,0:04:43.667 ეს ერთი და იგივეა, 0:04:43.667,0:04:46.065 მაგრამ რასაც დაარქმევთ ამას პრინციპში განსაზღვრავს ის 0:04:46.065,0:04:49.579 თუ როგორ მოქმედებთ, როგორ რეაგირებთ ამ ფაქტზე რაციონალურად და მორალურად. 0:04:49.579,0:04:52.956 მე ვფიქრობ ფსიქოლოგიური ფასეულობა ძალიან მნიშვნელოვანია 0:04:52.956,0:04:56.086 ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი, პროფესორი ნიკ ჩარტერი, 0:04:56.086,0:04:58.713 რომელიც არის ლონდონში გადაწყვეტილების მიღების თეორიის სპეციალისტი, 0:04:58.713,0:05:01.235 ფიქრობს რომ ჩვენ ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ 0:05:01.235,0:05:03.200 ადამიანში დაფარული სიღრმეების ძებნას 0:05:03.200,0:05:06.333 და მეტი დრო დავუთმოთ, იმას რაც არ არის ღრმად მაგრამ დამალულია. 0:05:06.333,0:05:08.083 მე ვფიქრობ რომ ეს მართალია. 0:05:08.083,0:05:10.895 მე ვფიქრობ რომ სუბიექტურ შეხედულებას აქვს უზარმაზარი ეფექტი 0:05:10.895,0:05:13.050 იმაზე, რასაც ჩვენ ვფიქრობთ და რასაც ვაკეთებთ. 0:05:13.050,0:05:17.395 მაგრამ რაც ჩვენ არ გვაქვს არის ადამიანის ფსიქიკის რეალურად კარგი მოდელი. 0:05:17.395,0:05:19.233 ყოველ შემთხვევაში კანემანამდე, 0:05:19.233,0:05:22.307 ჩვენ არ გვქონდა ადამიანის ფსიქოლოგიის კარგი მოდელი 0:05:22.307,0:05:27.046 რომ შეგვედარებინა ინჟინერიის ან ნეოკლასიკური ეკონომიკის მოდელისთვის. 0:05:27.046,0:05:31.070 ასე რომ, ადამიანებს რომელთაც სჯეროდათ ფსიქოლოგიურ გადაწყვეტილების არ ჰქონდათ მოდელი 0:05:31.070,0:05:32.840 ჩვენ არ გვქონდა სამოქმედო ჩარჩო. 0:05:32.840,0:05:35.684 ეს არის ის, რასაც უორენ ბაფეტის ბიზნეს პარტნიორი, ჩარლი მანგერი ეძახის 0:05:35.684,0:05:37.792 "რკინის ბადე, სადაც უნდა ჩამოკიდოთ თქვენი იდეები." 0:05:37.792,0:05:41.691 ინჟინრებს, ეკონომისტებს, კლასიკურ ეკონომისტებს 0:05:41.691,0:05:44.856 ჰქონდა ძალიან მყარი რკინის ბადე 0:05:44.856,0:05:47.830 სადაც შეიძლებოდა პრაქტიკულად ყველა იდეის დაკიდება. 0:05:47.830,0:05:51.091 ჩვენ უბრალოდ გვაქვს სხვადასხვა ინდივიდების იდეები 0:05:51.091,0:05:53.583 საერთო მოდელის გარეშე. 0:05:53.583,0:05:57.577 და ეს ნიშნავს რომ გამოსავლის ძიებაში, 0:05:57.577,0:06:00.208 შეფასებისას გადავაჭარბეთ 0:06:00.208,0:06:04.644 რასაც ვეძახით ტექნიკურ გადაწყვეტილებებს, ნიუტონურ გადაწყვეტილებებს 0:06:04.644,0:06:07.292 და არ დავაფასეთ ფსიქოლოგიური გადაწყვეტილებები. 0:06:07.292,0:06:09.336 თქვენ ალბათ გახსოვთ მაგალითი რომელიც მე მოვყევი - ევროსტართან დაკავშირებით. 0:06:09.336,0:06:11.917 6 მილიონი ფუნტი დაიხარჯა მგზავრობის დროის შესამცირებლად 0:06:11.917,0:06:16.040 პარიზსა და ლონდონს შორის, რომელიც 40 წუთია. 0:06:16.040,0:06:20.196 ამ თანხის მხოლოდ 0.01 პროცენტით შეიძლებოდა უკაბელო ინტერნეტის დაყენება მატარებელში, 0:06:20.196,0:06:22.867 რომელიც მართალია არ შეამცირებდა მგზავრობის ხანგრძლივობას, 0:06:22.867,0:06:26.830 მაგრამ უფრო გასართობი და სასარგებლო იქნებოდა მგზავრობაში გატარებული დრო. 0:06:26.830,0:06:28.917 ალბათ ამ თანხის 10 პროცენტი, 0:06:28.917,0:06:32.236 ეყოფოდა რომ აგვენაზღაურებინა მსოფლიოს საუკეთესო ტოპ მოდელი გოგოები და ბიჭები 0:06:32.236,0:06:37.598 რომ ევლოთ ვაგონებს შორის და მგზავრებისთვის უფასოდ დაერიგებინათ შატო პეტრუსი. 0:06:37.598,0:06:40.791 და დაგრჩებოდათ 5 მილიონი ფუნტი ხურდაში, 0:06:40.791,0:06:43.569 და მგზავრები მოითხოვდნენ რომ უფრო ნელა ევლო მატარებელს. 0:06:43.569,0:06:46.321 (სიცილი) 0:06:46.321,0:06:49.132 რატომ არ მოგვეცა საშუალება 0:06:49.132,0:06:51.333 რომ გადაგვეჭრა ეს პრობლემა ფსიქოლოგიურად? 0:06:51.333,0:06:54.119 მე ვფიქრობ იმიტომ რომ დისბალანსი და ასიმეტრიაა, 0:06:54.119,0:06:59.065 იმაში თუ როგორი დამოკიდებულება გვაქვს ჩვენ შემოქმედებით, კრეატიულ, ემოციით ნაკარნახევ ფსიქოლოგიურ იდეებს 0:06:59.065,0:07:04.216 და რაციონალურ, ციფრებით განმტკიცებულ, ცხრილების მსგავს იდეებ შორის. 0:07:04.216,0:07:06.738 თუ შენ ხარ კრეატიული ადამიანი, ვფიქრობ ხშირად გიწევს 0:07:06.738,0:07:08.858 შენი იდეების გაზიარება და დამტკიცება 0:07:08.858,0:07:10.958 ადამიანებთან რომლებიც გაცილებით რაციონალურნი არიან ვიდრე შენ. 0:07:10.958,0:07:14.708 უნდა გქონდეს მოგება-ზარალის ანალიზი 0:07:14.708,0:07:17.587 ინვესტიციის უკან ამოღების გეგმა და ა.შ. 0:07:17.587,0:07:19.843 და ვფიქრობ რომ ეს მართალიც არის. 0:07:19.843,0:07:22.423 მაგრამ მეორეს მხრივ ეს არ მუშაობს. 0:07:22.423,0:07:25.010 ადამიანები რომელთაც აქვთ სამოქმედო ჩარჩო, 0:07:25.010,0:07:27.545 ეკონომიკური ჩარჩო, ინჟინერული ჩარჩო, 0:07:27.545,0:07:30.831 ფიქრობენ რომ მხოლოდ ლოგიკაა ერთადერთი სწორი პასუხი. 0:07:30.831,0:07:33.838 მაგრამ ისინი არ ამბობენ "ნუ... ციფრებთან დაკავშირებით ყველაფერი კარგადაა, 0:07:33.854,0:07:36.956 მაგრამ მოდი მანამდე მე წავიღებ ამ იდეას და ვაჩვენებ მართლა გადარეულ ხალხს 0:07:36.956,0:07:39.809 რომ შეხედონ, იქნებ მათ უკეთესად შეუძლიათ ამის გაკეთება." 0:07:39.809,0:07:42.577 და ჩვენ, მე ვფიქრობ ხელოვნურად პრიორიტეტს ვანიჭებთ 0:07:42.577,0:07:46.873 როგორც მე ამას ვეძახი მექანიკურ იდეებს, ფსიქოლოგიური იდეების ნაცვლად. 0:07:46.873,0:07:49.402 აი, მაგალითი არაჩვეულებრივი ფსიქოლოგიური იდეის: 0:07:49.402,0:07:54.375 ლონდონის მეტროში, მგზავრთა კმაყოფილების გაუმჯობესებისთვის 0:07:54.375,0:07:59.404 არ დაუმატებიათ მატარებლები, არც არსებული გააუმჯობესეს, 0:07:59.404,0:08:03.008 არამედ დააყენეს ციფრული დისპლეი პლატფორმებზე. 0:08:03.008,0:08:05.458 იმიტომ რომ ლოდინის ბუნება ამგვარია 0:08:05.458,0:08:08.531 რომ ის დამოკიდებულია არა ხანგრძლივობაზე და ციფრებზე, 0:08:08.531,0:08:11.454 არამედ გაურკვევლობაზე ამ ლოდინის განმავლობაში. 0:08:11.454,0:08:14.738 7 წუთი ლოდინი უკანადათვლით საათზე 0:08:14.738,0:08:16.952 უფრო მარტივია 0:08:16.952,0:08:18.979 ვიდრე 4 წუთი ლოდინი და ფრჩხილების კვნეტა 0:08:18.979,0:08:22.167 და ფიქრი იმაზე: "როდის მოვა ეს ჯანდაბა მატარებელი?" 0:08:22.167,0:08:26.069 აი, კიდევ ერთი კარგი მაგალითი ფსიქოლოგიური გადაწყვეილების, კორეიდან. 0:08:26.069,0:08:28.632 შუქნიშნის წითელი ფერი აღჭურვეს უკუთვლის მოწყობილობით 0:08:28.632,0:08:31.871 და დამტკიცდა რომ საგზაო საავარიო შემთხვევები შემცირდა. 0:08:31.871,0:08:34.873 რატომ? იმიტომ რომ სიბრაზე, მოუთმენლობა და გაღიზიანება 0:08:34.873,0:08:40.032 მნიშვნელოვნად იკლებს, როდესაც იცი რამდენი დაგრჩა კიდევ მოსაცდელი. 0:08:40.032,0:08:43.042 ჩინეთში, სადაც ბოლომდე ვერ გაიგეს ამ მოდელის პრინციპი 0:08:43.042,0:08:45.776 იგივე უკუთვლის მოწყობილობა დაუყენეს მწვანე ფერსაც. 0:08:45.776,0:08:48.650 (სიცილი) 0:08:48.650,0:08:51.542 რომელიც ნამდვილად არ იყო კარგი იდეა. 0:08:51.542,0:08:55.870 თუ დაგრჩა 200 იარდი შუქნიშნამდე და ხედავ რომ გაქვს დარჩენილი 5 წამი, აჭერ გაზს ბოლომდე. 0:08:55.870,0:08:57.889 (სიცილი) 0:08:57.889,0:09:01.292 კორეელებმა სცადეს ორივე ვარიანტი. 0:09:01.292,0:09:04.413 ავტოავარიის შემთხვევები იკლებს თუ მხოლოდ წითელ ფერს დაუყენებ უკუთვლის მოწყობილობას 0:09:04.413,0:09:07.481 და იმატებს თუ უყენებ მწვანე ფერს. 0:09:07.481,0:09:10.442 გადაწყვეტილების მიღების პროცესში, 0:09:10.442,0:09:12.398 ყურადსაღებია ეს სამი ფაქტორი. 0:09:12.398,0:09:15.454 მე არ ვამბობ რომ ერთს უნდა მიენიჭოს უპირატესობა მეორესთან შედარებით. 0:09:15.454,0:09:17.505 მე უბრალოდ ვამბობ, რომ როდესაც თქვენ ჭრით რაიმე პრობლემას 0:09:17.505,0:09:19.807 თანაბარი ყურადღება უნდა დაეთმოს სამივეს 0:09:19.807,0:09:22.333 და რამდენადაც შესაძლებელია გამოსავალი 0:09:22.333,0:09:25.167 უნდა ეძიოთ ამ სამი ფაქტორის გადაკვეთის წერტილთან ახლოს. 0:09:25.167,0:09:27.375 თუ შევხედავთ წარმატებულ ბიზნესებს, 0:09:27.375,0:09:30.987 თითქმის ყოველთვის დავინახავთ ამ სამ ელემენტს. 0:09:30.987,0:09:33.281 მართლა ძალიან წარმატებული ბიზნესები: 0:09:33.281,0:09:35.787 გუგლი, რომელიც არის ძალიან, ძალიან დიდი ტექნოლოგიური წარმატება, 0:09:35.787,0:09:38.521 ასევე არის დამყარებული ძალიან კარგ ფსიქოლოგიურ მოდელზე: 0:09:38.521,0:09:42.721 ადამიანებს სწამთ რომ თუ რაღაც სპეციალიზდება მხოლოდ ერთ პროდუქტზე/სერვისზე 0:09:42.721,0:09:46.923 ის უკეთესად აკეთებს მას, ვიდრე ის რომელიც აკეთებს იგივეს და კიდევ პლიუს რაღაც სხვასაც. 0:09:46.923,0:09:49.875 ეს არის რასაც უწოდებენ მიზნის დანაწევრებას. 0:09:49.875,0:09:51.873 აილეტ ფიშბახმა ამაზე შრომა დაწერა. 0:09:51.873,0:09:54.192 გუგლის პერიოდში, ასე თუ ისე სხვა პორტალებიც, 0:09:54.192,0:09:55.548 ცდილობდნენ იგივეს. 0:09:55.548,0:09:56.864 ეს არის ძებნის ფუნქცია, 0:09:56.864,0:10:00.690 ასევე არის ამინდი, სპორტული სიახლეები, ცოტა ახალი ამბები, 0:10:00.690,0:10:03.208 გუგლი მიხვდა, რომ თუ ხარ მხოლოდ კარგი საძიებო სისტემა 0:10:03.208,0:10:06.871 ადამიანები ფიქრობენ რომ ხარ საუკეთესო. 0:10:06.871,0:10:08.452 თქვენ ეს ყველაფერი იცით 0:10:08.452,0:10:10.137 როდესაც თქვენ მიდიხართ ტელევიზორის საყიდლად 0:10:10.137,0:10:13.700 და იქვე კუთხეში, პლაზმური ტელევიზორების გაყოლებაზე 0:10:13.700,0:10:19.002 ხედავთ კომბინირებულ ტელევიზორს DVD პლეიერთან ერთად, 0:10:19.002,0:10:22.094 თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ ამ პროდუქტის ხარისხის შესახებ, 0:10:22.094,0:10:26.042 მაგრამ შევხედავთ და ვამბობთ: "ააჰ, არა 0:10:26.042,0:10:30.448 ალბათ არც ტელევიზორი ვარგა და პლეიერიც ვერ ქაჩავს." 0:10:30.448,0:10:32.738 და გამოდიხართ მაღაზიიდან ერთ-ერთით. 0:10:32.738,0:10:38.042 გუგლი არის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე ტექნოლოგიური წარმატების მაგალითი 0:10:38.042,0:10:40.944 მე ვამტკიცებ რომ ფსიქოლოგიას შეუძლია ისეთი პრობლემების გადაჭრა, 0:10:40.944,0:10:43.727 რომელსაც ზოგჯერ არც აღვიქვამთ პრობლემად. 0:10:43.727,0:10:46.827 ჩემი რჩევა რომ აიძულო ადამიანებს გაიარონ გამოწერილი ანტიბიოტიკის სრული კურსი 0:10:46.827,0:10:49.210 არის რომ არ მივცეთ მათ 24 ცალი თეთრი აბი, 0:10:49.210,0:10:52.081 არამედ მივცეთ 18 თეთრი და 6 ლურჯი აბი 0:10:52.081,0:10:55.883 და ვუთხრათ რომ ჯერ დალიონ თეთრები, ხოლო მხოლოდ შემდეგ ლურჯები. 0:10:55.883,0:10:57.750 ამას ქვია "ნაწილებად დაყოფა". 0:10:57.750,0:11:00.854 ალბათობა იმისა რომ ადამიანები ბოლოში გავლენ გაცილებით მაღალია 0:11:00.854,0:11:03.458 თუ შუაში არის კრიტიკული წერტილები. 0:11:03.458,0:11:06.417 ჩემი აზრით ეკონომიკის ერთ-ერთი დიდი შეცდომა არის ის 0:11:06.417,0:11:08.844 რომ არ ესმის რომ ყველაფერი ჩვენს გარშემო, 0:11:08.844,0:11:12.871 ეს იქნება პენსიაზე გასვლა, უმუშევრობა, დანახარჯები, 0:11:12.871,0:11:17.171 არის ფუნქცია რომელიც დამოკიდებულია არა მხოლოდ რაოდენობაზე არამედ თავად არსზე. 0:11:17.171,0:11:20.333 ბრიტანეთში არის ფასიანი გადასასვლელი ხიდი 0:11:20.333,0:11:23.858 და საკმაოდ ხშირად მასზე არის რიგები. 0:11:23.858,0:11:25.960 ხანდახან უზარმაზარი რიგებია. 0:11:25.960,0:11:27.958 აქ შეიძლება იგივე პრინციპის გამოყენება, 0:11:27.958,0:11:29.583 როგორც დაცვის ხაზი აეროპორტში, 0:11:29.583,0:11:33.408 რა მოხდება რომ გადაიხადო ორჯერ მეტი რომ ურიგოდ გადახვიდე ხიდზე 0:11:33.408,0:11:35.792 და გაიარო ცალკე გამოყოფილ ექსპრეს გასასვლელში? 0:11:35.792,0:11:39.527 ეს იქნებოდა ჭკვიანური და ასევე ეკონომიკურად მომგებიანი. 0:11:39.527,0:11:41.992 ზოგიერთისთვის დრო უფრო ძვირად ფასობს ვიდრე სხვისთვის. 0:11:41.992,0:11:44.292 თუ მიდიხარ მაგალითად სამსახურის გასაუბრებაზე, 0:11:44.292,0:11:48.259 სიამოვნებით გადაიხდი დამატებით ორ ფუნტს რომ ჩქარ გასასვლელში გაიარო. 0:11:48.259,0:11:51.230 მაგრამ თუ მიდიხარ მაგალითად სიდედრთან 0:11:51.230,0:11:55.287 ალბათ არჩევ რომ რიგში ჩადგე. 0:11:55.287,0:11:59.715 პრობლემა იმაშია რომ როდესაც შენ შემოიტან ამ ეკონომიკურად მომგებიან გამოსავალს 0:11:59.715,0:12:01.400 ხალხს ძალიან არ მოეწონება. 0:12:01.400,0:12:04.250 რადგან იფიქრებს რომ გამიზნულად იქმნება ხიდზე საცობები 0:12:04.250,0:12:05.787 მოგების მაქსიმიზაციისთვის. 0:12:05.787,0:12:09.760 "რატომ უნდა გადავიხადო ზედმეტი თქვენს არაკომპეტენტურობაში?" 0:12:09.760,0:12:12.092 მეორეს მხრივ, თუ ოდნავ შევცვლით კუთხეს 0:12:12.092,0:12:14.500 და დავამატებთ ქველმოქმედების ელემენტს 0:12:14.500,0:12:19.571 და დამატებითი შემოსავალი მოხმარდება არა ხიდის კომპანიას არამედ ქველმოქმედებას, 0:12:19.571,0:12:22.787 ფსიქოლოგიური მზაობა ზედმეტის გადახდის სრულიად შეიცვლება. 0:12:22.787,0:12:26.115 გამოიძებნა შედარებით ეფექტური გამოსავალი, 0:12:26.115,0:12:28.834 რომელიც პასუხობს საზოგადოებრივ სტანდარტებს, 0:12:28.834,0:12:31.023 რომელიც მცირე ზეგავლენასაც კი ახდენს 0:12:31.023,0:12:33.744 და არ გრძნობენ თავს გაძარცვულად. 0:12:33.744,0:12:36.977 ეკონომისტები უშვებენ ფუნდამენტურ შეცდომას, 0:12:36.977,0:12:39.345 როდესაც ფქრობენ რომ ფული მხოლოდ ფულია. 0:12:39.345,0:12:44.475 სინამდვილეში ჩემი 5 ფუნტის დანახარჯი 0:12:44.475,0:12:46.575 არ არის პროპორციული ამ თანხის 0:12:46.575,0:12:48.737 არამედ იმაზე ფიქრით თუ სად მიდის ეს თანხა რეალურად 0:12:48.737,0:12:51.756 და ვფიქრობ ამის გაცნობიერება რევოლუციას მოახდენს როგორც საგადასახადო პოლიტიკაში 0:12:51.756,0:12:54.152 ასევე საჯარო მომსახურების სფეროში. 0:12:54.152,0:12:56.779 ამან შეიძლება მართლაც მნიშვნელოვნად შეცვალოს ყველაფერი. 0:12:56.779,0:12:59.175 არის ადამიანი, რომელიც უნდა წაიკითხოთ. 0:12:59.175,0:13:01.079 ის არის ავსტრიის სკოლის ეკონომისტი, 0:13:01.079,0:13:06.290 რომელიც პირველად გამოჩნდა მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, ვენაში. 0:13:06.290,0:13:08.135 ავსტრიული სკოლა საინტერესოა იმით 0:13:08.135,0:13:11.204 რომ ის ფაქტობრივად ჩამოყალიბდა ფროიდის მოღვაწეობის პერიოდში 0:13:11.204,0:13:13.880 და ამიტომ ფაქტობრივად სრულიად გათვალისწინებულია ფსიქოლოგიური ფაქტორი. 0:13:13.880,0:13:19.000 მათ ჯეროდათ რომ არსებობდა ასეთი მიმდინარეობა "პრაქსიოლოგია", 0:13:19.000,0:13:21.083 რომელიც არის ეკონომიკის შესავალი საგანი (პრერეკვიზიტი საგანი). 0:13:21.083,0:13:25.860 პრაქსიოლოგია არის მიმდინარეობა, რომელიც შეისწავლის ადამიანის არჩევანს, ქმედებას და გადაწყვეტილების მიღებას 0:13:25.860,0:13:27.412 მე ვფიქრობ რომ ისინი მართალი იყვნენ. 0:13:27.412,0:13:29.496 ვფიქრობ საშიშროება, რომელიც დღევანდელ მსოფლიოს ემუქრება 0:13:29.496,0:13:31.365 გვაქვს სწავლება - ეკონომიკა, 0:13:31.365,0:13:35.823 რომელსაც მიიჩნევენ გაცილებით მნიშვნელოვან დისციპლინად ვიდრე ადამიანის ფსიქოლოგიას სწავლებას. 0:13:35.823,0:13:38.588 როგორც ჩარლი მანგერი ამბობდა "თუ ეკონომიკა არ არის ქცევით განპირობებული 0:13:38.588,0:13:40.833 მაშინ მე არ ვიცი რა ჯანდაბაა ეს." 0:13:40.833,0:13:47.371 საინტერესოა, რომ ფონ მიზესი მიიჩნევდა ეკონომიკას ფსიქოლოგიის ნაწილად. 0:13:47.371,0:13:49.195 მე ვფიქრობ ის ეკონომიკას მიაკუთვნებდა 0:13:49.195,0:13:52.602 ადამიანის პრაქსეოლოგიას შეზღუდულ პირობებში. 0:13:52.602,0:13:55.665 მაგრამ მიზესი, ბევრ სხვასთან ერთად 0:13:55.665,0:14:01.633 იყენებდა ანალოგს, რომელიც ვფიქრობ ყველაზე კარგი დასაბუთება და ახსნაა 0:14:01.633,0:14:04.813 მარკეტინგის და აღქმის ღირებულების, როგორც ფასეულობის. 0:14:04.813,0:14:08.902 ჩვენ ისინი საჭიროა მივიღოთ, როგორც თანაბარი 0:14:08.902,0:14:10.525 სხვა ფასეულობებთან შედარებით. 0:14:10.525,0:14:13.059 ჩვენ მიდრეკილები ვართ -- ისინიც კი, ვინც მარკეტინგში მუშაობენ -- 0:14:13.059,0:14:14.575 ღირებულება ორ განზომილებაში წარმოვიდგინოთ. 0:14:14.575,0:14:15.727 ერთი არის რეალური ღირებულება, 0:14:15.727,0:14:17.587 აკეთებ რამეს ქარხანაში ან სერვის აწვდი, 0:14:17.587,0:14:19.750 და მეორე ოდნავ უცნაური ან საეჭვო ღირებულება, 0:14:19.750,0:14:22.271 როცა ქმნი ღირებულებას ხალხის შეხედულების შეცვლით. 0:14:22.271,0:14:25.217 ვონ მიზესი უარყოფდა ამ შეხედულებას. 0:14:25.217,0:14:26.933 ის შემდეგ ანალოგიას იყენებდა, 0:14:26.933,0:14:32.148 აღებულს ფრანგი ფსიქიოკრატებისაგან, 0:14:32.148,0:14:36.475 რომელთაც სჯეროდათ, რომ რეალური ღირებულება მხოლოდ მიწიდან მიიღება. 0:14:36.475,0:14:39.071 თუ მწყემსი ხარ, ან ფერმერი, ან მაღაროში მუშაობ, 0:14:39.071,0:14:40.836 მხოლოდ მაშინ ქმნი რეალურ ღირებულებას. 0:14:40.836,0:14:43.304 თუ მატყლი იყიდე მწყემსისაგან 0:14:43.319,0:14:46.458 გარდაქმენი ქუდად და ამიტომ უფრო ძვირად ყიდი საქონელს, 0:14:46.458,0:14:48.792 შენ არ შეგიქმნია ღირებულება, 0:14:48.792,0:14:50.759 უბრალოდ, მწყემს ექსპლუატაცია გაუკეთე. 0:14:50.759,0:14:54.625 ახლა ვონ მიზესი ფიქრობს რომ თანამედროვე ეკონომისტები უშვებენ იგივე შეცდომას 0:14:54.625,0:14:56.777 რეკლამასთან და მარკეტინგთან მიმართებაში. 0:14:56.777,0:14:59.167 ის ამბობს, რომ თუ შენ გაქვს რესტორანი 0:14:59.167,0:15:01.375 არ განსხვავდება ფასეულობა რასაც ქმნი 0:15:01.375,0:15:03.833 ქმნი საკვების მომზადების დროს 0:15:03.833,0:15:06.000 და იატაკის მოწმენდის დროს. 0:15:06.000,0:15:09.212 პირველი ქმნის პირდაპირ პროდუქტს, 0:15:09.212,0:15:10.681 რაშიც ჩვენ ვიხდით ფულს 0:15:10.681,0:15:12.335 ხოლო მეორე ქმნის კონტექსტს, გარემოს 0:15:12.335,0:15:15.652 ჩვენს ვიღებთ სიამოვნებას ნაყიდი პროდუქტით 0:15:15.652,0:15:18.667 და ის რომ ერთ მათგანს უნდა ქონდეს უპირატესობა მეორესთან შედარებით 0:15:18.667,0:15:20.833 საფუძველშივე მცდარია. 0:15:20.833,0:15:22.093 ვცადოთ პატარა ექსპერიმენტი. 0:15:22.093,0:15:24.700 წარმოიდგინეთ რომ რესტორანს აქვს მიშლენის ვარსკვლავიანი მენიუ, (მიშლენის მეგზური ყოველწლიური რესტორნების გიდების სერია) 0:15:24.700,0:15:27.358 მაგრამ ამავე დროს რესტორანში არის კანალიზაციის სუნი 0:15:27.358,0:15:31.434 და იატაკზე ფეკალიებია. 0:15:31.434,0:15:33.734 საუკეთესო რამ რაც შეგიძლია გააკეთო 0:15:33.734,0:15:36.925 არის არა ის რომ საკვები გააუმჯობესო კიდევ უფრო მეტად 0:15:36.925,0:15:40.919 არამედ მოწმინდო იატაკი და მოსპო სუნი. 0:15:40.919,0:15:44.098 ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს გვესმოდეს. 0:15:44.098,0:15:46.321 თუ გეჩვენებათ რომ ეს ძალიან უცნაური და გაუგებარია, 0:15:46.321,0:15:50.787 მაგალითად ბრიტანეთში საფოსტო მომსახურების 0:15:50.787,0:15:53.125 მეორე დღესვე ადგილზე მიტანის სერვისს აქვს 98%. 0:15:53.125,0:15:55.492 მათ გადაწყვიტეს რომ ეს არ იყო საკმარისი 0:15:55.492,0:15:57.454 და მოინდომეს რომ მაჩვენებელი აეწიათ 99%მდე. 0:15:57.454,0:16:01.768 ამის მცდელობამ ფაქტობრივად გაანადგურა ორგანიზაცია. 0:16:01.768,0:16:04.833 ამ დროს რომ გეკითხა ადამიანებისთვის 0:16:04.833,0:16:08.125 თუ რამდენი პროცენტით სრულდება ადგილზე მიტანა, 0:16:08.125,0:16:12.630 პასუხი საშუალოდ იყო "50-60 პროცენტი." 0:16:12.630,0:16:15.233 ასე რომ თუ თქვენი აღქმა გაცილებით უარესია ვიდრე რეალობა, 0:16:15.233,0:16:18.733 მაშინ რას აკეთებ ამ დედამიწაზე, რეალობის შეცვლას ცდილობ? 0:16:18.733,0:16:22.935 ეს იგივეა რომ გააუმჯობესო რესტორანში საკვები, იმ დროს როცა ის უბრალოდ ყარს. 0:16:22.935,0:16:25.000 პირველი რაც უნდა გააკეთო არის 0:16:25.000,0:16:26.660 არის ის რომ უთხრა ადამიანებს 0:16:26.660,0:16:30.835 რომ ფოსტის პირველი კლასის გზავნილების ადგილზე მიტანა სრულდება 98 პროცენით. 0:16:30.835,0:16:32.542 ეს საკმაოდ კარგია. 0:16:32.542,0:16:35.167 მე ვიტყოდი რომ ბრიტანეთში უკეთესი საზომი იქნებოდა 0:16:35.167,0:16:36.765 ეთქვათ ადამიანებისთვის 0:16:36.765,0:16:38.790 რომ ჩვენთან ადგილზე მიტანის სერვისის პროცენტი 0:16:38.790,0:16:40.848 გაცილებით მაღალია ვიდრე გერმანიაში. 0:16:40.848,0:16:43.375 რადგან როგორც წესი თუ გინდა ასიამოვნო ბრიტანელებს, 0:16:43.375,0:16:45.771 უნდა გვითხრა რომ რაღაცას გერმანელებზე უკეთ ვაკეთებთ. 0:16:45.771,0:16:47.346 (სიცილი) 0:16:47.346,0:16:49.621 (აპლოდისმენტები) 0:16:49.621,0:16:54.250 აირჩიეთ თქვენი ხედვის კუთხე 0:16:54.250,0:16:57.123 და რეალური ღირებულება შეიცვლება 0:16:57.123,0:16:59.229 უნდა უთხრათ გერმანელებს 0:16:59.229,0:17:01.196 რომ ისინი და ფრანგები ასრულებენ ფასდაუდებელ საქმეს 0:17:01.196,0:17:03.327 ევროპის გაერთიანებისთვის. 0:17:03.327,0:17:05.765 ერთადერთი რაც არ იციან რომ 0:17:05.765,0:17:08.445 ამას საერთო მცირე სიძულვილით აკეთებენ. 0:17:08.460,0:17:11.150 მაგრამ მე ბრიტანელი ვარ და ეს მოგვწონს. 0:17:11.150,0:17:16.833 ასევე უნდა აღინიშნოს რომ ყველა შემთხვევაში ჩვენი პერსეფციები (აღქმა) ამოწურვადია. 0:17:16.833,0:17:19.166 ჩვენ ვერ ვასახელებთ განსხვავებას საკვების ხარისხს 0:17:19.166,0:17:21.652 და იმ გარემოს შორის სადაც მას მოვიხმართ 0:17:21.652,0:17:23.481 ყველას გეცნობათ ფენომენი, 0:17:23.481,0:17:25.908 როდესაც გარეცხილი მანქანა 0:17:25.908,0:17:29.333 თითქოს უკეთ დადის. 0:17:29.333,0:17:31.511 ამის მიზეზი 0:17:31.511,0:17:34.292 თუ მრეცხავს სასწაულებრივად არ გამოუცვლია ზეთი მანქანაში, 0:17:34.292,0:17:37.542 და გაუკეთა მანქანას ის რაშიც არ გადაგიხდია, 0:17:37.542,0:17:39.958 იმიტომ რომ ჩვენი პერსეფციები ამოწურვადია; 0:17:39.958,0:17:44.083 ცნობილი ბრენდის ანალგეტიკები უფრო ეფექტურად ამცირებენ ტკივილს, 0:17:44.083,0:17:46.250 ვიდრე უცნობი ბრენდების. 0:17:46.250,0:17:48.558 მე მხოლოდ სტატისკიტას არ ვგულისხმობ, როცა ვსაუბრობ ტკივილის შემცირების მაჩვენებელზე, 0:17:48.558,0:17:50.556 არამედ, რეალურად გაზომვად, ციფრებზე. 0:17:50.556,0:17:55.067 ასე რომ პერსეფციები ნებისმიერ შემთხვევაში ამოწურვადია. 0:17:55.082,0:17:58.621 თუ გააკეთებთ რაიმეს რაც ცუდია ერთის მხრივ 0:17:58.621,0:18:00.398 შეიძლება დააზიანო მეორე. 0:18:00.398,0:18:02.005 დიდი მადლობა. 0:18:02.005,0:18:03.859 (აპლოდისმენტები)