YouTube

Got a YouTube account?

Νέο: ενεργοποιείστε μεταφράσεις και λεζάντες που δημιουργήθηκαν από θεατές στο κανάλι σας στο YouTube!

Georgian υπότιτλους

← ოპტიკური ტელეგრაფების ისტორია (მონეტების ენა 5/9)

Πάρτε τον Κωδικό ενσωμάτωσης
11 Γλώσσες

Showing Revision 4 created 06/05/2015 by EduCare Alexander Gachechiladze.

  1. ცეცხლი არის ინფორმაციის გადაცემის ერთ-ერთი
    უძველესი მეთოდი

  2. შესაძლოა, ხალხმა მისი გამოყენება პირდაპირ
    ცეცხლის გამოყენების სწავლის შემდეგ დაიწყო
  3. მისი მეშვეობით ერთ ადამიანს შეუძლია
  4. მანძილზე მეორე ადამიანის "რწმენის
    მდგომარეობაზე" მოახდინოს გავლენა
  5. ცეცხლის ალის არსებობის ან არარსებობის
    გაცნობიერების უნარი
  6. საშუალებას გვაძლევს გადავერთოთ
    ორიდან ერთ-ერთი "რწმენის მდგომარეობაზე"
  7. ერთი განსხვავება, ორი მდგომარეობა
  8. თუ გადავხედავთ ისტორიას, ვნახავთ, რომ
    ეს მნიშვნელოვანი იყო სამხედრო ძალებისთვის
  9. რომლებიც ეფექტურ კომუნიკაციაზე იყვნენ
    დამყარებულნი
  10. დავიწყოთ ძველბერძნული მითით
    კადმოსის შესახებ
  11. ის იყო ფინიკიელი პრინცი, რომელმაც
    საბერძნეთს
  12. პირველმა გააცნო "ფონეტიკური" წერილები
  13. ბერძნულმა ანბანმა, რომელიც ფინიკიურ
    ასოებს ეფუძნება
  14. მსუბუქ, იაფ პაპირუსთან ერთად
  15. ხელი შეუწყო ძალაუფლების გადაცემას
  16. სამღვდელოებიდან სამხედრო კლასამდე
  17. ბერძნული სამხედრო ისტორია კი გვაწვდის
    მასალებს კომუნიკაციის განვითარების შესახებ
  18. რომელიც გამაფრთხილებელი ჩირაღდნების
    გამოყენებიდან მომდინარეობს
  19. პოლიბიუსი იყო ბერძენი ისტორიკოსი, რომელიც
    ჩვენს წელთაღრიცხვამდე 200 წელს დაიბადა
  20. მან დაწერა "ისტორიები", სადაც მოიპოვება
    ბევრი სამხილი
  21. იმდოინდელი კომუნიკაციის ტექნოლოგიების
    შესახებ
  22. ის წერს:
  23. "სწორ დროს მოქმედება ბევრი წამოწყების
    ბედ-იღბალს წყვეტს
  24. ამაში კი ყველაზე მეტად ცეცხლის ჩირაღდნები
    გვეხმარება"
  25. თუმცა მას მშვენივრად ესმოდა ჩირაღდნების
    შეზღუდვები
  26. ის წერს:
  27. "შესაძლებელია ისეთი გზავნილის გადმოცემა
    რომელიც გვეტყვის, რომ 'ფლოტი მოვიდა'
  28. თუმცა უფრო რთული სახის ინფორმაცია,
    მაგალითად მოქალაქეების ღალატი ან
  29. ქალაქში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა--
  30. მოვლენები, რომლებიც ხდება ხოლმე, თუმცა
    მათი განჭვრეტა რთულია
  31. ცეცხლის სიგნალით მსგავს ინფორმაციას
    ვერ გადასცემდი"
  32. ცეცხლის სიგნალი სასარგებლოა, როდესაც
    შესაძლებელი გზავნილების რაოდენობა მცირეა