ვისურვებდი მსოფლიო თავიდან წარმოგედგინათ. მინდა დედამიწის რამდენიმე რუკა გაჩვენოთ, რომელიც ბენ ჰენიგმა ისე შეადგინა, როგორც ჩვენი პლანეტა უმეტეს თქვენგანს არასდროს უნახავს. ეს სურათი თქვენთვის კარგად ნაცნობია. მე იმ ასაკის ვარ, რომ ამ სურათის გამოჩენამდე დავიბადე. როგორც ჩანს, ჩემი პირველი სიტყვები იყო: "მთვარე, მთვარე." მაგრამ ვფიქრობ, ეს დედაჩემის ფანტაზია უფრო იყო იმაზე, თუ რას ხედავდა მისი ჩვილი ბიჭი შავ-თეთრი ტელევიზორის მბჟუტავ ეკრანზე. მხოლოდ რამდენიმე საუკუნეა, რაც უმეტესი ჩვენთაგანი რეალურად ფიქრობს, რომ ჩვენი პლანეტა სფეროსებრია. როდესაც ეს სურათები პირველად ვნახეთ 1960-იან წლებში, მსოფლიო წარმოუდგენელი სისწრაფით იცვლებოდა. მოსახლეობის გეოგრაფიის ჩემ პატარა დისციპლინაში, კარტოგრაფი ვალდო ტობლერი პლანეტის ახალ რუკებს ადგენდა, ეს რუკები ახლა ფართოდ გავრცელდა. და ახლა ვაპირებ ერთ-ერთი მათგანი გაჩვენოთ. ეს მსოფლიოს რუკაა, მაგრამ ის თქვენთვის ცოტა უცნაურად გამოიყურება. ამ რუკაზე ჩვენ ადგილები ისე გავწელეთ, რომ მჭიდროდ დასახლებული რეგიონები, უფრო დიდადაა გამოსახული და ისეთი ადგილები, როგორიცაა საჰარა და ჰიმალაი, სადაც ცოტა ხალხი ცხოვრობს, შემცირებულია. ამ პლანეტაზე ყველას თანაბარი სივრცე აქვს გამოყოფილი. ქალაქები მოკაშკაშე სინათლით არის ნაჩვენები. ხაზები კი წყალქვეშა კაბელებსა და სავაჭრო მარშრუტებს გვიჩვენებენ. რუკაზე არის ერთი კონკრეტული ხაზი, რომელიც ჩინეთის პორტ დალიანიდან გამოდის სინგაპურს, სუეცის არხს, ხმელთაშუა ზღვას გადის და მიდის როტერდამთან. ის გიჩვენებთ, ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, მსოფლიოში უდიდესი გემის მარშრუტს. გემის, რომელსაც სავაჭრო საქონლის იმდენი კონტეინერი გადაჰქონდა, რომ როდესაც დატვირთულ იქნა, სატვირთო ფურგონები ერთ ხაზზე რომ დაწყობილიყო,100 კმ სიგრძის იქნებოდა. აი, როგორ არის მსოფლიო დღეს დაკავშირებული. ეს იმ საგნების რაოდენობაა, რომლებსაც მსოფლიოს გარშემო გადავაადგილებთ, მხოლოდ ერთ გემზე, ერთ რეისსა და ხუთ კვირაში. ქალაქებში დიდი ხნია ვცხოვრობთ, მაგრამ უმეტეს ჩვენგანს ადრე ქალქებში არ უცხოვრია. ეს არის ჩატალჰიულიკი, მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქალაქი, მისი დიდების მწვერვალზე, 9000 წლის წინ, ხალხს თავიანთ სახლებში მოსახვედრად, სხვების სახურავებზე გადავლა უწევდა. თუ ქალაქის რუკას კარგად დააკვირდებით, დაინახავთ, რომ მას ქუჩები არ აქვს, რადგან ქუჩები არის რაღაც, რაც ჩვენ გამოვიგონეთ. მსოფლიო იცვლება. იცვლება ექსპერიმენტებით. ჩვენ ნელ-ნელა და თანდათანობით ვხვდებით, როგორ ვიცხოვროთ უკეთესად. მსოფლიო უკანასკნელ პერიოდში დაუჯერებელი სისწრაფით იცვლება. ჩვენ მხოლოდ ბოლო ექვსი, შვიდი ან რვა თაობის მანძილზე გავაცნობიერეთ, რომ სახეობა ვართ. მხოლოდ უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში გახდა შესაძლებელი მსგავსი რუკის შედგენა. ძირითადი რუკა, ისევ მსოფლიო მოსახლეობის რუკაა, ზემოდან კი ხედავთ ისრებს, რომლებიც გვიჩვენებენ როგორ გავვრცელდით აფრიკიდან. თარიღები სავარაუდო ადგილებში დასახლების კონკრეტულ დროებს გვიჩვენებს. ყოველ რამდენიმე თვეში, ამ რუკის ახლიდან შედგენა მიწევს ხოლმე, რადგან ვიღაც აღმოაჩენს, რომ რომელიმე კონკრეტული თარიღი მცდარი იყო. საკუთარი თავის შესახებ დაუჯერებელი სისწრაფით ვსწავლობთ. და ჩვენ ვიცვლებით. ბევრი ცვლილება ხდება თანდათან. ის გროვდება. ჩვენ ვერ ვამჩნევთ ცვლილებას, რადგან ჩვენი სიცოცხლე ხანმოკლეა, 70, 80 ან თუ იღბლიანი ხართ 90 წელი. ეს გრაფიკი მსოფლიო მოსახლეობის ზრდის წლიურ ტემპებს გიჩვენებთ. სადღაც 1850 წლამდე, ის ძალიან დაბალი იყო და შემდეგ მოსახლეობის ზრდის ტემპმა მატება იწყო. ისე რომ, დაახლოებით იმ დროს, როდესაც დავიბადე, როდესაც ჩვენ პირველად ვნახეთ ჩვენი პლანეტის ფოტოები მთვარიდან, მაშინ მსოფლიო მოსახლეობა წელიწადში 2%-ით იზრდებოდა. წელიწადში 2%-იანი ზრდა, კიდევ რამდენიმე საუკუნის განმავლობაში რომ შენარჩუნებულიყო, მთელი პლანეტა დაფარული იქნებოდა, ადამიანის სხეულების მოთუხთუხე მასით, სადაც ყველა ერთმანეთთან ფიზიკურ შეხებაში იქნებოდა. ხალხი შეშინებული იყო. მათ მოსახლეობის ზრდის ეშინოდათ, რასაც 1968 წელს "მოსახეობის აფეთქებას" ეძახდნენ. შემდეგ კი, თუ გრაფიკის ბოლოს შეხედავთ, ზრდამ შენელება იწყო. ათწლეულებში... 70-იან, 80-იან 90-იან და 2000-იან წლებში და ამ ათწლეულში მოსახლეობის ზრდის ტემპი კიდევ უფრო სწრაფად მცირდება. ჩვენი პლანეტა სტაბილურდება. საუკუნის დასასრულს 9,10 ან 11 მილიარდი ადამიანი ვიქნებით. ამ ცვლილებებში ხედავთ შფოთვებს. ხედავთ მეორე მსოფლიო ომს, ხედავთ 1918 წლის გრიპის ეპიდემიას, ხედავთ ჩინეთის დიდ შიმშილობას. ეს ის მოვლენება, რომლებზე კონცენტრირებაც გვჩვევია. ახალ ამბებში საშინელ სიახლეებზე გვჩვევია კონცენტრირება და ყურადღებას არ ვაქცევთ თანდათანობით ცვლილებებს და კარგ ახალ ამბებს. ჩვენ ვღელავთ ადამიანებზე, ვღელავთ მათი სიმრავლის გამო, ვღელავთ იმაზე, თუ როგორ მოვწყდეთ ყველას და ეს არის მსოფლიო რუკა, რომელიც ისეა შეცვლილი, რომ რაც უფრო დაშორებულია ხალხი, მით უფრო გაზრდილია შესაბამისი ტერიტორია. ამიტომ, თუ გინდათ იცოდეთ სად წახვიდეთ, რომ მოსწყდეთ ყველას, აქ საუკეთესო ადგილებია მოცემული. ყოველწლიურად ეს ტერიტორიები იზრდება, რადგან ყოველწლიურად, გლობალურად მიწებს ვტოვებთ, ქალაქებში გადმოვდივართ საცხოვრებლად და უფრო მჭირდოდ ვიკვრებით. მგლები ისევ გაჩდნენ ევროპაში და ისინი გადადგილდებიან დასავლეთით, კონტინენტის მასშტაბით. მსოფლიო იცვლება და თქვენ შფოთავთ. ეს რუკა გიჩვენებთ სად მიედინება წყალი ჩვენ პლანეტაზე. ახლა ეს ჩვენთვის ცნობილია და თქვენ ხედავთ სად იყო ჩატალჰიულიკი, სამი კონტინენტის: აფრიკის, აზიისა და ევროპის შესაყარზე. თქვენ ხედავთ, რომ ბევრი ხალხი ცხოვრობს იქ, იმ ადგილებში, სადაც წყალი მცირე რაოდენობითაა. თქვენ ასევე ხედავთ ტერიტორიებს, სადაც დიდი რაოდენობით ტროპიკული წვიმებია. ჩვენ შეგვიძლია უფრო დავიხვეწოთ და იმის ნაცვლად, რომ რუკა ადამიანების მიხედვით შევადგინოთ შეგვიძლია ეს წყლით მიხედვით გავაკეთოთ და შემდეგ ყოველთვიურად შეცვლავოთ, რათა იმ წყლის რაოდენობა ვაჩვენოთ, რომელიც დედამიწის ყოველ მცირე ნაწილში მიედინება. თქვენ ხედავთ მუსონების მოძრაობას პლანეტის გარშემო, თითქოს პლანეტას გული უცემს. და ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემს სიცოცხლეში გახდა შესაძლებელი, რომ გვენახა, სადაც ვცხოვრობთ. ჩვენ საკმარისი წყალი გვაქვს. ეს იმის რუკაა, თუ სად მოგვყავს მსოფლიოში საკვები ეს ის ადგილებია, რომელზეც ბრინჯისა და სიმიდის მოსაყვანად ვართ დამოკიდებული. ადამიანები ღელავენ, რომ არ იქნება საკმარისი საკვები, მაგრამ ჩვენ ვიცით ნაკლები ხორცი, რომ ვჭამოთ და ნაკლები მოსავლით ვკვებოთ ცხოველები, საკმარისი საკვები ყველასთვის იქნება, თუ ჩვენ საკუთარ თავს, როგორც ადამიანთა ერთიან ჯგუფს აღვიქვამთ. ჩვენ ასევე ვიცით, რას ვაკეთებთ, საშინლად ცუდად დღესდღეობით. ეს მსოფლიო რუკა ადრეც გექნებათ ნანახი. ეს რუკა სატელიტური სურათებით არის შექმნილი, გავიხსენოთ სატელიტები პლანეტის გარშემო, რომელიც პირველ სლაიდში გაჩვენეთ, რომლებიც ქმნიან სურათს, თუ როგორ გამოიყურება დედამიწა ღამით. ჩვეულებრივ, როცა ამ რუკას ხედავთ, ნორმალურ რუკას, ისეთს, რომელსაც უმეტესი ჩვენგანი იცნობს, ფიქრობთ, რომ ხედავთ რუკას, რომელიც ასახავს, თუ სად ცხოვრობენ ადამიანები. რომ სადაც შუქი ანათებს ადამიანები იქ ცხოვრობენ, მაგრამ აქ, მსოფლიოს ამ სურათზე გაიხსენეთ, რომ ჩვენ რუკა კვლავ გავწელეთ. ამ რუკაზე, ყველგან, დასახლების ერთნაირი სიმჭიდროვეა. თუ ტერიტორია ადამიანებით არ არის დასახლებული, ის ნაწილი მთლიანადაა გამქრალი. ასე რომ, ყველას თანაბარი მნიშვნელობით ვაჩვენებთ. ახლა კი, სინათლეები აღარ გიჩვენებენ, თუ სად ცხოვრობენ ადამიანები, რადგან ადამიანები ყველგან არიან. შუქი ამ რუკაზე, ლონდონის, კაიროსა და ტოკიოს, შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს შუქი გაჩვენებთ, სად ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც ისეთი მფლანგველები არიან ენერგიის მიმართ, რომ საშუალება აქვთ ფული დახარჯონ ისეთი განათებისთვის, რომლიდანაც სატელიტები შეძლებენ მსგავსი სურათები შექმნან. ტერიტორიები კი, რომლებიც რუკაზე მუქადაა, არის ტერიტორიები, სადაც ადამიანებს ან წვდომა არ აქვთ ამდენ ენერგორესურსთან, ან სადაც ადამიანებს აქვთ წვდომა, მაგრამ ისინი მიხვდნენ, რომ შეწყვიტონ ცაში შუქის ნათება. რომ შემეძლოს ამ რუკის, დროში ცვლილების ანიმაცია გაჩვენოთ, დაინახავდით, რომ ტოკიო ნამდვილად უფრო მუქი გახდა, რადგან იაპონიაში ცუნამის შემდეგ, მას მეოთხედით ნაკლებ ელექტროენერგიით უწევს დაკმაყოფილება, რადგან ცუნამმა, ატომური ელექტროსადგურები გათიშა და მსოფლიოს აღსასრული არ დამდგარა, უბრალოდ ნაკლებ შუქს ანათებთ ცაში. დიდი რაოდენობით კარგი ახალი ამბებია მსოფლიოში. ბავშვების სიკვდილიანობა კლებულობს და კლებილობს დაუჯერებელი სისწრაფით. რამდენიმე წლის წინ ერთ წლამდე ჩვილების სიკვდილიანობის რაოდენობა მსოფლიოში, მხოლოდ ერთ წელიწადში ხუთი პროცენტით შემცირდა. მეტი ბავშვი დადის სკოლაში და სწავლობს წერა-კითხვას, იღებს ინტერნეტზე წვდომას და აგრძელებს უნივერსიტეტში სწავლას, ვიდრე ოდესმე, დაუჯერებელი სისწრაფით. და ყველაზე დიდი რაოდენობა იმ ახალგაზრდებისა, რომლებიც უნივერსიტეტში სწავლობენ მსოფლიოში, არიან ქალები და არა კაცები. მე შემიძლია გთხრათ ერთი მეორეზე კარგი ამბავი, თუ რა უმჯობესდება პლანეტაზე, მაგრამ ჩვენ ვკონცენტრირდებით ცუდ ამბავზე, რომელიც იმ წუთას ხდება. რებეკა სოლნიტმა ვფიქრობ, შესანიშნავად ჩამოაყალიბა, როდესაც მან ახსნა "უმნიშვნელო ცვლილებათა ბიჯების ერთობლიობა, რომელსაც შეუძლია პროგრესამდე მივიდეს და რომელიც ჩვენს ეპოქას, წარსულისგან მკვეთრად განსხვავებულს ხდის" წარსული უფრო მეტად სტაბილური იყო. "კონტრასტი გამქრალია თანდათანობითი გარდაქმნის არადრამატული ბუნებით, რომელიც შემთხვევითი შფოთვითაა შეწყვეტილი" ზოგჯერ საშინელი მოვლენები მართლაც ხდება. თქვენ გიჩვენებენ ამ საშინელ ამბებს ახალ ამბებში, ყოველ ღამით, მთელი კვირის განმავლობაში. თქვენ არ გეუბნებიან, რომ მოსახლეობის ზრდა ნელდება, თქვენ არ გეუბნებიან, რომ მსოფლიო ხდება უფრო მჭირდოდ დაკავშირებული, თქვენ არ გიყვებიან ჩვენ აღქმაში დაუჯერებელ წინსვლაზე თქვენ არ გაუბნებიან, როგორ ვისწვალეთ ნაკლების ფლანგვა და ნაკლების მოხმარება. ეს ჩემი უკანასკნელი რუკაა. ამ რუკაზე ჩვენ ზღვები და ოკენეები ამოვიღეთ. ახლა თქვენ მხოლოდ უყურებთ დაახლოებით 7.4 მილიარდ ადამიანს. რუკა, რომელიც ადამიანების რაოდენობების პროპორციებითაა შედგენილი. თქვენ უყურებთ მილიარდზე მეტ ადამიანს ჩინეთში და თქვენ ხედავთ მსოფლიოს ყველაზე დიდი ქალაქს ჩინეთში, მაგრამ თქვენ მისი სახელი არ იცით. თქვენ ხედავთ რომ ინდოეთი ამ მსოფლიოს ცენტრშია. ხედავთ, რომ ევროპა ნაპირზეა და ჩვენ დღეს, ექსეტერში პლანეტის შორეულ ნაპირზე ვართ. ჩვენ ევროპის ქვის მცირე ნაწილი ვართ, რომელიც მსოფლიოს ერთ პროცენტზე ნაკლებ ზრდასრულ ადამიანს შეიცავს და მსოფლიოს ბავშვების რაოდენობის ნახევარ პროცენტზე ნაკლებს. ჩვენ სტაბილიზებად და ურბანიზებად მსოფლიოში ვცხოვრობთ, დაბერებად მსოფლიოში, დაკავშირებად მსოფლიოში. არსებობს ძალიან, ძალიან ბევრი რამ, რისიც შეიძლება შეგეშინდეთ, მაგრამ ერთმანეთის ისე არ უნდა გვშინოდეს, როგორც ახლა გვეშინია. ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ ახლა ახალ მსოფლიოში ვცხოვრობთ. დიდი მადლობა. (აპლოდისმენტები)