სახალისო აქტივობა / გავციკლოვნდეთ სალამი! მე ვარ მირალ კობტი. მე შევქმენი iLuminate. არის რაღაც, რასაც ცეკვებშიც და ნათურებიანი კოსტიუმის პროგრამირებაშიც ვიყენებ... ციკლები! ციკლები ქმედებას იმეორებს. როცა რამეს იმეორებთ, მაგალითად, ჰულა-ჰუპს ატრიალებთ, ქმედების ციკლს ასრულებთ. ეს არის ციკლი დღეს ვიცეკვებთ. ციკლებს შევასრულებთ ახალ ცეკვაში - იტერაციაში. ციკლებზე ცეკვით ვისწავლით. თქვენ დაიმახსოვრებთ მარტივ მოძრაობებს და მათ რამდენჯერმე გაიმეორებთ აი, მოძრაობები: დაუკარით ტაში, ხელები დაიდეთ თავის უკან, ხელები დაიდეთ წელზე, აწიეთ მარცხენა ხელი, აწიეთ მარჯვენა ხელი მარტივია, არა? თავი, წელი, თავი, წელი, ტაში, ტაში, ტაში. ხედავთ, რაღაც ნაბიჯები მეორდება, მაგალითად, ტაში. ესაა ციკლი! კიდევ ორჯერ უნდა ვქნათ, მზად ხართ? შეგიძლიათ, ინსტრუქცია შეამოკლოთ, ზოგ მოძრაობას ციკლებდ თუ ჩაწერთ. მზად ხართ? ახლა მუცლის სიცილი უნდა გავაკეთოთ. აბა? ცეკვაში ციკლებს ნამდვილად ვიყენებთ მოცეკვავეები, თითქოს, კომპიუტერებს ატარებენ და ერთ ქსელში არიან. შემიძლია, სინათლეების ციკლი მოცეკვავეების კოსტიუმებში ავამუშავო. აი, გავაკეთო გამეორების ციკლი, ვთქვათ, გავუშვა ციკლი ამ 6 მოცეკვავეში და თითო ციკლში გავზარდოთ სიჩქარე, ჩვენ ვასრულებთ ციკლს მოცეკვავეებშ, მაგრამ ვზრდით სინათლეების სიჩქარეს, რაც ვიზუალურად ეფექტურია. ეს ციკლებით ხდება. ციკლები კომპიუტერული მეცნიერების მნიშვნელოვანი ნაწილია. ის დროსა და ენერგიას ზოგავს.