1 00:00:01,040 --> 00:00:02,680 მაშ ასე, ამით დავიწყებ: 2 00:00:02,680 --> 00:00:05,300 რამდენიმე წლის წინ, ივენთების ორგანიზატორმა დამირეკა, 3 00:00:05,300 --> 00:00:07,140 რადგან სიტყვით გამოვსლას ვაპირებდი. 4 00:00:07,140 --> 00:00:08,620 დამირეკა და მითხრა: 5 00:00:08,620 --> 00:00:11,910 "ვერ შევჯერდი, როგორ დავწერო შენ შესახებ ფლაერზე." 6 00:00:11,960 --> 00:00:13,980 გამიკვირდა: "რა არის აქ საფიქრალი?!" 7 00:00:13,980 --> 00:00:18,210 მან კი მიპასუხა: "მე ვნახე შენი გამოსვლა და ვფიქრობ გიწოდო მკვლევარი, 8 00:00:18,210 --> 00:00:21,580 მაგრამ ვშიშობ, თუ მკვლევარად მოგიხსენიებ არავინ მოვა შენს მოსასმენად, 9 00:00:21,580 --> 00:00:24,970 რადგან იფიქრებენ, რომ მოსაწყენი და შეუფერებელი ხარ ამ ღონისძიებისთვის." 10 00:00:24,980 --> 00:00:25,780 (სიცილი) 11 00:00:25,780 --> 00:00:27,170 მე ვუთხარი: "აჰა...კარგი..." 12 00:00:27,170 --> 00:00:29,660 მან მითხრა: "მაგრამ რაც მე მომწონს შენს საუბარში, 13 00:00:29,660 --> 00:00:31,420 არის ის რომ შენ ხარ მთხრობელი. 14 00:00:31,420 --> 00:00:33,790 ასე რომ წარგადგენ როგორც მთხრობელს" 15 00:00:33,790 --> 00:00:37,460 რა თქმა უნდა, ჩემი აკადემიური, არათვითდაჯერებული ნაწილი შეშფოთდა: 16 00:00:37,460 --> 00:00:39,690 "შენ აპირებ წარმადგინო როგორც ვინ?" 17 00:00:39,690 --> 00:00:42,780 მან მიპასუხა: "როგორც მთხრობელი." 18 00:00:42,780 --> 00:00:45,950 პასუხად მე: "თუ ასეა, ჯადოსნური ელფი რატომ არა?!" 19 00:00:45,950 --> 00:00:47,390 (სიცილი) 20 00:00:47,390 --> 00:00:50,900 ჩემი რეაქცია იყო: "მოიცა, ცოტა დავფიქრდე." 21 00:00:50,900 --> 00:00:53,790 შევეცადე მთელი ჩემი სიმამაცე მომეკრიბა. 22 00:00:53,790 --> 00:00:56,680 გავიაზრე, რომ მე ვარ მთხრობელი. 23 00:00:56,680 --> 00:00:59,160 მე თვისებრივი მკვლევარი ვარ. მე ისტორიებს ვაგროვებ. 24 00:00:59,180 --> 00:01:01,000 ეს არის, რასაც მე ვაკეთებ. 25 00:01:01,000 --> 00:01:04,090 შეიძლება ეს ისტორიებიც მხოლოდ მონაცემებია, რომელთაც სული შთაბერეს, 26 00:01:04,090 --> 00:01:06,370 იქნებ მე მართლა მხოლოდ მთხრობელი ვარ." 27 00:01:06,370 --> 00:01:08,360 ამიტომ ასე ვუთხარი: "მოდი ასე მოვიქცეთ, 28 00:01:08,360 --> 00:01:11,000 უბრალოდ თქვი, რომ მე მკვლევარ-მთხრობელი ვარ." 29 00:01:11,000 --> 00:01:14,330 მას გაეცინა: "ჰა ჰა. ასეთი რამ ხომ არ არსებობს." 30 00:01:14,330 --> 00:01:15,790 (სიცილი) 31 00:01:15,790 --> 00:01:19,670 ასე რომ, მე მკვლევარ-მთხრობელი ვარ და დღეს მინდა მოგითხროთ 32 00:01:19,700 --> 00:01:22,000 მზარდი აღქმის შესახებ. 33 00:01:22,000 --> 00:01:26,030 მინდა მოგიყვეთ ისტორიები კვლევის პროცესის შესახებ, 34 00:01:26,030 --> 00:01:30,000 რომლებმაც ფუნდამენტურად გააფართოვეს ჩემი აღქმის თვალსაწიერი 35 00:01:30,000 --> 00:01:33,000 და შეცვალეს წესი, რომლითაც მე ვცხოვრობ და მიყვარს 36 00:01:33,000 --> 00:01:35,000 და ვმუშაობ და შვილებს ვზრდი. 37 00:01:35,000 --> 00:01:37,100 ეს არის ის, საიდანაც ჩემი ისტორია იწყება. 38 00:01:37,100 --> 00:01:40,530 როდესაც ახალგაზრდა მკვლევარი ვიყავი, დოქტურანტურაზე სწავლის პირველ წელს, 39 00:01:40,530 --> 00:01:43,840 მე მყავდა კვლევის პროფესორი, რომელმაც გვითხრა: 40 00:01:43,840 --> 00:01:48,240 "რასაც ვერ ზომავთ, ის არ არსებობს." 41 00:01:49,400 --> 00:01:52,350 ვიფიქრე უბრალოდ მეარშიყებოდა. 42 00:01:52,350 --> 00:01:55,000 "ნამდვილად?" ვკითხე მე. "რა თქმა უნდა!" დამიდასტურა მან. 43 00:01:55,000 --> 00:01:57,870 წარმოიდგინეთ, მე უკვე მაქვს 44 00:01:57,870 --> 00:02:00,550 ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები სოციალურ მეცნიერებებში, 45 00:02:00,550 --> 00:02:02,650 და ვმუშაობ დოქტორის ხარისხის მისაღებად 46 00:02:02,650 --> 00:02:04,900 ასე რომ, მთელი ჩემი აკადემიური კარიერის მანძილზე 47 00:02:04,900 --> 00:02:07,120 გარემოცული ვარ ადამიანებით, რომლებიც ფიქრობენ: 48 00:02:07,120 --> 00:02:09,630 "ცხოვრება უწესრიგობაა, გიყვარდეს იგი." 49 00:02:09,640 --> 00:02:12,000 მე კი უფრო ვფიქრობ: "ცხოვრება უწესრიგობაა 50 00:02:12,000 --> 00:02:14,300 დაასუფთავე, 51 00:02:14,300 --> 00:02:17,000 დაალაგე იგი და მოათავსე კონტეინერში." 52 00:02:17,000 --> 00:02:19,000 (სიცილი) 53 00:02:19,000 --> 00:02:22,000 ასე რომ, ვფიქრობ ნაპოვნი მქონდა ჩემი გზა, 54 00:02:22,000 --> 00:02:25,000 საქმე, რომელიც მთლიანად მომიცავდა. 55 00:02:25,000 --> 00:02:28,000 სოციალური სფეროს ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვემი ამბობს: 56 00:02:28,000 --> 00:02:31,000 "თავით გადაეშვი შენი სამუშაოს უსიამოვნებებში." 57 00:02:31,000 --> 00:02:34,000 მე ასე ვიყავი განწყობილი: "თავში ჩაუკაკუნე უსიამოვნებებს, 58 00:02:34,000 --> 00:02:36,480 თავიდან მოიშორე ისინი და ყველაფერი ხუთიანზე იქნება." 59 00:02:36,480 --> 00:02:39,000 ეს იყო ჩემი მანტრა. 60 00:02:39,000 --> 00:02:41,000 მე სავსე ვიყავი ენთუზიაზმით 61 00:02:41,000 --> 00:02:43,750 და ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ჩემთვისაა, 62 00:02:43,750 --> 00:02:46,650 რადგან მე ზუსტად ასეთი უწესრიგობებით ვარ დაინტერესებული. 63 00:02:46,650 --> 00:02:49,180 მე მინდა მათი დალაგება შემეძლოს. 64 00:02:49,180 --> 00:02:51,000 მინდა მესმოდეს ისინი. 65 00:02:51,000 --> 00:02:54,610 მინდა ბოლომდე ჩავწვდე ყველაფერს, რაც ვიცი რომ მნიშვნელოვანია 66 00:02:54,700 --> 00:02:57,300 და გავშიფრო ისინი ყველას დასანახად. 67 00:02:57,300 --> 00:03:00,000 გადავწყვიტე კავშირებით დამეწყო. 68 00:03:00,000 --> 00:03:03,300 იმ დროს, როცა ხარ სოციალური მუშაკი 10 წლიანი გამოცდილებით, 69 00:03:03,300 --> 00:03:07,450 აცნობიერებ, რომ ურთიერთობა არის ის რის გამოც ჩვენ აქ ვართ. 70 00:03:07,660 --> 00:03:10,000 იგი ჩვენს ცხოვრებას მიზანს და მნიშვნელობას აძლევს. 71 00:03:10,000 --> 00:03:14,040 ეს ყველაფერია. არ აქვს მნიშვნელობა, გიწევს თუ არა ურთიერთობა ადამიანებთან, 72 00:03:14,040 --> 00:03:15,670 რომლებიც სოციალურ სამართლიანობაზე, 73 00:03:15,670 --> 00:03:18,480 ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ძალადობაზე და გულგრილობაზე მუშაობენ. 74 00:03:18,480 --> 00:03:20,830 ჩვენ რაც ვიცით, არის ის, რომ კავშირის ქონა, 75 00:03:20,830 --> 00:03:23,000 ურთიერთობის შეგრძნების შესაძლებლობა, 76 00:03:23,000 --> 00:03:26,220 არის ის, როგორც ვართ შექმნილი ნეურობიოლოგიურ დონეზე. 77 00:03:26,220 --> 00:03:30,810 ის რის გამოც ჩვენ აქ ვართ. მე ვაპირებ დავიწყო კავშირებზე მსჯელობით. 78 00:03:31,000 --> 00:03:35,730 წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ თქვენი უფროსი გაფასებთ. 79 00:03:35,920 --> 00:03:39,190 მან ჩამოთვალა 37 რამ, რასაც შესანიშნავად ართმევთ თავს 80 00:03:39,190 --> 00:03:41,660 და ერთი რამ რასაც ვერ... არის "ზრდის შესაძლებლობა." 81 00:03:41,660 --> 00:03:43,000 (სიცილი) 82 00:03:43,000 --> 00:03:47,410 ყველაფერი, რაზე ფიქრიც ამ სიტუაციაში შეგიძლიათ "ზრდის შესაძლებლობაა", ხომ ასეა? 83 00:03:47,410 --> 00:03:50,000 ცხადია, ჩემი საქმიანობაც ამ გზით წავიდა. 84 00:03:50,000 --> 00:03:53,000 რადგან, როდესაც ადამიანებს სიყვარულზე ეკითხებით, 85 00:03:53,000 --> 00:03:55,000 გიყვებიან, თუ როგორ ატკინეს მათ გული. 86 00:03:55,000 --> 00:03:57,060 როდესაც მიმღებლობაზე უსვამთ შეკითხვას, 87 00:03:57,060 --> 00:04:01,670 იხსენებენ ყველაზე საშინელ შემთხვევას, როცა თავი გარიყულად აგრძნობინეს, 88 00:04:01,730 --> 00:04:04,000 ხოლო როდესაც ეკითხებით ურთიერთობის შესახებ, 89 00:04:04,000 --> 00:04:07,000 ამბები რომლებსაც ყვებიან დაშორებას ეხება. 90 00:04:07,000 --> 00:04:10,000 ასე რომ, ძალიან მალე, თითქმის 6 კვირაში კვლევის დაწყებიდან, 91 00:04:10,000 --> 00:04:15,860 მე შევეჩეხე ამ უსახელო რაღაცას, რამაც მთლიანად ნათელი მოჰფინა ურთიერთობებს 92 00:04:16,000 --> 00:04:19,000 ისე როგორც მე არასოდეს მესმოდა და არასოდეს მენახა. 93 00:04:19,000 --> 00:04:21,000 ასე რომ მე შევწყვიტე კვლევა 94 00:04:21,000 --> 00:04:24,250 და ვფიქრობდი, რომ უნდა გამერკვია რა იყო ეს. 95 00:04:24,250 --> 00:04:27,000 აღმოჩნდა, რომ ეს სირცხვილის გრძნობა იყო. 96 00:04:27,000 --> 00:04:30,920 სირცხვილი იოლად გაიგება, როგორც ურთიერთობების დაკარგვის შიში: 97 00:04:31,000 --> 00:04:35,790 არის კი ჩემში რამე ისეთი, რაც სხვებმა რომ გაიგონ, ან დაინახონ, 98 00:04:36,000 --> 00:04:38,860 აღარ ვიქნები მათთან ურთიერთობის ღირსი? 99 00:04:38,860 --> 00:04:42,420 ამაზე შემიძლია შემდეგი გითხრათ: ეს უნივერსალურია. ყველა ჩვენგანს გვაქვს. 100 00:04:42,420 --> 00:04:45,210 იმ ადამიანებს, რომლებიც არ განიცდიან სირცხვილს, 101 00:04:45,210 --> 00:04:47,690 არ აქვთ ადამიანური თანაგრძნობის და ურთიერთობის უნარი. 102 00:04:47,690 --> 00:04:49,000 არავის სურს ამაზე ლაპარაკი. 103 00:04:49,000 --> 00:04:52,000 რაც ნაკლებს ლაპარაკობთ, მით მეტად განიცდით. 104 00:04:53,280 --> 00:04:57,270 საფუძველი ამ შიშისა, არის ფიქრი: "მე არ ვარ საკმარისად კარგი". 105 00:04:57,270 --> 00:04:59,910 ეს გრძნობა ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია: 106 00:04:59,910 --> 00:05:02,580 "მე არ ვარ საკმარისად ღია, არ ვარ საკმარისად გამხდარი, 107 00:05:02,580 --> 00:05:06,480 საკმარისად მდიდარი, საკმარისად ლამაზი, საკმარისად ჭკვიანი,საკმარისად წარმატებული" 108 00:05:06,480 --> 00:05:10,610 და ამ ყველაფრის საფუძველი არის დაუცველობის მტანჯველი განცდა. 109 00:05:11,000 --> 00:05:14,480 ეს აზრი კავშირის დამყარებისა, 110 00:05:14,480 --> 00:05:19,490 მოითხოვს რომ საკუთარი თავი ვაჩვენოთ, რომ დაგვინახონ ისეთი როგორებიც ვართ. 111 00:05:19,870 --> 00:05:23,200 იცით როგორ ვარ განწყობილი დაუცველობის მიმართ? მე მძულს დაუცველობა. 112 00:05:23,210 --> 00:05:27,730 ამიტომაც ვიფიქრე, ეს ჩემი შანსია გავლახო ის, ჩემი საზომი ხელსაწყოთი. 113 00:05:28,000 --> 00:05:31,000 მე ვიწყებ. მე ვაპირებ გამოვიკვლიო იგი, 114 00:05:31,000 --> 00:05:34,790 ვაპირებ მივუძღვნა ამ საქმეს მთელი წელი, სრული დეკონსტრუქცია გავუკეთო სირცხვილს. 115 00:05:34,790 --> 00:05:36,370 გავიგო როგორ მუშაობს დაუცველობა 116 00:05:36,370 --> 00:05:38,850 და ხერხით ვაჯობო მას. 117 00:05:38,850 --> 00:05:43,080 ასე რომ, მე გამოვაცხადე მზადყოფნა და ძალიან აღელვებული ვიყავი. 118 00:05:43,860 --> 00:05:47,030 ალბათ ხვდებით, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა 119 00:05:47,030 --> 00:05:48,160 (სიცილი) 120 00:05:48,560 --> 00:05:50,600 თქვენ ეს იცით. 121 00:05:50,600 --> 00:05:53,000 მე შემიძლია დაუსრულებლად გესაუბროთ სირცხვილზე, 122 00:05:53,000 --> 00:05:55,350 მაგრამ ამისთვის ყველა მომხსენებლის დრო დამჭირდება. 123 00:05:55,350 --> 00:05:58,300 მთავარს გეტყვით, იმ ძირითადს, რაზეც დადის ეს ყველაფერი. 124 00:05:58,300 --> 00:06:01,390 ეს შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, 125 00:06:01,390 --> 00:06:04,390 რომელიც ამ ათწლიანი კვლევის მანძილზე შევიძინე. 126 00:06:04,390 --> 00:06:07,550 ჩემი ერთი წელი გადაიქცა 6 წლად: 127 00:06:08,150 --> 00:06:13,000 ათასობით ისტორია, ასობით ვრცელი ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები. 128 00:06:13,000 --> 00:06:15,230 ხალხი თავად მიგზავნიდა ჟურნალის გვერდებს 129 00:06:15,230 --> 00:06:17,510 და მათ ისტორიებს. 130 00:06:17,510 --> 00:06:22,160 ათასობით მონაცემი დამიგროვდა ამ ექვსი წლის მანძილზე 131 00:06:22,210 --> 00:06:25,000 და მე ჩავებღაუჭე მათ. რაღაც დოზით გავიგე 132 00:06:25,000 --> 00:06:27,400 რა არის სირცხვილი, როგორ მუშაობს იგი. 133 00:06:27,420 --> 00:06:33,200 მე წიგნი დავწერე, გამოვაქვეყნე თეორია, მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო. 134 00:06:33,870 --> 00:06:38,230 საქმე იმაში იყო, რომ თუ მე უხეშად ავიღებდი ჩემ მიერ გამოკითხულ ადამიანებს 135 00:06:38,460 --> 00:06:43,750 და დავყოფდი მათ ადამიანებად, რომელთაც ნამდვილად აქვთ ღირსების გრძნობა.. 136 00:06:43,860 --> 00:06:46,160 აი, რაზეც ყველაფერი დაიყვანება... 137 00:06:46,160 --> 00:06:47,540 ღირსების გრძნობა... 138 00:06:47,540 --> 00:06:50,630 ასეთებს ძლიერი სიყვარულისა და მიმღებლობის გრძნობა აქვთ... 139 00:06:50,630 --> 00:06:52,900 და ადამიანებად, რომლებიც წვალობენ ამისთვის. 140 00:06:52,900 --> 00:06:56,350 რომლებსაც მუდმივად აღელვებთ არიან თუ არა საკმარისად კარგები. 141 00:06:56,350 --> 00:06:58,470 მხოლოდ ერთი ცვლადი განასხვავებდა ადამიანებს, 142 00:06:58,470 --> 00:07:01,000 რომელთაც აქვთ სიყვარულის და მიმრებლობის ძლიერი განცდა 143 00:07:01,000 --> 00:07:03,020 და ადამიანებს, რომლებიც წვალობენ ამისთვის. 144 00:07:03,020 --> 00:07:06,910 ეს იყო ის, რომ ადამიანებს რომელთაც აქვთ სიყვარულის და მიმრებლობის ძლიერი განცდა, 145 00:07:07,170 --> 00:07:10,720 სჯერათ, რომ ისინი იმსახურებენ სიყვარულს და მიღებას. 146 00:07:10,720 --> 00:07:12,000 სულ ეს არის. 147 00:07:12,000 --> 00:07:14,000 მათ სჯერათ რომ ღირსნი არიან. 148 00:07:15,020 --> 00:07:19,700 ჩემი აზრით, ჩვენი ურთიერთობების გარეშე დარჩენის მთავარი მიზეზი, 149 00:07:19,750 --> 00:07:24,000 არის ჩვენივე შიში, რომ არ ვართ ამ ურთიერთობის ღირსნი. 150 00:07:24,000 --> 00:07:26,000 ეს იყო რაღაც, რაშიც პირადად და პროფესიულად 151 00:07:26,000 --> 00:07:29,490 ვგრძნობდი რომ უკეთ გარკვევა მჭირდებოდა. 152 00:07:29,490 --> 00:07:33,690 და აი რა გავაკეთე: ავიღე ყველა ინტერვიუ, 153 00:07:33,710 --> 00:07:37,000 სადაც ღირსების გრძნობა და განცდით მცხოვრები ადამიანები ვნახე 154 00:07:37,000 --> 00:07:40,000 და მხოლოდ მათზე დავიწყე დაკვირვება. 155 00:07:40,000 --> 00:07:42,000 რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო? 156 00:07:42,000 --> 00:07:46,360 მე ცოტა საკანცელარიო ნივთების მანია მახასიათებს, თუმცა ეს სხვა თემაა. 157 00:07:47,000 --> 00:07:50,000 მაშ, მქონდა საქაღალდე და "შარპის" მარკერი 158 00:07:50,000 --> 00:07:52,570 და ვფიქრობდი, რა დამერქმია ამ კვლევისთვის. 159 00:07:52,570 --> 00:07:56,030 პირველივე სიტყვა, რაც თავში მომივიდა იყო "გულითადი". 160 00:07:56,030 --> 00:07:59,260 ისინი იყვნენ გულითადი ადამიანები, მცხოვრებნი ღირსების ღრმა განცდით. 161 00:07:59,260 --> 00:08:02,140 ამგვარად, ასეც დავაწერე საქაღალდეს 162 00:08:02,140 --> 00:08:04,000 და დავიწყე მასალების გარჩევა. 163 00:08:04,000 --> 00:08:10,720 ფაქტიურად ამ ოთხდღიანი მონაცემების ინტენსიური ანალიზით დავიწყე. 164 00:08:10,900 --> 00:08:14,000 უკან დავბრუნდი, ამოვიღე ინტერვიუები, ისტორიები, შემთხვევები. 165 00:08:14,000 --> 00:08:17,000 რა არის არსი? როგორია სტრუქტურა? 166 00:08:17,000 --> 00:08:20,000 ჩემმა მეუღლემ ბავშვებიანად ქალაქი დატოვა, 167 00:08:20,000 --> 00:08:23,150 რადგან მე ყოველთვის ვვარდები ჯეკსონ პოლოკის გიჟურ სტილში, 168 00:08:23,150 --> 00:08:27,730 როცა სულ ვწერ და მკვლევარის განწყობაზე ვარ. 169 00:08:28,000 --> 00:08:31,930 და აი რა აღმოვაჩინე: 170 00:08:32,000 --> 00:08:35,690 მათი საერთო თვისება გამბედაობა იყო. 171 00:08:36,000 --> 00:08:39,000 მინდა ერთმანეთისგან გამოვყო გამბედაობა და სიმამაცე. 172 00:08:39,000 --> 00:08:41,270 გამბედაობა - თავდაპირველი მნიშვნელობით, 173 00:08:41,270 --> 00:08:43,000 რომლითაც იგი ინგლისურ ენაში გაჩნდა, 174 00:08:43,000 --> 00:08:45,870 მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან "cor", რაც ნიშნავს - "გული" 175 00:08:45,870 --> 00:08:48,430 და თავდაპირველი განმარტებით ნიშნავდა 176 00:08:48,430 --> 00:08:51,210 გეამბა საკუთარი თავის შესახებ მთელი გულით. 177 00:08:51,210 --> 00:08:57,280 ამიტომ, ამ ადამიანებს მარტივად ჰქონდათ გამბედაობა ყოფილიყვნენ არასრულყოფილნი 178 00:08:58,000 --> 00:09:00,390 მათ ებრალებოდათ და ცდილობდნენ კეთილები ყოფილიყვნენ 179 00:09:00,390 --> 00:09:02,990 პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ სხვების მიმართ, 180 00:09:02,990 --> 00:09:06,270 რადგან როგორც ირკვევა, სხვებს ვერ შევიბრალებთ, 181 00:09:06,270 --> 00:09:09,000 თუ საკუთარ თავს ვერ მოვეპყარით კარგად. 182 00:09:09,000 --> 00:09:12,880 საბოლოოდ ისინი ახერხებდნენ ჰქონოდათ ურთიერთობა და რაშიც იყო სირთულე, 183 00:09:13,000 --> 00:09:15,070 მათი გულწრფელობიდან გამომდინარე 184 00:09:15,070 --> 00:09:18,880 ისინი მზად იყვნენ აღარ ეზრუნათ იმაზე, როგორებიც ფიქრობდნენ რომ უნდა ყოფილიყვნენ. 185 00:09:18,880 --> 00:09:22,090 სამაგიეროდ ყოფილიყვნენ ისეთები, როგორებიც ნამდვილად იყვნენ. 186 00:09:22,090 --> 00:09:27,270 რაც იძულებული ხართ გააკეთოთ, თუ გინდათ ურთიერთობა. 187 00:09:28,000 --> 00:09:30,710 კიდევ ერთი რამ, რაც მათ საერთო ჰქონდათ იყო ეს. 188 00:09:33,850 --> 00:09:38,060 დაუცველობის სრულად გათავისება. 189 00:09:40,860 --> 00:09:47,470 მათ სჯეროდათ, რომ დაუცველობა მათ ალამაზებდა. 190 00:09:50,000 --> 00:09:54,740 ისინი არც იმას ამბობდნენ, რომ დაუცველობა კომფორტული იყო 191 00:09:54,770 --> 00:09:57,000 და არც იმას, რომ ეს აუტანელი იყო, 192 00:09:57,000 --> 00:09:59,680 როგორც მანამდე სირცხვილის შესახებ ინტერვიუში მოვისმინე. 193 00:09:59,680 --> 00:10:02,970 ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ , რომ ეს აუცილებლობა იყო. 194 00:10:03,000 --> 00:10:07,870 საუბრობდნენ მზადყოფნაზე, რომ პირველებს ეთქვათ "მე შენ მიყვარხარ"... 195 00:10:08,000 --> 00:10:14,480 მზადყოფნაზე, რომ გაეკეთებინათ რამე გარანტიების გარეშე... 196 00:10:16,000 --> 00:10:19,990 მზადყოფნაზე, რომ მშვიდად დალოდებოდნენ ექიმის ზარს 197 00:10:20,000 --> 00:10:22,650 მამოგრაფიის შედეგების შესახებ. 198 00:10:23,150 --> 00:10:26,000 მზადყოფნაზე, რომ ინვესტირება მოეხდინათ ურთიერთობაში, 199 00:10:26,000 --> 00:10:29,000 რომელიც ან გამოვა, ან არა. 200 00:10:29,000 --> 00:10:32,000 ისინი თვლიდნენ, რომ ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო. 201 00:10:32,000 --> 00:10:35,000 პირადად მე ვფიქრობდი, რომ ეს ღალატი იყო. 202 00:10:35,000 --> 00:10:39,620 ვერ ვიჯერებდი, რომ კვლევას ერთგულება შევფიცე, 203 00:10:39,690 --> 00:10:42,330 სადაც ჩვენი საქმე, როგორც კვლევის განმარტება გვეუბნება, 204 00:10:42,330 --> 00:10:45,000 არის კონტროლი და პროგნოზირება. 205 00:10:45,000 --> 00:10:48,910 მოვლენის შესწავლა, სწორედ კონტროლის და პროგნოზირების მიზნით 206 00:10:49,150 --> 00:10:53,280 და ახლა ამ კონტროლის და პროგნოზირების ჩემმა მისიამ. 207 00:10:53,290 --> 00:10:56,000 აჩვენა რომ უნდა იცხოვრო დაუცველობის განცდით 208 00:10:56,000 --> 00:10:59,000 და შეწყვიტო კონტროლი და პროგნოზირება. 209 00:10:59,000 --> 00:11:02,770 ამან პატარა კრიზისში ჩამაგდო. 210 00:11:02,790 --> 00:11:05,430 (სიცილი) 211 00:11:06,000 --> 00:11:09,000 რომელიც სინამდვილეში ასე გამოიყურებოდა. 212 00:11:09,000 --> 00:11:11,000 (სიცილი) 213 00:11:11,000 --> 00:11:13,000 და ასეც იყო. 214 00:11:13,000 --> 00:11:16,870 მე ამას კრიზისს ვეძახი ჩემი ფსიქოთერაპევტი კი სულიერ გამოღვიძებას. 215 00:11:16,910 --> 00:11:19,040 სულიერი გამოღვიძება უკეთ ჟღერს, ვიდრე კრიზისი 216 00:11:19,040 --> 00:11:20,960 მაგრამ გარწმუნებთ ეს კრიზისი იყო. 217 00:11:20,960 --> 00:11:24,450 იძულებული გავხდი ჩემი მასალები გვერდით გადამედო და ფსიქოთერაპევტი მეძებნა. 218 00:11:24,450 --> 00:11:25,890 ნება მომეცით გითხრათ: 219 00:11:25,890 --> 00:11:29,070 ბევრს იგებთ საკუთარ თავზე, როცა მეგობრებს ურეკავთ და ეუბნებით: 220 00:11:29,070 --> 00:11:32,000 "ვფიქობ მიღებაზე უნდა ჩავეწერო, შეგიძლია ვინმე მირჩიო?" 221 00:11:32,000 --> 00:11:34,630 ჩემი ხუთი მეგობრის რეაქცია ასეთი იყო: 222 00:11:34,630 --> 00:11:37,420 "უუუჰ, შენს ფსიქოთერაპევტად ყოფნას არ ვისურვებდი". 223 00:11:37,420 --> 00:11:39,000 (სიცილი) 224 00:11:39,000 --> 00:11:41,250 ამაზე მე: "ეს რას ნიშნავს?" 225 00:11:41,250 --> 00:11:44,150 ისინი კი: "ხომ იცი, უბრალოდ ვიგულსხმე, 226 00:11:44,150 --> 00:11:47,050 რომ შენს საზომ ხელსაწყოს ნუ წაიღებ". 227 00:11:47,050 --> 00:11:49,000 (სიცილი) 228 00:11:51,000 --> 00:11:53,000 ასე რომ ვიპოვე ფსიქოთერაპევტი. 229 00:11:53,000 --> 00:11:56,050 ჩემ პირველ შეხვედრაზე დაიანასთან 230 00:11:56,050 --> 00:12:00,860 მოვიტანე გულითადი ადამიანების ცხოვრების სტილი და დავჯექი. 231 00:12:01,000 --> 00:12:03,000 მან მკითხა: "როგორ ხარ?" 232 00:12:03,000 --> 00:12:06,000 ვუპასუხე, რომ ძალიან კარგად, მშვენივრად. 233 00:12:06,000 --> 00:12:08,000 შემდეგ მკითხა: "რაშია საქმე?" 234 00:12:08,000 --> 00:12:11,000 ეს იყო ფსიქოთერაპევტი, რომელიც ფსიქოთერაპევტებს ნახულობს, 235 00:12:11,000 --> 00:12:15,610 ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, რადგან მათი სისულელეების დეტექტორი კარგად მუშაობს. 236 00:12:15,610 --> 00:12:18,000 (სიცილი) 237 00:12:18,000 --> 00:12:21,920 ასე რომ, მე ვუთხარი: "საქმე იმაშია, რომ მე ვწვალობ." 238 00:12:21,920 --> 00:12:24,780 "რა წვალებას გულისხმობ?" - მკითხა მან. 239 00:12:24,780 --> 00:12:27,140 მე ვუპასუხე: "დაუცველობის პრობლემა მაქვს 240 00:12:27,140 --> 00:12:31,390 და ვიცი, რომ დაუცველობა სირცხვილის, შიშის 241 00:12:31,390 --> 00:12:34,000 და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლის ბაზისია. 242 00:12:34,000 --> 00:12:39,070 თუმცა, როგორც გამოჩნდა ის ასევე სიხარულის, შემოქმედებითობის, 243 00:12:39,290 --> 00:12:42,000 მიმღებლობის და სიყვარულის საწყისია 244 00:12:42,000 --> 00:12:47,700 და ვფიქრობ პრობლემა მაქვს და დახმარება მჭირდება" 245 00:12:47,700 --> 00:12:53,630 თან დავძინე: "არანაირი საუბარი ოჯახზე და არანაირი ბავშვობისდროიდნელი ბოდვები". 246 00:12:53,630 --> 00:12:55,100 (სიცილი) 247 00:12:55,100 --> 00:12:58,140 "მე უბრალოდ რაღაც სტრატეგიები მჭირდება" 248 00:12:58,140 --> 00:13:02,000 (სიცილი) 249 00:13:02,000 --> 00:13:06,140 (აპლოდისმენტები) 250 00:13:06,140 --> 00:13:07,480 გმადლობთ 251 00:13:09,000 --> 00:13:12,000 მისი რეაქცია ასეთი იყო. 252 00:13:12,000 --> 00:13:14,000 (სიცილი) 253 00:13:14,000 --> 00:13:17,000 შემდეგ მე ვუთხარი: "ეს ცუდია. არა?" 254 00:13:17,000 --> 00:13:20,420 მან მიპასუხა: "ეს არც კარგია, არც ცუდი". 255 00:13:20,420 --> 00:13:22,000 (სიცილი) 256 00:13:22,000 --> 00:13:24,000 "ეს არის, რაც არის" 257 00:13:24,000 --> 00:13:27,250 და მე: "ო, ღმერთო ჩემო ჩავისვარეთ". 258 00:13:27,250 --> 00:13:30,000 (სიცილი) 259 00:13:30,000 --> 00:13:32,000 და ასეც მოხდა და თან არც მოხდა. 260 00:13:32,000 --> 00:13:35,000 ამას მთელი წელი დასჭირდა. 261 00:13:35,000 --> 00:13:37,000 ხომ იცით ადამიანები, 262 00:13:37,000 --> 00:13:40,470 რომლებიც როცა კი აცნობიერებენ, რომ დაუცველობა და სისათუთე მნიშვნელოვანია, 263 00:13:40,470 --> 00:13:43,000 ნებდებიან და თავით გადაეშვებიან მასში. 264 00:13:43,000 --> 00:13:45,400 ა) მე ასეთი არ ვარ. 265 00:13:45,400 --> 00:13:48,380 და ბ) მე ასეთ ადამიანებთან არც ვურთიერთობ. 266 00:13:48,380 --> 00:13:51,000 (სიცილი) 267 00:13:51,000 --> 00:13:54,000 ჩემთვის ეს ერთწლიანი ქუჩური ჩხუბი იყო. 268 00:13:54,000 --> 00:13:56,000 ნამდვილი შეჯახება. 269 00:13:56,000 --> 00:13:58,000 დაუცველობამ შემიტია, მეც შევუტიე. 270 00:13:58,000 --> 00:14:01,000 მე წავაგე ბრძოლა, 271 00:14:01,000 --> 00:14:03,190 მაგრამ ალბათ უკან დავიბრუნე ჩემი ცხოვრება. 272 00:14:03,190 --> 00:14:05,000 ამის შემდეგ მე დავუბრუნდი კვლევას 273 00:14:05,000 --> 00:14:07,000 და მომდევნო ორი წელი 274 00:14:07,000 --> 00:14:10,820 იმის ცდაში გავატარე, რომ გამეგო, რა არჩევანს აკეთებენ 275 00:14:10,820 --> 00:14:15,580 გულითადი ადამიანები და რას ვუხერხებთ დაუცველობას. 276 00:14:16,000 --> 00:14:18,790 რატომ ვებრძვით მას ასე მონდომებით? 277 00:14:18,790 --> 00:14:21,000 ვარ თუ არა მე მარტო ამ ბრძოლაში? 278 00:14:21,780 --> 00:14:23,000 არა. 279 00:14:23,000 --> 00:14:25,000 მაშ, აი რა ვისწავლე, 280 00:14:26,000 --> 00:14:29,000 ჩვენ ვახშობთ დაუცველობას, 281 00:14:29,000 --> 00:14:30,890 როცა ზარს ველოდებით. 282 00:14:30,890 --> 00:14:33,940 სახალისო იყო, როცა მე დავგზავნე ტვიტერისა და ფეისბუქის მეშვეობით 283 00:14:33,940 --> 00:14:35,940 კითხვა: "როგორ განმარტავთ დაუცველობას? 284 00:14:35,940 --> 00:14:37,510 რა გაგრძნობინებთ თავს დაუცველად?" 285 00:14:37,510 --> 00:14:40,260 თითქმის საათნახევარში მე მქონდა 150 პასუხი, 286 00:14:40,260 --> 00:14:44,230 რადგან მინდოდა გამეგო რაშია საქმე. 287 00:14:44,230 --> 00:14:49,710 "როცა იძულებული ვარ ახალშეუღლებულ ქმარს ვთხოვო დახმარება რადგან ავად ვარ"; 288 00:14:49,980 --> 00:14:52,230 "სექსის წამოწყებისას ქმართან"; 289 00:14:52,230 --> 00:14:54,420 "სექსის წამოწყებისას ცოლთან"; 290 00:14:54,420 --> 00:14:57,740 "უარის მიღებისას"; "როცა ვთხოვ პაემანზე მოვიდეს"; 291 00:14:57,740 --> 00:15:01,100 "როცა ველოდები ექიმის ზარს"; "როდესაც სამსახურიდან მათავისუფლებენ"; 292 00:15:01,100 --> 00:15:03,430 "როდესაც იძულებული ვარ სამსახურიდან გავათავისუფლო" 293 00:15:03,430 --> 00:15:05,620 ეს არის მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ. 294 00:15:05,620 --> 00:15:07,630 ჩვენ დაუცველ მსოფლიოში ვცხოვრობთ. 295 00:15:07,630 --> 00:15:11,710 ერთ-ერთი გზა, რითიც ამას ვუმკლავდებით დაუცველობის ჩახშობაა 296 00:15:11,930 --> 00:15:13,700 ვფიქრობ არსებობს ამის მტკიცებულება 297 00:15:13,700 --> 00:15:16,120 და ეს არაა ერთადერთი მტკიცებულება, 298 00:15:16,120 --> 00:15:18,860 მაგრამ ვფიქრობ უდიდესი ფაქტორია, 299 00:15:18,860 --> 00:15:22,000 რომ ჩვენ ვართ ყველაზე ვალებში ჩაფლული, 300 00:15:22,860 --> 00:15:25,320 ჭარბწონიანი, 301 00:15:25,320 --> 00:15:30,940 დამოკიდებული და წამლებზე შემჯდარი ზრდასრული მოსახლეობა აშშ-ს ისტორიაში. 302 00:15:33,000 --> 00:15:36,000 პრობლემა, როგორც კვლევამ მიჩვენა, 303 00:15:36,000 --> 00:15:39,380 არის რომ შეუძლებელია ემოციების შერჩევითი ჩახშობა. 304 00:15:40,000 --> 00:15:42,760 ვერ იტყვით აქ ცუდი რამეებია. 305 00:15:42,760 --> 00:15:45,130 აქ დაუცველობაა, აქ მწუხარებაა, აქ სირცხვილია, 306 00:15:45,130 --> 00:15:47,000 აქ შიშია, აქ იმედგაცრუებაა. 307 00:15:47,000 --> 00:15:49,000 არ მინდა ეს ყველაფერი ვიგრძნო. 308 00:15:49,000 --> 00:15:52,680 ორიოდე კათხა ლუდს დავლევ და ბანანის თხილიან მაფინს დავაყოლებ. 309 00:15:52,680 --> 00:15:54,360 (სიცილი) 310 00:15:54,730 --> 00:15:56,200 არ მინდა ეს ყველაფერი ვიგრძნო. 311 00:15:56,200 --> 00:15:58,250 ჩემთვის ნაცნობია ეს გამგებიანი სიცილი, 312 00:15:58,250 --> 00:16:01,210 ჩემი სამუშაო თქვენს ცხოვრებაში შეჭრაა. 313 00:16:01,210 --> 00:16:03,000 მე ეს ვიცი. ღმერთო ჩემო! 314 00:16:03,000 --> 00:16:05,000 (სიცილი) 315 00:16:05,000 --> 00:16:08,000 თქვენ ვერ ჩაახშობთ ამ მტკივნეულ განცდებს, 316 00:16:08,000 --> 00:16:11,050 სხვა გავლენების, სხვა ემოციების ჩახშობის გარეშე. 317 00:16:11,050 --> 00:16:12,880 ვერ შეძლებთ ეს შერჩევითად გააკეთოთ. 318 00:16:12,880 --> 00:16:15,000 ანუ როდესაც მათ ვახშობთ, 319 00:16:15,000 --> 00:16:17,000 ჩვენ ვახშობთ სიხარულს, 320 00:16:17,000 --> 00:16:19,000 ჩვენ ვახშობთ მადლიერებას, 321 00:16:19,000 --> 00:16:21,100 ჩვენ ვახშობთ ბედნიერებას. 322 00:16:21,750 --> 00:16:25,210 ამის შემდეგ, ჩვენ ცუდად ვართ და ვიწყებთ მიზნის 323 00:16:25,210 --> 00:16:28,000 და მნიშვნელობის ძებნას და თავს დაუცველად ვგრძნობთ. 324 00:16:28,000 --> 00:16:31,030 მაშინ კი თან გვაქვს კათხა ლუდი და ბანანის თხილიანი მაფინი. 325 00:16:31,030 --> 00:16:34,000 და ეს საშიში ციკლი იქმნება. 326 00:16:35,630 --> 00:16:39,260 ერთი რამ, რაზეც ჩემი აზრით უნდა დავფიქრდეთ, 327 00:16:39,260 --> 00:16:41,550 არის თუ რატომ და როგორ ვახშობთ ემოციებს. 328 00:16:41,550 --> 00:16:44,210 ეს უბრალო მიდრეკილება არ უნდა იყოს. 329 00:16:44,850 --> 00:16:49,380 კიდევ რასაც ვაკეთებთ ხოლმე, არის, განუსაზღვრელ რამეებს ვსაზღვრავთ. 330 00:16:49,890 --> 00:16:54,650 რელიგია რწმენიდან და იდუმალებიდან ზუსტ განსზღვრებამდე მივიდა. 331 00:16:55,000 --> 00:16:57,820 "მე მართალი ვარ, შენ - ცდები. მოკეტე" 332 00:16:58,620 --> 00:17:00,000 აი ასე. 333 00:17:00,830 --> 00:17:02,000 სრულიად დარწმუნებით. 334 00:17:02,630 --> 00:17:04,000 რაც მეტად გვეშინია, 335 00:17:04,000 --> 00:17:06,530 მით მეტად დაუცველები ვართ და მეტად შეშინებულებიც. 336 00:17:06,530 --> 00:17:08,580 დღევანდელი პოლიტიკაც ამას ჰგავს. 337 00:17:08,580 --> 00:17:10,540 მასში არ არის მსჯელობა. 338 00:17:10,540 --> 00:17:12,000 არ არის დიალოგი. 339 00:17:12,000 --> 00:17:14,000 აქ მხოლოდ ბრალს დებენ. 340 00:17:14,000 --> 00:17:17,000 იცით კვლევაში ბრალის დადება როგორ არის აღწერილი? 341 00:17:17,000 --> 00:17:20,100 ტკივილის და დისკომფორტისგან დაცლის საშუალება. 342 00:17:21,110 --> 00:17:22,930 ჩვენ სრულყოფილებისკენ ვიღწვით. 343 00:17:22,930 --> 00:17:26,160 თუკი არის ვინმე, ვისაც სურს მისი ცხოვრება ასეთი იყოს, ეს მე ვარ, 344 00:17:26,160 --> 00:17:27,980 მაგრამ ეს არ მუშაობს. 345 00:17:27,980 --> 00:17:31,440 რადგან რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის, რომ ვიღებთ ცხიმს ჩვენი დუნდულებიდან 346 00:17:31,440 --> 00:17:33,330 და ვუშვებთ მას ლოყებში. 347 00:17:33,330 --> 00:17:35,000 (სიცილი) 348 00:17:35,670 --> 00:17:39,650 იმედი მაქვს100 წლის მერე ადამიანები უკან მოიხედავენ და იტყვიან "ვაუ" 349 00:17:39,780 --> 00:17:41,000 (სიცილი) 350 00:17:41,010 --> 00:17:44,690 და ჩვენ ვაიდეალებთ, რაც ყველაზე საშიშია, ჩვენს შვილებს. 351 00:17:44,700 --> 00:17:47,580 ნება მომეცით გითხრათ, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ შვილებზე. 352 00:17:47,580 --> 00:17:50,280 ისინი უკვე მომართულნი არიან საბრძოლველად, როცა ჩნდებიან 353 00:17:50,280 --> 00:17:52,990 და როდესაც ეს სრულყოფილი პატარა არსებები ხელში გვიჭირავს, 354 00:17:52,990 --> 00:17:55,490 ჩვენ არ უნდა ვუთხრათ: "შეხედეთ მას, ის სრულყოფილია. 355 00:17:55,490 --> 00:17:58,170 მე უნდა შევინარჩუნო ის სრულყოფილად, მე უნდა უზრუნველვყო, 356 00:17:58,170 --> 00:18:01,450 რომ ის ტენისის გუნდში იყოს მეხუთე კლასში და მეშვიდეში იელში ჩააბაროს." 357 00:18:01,450 --> 00:18:04,770 ეს არ არის რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ჩვენი საქმეა შევხედოთ და ვუთხრათ: 358 00:18:04,770 --> 00:18:07,530 "იცი? შენ არ ხარ სრულყოფილი, შენ მომართული ხარ ბრძოლისთვის, 359 00:18:07,530 --> 00:18:10,090 მაგრამ იმსახურებ სიყვარულს და მიმღებლობას" 360 00:18:10,090 --> 00:18:11,270 ეს არის ჩვენი საქმე. 361 00:18:11,270 --> 00:18:13,000 მაჩვენეთ თაობა, რომელიც ასე აღიზარდა 362 00:18:13,000 --> 00:18:15,820 და ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს, რომელთაც დღეს ვხედავთ. 363 00:18:15,820 --> 00:18:22,410 ჩვენ თავს ვიტყუებთ, თითქოს ჩვენი საქციელი გავლენას არ ახდენდეს სხვებზე. 364 00:18:22,620 --> 00:18:25,060 ჩვენ ასე ვიქცევით პირად ცხოვრებაში. 365 00:18:25,060 --> 00:18:27,550 ჩვენ საზოგადოდაც ასე ვიქცევით, 366 00:18:27,550 --> 00:18:32,420 იქნება ეს ფინანსური კოლაფსი, ნავთობის დაღვრა, თუ შეკვეთის გაუქმება. 367 00:18:32,420 --> 00:18:36,050 ჩვენ თავს ვიტყუებთ, რომ ჩვენს საქციელს დიდი გავლენა არ აქვს სხვა ადამიანებზე. 368 00:18:36,050 --> 00:18:39,520 მე ვეტყოდი კომპანიებს - ხალხო, ეს არ არის ჩვენი პირველი როდეო 369 00:18:39,600 --> 00:18:43,860 ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ გულწრფელები და ნამდვილები იყოთ და თქვათ: 370 00:18:44,000 --> 00:18:48,740 "ჩვენ ვწუხვართ. ჩვენ ამას გამოვასწორებთ" 371 00:18:50,000 --> 00:18:52,330 მაგრამ არის კიდევ სხვა გზა და ამით დავასრულებ. 372 00:18:52,330 --> 00:18:54,000 აი რა აღმოვაჩინე: 373 00:18:54,000 --> 00:19:00,320 გავხადოთ საკუთარი თავი ხილული, სიღრმემდე ხილული, დაუცველად ხილული... 374 00:19:00,320 --> 00:19:05,630 რომ გვიყვარდეს მთელი გულით, რომც არ იყოს გარანტია 375 00:19:05,630 --> 00:19:07,720 და ეს ძალიან ძნელია 376 00:19:07,720 --> 00:19:11,900 როგორც მშობელი გეტყვით, რომ ეს აუტანლად რთულია. 377 00:19:13,030 --> 00:19:17,510 გამოვხატო მადლიერება და სიხარული იმ საშიშ წუთებში, 378 00:19:17,510 --> 00:19:20,130 როდესაც ჩვენ ვეჭვობთ: "შეიძლება ასე ძლიერ მიყვარდე?" 379 00:19:20,130 --> 00:19:22,080 "შეიძლება მჯეროდეს ამის ასე მგზნებარედ?" 380 00:19:22,080 --> 00:19:24,000 "შემიძლია ვიყო ასეთი განრისხებული?" 381 00:19:24,000 --> 00:19:27,360 უბრალოდ შეგეძლოს გაჩერდე და მოსალოდნელ შედეგებზე განცდის ნაცვლად 382 00:19:27,360 --> 00:19:29,380 თქვა: "მე მადლიერი ვარ, 383 00:19:29,380 --> 00:19:33,010 რადგან ეს დაუცველობა მაგრძნობინებს, რომ მე ცოცხალი ვარ." 384 00:19:33,010 --> 00:19:36,000 და ბოლოს, ჩემი აზრით ყველზე მნიშვნელოვანია ვირწმუნოთ, 385 00:19:36,000 --> 00:19:39,000 რომ საკმარისად კარგები ვართ. 386 00:19:39,000 --> 00:19:44,430 რადგან, როდესაც ვმოქმდებთ იმის რწმენით, რომ "საკმარისად კარგი ვარ", 387 00:19:45,000 --> 00:19:48,990 ვწყვეტთ ყვირილს და ვიწყებთ მოსმენას. 388 00:19:49,000 --> 00:19:51,000 ვართ უფრო კეთილები და ზრდილობიანები 389 00:19:51,000 --> 00:19:54,000 ჩვენ გარშემომყოფების და საკუთარი თავების მიმართ. 390 00:19:54,000 --> 00:19:56,870 სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა. გმადლობთ 391 00:19:56,930 --> 00:19:59,000 (აპლოდისმენტები)