მე ლიდია უინტერს, Mojang-ის ბრენდ დირექტორი, ვარ. ჩვენ შევქმენით თამაში მაინკრაფტი. მაინკრაფტში ყველაზე მეტად მოგზაურობა მიყვარს. გამოქვაბულებში ძრომიალი და რამე-რუმეების პოვნა მომწონს. მე პროგრამისტი არ ვარ და ამიტომ ძალიან მიხარია, რომ თქვენთან ერთად უნდა გავიარო ეს გაკვეთილები და თავადაც ვისწავლო კოდის წერა. ბოლო ეტაპს ბევრი moveForward(); ბლოკი დასჭირდა. უფრო მარტივი იქნებოდა, კომპიუტერს რომ ვუთხრათ, რომ ბრძანება ოთხჯერ ან ხუთჯერ შეასრულოს. საბედნიეროდ, კომპიუტერებს ბრძანებების გამეორება კარგად გამოსდით ციკლებით. მაინკრაფტის აგებისას ციკლებით ახალი სამყაროს შესაქმნელად საჭირო მასალას ვათავსებთ. ანუ, ვქმნით ათასობით ბლოკს. ციკლების სხვა რამეებში გამოყენებაც შეგვიძლია. მაგალითად, ალექსის ფეხების წინ და უკან ამოძრავებაში სიარულისას. ციკლები პროგრამირების მნიშვნელოვანი ნაწილია. ღამეც ჩამოწვა, შემდეგ ეტაპებზე სახლს ავაშენებთ და ამის მარტივად გასაკეთებლად ციკლებს გამოვიყენებთ. სახლის კედლის ასაშენებლად ალექსს ოთხჯერ ვეტყვით, რომ წინ იაროს და ფილები დაალაგოს ან ვეტყვით, რომ წინ წაიწიოს, დადოს ფილა, შემდეგ კი ბრძანება გამეორების ბლოკით რამდენიმეჯერ გავამეორებინოთ. დავაჭიროთ გამეორების ბლოკს და ვუთხრათ, რამდენჯერ უნდა შეასრულოს ეს ბრძანება. ახლა მოდით, სახლი ავაშენოთ, სანამ დაბნელებულა. აბა, გაერთეთ!