Return to Video

დაუცველობის ძალა

  • 0:01 - 0:03
    მაშ ასე, ამით დავიწყებ:
  • 0:03 - 0:05
    რამდენიმე წლის წინ,
    ივენთების ორგანიზატორმა დამირეკა,
  • 0:05 - 0:07
    რადგან სიტყვით გამოვსლას ვაპირებდი.
  • 0:07 - 0:09
    დამირეკა და მითხრა:
  • 0:09 - 0:12
    "ვერ შევჯერდი,
    როგორ დავწერო შენ შესახებ ფლაერზე."
  • 0:12 - 0:14
    გამიკვირდა: "რა არის აქ საფიქრალი?!"
  • 0:14 - 0:18
    მან კი მიპასუხა: "მე ვნახე შენი გამოსვლა
    და ვფიქრობ გიწოდო მკვლევარი,
  • 0:18 - 0:22
    მაგრამ ვშიშობ, თუ მკვლევარად მოგიხსენიებ
    არავინ მოვა შენს მოსასმენად,
  • 0:22 - 0:25
    რადგან იფიქრებენ, რომ მოსაწყენი
    და შეუფერებელი ხარ ამ ღონისძიებისთვის."
  • 0:25 - 0:26
    (სიცილი)
  • 0:26 - 0:27
    მე ვუთხარი: "აჰა...კარგი..."
  • 0:27 - 0:30
    მან მითხრა: "მაგრამ რაც მე მომწონს
    შენს საუბარში,
  • 0:30 - 0:31
    არის ის რომ შენ ხარ მთხრობელი.
  • 0:31 - 0:34
    ასე რომ წარგადგენ როგორც მთხრობელს"
  • 0:34 - 0:37
    რა თქმა უნდა, ჩემი აკადემიური,
    არათვითდაჯერებული ნაწილი შეშფოთდა:
  • 0:37 - 0:40
    "შენ აპირებ წარმადგინო როგორც ვინ?"
  • 0:40 - 0:43
    მან მიპასუხა: "როგორც მთხრობელი."
  • 0:43 - 0:46
    პასუხად მე:
    "თუ ასეა, ჯადოსნური ელფი რატომ არა?!"
  • 0:46 - 0:47
    (სიცილი)
  • 0:47 - 0:51
    ჩემი რეაქცია იყო: "მოიცა, ცოტა დავფიქრდე."
  • 0:51 - 0:54
    შევეცადე მთელი ჩემი სიმამაცე მომეკრიბა.
  • 0:54 - 0:57
    გავიაზრე, რომ მე ვარ მთხრობელი.
  • 0:57 - 0:59
    მე თვისებრივი მკვლევარი ვარ.
    მე ისტორიებს ვაგროვებ.
  • 0:59 - 1:01
    ეს არის, რასაც მე ვაკეთებ.
  • 1:01 - 1:04
    შეიძლება ეს ისტორიებიც მხოლოდ მონაცემებია,
    რომელთაც სული შთაბერეს,
  • 1:04 - 1:06
    იქნებ მე მართლა მხოლოდ მთხრობელი ვარ."
  • 1:06 - 1:08
    ამიტომ ასე ვუთხარი: "მოდი ასე მოვიქცეთ,
  • 1:08 - 1:11
    უბრალოდ თქვი,
    რომ მე მკვლევარ-მთხრობელი ვარ."
  • 1:11 - 1:14
    მას გაეცინა:
    "ჰა ჰა. ასეთი რამ ხომ არ არსებობს."
  • 1:14 - 1:16
    (სიცილი)
  • 1:16 - 1:20
    ასე რომ, მე მკვლევარ-მთხრობელი ვარ
    და დღეს მინდა მოგითხროთ
  • 1:20 - 1:22
    მზარდი აღქმის შესახებ.
  • 1:22 - 1:26
    მინდა მოგიყვეთ ისტორიები
    კვლევის პროცესის შესახებ,
  • 1:26 - 1:30
    რომლებმაც ფუნდამენტურად გააფართოვეს
    ჩემი აღქმის თვალსაწიერი
  • 1:30 - 1:33
    და შეცვალეს წესი, რომლითაც მე ვცხოვრობ
    და მიყვარს
  • 1:33 - 1:35
    და ვმუშაობ და შვილებს ვზრდი.
  • 1:35 - 1:37
    ეს არის ის, საიდანაც ჩემი ისტორია იწყება.
  • 1:37 - 1:41
    როდესაც ახალგაზრდა მკვლევარი ვიყავი,
    დოქტურანტურაზე სწავლის პირველ წელს,
  • 1:41 - 1:44
    მე მყავდა კვლევის პროფესორი,
    რომელმაც გვითხრა:
  • 1:44 - 1:48
    "რასაც ვერ ზომავთ, ის არ არსებობს."
  • 1:49 - 1:52
    ვიფიქრე უბრალოდ მეარშიყებოდა.
  • 1:52 - 1:55
    "ნამდვილად?" ვკითხე მე.
    "რა თქმა უნდა!" დამიდასტურა მან.
  • 1:55 - 1:58
    წარმოიდგინეთ, მე უკვე მაქვს
  • 1:58 - 2:01
    ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები
    სოციალურ მეცნიერებებში,
  • 2:01 - 2:03
    და ვმუშაობ დოქტორის ხარისხის მისაღებად
  • 2:03 - 2:05
    ასე რომ, მთელი ჩემი
    აკადემიური კარიერის მანძილზე
  • 2:05 - 2:07
    გარემოცული ვარ ადამიანებით,
    რომლებიც ფიქრობენ:
  • 2:07 - 2:10
    "ცხოვრება უწესრიგობაა, გიყვარდეს იგი."
  • 2:10 - 2:12
    მე კი უფრო ვფიქრობ:
    "ცხოვრება უწესრიგობაა
  • 2:12 - 2:14
    დაასუფთავე,
  • 2:14 - 2:17
    დაალაგე იგი და მოათავსე კონტეინერში."
  • 2:17 - 2:19
    (სიცილი)
  • 2:19 - 2:22
    ასე რომ, ვფიქრობ ნაპოვნი მქონდა ჩემი გზა,
  • 2:22 - 2:25
    საქმე, რომელიც მთლიანად მომიცავდა.
  • 2:25 - 2:28
    სოციალური სფეროს ერთ-ერთი
    ცნობილი გამონათქვემი ამბობს:
  • 2:28 - 2:31
    "თავით გადაეშვი
    შენი სამუშაოს უსიამოვნებებში."
  • 2:31 - 2:34
    მე ასე ვიყავი განწყობილი:
    "თავში ჩაუკაკუნე უსიამოვნებებს,
  • 2:34 - 2:36
    თავიდან მოიშორე ისინი
    და ყველაფერი ხუთიანზე იქნება."
  • 2:36 - 2:39
    ეს იყო ჩემი მანტრა.
  • 2:39 - 2:41
    მე სავსე ვიყავი ენთუზიაზმით
  • 2:41 - 2:44
    და ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ჩემთვისაა,
  • 2:44 - 2:47
    რადგან მე ზუსტად ასეთი
    უწესრიგობებით ვარ დაინტერესებული.
  • 2:47 - 2:49
    მე მინდა მათი დალაგება შემეძლოს.
  • 2:49 - 2:51
    მინდა მესმოდეს ისინი.
  • 2:51 - 2:55
    მინდა ბოლომდე ჩავწვდე ყველაფერს,
    რაც ვიცი რომ მნიშვნელოვანია
  • 2:55 - 2:57
    და გავშიფრო ისინი ყველას დასანახად.
  • 2:57 - 3:00
    გადავწყვიტე კავშირებით დამეწყო.
  • 3:00 - 3:03
    იმ დროს, როცა ხარ სოციალური მუშაკი
    10 წლიანი გამოცდილებით,
  • 3:03 - 3:07
    აცნობიერებ, რომ ურთიერთობა არის ის
    რის გამოც ჩვენ აქ ვართ.
  • 3:08 - 3:10
    იგი ჩვენს ცხოვრებას
    მიზანს და მნიშვნელობას აძლევს.
  • 3:10 - 3:14
    ეს ყველაფერია. არ აქვს მნიშვნელობა,
    გიწევს თუ არა ურთიერთობა ადამიანებთან,
  • 3:14 - 3:16
    რომლებიც სოციალურ სამართლიანობაზე,
  • 3:16 - 3:18
    ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე,
    ძალადობაზე და გულგრილობაზე მუშაობენ.
  • 3:18 - 3:21
    ჩვენ რაც ვიცით, არის ის,
    რომ კავშირის ქონა,
  • 3:21 - 3:23
    ურთიერთობის შეგრძნების შესაძლებლობა,
  • 3:23 - 3:26
    არის ის, როგორც ვართ შექმნილი
    ნეურობიოლოგიურ დონეზე.
  • 3:26 - 3:31
    ის რის გამოც ჩვენ აქ ვართ.
    მე ვაპირებ დავიწყო კავშირებზე მსჯელობით.
  • 3:31 - 3:36
    წარმოიდგინეთ სიტუაცია,
    რომ თქვენი უფროსი გაფასებთ.
  • 3:36 - 3:39
    მან ჩამოთვალა 37 რამ,
    რასაც შესანიშნავად ართმევთ თავს
  • 3:39 - 3:42
    და ერთი რამ რასაც ვერ...
    არის "ზრდის შესაძლებლობა."
  • 3:42 - 3:43
    (სიცილი)
  • 3:43 - 3:47
    ყველაფერი, რაზე ფიქრიც ამ სიტუაციაში
    შეგიძლიათ "ზრდის შესაძლებლობაა", ხომ ასეა?
  • 3:47 - 3:50
    ცხადია, ჩემი საქმიანობაც ამ გზით წავიდა.
  • 3:50 - 3:53
    რადგან, როდესაც ადამიანებს
    სიყვარულზე ეკითხებით,
  • 3:53 - 3:55
    გიყვებიან, თუ როგორ ატკინეს მათ გული.
  • 3:55 - 3:57
    როდესაც მიმღებლობაზე უსვამთ შეკითხვას,
  • 3:57 - 4:02
    იხსენებენ ყველაზე საშინელ შემთხვევას,
    როცა თავი გარიყულად აგრძნობინეს,
  • 4:02 - 4:04
    ხოლო როდესაც ეკითხებით
    ურთიერთობის შესახებ,
  • 4:04 - 4:07
    ამბები რომლებსაც ყვებიან
    დაშორებას ეხება.
  • 4:07 - 4:10
    ასე რომ, ძალიან მალე,
    თითქმის 6 კვირაში კვლევის დაწყებიდან,
  • 4:10 - 4:16
    მე შევეჩეხე ამ უსახელო რაღაცას,
    რამაც მთლიანად ნათელი მოჰფინა ურთიერთობებს
  • 4:16 - 4:19
    ისე როგორც მე არასოდეს მესმოდა
    და არასოდეს მენახა.
  • 4:19 - 4:21
    ასე რომ მე შევწყვიტე კვლევა
  • 4:21 - 4:24
    და ვფიქრობდი,
    რომ უნდა გამერკვია რა იყო ეს.
  • 4:24 - 4:27
    აღმოჩნდა, რომ ეს სირცხვილის გრძნობა იყო.
  • 4:27 - 4:31
    სირცხვილი იოლად გაიგება,
    როგორც ურთიერთობების დაკარგვის შიში:
  • 4:31 - 4:36
    არის კი ჩემში რამე ისეთი,
    რაც სხვებმა რომ გაიგონ, ან დაინახონ,
  • 4:36 - 4:39
    აღარ ვიქნები მათთან ურთიერთობის ღირსი?
  • 4:39 - 4:42
    ამაზე შემიძლია შემდეგი გითხრათ:
    ეს უნივერსალურია. ყველა ჩვენგანს გვაქვს.
  • 4:42 - 4:45
    იმ ადამიანებს,
    რომლებიც არ განიცდიან სირცხვილს,
  • 4:45 - 4:48
    არ აქვთ ადამიანური თანაგრძნობის
    და ურთიერთობის უნარი.
  • 4:48 - 4:49
    არავის სურს ამაზე ლაპარაკი.
  • 4:49 - 4:52
    რაც ნაკლებს ლაპარაკობთ,
    მით მეტად განიცდით.
  • 4:53 - 4:57
    საფუძველი ამ შიშისა, არის ფიქრი:
    "მე არ ვარ საკმარისად კარგი".
  • 4:57 - 5:00
    ეს გრძნობა ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია:
  • 5:00 - 5:03
    "მე არ ვარ საკმარისად ღია,
    არ ვარ საკმარისად გამხდარი,
  • 5:03 - 5:06
    საკმარისად მდიდარი, საკმარისად ლამაზი,
    საკმარისად ჭკვიანი,საკმარისად წარმატებული"
  • 5:06 - 5:11
    და ამ ყველაფრის საფუძველი არის
    დაუცველობის მტანჯველი განცდა.
  • 5:11 - 5:14
    ეს აზრი კავშირის დამყარებისა,
  • 5:14 - 5:19
    მოითხოვს რომ საკუთარი თავი ვაჩვენოთ,
    რომ დაგვინახონ ისეთი როგორებიც ვართ.
  • 5:20 - 5:23
    იცით როგორ ვარ განწყობილი
    დაუცველობის მიმართ? მე მძულს დაუცველობა.
  • 5:23 - 5:28
    ამიტომაც ვიფიქრე, ეს ჩემი შანსია
    გავლახო ის, ჩემი საზომი ხელსაწყოთი.
  • 5:28 - 5:31
    მე ვიწყებ. მე ვაპირებ გამოვიკვლიო იგი,
  • 5:31 - 5:35
    ვაპირებ მივუძღვნა ამ საქმეს მთელი წელი,
    სრული დეკონსტრუქცია გავუკეთო სირცხვილს.
  • 5:35 - 5:36
    გავიგო როგორ მუშაობს დაუცველობა
  • 5:36 - 5:39
    და ხერხით ვაჯობო მას.
  • 5:39 - 5:43
    ასე რომ, მე გამოვაცხადე მზადყოფნა
    და ძალიან აღელვებული ვიყავი.
  • 5:44 - 5:47
    ალბათ ხვდებით,
    რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა
  • 5:47 - 5:48
    (სიცილი)
  • 5:49 - 5:51
    თქვენ ეს იცით.
  • 5:51 - 5:53
    მე შემიძლია
    დაუსრულებლად გესაუბროთ სირცხვილზე,
  • 5:53 - 5:55
    მაგრამ ამისთვის ყველა მომხსენებლის
    დრო დამჭირდება.
  • 5:55 - 5:58
    მთავარს გეტყვით, იმ ძირითადს,
    რაზეც დადის ეს ყველაფერი.
  • 5:58 - 6:01
    ეს შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია,
  • 6:01 - 6:04
    რომელიც ამ ათწლიანი კვლევის მანძილზე
    შევიძინე.
  • 6:04 - 6:08
    ჩემი ერთი წელი გადაიქცა 6 წლად:
  • 6:08 - 6:13
    ათასობით ისტორია,
    ასობით ვრცელი ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები.
  • 6:13 - 6:15
    ხალხი თავად მიგზავნიდა ჟურნალის გვერდებს
  • 6:15 - 6:18
    და მათ ისტორიებს.
  • 6:18 - 6:22
    ათასობით მონაცემი დამიგროვდა
    ამ ექვსი წლის მანძილზე
  • 6:22 - 6:25
    და მე ჩავებღაუჭე მათ. რაღაც დოზით გავიგე
  • 6:25 - 6:27
    რა არის სირცხვილი, როგორ მუშაობს იგი.
  • 6:27 - 6:33
    მე წიგნი დავწერე, გამოვაქვეყნე თეორია,
    მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო.
  • 6:34 - 6:38
    საქმე იმაში იყო, რომ თუ მე უხეშად
    ავიღებდი ჩემ მიერ გამოკითხულ ადამიანებს
  • 6:38 - 6:44
    და დავყოფდი მათ ადამიანებად,
    რომელთაც ნამდვილად აქვთ ღირსების გრძნობა..
  • 6:44 - 6:46

    აი, რაზეც ყველაფერი დაიყვანება...
  • 6:46 - 6:48
    ღირსების გრძნობა...
  • 6:48 - 6:51
    ასეთებს ძლიერი
    სიყვარულისა და მიმღებლობის გრძნობა აქვთ...
  • 6:51 - 6:53
    და ადამიანებად,
    რომლებიც წვალობენ ამისთვის.
  • 6:53 - 6:56
    რომლებსაც მუდმივად აღელვებთ
    არიან თუ არა საკმარისად კარგები.
  • 6:56 - 6:58
    მხოლოდ ერთი ცვლადი განასხვავებდა
    ადამიანებს,
  • 6:58 - 7:01
    რომელთაც აქვთ სიყვარულის
    და მიმრებლობის ძლიერი განცდა
  • 7:01 - 7:03
    და ადამიანებს, რომლებიც წვალობენ ამისთვის.
  • 7:03 - 7:07
    ეს იყო ის, რომ ადამიანებს რომელთაც აქვთ
    სიყვარულის და მიმრებლობის ძლიერი განცდა,
  • 7:07 - 7:11
    სჯერათ, რომ ისინი იმსახურებენ
    სიყვარულს და მიღებას.
  • 7:11 - 7:12
    სულ ეს არის.
  • 7:12 - 7:14
    მათ სჯერათ რომ ღირსნი არიან.
  • 7:15 - 7:20
    ჩემი აზრით, ჩვენი ურთიერთობების გარეშე
    დარჩენის მთავარი მიზეზი,
  • 7:20 - 7:24
    არის ჩვენივე შიში, რომ არ ვართ
    ამ ურთიერთობის ღირსნი.
  • 7:24 - 7:26
    ეს იყო რაღაც, რაშიც პირადად
    და პროფესიულად
  • 7:26 - 7:29
    ვგრძნობდი რომ უკეთ გარკვევა მჭირდებოდა.
  • 7:29 - 7:34
    და აი რა გავაკეთე:
    ავიღე ყველა ინტერვიუ,
  • 7:34 - 7:37
    სადაც ღირსების გრძნობა
    და განცდით მცხოვრები ადამიანები ვნახე
  • 7:37 - 7:40
    და მხოლოდ მათზე დავიწყე დაკვირვება.
  • 7:40 - 7:42
    რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო?
  • 7:42 - 7:46
    მე ცოტა საკანცელარიო ნივთების
    მანია მახასიათებს, თუმცა ეს სხვა თემაა.
  • 7:47 - 7:50
    მაშ, მქონდა საქაღალდე და
    "შარპის" მარკერი
  • 7:50 - 7:53
    და ვფიქრობდი, რა დამერქმია ამ კვლევისთვის.
  • 7:53 - 7:56
    პირველივე სიტყვა,
    რაც თავში მომივიდა იყო "გულითადი".
  • 7:56 - 7:59
    ისინი იყვნენ გულითადი ადამიანები,
    მცხოვრებნი ღირსების ღრმა განცდით.
  • 7:59 - 8:02
    ამგვარად, ასეც დავაწერე საქაღალდეს
  • 8:02 - 8:04
    და დავიწყე მასალების გარჩევა.
  • 8:04 - 8:11
    ფაქტიურად ამ ოთხდღიანი
    მონაცემების ინტენსიური ანალიზით დავიწყე.
  • 8:11 - 8:14
    უკან დავბრუნდი, ამოვიღე ინტერვიუები,
    ისტორიები, შემთხვევები.
  • 8:14 - 8:17
    რა არის არსი? როგორია სტრუქტურა?
  • 8:17 - 8:20
    ჩემმა მეუღლემ ბავშვებიანად ქალაქი დატოვა,
  • 8:20 - 8:23
    რადგან მე ყოველთვის ვვარდები
    ჯეკსონ პოლოკის გიჟურ სტილში,
  • 8:23 - 8:28
    როცა სულ ვწერ
    და მკვლევარის განწყობაზე ვარ.
  • 8:28 - 8:32
    და აი რა აღმოვაჩინე:
  • 8:32 - 8:36
    მათი საერთო თვისება გამბედაობა იყო.
  • 8:36 - 8:39
    მინდა ერთმანეთისგან გამოვყო
    გამბედაობა და სიმამაცე.
  • 8:39 - 8:41
    გამბედაობა - თავდაპირველი მნიშვნელობით,
  • 8:41 - 8:43
    რომლითაც იგი ინგლისურ ენაში გაჩნდა,
  • 8:43 - 8:46
    მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან "cor",
    რაც ნიშნავს - "გული"
  • 8:46 - 8:48
    და თავდაპირველი განმარტებით ნიშნავდა
  • 8:48 - 8:51
    გეამბა საკუთარი თავის შესახებ
    მთელი გულით.
  • 8:51 - 8:57
    ამიტომ, ამ ადამიანებს მარტივად ჰქონდათ
    გამბედაობა ყოფილიყვნენ არასრულყოფილნი
  • 8:58 - 9:00
    მათ ებრალებოდათ
    და ცდილობდნენ კეთილები ყოფილიყვნენ
  • 9:00 - 9:03
    პირველ რიგში საკუთარი თავის
    და შემდეგ სხვების მიმართ,
  • 9:03 - 9:06
    რადგან როგორც ირკვევა,
    სხვებს ვერ შევიბრალებთ,
  • 9:06 - 9:09
    თუ საკუთარ თავს ვერ მოვეპყარით კარგად.
  • 9:09 - 9:13
    საბოლოოდ ისინი ახერხებდნენ ჰქონოდათ
    ურთიერთობა და რაშიც იყო სირთულე,
  • 9:13 - 9:15
    მათი გულწრფელობიდან გამომდინარე
  • 9:15 - 9:19
    ისინი მზად იყვნენ აღარ ეზრუნათ იმაზე,
    როგორებიც ფიქრობდნენ რომ უნდა ყოფილიყვნენ.
  • 9:19 - 9:22
    სამაგიეროდ ყოფილიყვნენ ისეთები,
    როგორებიც ნამდვილად იყვნენ.
  • 9:22 - 9:27
    რაც იძულებული ხართ გააკეთოთ,
    თუ გინდათ ურთიერთობა.
  • 9:28 - 9:31
    კიდევ ერთი რამ,
    რაც მათ საერთო ჰქონდათ იყო ეს.
  • 9:34 - 9:38
    დაუცველობის სრულად გათავისება.
  • 9:41 - 9:47
    მათ სჯეროდათ, რომ დაუცველობა
    მათ ალამაზებდა.
  • 9:50 - 9:55
    ისინი არც იმას ამბობდნენ,
    რომ დაუცველობა კომფორტული იყო
  • 9:55 - 9:57
    და არც იმას, რომ ეს აუტანელი იყო,
  • 9:57 - 10:00
    როგორც მანამდე
    სირცხვილის შესახებ ინტერვიუში მოვისმინე.
  • 10:00 - 10:03
    ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ ,
    რომ ეს აუცილებლობა იყო.
  • 10:03 - 10:08
    საუბრობდნენ მზადყოფნაზე,
    რომ პირველებს ეთქვათ "მე შენ მიყვარხარ"...
  • 10:08 - 10:14
    მზადყოფნაზე, რომ გაეკეთებინათ
    რამე გარანტიების გარეშე...
  • 10:16 - 10:20
    მზადყოფნაზე,
    რომ მშვიდად დალოდებოდნენ ექიმის ზარს
  • 10:20 - 10:23
    მამოგრაფიის შედეგების შესახებ.
  • 10:23 - 10:26
    მზადყოფნაზე, რომ ინვესტირება მოეხდინათ
    ურთიერთობაში,
  • 10:26 - 10:29
    რომელიც ან გამოვა, ან არა.
  • 10:29 - 10:32
    ისინი თვლიდნენ,
    რომ ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო.
  • 10:32 - 10:35
    პირადად მე ვფიქრობდი, რომ ეს ღალატი იყო.
  • 10:35 - 10:40
    ვერ ვიჯერებდი,
    რომ კვლევას ერთგულება შევფიცე,
  • 10:40 - 10:42
    სადაც ჩვენი საქმე,
    როგორც კვლევის განმარტება გვეუბნება,
  • 10:42 - 10:45
    არის კონტროლი და პროგნოზირება.
  • 10:45 - 10:49
    მოვლენის შესწავლა,
    სწორედ კონტროლის და პროგნოზირების მიზნით
  • 10:49 - 10:53
    და ახლა ამ კონტროლის
    და პროგნოზირების ჩემმა მისიამ.
  • 10:53 - 10:56
    აჩვენა რომ უნდა იცხოვრო
    დაუცველობის განცდით
  • 10:56 - 10:59
    და შეწყვიტო კონტროლი და პროგნოზირება.
  • 10:59 - 11:03
    ამან პატარა კრიზისში ჩამაგდო.
  • 11:03 - 11:05
    (სიცილი)
  • 11:06 - 11:09
    რომელიც სინამდვილეში ასე გამოიყურებოდა.
  • 11:09 - 11:11
    (სიცილი)
  • 11:11 - 11:13
    და ასეც იყო.
  • 11:13 - 11:17
    მე ამას კრიზისს ვეძახი ჩემი ფსიქოთერაპევტი
    კი სულიერ გამოღვიძებას.
  • 11:17 - 11:19
    სულიერი გამოღვიძება უკეთ ჟღერს,
    ვიდრე კრიზისი
  • 11:19 - 11:21
    მაგრამ გარწმუნებთ ეს კრიზისი იყო.
  • 11:21 - 11:24
    იძულებული გავხდი ჩემი მასალები გვერდით
    გადამედო და ფსიქოთერაპევტი მეძებნა.
  • 11:24 - 11:26
    ნება მომეცით გითხრათ:
  • 11:26 - 11:29
    ბევრს იგებთ საკუთარ თავზე,
    როცა მეგობრებს ურეკავთ და ეუბნებით:
  • 11:29 - 11:32
    "ვფიქობ მიღებაზე უნდა ჩავეწერო,
    შეგიძლია ვინმე მირჩიო?"
  • 11:32 - 11:35
    ჩემი ხუთი მეგობრის რეაქცია
    ასეთი იყო:
  • 11:35 - 11:37
    "უუუჰ, შენს ფსიქოთერაპევტად ყოფნას
    არ ვისურვებდი".
  • 11:37 - 11:39
    (სიცილი)
  • 11:39 - 11:41
    ამაზე მე: "ეს რას ნიშნავს?"
  • 11:41 - 11:44
    ისინი კი: "ხომ იცი, უბრალოდ ვიგულსხმე,
  • 11:44 - 11:47
    რომ შენს საზომ ხელსაწყოს ნუ წაიღებ".
  • 11:47 - 11:49
    (სიცილი)
  • 11:51 - 11:53
    ასე რომ ვიპოვე ფსიქოთერაპევტი.
  • 11:53 - 11:56
    ჩემ პირველ შეხვედრაზე დაიანასთან
  • 11:56 - 12:01
    მოვიტანე გულითადი ადამიანების
    ცხოვრების სტილი და დავჯექი.
  • 12:01 - 12:03
    მან მკითხა: "როგორ ხარ?"
  • 12:03 - 12:06
    ვუპასუხე, რომ ძალიან კარგად, მშვენივრად.
  • 12:06 - 12:08
    შემდეგ მკითხა: "რაშია საქმე?"
  • 12:08 - 12:11
    ეს იყო ფსიქოთერაპევტი,
    რომელიც ფსიქოთერაპევტებს ნახულობს,
  • 12:11 - 12:16
    ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, რადგან მათი
    სისულელეების დეტექტორი კარგად მუშაობს.
  • 12:16 - 12:18
    (სიცილი)
  • 12:18 - 12:22
    ასე რომ, მე ვუთხარი:
    "საქმე იმაშია, რომ მე ვწვალობ."
  • 12:22 - 12:25
    "რა წვალებას გულისხმობ?" - მკითხა მან.
  • 12:25 - 12:27
    მე ვუპასუხე: "დაუცველობის პრობლემა მაქვს
  • 12:27 - 12:31
    და ვიცი, რომ დაუცველობა სირცხვილის, შიშის
  • 12:31 - 12:34
    და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლის ბაზისია.
  • 12:34 - 12:39
    თუმცა, როგორც გამოჩნდა ის ასევე
    სიხარულის, შემოქმედებითობის,
  • 12:39 - 12:42
    მიმღებლობის და სიყვარულის საწყისია
  • 12:42 - 12:48
    და ვფიქრობ პრობლემა მაქვს
    და დახმარება მჭირდება"
  • 12:48 - 12:54
    თან დავძინე: "არანაირი საუბარი ოჯახზე
    და არანაირი ბავშვობისდროიდნელი ბოდვები".
  • 12:54 - 12:55
    (სიცილი)
  • 12:55 - 12:58
    "მე უბრალოდ რაღაც სტრატეგიები მჭირდება"
  • 12:58 - 13:02
    (სიცილი)
  • 13:02 - 13:06
    (აპლოდისმენტები)
  • 13:06 - 13:07
    გმადლობთ
  • 13:09 - 13:12
    მისი რეაქცია ასეთი იყო.
  • 13:12 - 13:14
    (სიცილი)
  • 13:14 - 13:17
    შემდეგ მე ვუთხარი: "ეს ცუდია. არა?"
  • 13:17 - 13:20
    მან მიპასუხა: "ეს არც კარგია, არც ცუდი".
  • 13:20 - 13:22
    (სიცილი)
  • 13:22 - 13:24
    "ეს არის, რაც არის"
  • 13:24 - 13:27
    და მე: "ო, ღმერთო ჩემო ჩავისვარეთ".
  • 13:27 - 13:30
    (სიცილი)
  • 13:30 - 13:32
    და ასეც მოხდა და თან არც მოხდა.
  • 13:32 - 13:35
    ამას მთელი წელი დასჭირდა.
  • 13:35 - 13:37
    ხომ იცით ადამიანები,
  • 13:37 - 13:40
    რომლებიც როცა კი აცნობიერებენ,
    რომ დაუცველობა და სისათუთე მნიშვნელოვანია,
  • 13:40 - 13:43
    ნებდებიან და თავით გადაეშვებიან მასში.
  • 13:43 - 13:45
    ა) მე ასეთი არ ვარ.
  • 13:45 - 13:48
    და ბ) მე ასეთ ადამიანებთან არც ვურთიერთობ.
  • 13:48 - 13:51
    (სიცილი)
  • 13:51 - 13:54
    ჩემთვის ეს ერთწლიანი ქუჩური ჩხუბი იყო.
  • 13:54 - 13:56
    ნამდვილი შეჯახება.
  • 13:56 - 13:58
    დაუცველობამ შემიტია, მეც შევუტიე.
  • 13:58 - 14:01
    მე წავაგე ბრძოლა,
  • 14:01 - 14:03
    მაგრამ ალბათ უკან დავიბრუნე ჩემი ცხოვრება.
  • 14:03 - 14:05
    ამის შემდეგ მე დავუბრუნდი კვლევას
  • 14:05 - 14:07
    და მომდევნო ორი წელი
  • 14:07 - 14:11
    იმის ცდაში გავატარე, რომ გამეგო,
    რა არჩევანს აკეთებენ
  • 14:11 - 14:16
    გულითადი ადამიანები
    და რას ვუხერხებთ დაუცველობას.
  • 14:16 - 14:19
    რატომ ვებრძვით მას ასე მონდომებით?
  • 14:19 - 14:21
    ვარ თუ არა მე მარტო ამ ბრძოლაში?
  • 14:22 - 14:23
    არა.
  • 14:23 - 14:25
    მაშ, აი რა ვისწავლე,
  • 14:26 - 14:29
    ჩვენ ვახშობთ დაუცველობას,
  • 14:29 - 14:31
    როცა ზარს ველოდებით.
  • 14:31 - 14:34
    სახალისო იყო, როცა მე დავგზავნე
    ტვიტერისა და ფეისბუქის მეშვეობით
  • 14:34 - 14:36
    კითხვა:
    "როგორ განმარტავთ დაუცველობას?
  • 14:36 - 14:38
    რა გაგრძნობინებთ თავს დაუცველად?"
  • 14:38 - 14:40
    თითქმის საათნახევარში
    მე მქონდა 150 პასუხი,
  • 14:40 - 14:44
    რადგან მინდოდა გამეგო რაშია საქმე.
  • 14:44 - 14:50
    "როცა იძულებული ვარ ახალშეუღლებულ
    ქმარს ვთხოვო დახმარება რადგან ავად ვარ";
  • 14:50 - 14:52
    "სექსის წამოწყებისას ქმართან";
  • 14:52 - 14:54
    "სექსის წამოწყებისას ცოლთან";
  • 14:54 - 14:58
    "უარის მიღებისას";
    "როცა ვთხოვ პაემანზე მოვიდეს";
  • 14:58 - 15:01
    "როცა ველოდები ექიმის ზარს";
    "როდესაც სამსახურიდან მათავისუფლებენ";
  • 15:01 - 15:03
    "როდესაც იძულებული ვარ
    სამსახურიდან გავათავისუფლო"
  • 15:03 - 15:06
    ეს არის მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ.
  • 15:06 - 15:08
    ჩვენ დაუცველ მსოფლიოში ვცხოვრობთ.
  • 15:08 - 15:12
    ერთ-ერთი გზა, რითიც ამას ვუმკლავდებით
    დაუცველობის ჩახშობაა
  • 15:12 - 15:14
    ვფიქრობ არსებობს ამის მტკიცებულება
  • 15:14 - 15:16
    და ეს არაა ერთადერთი მტკიცებულება,
  • 15:16 - 15:19
    მაგრამ ვფიქრობ უდიდესი ფაქტორია,
  • 15:19 - 15:22
    რომ ჩვენ ვართ ყველაზე ვალებში ჩაფლული,
  • 15:23 - 15:25
    ჭარბწონიანი,
  • 15:25 - 15:31
    დამოკიდებული და წამლებზე შემჯდარი
    ზრდასრული მოსახლეობა აშშ-ს ისტორიაში.
  • 15:33 - 15:36
    პრობლემა, როგორც კვლევამ მიჩვენა,
  • 15:36 - 15:39
    არის რომ შეუძლებელია
    ემოციების შერჩევითი ჩახშობა.
  • 15:40 - 15:43
    ვერ იტყვით აქ ცუდი რამეებია.
  • 15:43 - 15:45
    აქ დაუცველობაა, აქ მწუხარებაა,
    აქ სირცხვილია,
  • 15:45 - 15:47
    აქ შიშია, აქ იმედგაცრუებაა.
  • 15:47 - 15:49
    არ მინდა ეს ყველაფერი ვიგრძნო.
  • 15:49 - 15:53
    ორიოდე კათხა ლუდს დავლევ და
    ბანანის თხილიან მაფინს დავაყოლებ.
  • 15:53 - 15:54
    (სიცილი)
  • 15:55 - 15:56
    არ მინდა ეს ყველაფერი ვიგრძნო.
  • 15:56 - 15:58
    ჩემთვის ნაცნობია ეს გამგებიანი სიცილი,
  • 15:58 - 16:01
    ჩემი სამუშაო თქვენს ცხოვრებაში შეჭრაა.
  • 16:01 - 16:03
    მე ეს ვიცი. ღმერთო ჩემო!
  • 16:03 - 16:05
    (სიცილი)
  • 16:05 - 16:08
    თქვენ ვერ ჩაახშობთ ამ მტკივნეულ განცდებს,
  • 16:08 - 16:11
    სხვა გავლენების, სხვა ემოციების
    ჩახშობის გარეშე.
  • 16:11 - 16:13
    ვერ შეძლებთ ეს შერჩევითად გააკეთოთ.
  • 16:13 - 16:15
    ანუ როდესაც მათ ვახშობთ,
  • 16:15 - 16:17
    ჩვენ ვახშობთ სიხარულს,
  • 16:17 - 16:19
    ჩვენ ვახშობთ მადლიერებას,
  • 16:19 - 16:21
    ჩვენ ვახშობთ ბედნიერებას.
  • 16:22 - 16:25
    ამის შემდეგ, ჩვენ ცუდად ვართ
    და ვიწყებთ მიზნის
  • 16:25 - 16:28
    და მნიშვნელობის ძებნას
    და თავს დაუცველად ვგრძნობთ.
  • 16:28 - 16:31
    მაშინ კი თან გვაქვს კათხა ლუდი და
    ბანანის თხილიანი მაფინი.
  • 16:31 - 16:34
    და ეს საშიში ციკლი იქმნება.
  • 16:36 - 16:39
    ერთი რამ,
    რაზეც ჩემი აზრით უნდა დავფიქრდეთ,
  • 16:39 - 16:42
    არის თუ რატომ და როგორ ვახშობთ ემოციებს.
  • 16:42 - 16:44
    ეს უბრალო მიდრეკილება არ უნდა იყოს.
  • 16:45 - 16:49
    კიდევ რასაც ვაკეთებთ ხოლმე,
    არის, განუსაზღვრელ რამეებს ვსაზღვრავთ.
  • 16:50 - 16:55
    რელიგია რწმენიდან და იდუმალებიდან
    ზუსტ განსზღვრებამდე მივიდა.
  • 16:55 - 16:58
    "მე მართალი ვარ, შენ - ცდები. მოკეტე"
  • 16:59 - 17:00
    აი ასე.
  • 17:01 - 17:02
    სრულიად დარწმუნებით.
  • 17:03 - 17:04
    რაც მეტად გვეშინია,
  • 17:04 - 17:07
    მით მეტად დაუცველები ვართ და
    მეტად შეშინებულებიც.
  • 17:07 - 17:09
    დღევანდელი პოლიტიკაც ამას ჰგავს.
  • 17:09 - 17:11
    მასში არ არის მსჯელობა.
  • 17:11 - 17:12
    არ არის დიალოგი.
  • 17:12 - 17:14
    აქ მხოლოდ ბრალს დებენ.
  • 17:14 - 17:17
    იცით კვლევაში ბრალის
    დადება როგორ არის აღწერილი?
  • 17:17 - 17:20
    ტკივილის და დისკომფორტისგან
    დაცლის საშუალება.
  • 17:21 - 17:23
    ჩვენ სრულყოფილებისკენ ვიღწვით.
  • 17:23 - 17:26
    თუკი არის ვინმე, ვისაც სურს
    მისი ცხოვრება ასეთი იყოს, ეს მე ვარ,
  • 17:26 - 17:28
    მაგრამ ეს არ მუშაობს.
  • 17:28 - 17:31
    რადგან რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის,
    რომ ვიღებთ ცხიმს ჩვენი დუნდულებიდან
  • 17:31 - 17:33
    და ვუშვებთ მას ლოყებში.
  • 17:33 - 17:35
    (სიცილი)
  • 17:36 - 17:40
    იმედი მაქვს100 წლის მერე ადამიანები
    უკან მოიხედავენ და იტყვიან "ვაუ"
  • 17:40 - 17:41
    (სიცილი)
  • 17:41 - 17:45
    და ჩვენ ვაიდეალებთ,
    რაც ყველაზე საშიშია, ჩვენს შვილებს.
  • 17:45 - 17:48
    ნება მომეცით გითხრათ,
    თუ რას ვფიქრობთ ჩვენ შვილებზე.
  • 17:48 - 17:50
    ისინი უკვე მომართულნი არიან საბრძოლველად,
    როცა ჩნდებიან
  • 17:50 - 17:53
    და როდესაც ეს სრულყოფილი პატარა არსებები
    ხელში გვიჭირავს,
  • 17:53 - 17:55
    ჩვენ არ უნდა ვუთხრათ:
    "შეხედეთ მას, ის სრულყოფილია.
  • 17:55 - 17:58
    მე უნდა შევინარჩუნო ის სრულყოფილად,
    მე უნდა უზრუნველვყო,
  • 17:58 - 18:01
    რომ ის ტენისის გუნდში იყოს მეხუთე კლასში
    და მეშვიდეში იელში ჩააბაროს."
  • 18:01 - 18:05
    ეს არ არის რასაც უნდა ვაკეთებდეთ.
    ჩვენი საქმეა შევხედოთ და ვუთხრათ:
  • 18:05 - 18:08
    "იცი? შენ არ ხარ სრულყოფილი,
    შენ მომართული ხარ ბრძოლისთვის,
  • 18:08 - 18:10
    მაგრამ იმსახურებ სიყვარულს და მიმღებლობას"
  • 18:10 - 18:11
    ეს არის ჩვენი საქმე.
  • 18:11 - 18:13
    მაჩვენეთ თაობა, რომელიც ასე აღიზარდა
  • 18:13 - 18:16
    და ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს,
    რომელთაც დღეს ვხედავთ.
  • 18:16 - 18:22
    ჩვენ თავს ვიტყუებთ, თითქოს ჩვენი საქციელი
    გავლენას არ ახდენდეს სხვებზე.
  • 18:23 - 18:25
    ჩვენ ასე ვიქცევით პირად ცხოვრებაში.
  • 18:25 - 18:28
    ჩვენ საზოგადოდაც ასე ვიქცევით,
  • 18:28 - 18:32
    იქნება ეს ფინანსური კოლაფსი,
    ნავთობის დაღვრა, თუ შეკვეთის გაუქმება.
  • 18:32 - 18:36
    ჩვენ თავს ვიტყუებთ, რომ ჩვენს საქციელს
    დიდი გავლენა არ აქვს სხვა ადამიანებზე.
  • 18:36 - 18:40
    მე ვეტყოდი კომპანიებს - ხალხო,
    ეს არ არის ჩვენი პირველი როდეო
  • 18:40 - 18:44
    ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ გულწრფელები
    და ნამდვილები იყოთ და თქვათ:
  • 18:44 - 18:49
    "ჩვენ ვწუხვართ. ჩვენ ამას გამოვასწორებთ"
  • 18:50 - 18:52
    მაგრამ არის კიდევ სხვა გზა
    და ამით დავასრულებ.
  • 18:52 - 18:54
    აი რა აღმოვაჩინე:
  • 18:54 - 19:00
    გავხადოთ საკუთარი თავი ხილული,
    სიღრმემდე ხილული, დაუცველად ხილული...
  • 19:00 - 19:06
    რომ გვიყვარდეს მთელი გულით,
    რომც არ იყოს გარანტია
  • 19:06 - 19:08
    და ეს ძალიან ძნელია
  • 19:08 - 19:12
    როგორც მშობელი გეტყვით,
    რომ ეს აუტანლად რთულია.
  • 19:13 - 19:18
    გამოვხატო მადლიერება და სიხარული
    იმ საშიშ წუთებში,
  • 19:18 - 19:20
    როდესაც ჩვენ ვეჭვობთ:
    "შეიძლება ასე ძლიერ მიყვარდე?"
  • 19:20 - 19:22
    "შეიძლება მჯეროდეს ამის ასე მგზნებარედ?"
  • 19:22 - 19:24
    "შემიძლია ვიყო ასეთი განრისხებული?"
  • 19:24 - 19:27
    უბრალოდ შეგეძლოს გაჩერდე და
    მოსალოდნელ შედეგებზე განცდის ნაცვლად
  • 19:27 - 19:29
    თქვა: "მე მადლიერი ვარ,
  • 19:29 - 19:33
    რადგან ეს დაუცველობა მაგრძნობინებს,
    რომ მე ცოცხალი ვარ."
  • 19:33 - 19:36
    და ბოლოს, ჩემი აზრით
    ყველზე მნიშვნელოვანია ვირწმუნოთ,
  • 19:36 - 19:39
    რომ საკმარისად კარგები ვართ.
  • 19:39 - 19:44
    რადგან, როდესაც ვმოქმდებთ
    იმის რწმენით, რომ "საკმარისად კარგი ვარ",
  • 19:45 - 19:49
    ვწყვეტთ ყვირილს და ვიწყებთ მოსმენას.
  • 19:49 - 19:51
    ვართ უფრო კეთილები და ზრდილობიანები
  • 19:51 - 19:54
    ჩვენ გარშემომყოფების
    და საკუთარი თავების მიმართ.
  • 19:54 - 19:57
    სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა. გმადლობთ
  • 19:57 - 19:59
    (აპლოდისმენტები)
Title:
დაუცველობის ძალა
Speaker:
ბრენე ბრაუნი
Description:

ბრენე ბრაუნი სწავლობს ადამიანებს შორის ურთიერთობებს - მათში თანაგრძნობის, მიმღებლობის, სიყვარულის უნარს. TEDx ჰიუსტონის ამ ენამოსწრებულ, სახალისო ვიდეოში, იგი გვიზიარებს საკუთრი კვლევის მნიშვნელოვან შედეგებს, რამაც უბიძგა დაეწყო ძიება საკუთარი თავისა და კაცობრიობის შესაცნობად.
ეს არის საუბარი, რომელიც სხვებსაც უნდა გაუზიაროთ.

more » « less
Video Language:
English
Team:
closed TED
Project:
TEDTalks
Duration:
19:59
Levan Lashauri approved Georgian subtitles for The power of vulnerability
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability
Levan Lashauri accepted Georgian subtitles for The power of vulnerability
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability
Levan Lashauri edited Georgian subtitles for The power of vulnerability
Show all

Georgian subtitles

Revisions