ესპერანტო მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხელოვნური ენაა თავდაპირველად იგი საერთაშორისო კომუნიკაციისთვის შეიქმნა, დღეს კი არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ეს ენა მშობლიურია როგორია თქვენი, როგორც თავიდანვე ესპერანტოზე მოსაუბრის ცხოვრება? ესპერანტო: მშობლიური ენა თქვენ ვინ ბრძანდებით? გამარჯობა! მე სტელა ვარ 27 წლის ამჟამად ბრიუსელში ვცხოვრობ და ვმუშაობ ევროპარლამენტში წარმოშობით უნგრელ-ფრანგი ვარ მე ვარ ლეო საკაგუჩი სტუდენტი ვარ დარმშტადტის ტექნიკურ უნივერსიტეტში მამაჩემი იაპონელია, დედაჩემი კი პოლონელი ხოლო მე გერმანიაში დავიბადე და გავიზარდე მე ვარ დუგლას ოლივეირა ბისკოტო 14 წლის ბრაზილიელი მე ვარ ლივია ოლივეირა ბისკოტო მე მისი და ვარ ჩვენ ახლა რიო დე ჟანეიროში ვართ აქ ბრაზილიის ესპერანტო კონგრესისთვის ჩამოვედით გამარჯობა! მე გუნარ ფიშერი ვარ ვცხოვრობ მიუნსტერში, გერმანიაში გამარჯობა! მე მქვია კლარა, ვარ 19 წლის მე ვარ ფრანგ-უნგრელი და დავიბადე ჰოლანდიაში რატო გასწავლეს მშობლებმა ესპერანტო? ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ესპერანტოთი გაიცნეს და სულ ესპერანტოზე ლაპარაკობდნენ ასევე ხშირად ვუსმენდი ესპერანტისტ მეგობრებსაც ასე რომ, ენა ჩემ გარშემო მესმოდა და ამგვარად ვისწავლე დედაჩემი უნგრელია, მამაჩემი - ფრანგი მათ ერთმანეთი შეკრებაზე გაიცნეს ესპერანტოს კონგრესზე და იფიქრეს, რომ... „ჯერ ესპერანტო, ხოლო შემდეგ დრო მექნება ვისწავლო სხვა ენებიც“ თავს უფრო კომფორტულად ვიგრძნობდით ესპერანტოთი და შემდგომ უფრო გაგვიადვილდებოდა სხვა ენების შესწავლა მამაჩემმა ესპერანტო ჩემს დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე ისწავლა და გადაწყვიტა ორენოვანი აღვზრდილიყავი მხოლოდ ესპერანტოზე მელაპარაკებოდა პირველი 12 წლის მანძილზე უცხოეთიდან უამრავი სტუმარი ჩამოგვდიოდა და ესპერანტოს სამყაროშიც ხშირად ვმოგზაურობდით რა რეაქცია აქვს ხალხს როდესაც იგებენ, რომ შენ ესპერანტო იცი? ამას მხოლოდ მაშინ იგებენ თუ პირდაპირ ესპერანტოს შესახებ საუბრობენ, რადგან ჩემი მთავარი ენა ფრანგულია ჩემი აზრით პირველივე რეაქცია ისაა, რომ მათთვის ეს სიურპრიზია ვინაიდან მათ ვერც კი წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ეს უცნაური ენა ვინმესთვის მშობლიური იყოს როგორ შეიძლება არსებობდნენ ბავშვები რომლებიც ერთი კაცის მიერ შექმნილ ამ ენაზე პატარაობიდანვე საუბრობდნენ?! მაგრამ ზოგადად რეაქცია პოზიტიურია: „ვა! მართლა?“ და თანდათან უფრო ინტერესდებიან მეტწილად პირველივე შეკითხვაა „ეს რა არის?“ აინტერესებთ რატომ ვისწავლე და რასაკვირველია უნდათ მაშინვე მოისმინონ რამდენიმე წინადადება ან სიტყვა ესპერანტოზე გამომდინარე იქედან, რომ ორ ენაზე ვსაუბრობთ ხშირად გვაქებენ და კარგადაც გვეპყრობიან ერთხელ „ლუფტჰანზაში“ (გერმანულ ავიაკომპანიაში) საინჟინრო განყოფილებაში მქონდა საკვალიფიკაციო გასაუბრება ინტერვიუერი მეკითხება: „თქვენს დოკუმენტში წერია, რომ მშობლიური ენა ესპერანტოა, ეგ როგორ?“ და ინტერვიუერი ძალიან მოიხიბლა იმ ფაქტით, რომ მე პატარაობიდანვე ესპერანტოზე ვსაუბრობ და მგონი ამის გამო გარკვეული უპირატესობაც მომენიჭა მაგრამ ამასთან, მე ისეთ ადამიანებსაც შევხვედრივარ რომელთათვისაც ესპერანტოს, როგორც მშობლიური ენის იდეა უცხო და მიუღებელია ისინი შემკამათებიან კიდეც, რომ შეუძლებელია ესპერანტო ჩემი მშობლიური ენა იყოს როგორ დაგეხმარა ორენოვნება? შეგიძლია მაღაზიაში მშობლებს დაელაპარაკო და უთხრა, რომ რაღაც არ მოგწონს ან არ გსიამოვნებს იმიტომ, რომ... თუმცა როცა ჩემი მშობლები ესპერანტოზე დამელაპარაკებოდნენ ფაქტობრივად მე არასდროს მიპასუხია ესპერანტოზევე თუ ნამდვილად გამოვიყენე ესპერანტო ეს ნიშნავს, რომ ისეთი რამის თქმა მინდოდა, რომელიც არ მსურდა სხვებსაც გაეგოთ პატარაობიდანვე ოთხ ენაზე ვლაპარაკობდი შემდეგ სკოლაში კიდევ ორი ვისწავლე ასე რომ, ამ ასაკში უკვე ექვს ენაზე ვსაუბრობ ცხადია, რადგან თავიდანვე ბევრი ვისწავლე თუ დაბადებინავე მრავალენოვან გარემოში იზრდებით შემდგომ ახალ ენებსაც სწრაფად სწავლობთ და პრაქტიკულ უპირატესობებსაც ეუფლებით მაგალითად, უპრობლემოდ შემიძლია ვიყიდო მატარებლის ბილეთი ინგლისში გერმანიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, ჰოლანდიაში რადგან მე მათ ენებსაც ვფლობ ამგვარად, ორი მშობლიური ენის დახმარებით მარტივად შევისწავლე სხვა ენებიც ერთხელ სატელევიზიო გადაცემაშიც მიმიწვიეს როგორც დაბადებით ესპერანტისტი ძალიან გამეხარდა გაცილებით მარტივია გაიჩინო მეგობრები მყავს უამრავი მეგობარი და ვფიქრობ ამის ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ შემიძლია მათ პირდაპირ თავიანთივე ენაზე ვესაუბრო თუ ჰოლანდიელს ჰოლანდიურად დაველაპარაკები ან გერმანელს გერმანულად ისინი უფრო ადვილად გენდობიან და გიმეგობრდებიან ზოგადად ძალიან მსიამოვნებს, რომ ესპერანტო ჩემი მშობლიური ენაა და სხვა ჩემნაირებთანაც ხშირად ვერთობი ურთიერთგაცნობა, საუბარი და... კარგი, გმადლობთ მოსმენისთვის და ნახვამდის! ესპერანტო: მშობლიური ენა