0:00:01.040,0:00:02.680 მაშ ასე, ამით დავიწყებ: 0:00:02.680,0:00:05.300 რამდენიმე წლის წინ,[br]ივენთების ორგანიზატორმა დამირეკა, 0:00:05.300,0:00:07.140 რადგან სიტყვით გამოვსლას ვაპირებდი. 0:00:07.140,0:00:08.620 დამირეკა და მითხრა: 0:00:08.620,0:00:11.910 "ვერ შევჯერდი,[br]როგორ დავწერო შენ შესახებ ფლაერზე." 0:00:11.960,0:00:13.980 გამიკვირდა: "რა არის აქ საფიქრალი?!" 0:00:13.980,0:00:18.210 მან კი მიპასუხა: "მე ვნახე შენი გამოსვლა[br]და ვფიქრობ გიწოდო მკვლევარი, 0:00:18.210,0:00:21.580 მაგრამ ვშიშობ, თუ მკვლევარად მოგიხსენიებ[br]არავინ მოვა შენს მოსასმენად, 0:00:21.580,0:00:24.970 რადგან იფიქრებენ, რომ მოსაწყენი [br]და შეუფერებელი ხარ ამ ღონისძიებისთვის." 0:00:24.980,0:00:25.780 (სიცილი) 0:00:25.780,0:00:27.170 მე ვუთხარი: "აჰა...კარგი..." 0:00:27.170,0:00:29.660 მან მითხრა: "მაგრამ რაც მე მომწონს[br]შენს საუბარში, 0:00:29.660,0:00:31.420 არის ის რომ შენ ხარ მთხრობელი. 0:00:31.420,0:00:33.790 ასე რომ წარგადგენ როგორც მთხრობელს" 0:00:33.790,0:00:37.460 რა თქმა უნდა, ჩემი აკადემიური,[br]არათვითდაჯერებული ნაწილი შეშფოთდა: 0:00:37.460,0:00:39.690 "შენ აპირებ წარმადგინო როგორც ვინ?" 0:00:39.690,0:00:42.780 მან მიპასუხა: "როგორც მთხრობელი." 0:00:42.780,0:00:45.950 პასუხად მე:[br]"თუ ასეა, ჯადოსნური ელფი რატომ არა?!" 0:00:45.950,0:00:47.390 (სიცილი) 0:00:47.390,0:00:50.900 ჩემი რეაქცია იყო: "მოიცა, ცოტა დავფიქრდე." 0:00:50.900,0:00:53.790 შევეცადე მთელი ჩემი სიმამაცე მომეკრიბა. 0:00:53.790,0:00:56.680 გავიაზრე, რომ მე ვარ მთხრობელი. 0:00:56.680,0:00:59.160 მე თვისებრივი მკვლევარი ვარ.[br]მე ისტორიებს ვაგროვებ. 0:00:59.180,0:01:01.000 ეს არის, რასაც მე ვაკეთებ. 0:01:01.000,0:01:04.090 შეიძლება ეს ისტორიებიც მხოლოდ მონაცემებია,[br]რომელთაც სული შთაბერეს, 0:01:04.090,0:01:06.370 იქნებ მე მართლა მხოლოდ მთხრობელი ვარ." 0:01:06.370,0:01:08.360 ამიტომ ასე ვუთხარი: "მოდი ასე მოვიქცეთ, 0:01:08.360,0:01:11.000 უბრალოდ თქვი,[br]რომ მე მკვლევარ-მთხრობელი ვარ." 0:01:11.000,0:01:14.330 მას გაეცინა:[br]"ჰა ჰა. ასეთი რამ ხომ არ არსებობს." 0:01:14.330,0:01:15.790 (სიცილი) 0:01:15.790,0:01:19.670 ასე რომ, მე მკვლევარ-მთხრობელი ვარ[br]და დღეს მინდა მოგითხროთ 0:01:19.700,0:01:22.000 მზარდი აღქმის შესახებ. 0:01:22.000,0:01:26.030 მინდა მოგიყვეთ ისტორიები[br]კვლევის პროცესის შესახებ, 0:01:26.030,0:01:30.000 რომლებმაც ფუნდამენტურად გააფართოვეს[br]ჩემი აღქმის თვალსაწიერი 0:01:30.000,0:01:33.000 და შეცვალეს წესი, რომლითაც მე ვცხოვრობ[br]და მიყვარს 0:01:33.000,0:01:35.000 და ვმუშაობ და შვილებს ვზრდი. 0:01:35.000,0:01:37.100 ეს არის ის, საიდანაც ჩემი ისტორია იწყება. 0:01:37.100,0:01:40.530 როდესაც ახალგაზრდა მკვლევარი ვიყავი,[br]დოქტურანტურაზე სწავლის პირველ წელს, 0:01:40.530,0:01:43.840 მე მყავდა კვლევის პროფესორი,[br]რომელმაც გვითხრა: 0:01:43.840,0:01:48.240 "რასაც ვერ ზომავთ, ის არ არსებობს." 0:01:49.400,0:01:52.350 ვიფიქრე უბრალოდ მეარშიყებოდა. 0:01:52.350,0:01:55.000 "ნამდვილად?" ვკითხე მე.[br]"რა თქმა უნდა!" დამიდასტურა მან. 0:01:55.000,0:01:57.870 წარმოიდგინეთ, მე უკვე მაქვს 0:01:57.870,0:02:00.550 ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები[br]სოციალურ მეცნიერებებში, 0:02:00.550,0:02:02.650 და ვმუშაობ დოქტორის ხარისხის მისაღებად 0:02:02.650,0:02:04.900 ასე რომ, მთელი ჩემი[br]აკადემიური კარიერის მანძილზე 0:02:04.900,0:02:07.120 გარემოცული ვარ ადამიანებით,[br]რომლებიც ფიქრობენ: 0:02:07.120,0:02:09.630 "ცხოვრება უწესრიგობაა, გიყვარდეს იგი." 0:02:09.640,0:02:12.000 მე კი უფრო ვფიქრობ: [br]"ცხოვრება უწესრიგობაა 0:02:12.000,0:02:14.300 დაასუფთავე, 0:02:14.300,0:02:17.000 დაალაგე იგი და მოათავსე კონტეინერში." 0:02:17.000,0:02:19.000 (სიცილი) 0:02:19.000,0:02:22.000 ასე რომ, ვფიქრობ ნაპოვნი მქონდა ჩემი გზა, 0:02:22.000,0:02:25.000 საქმე, რომელიც მთლიანად მომიცავდა. 0:02:25.000,0:02:28.000 სოციალური სფეროს ერთ-ერთი[br]ცნობილი გამონათქვემი ამბობს: 0:02:28.000,0:02:31.000 "თავით გადაეშვი[br]შენი სამუშაოს უსიამოვნებებში." 0:02:31.000,0:02:34.000 მე ასე ვიყავი განწყობილი:[br]"თავში ჩაუკაკუნე უსიამოვნებებს, 0:02:34.000,0:02:36.480 თავიდან მოიშორე ისინი[br]და ყველაფერი ხუთიანზე იქნება." 0:02:36.480,0:02:39.000 ეს იყო ჩემი მანტრა.[br] 0:02:39.000,0:02:41.000 მე სავსე ვიყავი ენთუზიაზმით 0:02:41.000,0:02:43.750 და ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ჩემთვისაა, 0:02:43.750,0:02:46.650 რადგან მე ზუსტად ასეთი[br]უწესრიგობებით ვარ დაინტერესებული. 0:02:46.650,0:02:49.180 მე მინდა მათი დალაგება შემეძლოს. 0:02:49.180,0:02:51.000 მინდა მესმოდეს ისინი. 0:02:51.000,0:02:54.610 მინდა ბოლომდე ჩავწვდე ყველაფერს,[br]რაც ვიცი რომ მნიშვნელოვანია 0:02:54.700,0:02:57.300 და გავშიფრო ისინი ყველას დასანახად. 0:02:57.300,0:03:00.000 გადავწყვიტე კავშირებით დამეწყო. 0:03:00.000,0:03:03.300 იმ დროს, როცა ხარ სოციალური მუშაკი[br]10 წლიანი გამოცდილებით, 0:03:03.300,0:03:07.450 აცნობიერებ, რომ ურთიერთობა არის ის[br]რის გამოც ჩვენ აქ ვართ. 0:03:07.660,0:03:10.000 იგი ჩვენს ცხოვრებას[br]მიზანს და მნიშვნელობას აძლევს. 0:03:10.000,0:03:14.040 ეს ყველაფერია. არ აქვს მნიშვნელობა,[br]გიწევს თუ არა ურთიერთობა ადამიანებთან, 0:03:14.040,0:03:15.670 რომლებიც სოციალურ სამართლიანობაზე, 0:03:15.670,0:03:18.480 ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,[br]ძალადობაზე და გულგრილობაზე მუშაობენ. 0:03:18.480,0:03:20.830 ჩვენ რაც ვიცით, არის ის,[br]რომ კავშირის ქონა, 0:03:20.830,0:03:23.000 ურთიერთობის შეგრძნების შესაძლებლობა, 0:03:23.000,0:03:26.220 არის ის, როგორც ვართ შექმნილი[br]ნეურობიოლოგიურ დონეზე. 0:03:26.220,0:03:30.810 ის რის გამოც ჩვენ აქ ვართ.[br]მე ვაპირებ დავიწყო კავშირებზე მსჯელობით. 0:03:31.000,0:03:35.730 წარმოიდგინეთ სიტუაცია,[br]რომ თქვენი უფროსი გაფასებთ. 0:03:35.920,0:03:39.190 მან ჩამოთვალა 37 რამ,[br]რასაც შესანიშნავად ართმევთ თავს 0:03:39.190,0:03:41.660 და ერთი რამ რასაც ვერ...[br]არის "ზრდის შესაძლებლობა." 0:03:41.660,0:03:43.000 (სიცილი) 0:03:43.000,0:03:47.410 ყველაფერი, რაზე ფიქრიც ამ სიტუაციაში[br]შეგიძლიათ "ზრდის შესაძლებლობაა", ხომ ასეა? 0:03:47.410,0:03:50.000 ცხადია, ჩემი საქმიანობაც ამ გზით წავიდა. 0:03:50.000,0:03:53.000 რადგან, როდესაც ადამიანებს[br]სიყვარულზე ეკითხებით, 0:03:53.000,0:03:55.000 გიყვებიან, თუ როგორ ატკინეს მათ გული. 0:03:55.000,0:03:57.060 როდესაც მიმღებლობაზე უსვამთ შეკითხვას, 0:03:57.060,0:04:01.670 იხსენებენ ყველაზე საშინელ შემთხვევას,[br]როცა თავი გარიყულად აგრძნობინეს, 0:04:01.730,0:04:04.000 ხოლო როდესაც ეკითხებით[br]ურთიერთობის შესახებ, 0:04:04.000,0:04:07.000 ამბები რომლებსაც ყვებიან[br]დაშორებას ეხება. 0:04:07.000,0:04:10.000 ასე რომ, ძალიან მალე,[br]თითქმის 6 კვირაში კვლევის დაწყებიდან, 0:04:10.000,0:04:15.860 მე შევეჩეხე ამ უსახელო რაღაცას,[br]რამაც მთლიანად ნათელი მოჰფინა ურთიერთობებს 0:04:16.000,0:04:19.000 ისე როგორც მე არასოდეს მესმოდა[br]და არასოდეს მენახა. 0:04:19.000,0:04:21.000 ასე რომ მე შევწყვიტე კვლევა 0:04:21.000,0:04:24.250 და ვფიქრობდი,[br]რომ უნდა გამერკვია რა იყო ეს. 0:04:24.250,0:04:27.000 აღმოჩნდა, რომ ეს სირცხვილის გრძნობა იყო. 0:04:27.000,0:04:30.920 სირცხვილი იოლად გაიგება,[br]როგორც ურთიერთობების დაკარგვის შიში: 0:04:31.000,0:04:35.790 არის კი ჩემში რამე ისეთი,[br]რაც სხვებმა რომ გაიგონ, ან დაინახონ, 0:04:36.000,0:04:38.860 აღარ ვიქნები მათთან ურთიერთობის ღირსი? 0:04:38.860,0:04:42.420 ამაზე შემიძლია შემდეგი გითხრათ:[br]ეს უნივერსალურია. ყველა ჩვენგანს გვაქვს. 0:04:42.420,0:04:45.210 იმ ადამიანებს,[br]რომლებიც არ განიცდიან სირცხვილს, 0:04:45.210,0:04:47.690 არ აქვთ ადამიანური თანაგრძნობის[br]და ურთიერთობის უნარი. 0:04:47.690,0:04:49.000 არავის სურს ამაზე ლაპარაკი. 0:04:49.000,0:04:52.000 რაც ნაკლებს ლაპარაკობთ,[br]მით მეტად განიცდით. 0:04:53.280,0:04:57.270 საფუძველი ამ შიშისა, არის ფიქრი:[br]"მე არ ვარ საკმარისად კარგი". 0:04:57.270,0:04:59.910 ეს გრძნობა ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია: 0:04:59.910,0:05:02.580 "მე არ ვარ საკმარისად ღია,[br]არ ვარ საკმარისად გამხდარი, 0:05:02.580,0:05:06.480 საკმარისად მდიდარი, საკმარისად ლამაზი,[br]საკმარისად ჭკვიანი,საკმარისად წარმატებული" 0:05:06.480,0:05:10.610 და ამ ყველაფრის საფუძველი არის[br]დაუცველობის მტანჯველი განცდა. 0:05:11.000,0:05:14.480 ეს აზრი კავშირის დამყარებისა, 0:05:14.480,0:05:19.490 მოითხოვს რომ საკუთარი თავი ვაჩვენოთ,[br]რომ დაგვინახონ ისეთი როგორებიც ვართ. 0:05:19.870,0:05:23.200 იცით როგორ ვარ განწყობილი[br]დაუცველობის მიმართ? მე მძულს დაუცველობა. 0:05:23.210,0:05:27.730 ამიტომაც ვიფიქრე, ეს ჩემი შანსია[br]გავლახო ის, ჩემი საზომი ხელსაწყოთი. 0:05:28.000,0:05:31.000 მე ვიწყებ. მე ვაპირებ გამოვიკვლიო იგი, 0:05:31.000,0:05:34.790 ვაპირებ მივუძღვნა ამ საქმეს მთელი წელი,[br]სრული დეკონსტრუქცია გავუკეთო სირცხვილს. 0:05:34.790,0:05:36.370 გავიგო როგორ მუშაობს დაუცველობა 0:05:36.370,0:05:38.850 და ხერხით ვაჯობო მას. 0:05:38.850,0:05:43.080 ასე რომ, მე გამოვაცხადე მზადყოფნა[br]და ძალიან აღელვებული ვიყავი. 0:05:43.860,0:05:47.030 ალბათ ხვდებით,[br]რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა 0:05:47.030,0:05:48.160 (სიცილი) 0:05:48.560,0:05:50.600 თქვენ ეს იცით. 0:05:50.600,0:05:53.000 მე შემიძლია[br]დაუსრულებლად გესაუბროთ სირცხვილზე, 0:05:53.000,0:05:55.350 მაგრამ ამისთვის ყველა მომხსენებლის[br]დრო დამჭირდება. 0:05:55.350,0:05:58.300 მთავარს გეტყვით, იმ ძირითადს,[br]რაზეც დადის ეს ყველაფერი. 0:05:58.300,0:06:01.390 ეს შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, 0:06:01.390,0:06:04.390 რომელიც ამ ათწლიანი კვლევის მანძილზე[br]შევიძინე. 0:06:04.390,0:06:07.550 ჩემი ერთი წელი გადაიქცა 6 წლად: 0:06:08.150,0:06:13.000 ათასობით ისტორია,[br]ასობით ვრცელი ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები. 0:06:13.000,0:06:15.230 ხალხი თავად მიგზავნიდა ჟურნალის გვერდებს 0:06:15.230,0:06:17.510 და მათ ისტორიებს. 0:06:17.510,0:06:22.160 ათასობით მონაცემი დამიგროვდა[br]ამ ექვსი წლის მანძილზე 0:06:22.210,0:06:25.000 და მე ჩავებღაუჭე მათ. რაღაც დოზით გავიგე 0:06:25.000,0:06:27.400 რა არის სირცხვილი, როგორ მუშაობს იგი. 0:06:27.420,0:06:33.200 მე წიგნი დავწერე, გამოვაქვეყნე თეორია,[br]მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო. 0:06:33.870,0:06:38.230 საქმე იმაში იყო, რომ თუ მე უხეშად[br]ავიღებდი ჩემ მიერ გამოკითხულ ადამიანებს 0:06:38.460,0:06:43.750 და დავყოფდი მათ ადამიანებად,[br]რომელთაც ნამდვილად აქვთ ღირსების გრძნობა.. 0:06:43.860,0:06:46.160 [br]აი, რაზეც ყველაფერი დაიყვანება... 0:06:46.160,0:06:47.540 ღირსების გრძნობა... 0:06:47.540,0:06:50.630 ასეთებს ძლიერი[br]სიყვარულისა და მიმღებლობის გრძნობა აქვთ... 0:06:50.630,0:06:52.900 და ადამიანებად,[br]რომლებიც წვალობენ ამისთვის. 0:06:52.900,0:06:56.350 რომლებსაც მუდმივად აღელვებთ[br]არიან თუ არა საკმარისად კარგები. 0:06:56.350,0:06:58.470 მხოლოდ ერთი ცვლადი განასხვავებდა[br]ადამიანებს, 0:06:58.470,0:07:01.000 რომელთაც აქვთ სიყვარულის[br]და მიმრებლობის ძლიერი განცდა 0:07:01.000,0:07:03.020 და ადამიანებს, რომლებიც წვალობენ ამისთვის. 0:07:03.020,0:07:06.910 ეს იყო ის, რომ ადამიანებს რომელთაც აქვთ[br]სიყვარულის და მიმრებლობის ძლიერი განცდა, 0:07:07.170,0:07:10.720 სჯერათ, რომ ისინი იმსახურებენ[br]სიყვარულს და მიღებას. 0:07:10.720,0:07:12.000 სულ ეს არის. 0:07:12.000,0:07:14.000 მათ სჯერათ რომ ღირსნი არიან. 0:07:15.020,0:07:19.700 ჩემი აზრით, ჩვენი ურთიერთობების გარეშე[br]დარჩენის მთავარი მიზეზი, 0:07:19.750,0:07:24.000 არის ჩვენივე შიში, რომ არ ვართ [br]ამ ურთიერთობის ღირსნი. 0:07:24.000,0:07:26.000 ეს იყო რაღაც, რაშიც პირადად[br]და პროფესიულად 0:07:26.000,0:07:29.490 ვგრძნობდი რომ უკეთ გარკვევა მჭირდებოდა. 0:07:29.490,0:07:33.690 და აი რა გავაკეთე:[br]ავიღე ყველა ინტერვიუ, 0:07:33.710,0:07:37.000 სადაც ღირსების გრძნობა[br]და განცდით მცხოვრები ადამიანები ვნახე 0:07:37.000,0:07:40.000 და მხოლოდ მათზე დავიწყე დაკვირვება. 0:07:40.000,0:07:42.000 რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო? 0:07:42.000,0:07:46.360 მე ცოტა საკანცელარიო ნივთების[br]მანია მახასიათებს, თუმცა ეს სხვა თემაა. 0:07:47.000,0:07:50.000 მაშ, მქონდა საქაღალდე და[br]"შარპის" მარკერი 0:07:50.000,0:07:52.570 და ვფიქრობდი, რა დამერქმია ამ კვლევისთვის. 0:07:52.570,0:07:56.030 პირველივე სიტყვა,[br]რაც თავში მომივიდა იყო "გულითადი". 0:07:56.030,0:07:59.260 ისინი იყვნენ გულითადი ადამიანები,[br]მცხოვრებნი ღირსების ღრმა განცდით. 0:07:59.260,0:08:02.140 ამგვარად, ასეც დავაწერე საქაღალდეს 0:08:02.140,0:08:04.000 და დავიწყე მასალების გარჩევა. 0:08:04.000,0:08:10.720 ფაქტიურად ამ ოთხდღიანი[br]მონაცემების ინტენსიური ანალიზით დავიწყე. 0:08:10.900,0:08:14.000 უკან დავბრუნდი, ამოვიღე ინტერვიუები,[br]ისტორიები, შემთხვევები. 0:08:14.000,0:08:17.000 რა არის არსი? როგორია სტრუქტურა? 0:08:17.000,0:08:20.000 ჩემმა მეუღლემ ბავშვებიანად ქალაქი დატოვა, 0:08:20.000,0:08:23.150 რადგან მე ყოველთვის ვვარდები[br]ჯეკსონ პოლოკის გიჟურ სტილში, 0:08:23.150,0:08:27.730 როცა სულ ვწერ[br]და მკვლევარის განწყობაზე ვარ. 0:08:28.000,0:08:31.930 და აი რა აღმოვაჩინე: 0:08:32.000,0:08:35.690 მათი საერთო თვისება გამბედაობა იყო. 0:08:36.000,0:08:39.000 მინდა ერთმანეთისგან გამოვყო[br]გამბედაობა და სიმამაცე. 0:08:39.000,0:08:41.270 გამბედაობა - თავდაპირველი მნიშვნელობით, 0:08:41.270,0:08:43.000 რომლითაც იგი ინგლისურ ენაში გაჩნდა, 0:08:43.000,0:08:45.870 მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან "cor",[br]რაც ნიშნავს - "გული" 0:08:45.870,0:08:48.430 და თავდაპირველი განმარტებით ნიშნავდა 0:08:48.430,0:08:51.210 გეამბა საკუთარი თავის შესახებ[br]მთელი გულით. 0:08:51.210,0:08:57.280 ამიტომ, ამ ადამიანებს მარტივად ჰქონდათ [br]გამბედაობა ყოფილიყვნენ არასრულყოფილნი 0:08:58.000,0:09:00.390 მათ ებრალებოდათ[br]და ცდილობდნენ კეთილები ყოფილიყვნენ 0:09:00.390,0:09:02.990 პირველ რიგში საკუთარი თავის[br]და შემდეგ სხვების მიმართ, 0:09:02.990,0:09:06.270 რადგან როგორც ირკვევა,[br]სხვებს ვერ შევიბრალებთ, 0:09:06.270,0:09:09.000 თუ საკუთარ თავს ვერ მოვეპყარით კარგად. 0:09:09.000,0:09:12.880 საბოლოოდ ისინი ახერხებდნენ ჰქონოდათ[br]ურთიერთობა და რაშიც იყო სირთულე, 0:09:13.000,0:09:15.070 მათი გულწრფელობიდან გამომდინარე 0:09:15.070,0:09:18.880 ისინი მზად იყვნენ აღარ ეზრუნათ იმაზე,[br]როგორებიც ფიქრობდნენ რომ უნდა ყოფილიყვნენ. 0:09:18.880,0:09:22.090 სამაგიეროდ ყოფილიყვნენ ისეთები,[br]როგორებიც ნამდვილად იყვნენ. 0:09:22.090,0:09:27.270 რაც იძულებული ხართ გააკეთოთ,[br]თუ გინდათ ურთიერთობა. 0:09:28.000,0:09:30.710 კიდევ ერთი რამ,[br]რაც მათ საერთო ჰქონდათ იყო ეს. 0:09:33.850,0:09:38.060 დაუცველობის სრულად გათავისება. 0:09:40.860,0:09:47.470 მათ სჯეროდათ, რომ დაუცველობა[br]მათ ალამაზებდა. 0:09:50.000,0:09:54.740 ისინი არც იმას ამბობდნენ,[br]რომ დაუცველობა კომფორტული იყო 0:09:54.770,0:09:57.000 და არც იმას, რომ ეს აუტანელი იყო, 0:09:57.000,0:09:59.680 როგორც მანამდე[br]სირცხვილის შესახებ ინტერვიუში მოვისმინე. 0:09:59.680,0:10:02.970 ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ ,[br]რომ ეს აუცილებლობა იყო. 0:10:03.000,0:10:07.870 საუბრობდნენ მზადყოფნაზე,[br]რომ პირველებს ეთქვათ "მე შენ მიყვარხარ"... 0:10:08.000,0:10:14.480 მზადყოფნაზე, რომ გაეკეთებინათ[br]რამე გარანტიების გარეშე... 0:10:16.000,0:10:19.990 მზადყოფნაზე,[br]რომ მშვიდად დალოდებოდნენ ექიმის ზარს 0:10:20.000,0:10:22.650 მამოგრაფიის შედეგების შესახებ. 0:10:23.150,0:10:26.000 მზადყოფნაზე, რომ ინვესტირება მოეხდინათ[br]ურთიერთობაში, 0:10:26.000,0:10:29.000 რომელიც ან გამოვა, ან არა. 0:10:29.000,0:10:32.000 ისინი თვლიდნენ,[br]რომ ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო. 0:10:32.000,0:10:35.000 პირადად მე ვფიქრობდი, რომ ეს ღალატი იყო. 0:10:35.000,0:10:39.620 ვერ ვიჯერებდი,[br]რომ კვლევას ერთგულება შევფიცე, 0:10:39.690,0:10:42.330 სადაც ჩვენი საქმე,[br]როგორც კვლევის განმარტება გვეუბნება, 0:10:42.330,0:10:45.000 არის კონტროლი და პროგნოზირება.[br] 0:10:45.000,0:10:48.910 მოვლენის შესწავლა,[br]სწორედ კონტროლის და პროგნოზირების მიზნით 0:10:49.150,0:10:53.280 და ახლა ამ კონტროლის[br]და პროგნოზირების ჩემმა მისიამ. 0:10:53.290,0:10:56.000 აჩვენა რომ უნდა იცხოვრო[br]დაუცველობის განცდით 0:10:56.000,0:10:59.000 და შეწყვიტო კონტროლი და პროგნოზირება. 0:10:59.000,0:11:02.770 ამან პატარა კრიზისში ჩამაგდო. 0:11:02.790,0:11:05.430 (სიცილი) 0:11:06.000,0:11:09.000 რომელიც სინამდვილეში ასე გამოიყურებოდა. 0:11:09.000,0:11:11.000 (სიცილი) 0:11:11.000,0:11:13.000 და ასეც იყო. 0:11:13.000,0:11:16.870 მე ამას კრიზისს ვეძახი ჩემი ფსიქოთერაპევტი[br]კი სულიერ გამოღვიძებას. 0:11:16.910,0:11:19.040 სულიერი გამოღვიძება უკეთ ჟღერს,[br]ვიდრე კრიზისი 0:11:19.040,0:11:20.960 მაგრამ გარწმუნებთ ეს კრიზისი იყო. 0:11:20.960,0:11:24.450 იძულებული გავხდი ჩემი მასალები გვერდით[br]გადამედო და ფსიქოთერაპევტი მეძებნა. 0:11:24.450,0:11:25.890 ნება მომეცით გითხრათ: 0:11:25.890,0:11:29.070 ბევრს იგებთ საკუთარ თავზე,[br]როცა მეგობრებს ურეკავთ და ეუბნებით: 0:11:29.070,0:11:32.000 "ვფიქობ მიღებაზე უნდა ჩავეწერო,[br]შეგიძლია ვინმე მირჩიო?" 0:11:32.000,0:11:34.630 ჩემი ხუთი მეგობრის რეაქცია[br]ასეთი იყო: 0:11:34.630,0:11:37.420 "უუუჰ, შენს ფსიქოთერაპევტად ყოფნას[br]არ ვისურვებდი". 0:11:37.420,0:11:39.000 (სიცილი) 0:11:39.000,0:11:41.250 ამაზე მე: "ეს რას ნიშნავს?" 0:11:41.250,0:11:44.150 ისინი კი: "ხომ იცი, უბრალოდ ვიგულსხმე, 0:11:44.150,0:11:47.050 რომ შენს საზომ ხელსაწყოს ნუ წაიღებ". 0:11:47.050,0:11:49.000 (სიცილი) 0:11:51.000,0:11:53.000 ასე რომ ვიპოვე ფსიქოთერაპევტი. 0:11:53.000,0:11:56.050 ჩემ პირველ შეხვედრაზე დაიანასთან 0:11:56.050,0:12:00.860 მოვიტანე გულითადი ადამიანების[br]ცხოვრების სტილი და დავჯექი. 0:12:01.000,0:12:03.000 მან მკითხა: "როგორ ხარ?" 0:12:03.000,0:12:06.000 ვუპასუხე, რომ ძალიან კარგად, მშვენივრად. 0:12:06.000,0:12:08.000 შემდეგ მკითხა: "რაშია საქმე?" 0:12:08.000,0:12:11.000 ეს იყო ფსიქოთერაპევტი,[br]რომელიც ფსიქოთერაპევტებს ნახულობს, 0:12:11.000,0:12:15.610 ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, რადგან მათი[br]სისულელეების დეტექტორი კარგად მუშაობს. 0:12:15.610,0:12:18.000 (სიცილი) 0:12:18.000,0:12:21.920 ასე რომ, მე ვუთხარი:[br]"საქმე იმაშია, რომ მე ვწვალობ." 0:12:21.920,0:12:24.780 "რა წვალებას გულისხმობ?" - მკითხა მან. 0:12:24.780,0:12:27.140 მე ვუპასუხე: "დაუცველობის პრობლემა მაქვს 0:12:27.140,0:12:31.390 და ვიცი, რომ დაუცველობა სირცხვილის, შიშის 0:12:31.390,0:12:34.000 და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლის ბაზისია. 0:12:34.000,0:12:39.070 თუმცა, როგორც გამოჩნდა ის ასევე [br]სიხარულის, შემოქმედებითობის, 0:12:39.290,0:12:42.000 მიმღებლობის და სიყვარულის საწყისია 0:12:42.000,0:12:47.700 და ვფიქრობ პრობლემა მაქვს[br]და დახმარება მჭირდება" 0:12:47.700,0:12:53.630 თან დავძინე: "არანაირი საუბარი ოჯახზე[br]და არანაირი ბავშვობისდროიდნელი ბოდვები". 0:12:53.630,0:12:55.100 (სიცილი) 0:12:55.100,0:12:58.140 "მე უბრალოდ რაღაც სტრატეგიები მჭირდება" 0:12:58.140,0:13:02.000 (სიცილი) 0:13:02.000,0:13:06.140 (აპლოდისმენტები) 0:13:06.140,0:13:07.480 გმადლობთ 0:13:09.000,0:13:12.000 მისი რეაქცია ასეთი იყო. 0:13:12.000,0:13:14.000 (სიცილი) 0:13:14.000,0:13:17.000 შემდეგ მე ვუთხარი: "ეს ცუდია. არა?" 0:13:17.000,0:13:20.420 მან მიპასუხა: "ეს არც კარგია, არც ცუდი". 0:13:20.420,0:13:22.000 (სიცილი) 0:13:22.000,0:13:24.000 "ეს არის, რაც არის" 0:13:24.000,0:13:27.250 და მე: "ო, ღმერთო ჩემო ჩავისვარეთ". 0:13:27.250,0:13:30.000 (სიცილი) 0:13:30.000,0:13:32.000 და ასეც მოხდა და თან არც მოხდა. 0:13:32.000,0:13:35.000 ამას მთელი წელი დასჭირდა. 0:13:35.000,0:13:37.000 ხომ იცით ადამიანები, 0:13:37.000,0:13:40.470 რომლებიც როცა კი აცნობიერებენ,[br]რომ დაუცველობა და სისათუთე მნიშვნელოვანია, 0:13:40.470,0:13:43.000 ნებდებიან და თავით გადაეშვებიან მასში. 0:13:43.000,0:13:45.400 ა) მე ასეთი არ ვარ. 0:13:45.400,0:13:48.380 და ბ) მე ასეთ ადამიანებთან არც ვურთიერთობ. 0:13:48.380,0:13:51.000 (სიცილი) 0:13:51.000,0:13:54.000 ჩემთვის ეს ერთწლიანი ქუჩური ჩხუბი იყო. 0:13:54.000,0:13:56.000 ნამდვილი შეჯახება. 0:13:56.000,0:13:58.000 დაუცველობამ შემიტია, მეც შევუტიე. 0:13:58.000,0:14:01.000 მე წავაგე ბრძოლა, 0:14:01.000,0:14:03.190 მაგრამ ალბათ უკან დავიბრუნე ჩემი ცხოვრება. 0:14:03.190,0:14:05.000 ამის შემდეგ მე დავუბრუნდი კვლევას 0:14:05.000,0:14:07.000 და მომდევნო ორი წელი 0:14:07.000,0:14:10.820 იმის ცდაში გავატარე, რომ გამეგო,[br]რა არჩევანს აკეთებენ 0:14:10.820,0:14:15.580 გულითადი ადამიანები[br]და რას ვუხერხებთ დაუცველობას. 0:14:16.000,0:14:18.790 რატომ ვებრძვით მას ასე მონდომებით? 0:14:18.790,0:14:21.000 ვარ თუ არა მე მარტო ამ ბრძოლაში? 0:14:21.780,0:14:23.000 არა. 0:14:23.000,0:14:25.000 მაშ, აი რა ვისწავლე, 0:14:26.000,0:14:29.000 ჩვენ ვახშობთ დაუცველობას, 0:14:29.000,0:14:30.890 როცა ზარს ველოდებით. 0:14:30.890,0:14:33.940 სახალისო იყო, როცა მე დავგზავნე[br]ტვიტერისა და ფეისბუქის მეშვეობით 0:14:33.940,0:14:35.940 კითხვა:[br]"როგორ განმარტავთ დაუცველობას? 0:14:35.940,0:14:37.510 რა გაგრძნობინებთ თავს დაუცველად?" 0:14:37.510,0:14:40.260 თითქმის საათნახევარში[br]მე მქონდა 150 პასუხი, 0:14:40.260,0:14:44.230 რადგან მინდოდა გამეგო რაშია საქმე. 0:14:44.230,0:14:49.710 "როცა იძულებული ვარ ახალშეუღლებულ[br]ქმარს ვთხოვო დახმარება რადგან ავად ვარ"; 0:14:49.980,0:14:52.230 "სექსის წამოწყებისას ქმართან"; 0:14:52.230,0:14:54.420 "სექსის წამოწყებისას ცოლთან"; 0:14:54.420,0:14:57.740 "უარის მიღებისას";[br]"როცა ვთხოვ პაემანზე მოვიდეს"; 0:14:57.740,0:15:01.100 "როცა ველოდები ექიმის ზარს";[br]"როდესაც სამსახურიდან მათავისუფლებენ"; 0:15:01.100,0:15:03.430 "როდესაც იძულებული ვარ[br]სამსახურიდან გავათავისუფლო" 0:15:03.430,0:15:05.620 ეს არის მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ. 0:15:05.620,0:15:07.630 ჩვენ დაუცველ მსოფლიოში ვცხოვრობთ. 0:15:07.630,0:15:11.710 ერთ-ერთი გზა, რითიც ამას ვუმკლავდებით[br]დაუცველობის ჩახშობაა 0:15:11.930,0:15:13.700 ვფიქრობ არსებობს ამის მტკიცებულება 0:15:13.700,0:15:16.120 და ეს არაა ერთადერთი მტკიცებულება, 0:15:16.120,0:15:18.860 მაგრამ ვფიქრობ უდიდესი ფაქტორია, 0:15:18.860,0:15:22.000 რომ ჩვენ ვართ ყველაზე ვალებში ჩაფლული, 0:15:22.860,0:15:25.320 ჭარბწონიანი, 0:15:25.320,0:15:30.940 დამოკიდებული და წამლებზე შემჯდარი[br]ზრდასრული მოსახლეობა აშშ-ს ისტორიაში. 0:15:33.000,0:15:36.000 პრობლემა, როგორც კვლევამ მიჩვენა, 0:15:36.000,0:15:39.380 არის რომ შეუძლებელია[br]ემოციების შერჩევითი ჩახშობა. 0:15:40.000,0:15:42.760 ვერ იტყვით აქ ცუდი რამეებია. 0:15:42.760,0:15:45.130 აქ დაუცველობაა, აქ მწუხარებაა,[br]აქ სირცხვილია, 0:15:45.130,0:15:47.000 აქ შიშია, აქ იმედგაცრუებაა. 0:15:47.000,0:15:49.000 არ მინდა ეს ყველაფერი ვიგრძნო. 0:15:49.000,0:15:52.680 ორიოდე კათხა ლუდს დავლევ და[br]ბანანის თხილიან მაფინს დავაყოლებ. 0:15:52.680,0:15:54.360 (სიცილი) 0:15:54.730,0:15:56.200 არ მინდა ეს ყველაფერი ვიგრძნო. 0:15:56.200,0:15:58.250 ჩემთვის ნაცნობია ეს გამგებიანი სიცილი, 0:15:58.250,0:16:01.210 ჩემი სამუშაო თქვენს ცხოვრებაში შეჭრაა. 0:16:01.210,0:16:03.000 მე ეს ვიცი. ღმერთო ჩემო! 0:16:03.000,0:16:05.000 (სიცილი) 0:16:05.000,0:16:08.000 თქვენ ვერ ჩაახშობთ ამ მტკივნეულ განცდებს, 0:16:08.000,0:16:11.050 სხვა გავლენების, სხვა ემოციების[br]ჩახშობის გარეშე. 0:16:11.050,0:16:12.880 ვერ შეძლებთ ეს შერჩევითად გააკეთოთ. 0:16:12.880,0:16:15.000 ანუ როდესაც მათ ვახშობთ, 0:16:15.000,0:16:17.000 ჩვენ ვახშობთ სიხარულს, 0:16:17.000,0:16:19.000 ჩვენ ვახშობთ მადლიერებას, 0:16:19.000,0:16:21.100 ჩვენ ვახშობთ ბედნიერებას. 0:16:21.750,0:16:25.210 ამის შემდეგ, ჩვენ ცუდად ვართ[br]და ვიწყებთ მიზნის 0:16:25.210,0:16:28.000 და მნიშვნელობის ძებნას[br]და თავს დაუცველად ვგრძნობთ. 0:16:28.000,0:16:31.030 მაშინ კი თან გვაქვს კათხა ლუდი და[br]ბანანის თხილიანი მაფინი. 0:16:31.030,0:16:34.000 და ეს საშიში ციკლი იქმნება. 0:16:35.630,0:16:39.260 ერთი რამ,[br]რაზეც ჩემი აზრით უნდა დავფიქრდეთ, 0:16:39.260,0:16:41.550 არის თუ რატომ და როგორ ვახშობთ ემოციებს. 0:16:41.550,0:16:44.210 ეს უბრალო მიდრეკილება არ უნდა იყოს. 0:16:44.850,0:16:49.380 კიდევ რასაც ვაკეთებთ ხოლმე,[br]არის, განუსაზღვრელ რამეებს ვსაზღვრავთ. 0:16:49.890,0:16:54.650 რელიგია რწმენიდან და იდუმალებიდან[br]ზუსტ განსზღვრებამდე მივიდა. 0:16:55.000,0:16:57.820 "მე მართალი ვარ, შენ - ცდები. მოკეტე" 0:16:58.620,0:17:00.000 აი ასე. 0:17:00.830,0:17:02.000 სრულიად დარწმუნებით. 0:17:02.630,0:17:04.000 რაც მეტად გვეშინია, 0:17:04.000,0:17:06.530 მით მეტად დაუცველები ვართ და[br]მეტად შეშინებულებიც. 0:17:06.530,0:17:08.580 დღევანდელი პოლიტიკაც ამას ჰგავს. 0:17:08.580,0:17:10.540 მასში არ არის მსჯელობა. 0:17:10.540,0:17:12.000 არ არის დიალოგი. 0:17:12.000,0:17:14.000 აქ მხოლოდ ბრალს დებენ. 0:17:14.000,0:17:17.000 იცით კვლევაში ბრალის[br]დადება როგორ არის აღწერილი? 0:17:17.000,0:17:20.100 ტკივილის და დისკომფორტისგან[br]დაცლის საშუალება. 0:17:21.110,0:17:22.930 ჩვენ სრულყოფილებისკენ ვიღწვით. 0:17:22.930,0:17:26.160 თუკი არის ვინმე, ვისაც სურს[br]მისი ცხოვრება ასეთი იყოს, ეს მე ვარ, 0:17:26.160,0:17:27.980 მაგრამ ეს არ მუშაობს. 0:17:27.980,0:17:31.440 რადგან რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის,[br]რომ ვიღებთ ცხიმს ჩვენი დუნდულებიდან 0:17:31.440,0:17:33.330 და ვუშვებთ მას ლოყებში. 0:17:33.330,0:17:35.000 (სიცილი) 0:17:35.670,0:17:39.650 იმედი მაქვს100 წლის მერე ადამიანები[br]უკან მოიხედავენ და იტყვიან "ვაუ" 0:17:39.780,0:17:41.000 (სიცილი) 0:17:41.010,0:17:44.690 და ჩვენ ვაიდეალებთ,[br]რაც ყველაზე საშიშია, ჩვენს შვილებს. 0:17:44.700,0:17:47.580 ნება მომეცით გითხრათ,[br]თუ რას ვფიქრობთ ჩვენ შვილებზე. 0:17:47.580,0:17:50.280 ისინი უკვე მომართულნი არიან საბრძოლველად,[br]როცა ჩნდებიან 0:17:50.280,0:17:52.990 და როდესაც ეს სრულყოფილი პატარა არსებები[br]ხელში გვიჭირავს, 0:17:52.990,0:17:55.490 ჩვენ არ უნდა ვუთხრათ:[br]"შეხედეთ მას, ის სრულყოფილია. 0:17:55.490,0:17:58.170 მე უნდა შევინარჩუნო ის სრულყოფილად,[br]მე უნდა უზრუნველვყო, 0:17:58.170,0:18:01.450 რომ ის ტენისის გუნდში იყოს მეხუთე კლასში[br]და მეშვიდეში იელში ჩააბაროს." 0:18:01.450,0:18:04.770 ეს არ არის რასაც უნდა ვაკეთებდეთ.[br]ჩვენი საქმეა შევხედოთ და ვუთხრათ: 0:18:04.770,0:18:07.530 "იცი? შენ არ ხარ სრულყოფილი,[br]შენ მომართული ხარ ბრძოლისთვის, 0:18:07.530,0:18:10.090 მაგრამ იმსახურებ სიყვარულს და მიმღებლობას" 0:18:10.090,0:18:11.270 ეს არის ჩვენი საქმე. 0:18:11.270,0:18:13.000 მაჩვენეთ თაობა, რომელიც ასე აღიზარდა 0:18:13.000,0:18:15.820 და ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს,[br]რომელთაც დღეს ვხედავთ. 0:18:15.820,0:18:22.410 ჩვენ თავს ვიტყუებთ, თითქოს ჩვენი საქციელი[br]გავლენას არ ახდენდეს სხვებზე. 0:18:22.620,0:18:25.060 ჩვენ ასე ვიქცევით პირად ცხოვრებაში. 0:18:25.060,0:18:27.550 ჩვენ საზოგადოდაც ასე ვიქცევით,[br] 0:18:27.550,0:18:32.420 იქნება ეს ფინანსური კოლაფსი,[br]ნავთობის დაღვრა, თუ შეკვეთის გაუქმება. 0:18:32.420,0:18:36.050 ჩვენ თავს ვიტყუებთ, რომ ჩვენს საქციელს[br]დიდი გავლენა არ აქვს სხვა ადამიანებზე. 0:18:36.050,0:18:39.520 მე ვეტყოდი კომპანიებს - ხალხო,[br]ეს არ არის ჩვენი პირველი როდეო 0:18:39.600,0:18:43.860 ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ გულწრფელები[br]და ნამდვილები იყოთ და თქვათ: 0:18:44.000,0:18:48.740 "ჩვენ ვწუხვართ. ჩვენ ამას გამოვასწორებთ" 0:18:50.000,0:18:52.330 მაგრამ არის კიდევ სხვა გზა[br]და ამით დავასრულებ. 0:18:52.330,0:18:54.000 აი რა აღმოვაჩინე: 0:18:54.000,0:19:00.320 გავხადოთ საკუთარი თავი ხილული,[br]სიღრმემდე ხილული, დაუცველად ხილული... 0:19:00.320,0:19:05.630 რომ გვიყვარდეს მთელი გულით,[br]რომც არ იყოს გარანტია 0:19:05.630,0:19:07.720 და ეს ძალიან ძნელია 0:19:07.720,0:19:11.900 როგორც მშობელი გეტყვით,[br]რომ ეს აუტანლად რთულია. 0:19:13.030,0:19:17.510 გამოვხატო მადლიერება და სიხარული[br]იმ საშიშ წუთებში, 0:19:17.510,0:19:20.130 როდესაც ჩვენ ვეჭვობთ:[br]"შეიძლება ასე ძლიერ მიყვარდე?" 0:19:20.130,0:19:22.080 "შეიძლება მჯეროდეს ამის ასე მგზნებარედ?" 0:19:22.080,0:19:24.000 "შემიძლია ვიყო ასეთი განრისხებული?" 0:19:24.000,0:19:27.360 უბრალოდ შეგეძლოს გაჩერდე და[br]მოსალოდნელ შედეგებზე განცდის ნაცვლად 0:19:27.360,0:19:29.380 თქვა: "მე მადლიერი ვარ, 0:19:29.380,0:19:33.010 რადგან ეს დაუცველობა მაგრძნობინებს,[br]რომ მე ცოცხალი ვარ." 0:19:33.010,0:19:36.000 და ბოლოს, ჩემი აზრით[br]ყველზე მნიშვნელოვანია ვირწმუნოთ, 0:19:36.000,0:19:39.000 რომ საკმარისად კარგები ვართ. 0:19:39.000,0:19:44.430 რადგან, როდესაც ვმოქმდებთ[br]იმის რწმენით, რომ "საკმარისად კარგი ვარ", 0:19:45.000,0:19:48.990 ვწყვეტთ ყვირილს და ვიწყებთ მოსმენას. 0:19:49.000,0:19:51.000 ვართ უფრო კეთილები და ზრდილობიანები[br] 0:19:51.000,0:19:54.000 ჩვენ გარშემომყოფების[br]და საკუთარი თავების მიმართ. 0:19:54.000,0:19:56.870 სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა. გმადლობთ 0:19:56.930,0:19:59.000 (აპლოდისმენტები)