WEBVTT 00:00:01.040 --> 00:00:02.680 მაშ ასე, ამით დავიწყებ: 00:00:02.680 --> 00:00:05.300 რამდენიმე წლის წინ, ივენთების ორგანიზატორმა დამირეკა, 00:00:05.300 --> 00:00:07.140 რადგან სიტყვით გამოვსლას ვაპირებდი. 00:00:07.140 --> 00:00:08.620 დამირეკა და მითხრა: 00:00:08.620 --> 00:00:11.910 "ვერ შევჯერდი, როგორ დავწერო შენ შესახებ ფლაერზე." 00:00:11.960 --> 00:00:13.980 გამიკვირდა: "რა არის აქ საფიქრალი?!" 00:00:13.980 --> 00:00:18.210 მან კი მიპასუხა: "მე ვნახე შენი გამოსვლა და ვფიქრობ გიწოდო მკვლევარი, 00:00:18.210 --> 00:00:21.580 მაგრამ ვშიშობ, თუ მკვლევარად მოგიხსენიებ არავინ მოვა შენს მოსასმენად, 00:00:21.580 --> 00:00:24.970 რადგან იფიქრებენ, რომ მოსაწყენი და შეუფერებელი ხარ ამ ღონისძიებისთვის." 00:00:24.980 --> 00:00:25.780 (სიცილი) 00:00:25.780 --> 00:00:27.170 მე ვუთხარი: "აჰა...კარგი..." 00:00:27.170 --> 00:00:29.660 მან მითხრა: "მაგრამ რაც მე მომწონს შენს საუბარში, 00:00:29.660 --> 00:00:31.420 არის ის რომ შენ ხარ მთხრობელი. 00:00:31.420 --> 00:00:33.790 ასე რომ წარგადგენ როგორც მთხრობელს" 00:00:33.790 --> 00:00:37.460 რა თქმა უნდა, ჩემი აკადემიური, არათვითდაჯერებული ნაწილი შეშფოთდა: 00:00:37.460 --> 00:00:39.690 "შენ აპირებ წარმადგინო როგორც ვინ?" 00:00:39.690 --> 00:00:42.780 მან მიპასუხა: "როგორც მთხრობელი." 00:00:42.780 --> 00:00:45.950 პასუხად მე: "თუ ასეა, ჯადოსნური ელფი რატომ არა?!" 00:00:45.950 --> 00:00:47.390 (სიცილი) 00:00:47.390 --> 00:00:50.900 ჩემი რეაქცია იყო: "მოიცა, ცოტა დავფიქრდე." 00:00:50.900 --> 00:00:53.790 შევეცადე მთელი ჩემი სიმამაცე მომეკრიბა. 00:00:53.790 --> 00:00:56.680 გავიაზრე, რომ მე ვარ მთხრობელი. 00:00:56.680 --> 00:00:59.160 მე თვისებრივი მკვლევარი ვარ. მე ისტორიებს ვაგროვებ. 00:00:59.180 --> 00:01:01.000 ეს არის, რასაც მე ვაკეთებ. 00:01:01.000 --> 00:01:04.090 შეიძლება ეს ისტორიებიც მხოლოდ მონაცემებია, რომელთაც სული შთაბერეს, 00:01:04.090 --> 00:01:06.370 იქნებ მე მართლა მხოლოდ მთხრობელი ვარ." 00:01:06.370 --> 00:01:08.360 ამიტომ ასე ვუთხარი: "მოდი ასე მოვიქცეთ, 00:01:08.360 --> 00:01:11.000 უბრალოდ თქვი, რომ მე მკვლევარ-მთხრობელი ვარ." 00:01:11.000 --> 00:01:14.330 მას გაეცინა: "ჰა ჰა. ასეთი რამ ხომ არ არსებობს." 00:01:14.330 --> 00:01:15.790 (სიცილი) 00:01:15.790 --> 00:01:19.670 ასე რომ, მე მკვლევარ-მთხრობელი ვარ და დღეს მინდა მოგითხროთ 00:01:19.700 --> 00:01:22.000 მზარდი აღქმის შესახებ. 00:01:22.000 --> 00:01:26.030 მინდა მოგიყვეთ ისტორიები კვლევის პროცესის შესახებ, 00:01:26.030 --> 00:01:30.000 რომლებმაც ფუნდამენტურად გააფართოვეს ჩემი აღქმის თვალსაწიერი 00:01:30.000 --> 00:01:33.000 და შეცვალეს წესი, რომლითაც მე ვცხოვრობ და მიყვარს 00:01:33.000 --> 00:01:35.000 და ვმუშაობ და შვილებს ვზრდი. NOTE Paragraph 00:01:35.000 --> 00:01:37.100 ეს არის ის, საიდანაც ჩემი ისტორია იწყება. 00:01:37.100 --> 00:01:40.530 როდესაც ახალგაზრდა მკვლევარი ვიყავი, დოქტურანტურაზე სწავლის პირველ წელს, 00:01:40.530 --> 00:01:43.840 მე მყავდა კვლევის პროფესორი, რომელმაც გვითხრა: 00:01:43.840 --> 00:01:48.240 "რასაც ვერ ზომავთ, ის არ არსებობს." 00:01:49.400 --> 00:01:52.350 ვიფიქრე უბრალოდ მეარშიყებოდა. 00:01:52.350 --> 00:01:55.000 "ნამდვილად?" ვკითხე მე. "რა თქმა უნდა!" დამიდასტურა მან. 00:01:55.000 --> 00:01:57.870 წარმოიდგინეთ, მე უკვე მაქვს 00:01:57.870 --> 00:02:00.550 ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხები სოციალურ მეცნიერებებში, 00:02:00.550 --> 00:02:02.650 და ვმუშაობ დოქტორის ხარისხის მისაღებად 00:02:02.650 --> 00:02:04.900 ასე რომ, მთელი ჩემი აკადემიური კარიერის მანძილზე 00:02:04.900 --> 00:02:07.120 გარემოცული ვარ ადამიანებით, რომლებიც ფიქრობენ: 00:02:07.120 --> 00:02:09.630 "ცხოვრება უწესრიგობაა, გიყვარდეს იგი." 00:02:09.640 --> 00:02:12.000 მე კი უფრო ვფიქრობ: "ცხოვრება უწესრიგობაა 00:02:12.000 --> 00:02:14.300 დაასუფთავე, 00:02:14.300 --> 00:02:17.000 დაალაგე იგი და მოათავსე კონტეინერში." 00:02:17.000 --> 00:02:19.000 (სიცილი) 00:02:19.000 --> 00:02:22.000 ასე რომ, ვფიქრობ ნაპოვნი მქონდა ჩემი გზა, 00:02:22.000 --> 00:02:25.000 საქმე, რომელიც მთლიანად მომიცავდა. 00:02:25.000 --> 00:02:28.000 სოციალური სფეროს ერთ-ერთი ცნობილი გამონათქვემი ამბობს: 00:02:28.000 --> 00:02:31.000 "თავით გადაეშვი შენი სამუშაოს უსიამოვნებებში." 00:02:31.000 --> 00:02:34.000 მე ასე ვიყავი განწყობილი: "თავში ჩაუკაკუნე უსიამოვნებებს, 00:02:34.000 --> 00:02:36.480 თავიდან მოიშორე ისინი და ყველაფერი ხუთიანზე იქნება." 00:02:36.480 --> 00:02:39.000 ეს იყო ჩემი მანტრა. 00:02:39.000 --> 00:02:41.000 მე სავსე ვიყავი ენთუზიაზმით 00:02:41.000 --> 00:02:43.750 და ვფიქრობდი, რომ ეს საქმე ჩემთვისაა, 00:02:43.750 --> 00:02:46.650 რადგან მე ზუსტად ასეთი უწესრიგობებით ვარ დაინტერესებული. 00:02:46.650 --> 00:02:49.180 მე მინდა მათი დალაგება შემეძლოს. 00:02:49.180 --> 00:02:51.000 მინდა მესმოდეს ისინი. 00:02:51.000 --> 00:02:54.610 მინდა ბოლომდე ჩავწვდე ყველაფერს, რაც ვიცი რომ მნიშვნელოვანია 00:02:54.700 --> 00:02:57.300 და გავშიფრო ისინი ყველას დასანახად. NOTE Paragraph 00:02:57.300 --> 00:03:00.000 გადავწყვიტე კავშირებით დამეწყო. 00:03:00.000 --> 00:03:03.300 იმ დროს, როცა ხარ სოციალური მუშაკი 10 წლიანი გამოცდილებით, 00:03:03.300 --> 00:03:07.450 აცნობიერებ, რომ ურთიერთობა არის ის რის გამოც ჩვენ აქ ვართ. 00:03:07.660 --> 00:03:10.000 იგი ჩვენს ცხოვრებას მიზანს და მნიშვნელობას აძლევს. 00:03:10.000 --> 00:03:14.040 ეს ყველაფერია. არ აქვს მნიშვნელობა, გიწევს თუ არა ურთიერთობა ადამიანებთან, 00:03:14.040 --> 00:03:15.670 რომლებიც სოციალურ სამართლიანობაზე, 00:03:15.670 --> 00:03:18.480 ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ძალადობაზე და გულგრილობაზე მუშაობენ. 00:03:18.480 --> 00:03:20.830 ჩვენ რაც ვიცით, არის ის, რომ კავშირის ქონა, 00:03:20.830 --> 00:03:23.000 ურთიერთობის შეგრძნების შესაძლებლობა, 00:03:23.000 --> 00:03:26.220 არის ის, როგორც ვართ შექმნილი ნეურობიოლოგიურ დონეზე. 00:03:26.220 --> 00:03:30.810 ის რის გამოც ჩვენ აქ ვართ. მე ვაპირებ დავიწყო კავშირებზე მსჯელობით. 00:03:31.000 --> 00:03:35.730 წარმოიდგინეთ სიტუაცია, რომ თქვენი უფროსი გაფასებთ. 00:03:35.920 --> 00:03:39.190 მან ჩამოთვალა 37 რამ, რასაც შესანიშნავად ართმევთ თავს 00:03:39.190 --> 00:03:41.660 და ერთი რამ რასაც ვერ... არის "ზრდის შესაძლებლობა." 00:03:41.660 --> 00:03:43.000 (სიცილი) 00:03:43.000 --> 00:03:47.410 ყველაფერი, რაზე ფიქრიც ამ სიტუაციაში შეგიძლიათ "ზრდის შესაძლებლობაა", ხომ ასეა? 00:03:47.410 --> 00:03:50.000 ცხადია, ჩემი საქმიანობაც ამ გზით წავიდა. 00:03:50.000 --> 00:03:53.000 რადგან, როდესაც ადამიანებს სიყვარულზე ეკითხებით, 00:03:53.000 --> 00:03:55.000 გიყვებიან, თუ როგორ ატკინეს მათ გული. NOTE Paragraph 00:03:55.000 --> 00:03:57.060 როდესაც მიმღებლობაზე უსვამთ შეკითხვას, 00:03:57.060 --> 00:04:01.670 იხსენებენ ყველაზე საშინელ შემთხვევას, როცა თავი გარიყულად აგრძნობინეს, 00:04:01.730 --> 00:04:04.000 ხოლო როდესაც ეკითხებით ურთიერთობის შესახებ, 00:04:04.000 --> 00:04:07.000 ამბები რომლებსაც ყვებიან დაშორებას ეხება. NOTE Paragraph 00:04:07.000 --> 00:04:10.000 ასე რომ, ძალიან მალე, თითქმის 6 კვირაში კვლევის დაწყებიდან, 00:04:10.000 --> 00:04:15.860 მე შევეჩეხე ამ უსახელო რაღაცას, რამაც მთლიანად ნათელი მოჰფინა ურთიერთობებს 00:04:16.000 --> 00:04:19.000 ისე როგორც მე არასოდეს მესმოდა და არასოდეს მენახა. 00:04:19.000 --> 00:04:21.000 ასე რომ მე შევწყვიტე კვლევა 00:04:21.000 --> 00:04:24.250 და ვფიქრობდი, რომ უნდა გამერკვია რა იყო ეს. 00:04:24.250 --> 00:04:27.000 აღმოჩნდა, რომ ეს სირცხვილის გრძნობა იყო. 00:04:27.000 --> 00:04:30.920 სირცხვილი იოლად გაიგება, როგორც ურთიერთობების დაკარგვის შიში: 00:04:31.000 --> 00:04:35.790 არის კი ჩემში რამე ისეთი, რაც სხვებმა რომ გაიგონ, ან დაინახონ, 00:04:36.000 --> 00:04:38.860 აღარ ვიქნები მათთან ურთიერთობის ღირსი? 00:04:38.860 --> 00:04:42.420 ამაზე შემიძლია შემდეგი გითხრათ: ეს უნივერსალურია. ყველა ჩვენგანს გვაქვს. NOTE Paragraph 00:04:42.420 --> 00:04:45.210 იმ ადამიანებს, რომლებიც არ განიცდიან სირცხვილს, 00:04:45.210 --> 00:04:47.690 არ აქვთ ადამიანური თანაგრძნობის და ურთიერთობის უნარი. 00:04:47.690 --> 00:04:49.000 არავის სურს ამაზე ლაპარაკი. 00:04:49.000 --> 00:04:52.000 რაც ნაკლებს ლაპარაკობთ, მით მეტად განიცდით. 00:04:53.280 --> 00:04:57.270 საფუძველი ამ შიშისა, არის ფიქრი: "მე არ ვარ საკმარისად კარგი". 00:04:57.270 --> 00:04:59.910 ეს გრძნობა ყველა ჩვენგანისთვის ნაცნობია: 00:04:59.910 --> 00:05:02.580 "მე არ ვარ საკმარისად ღია, არ ვარ საკმარისად გამხდარი, 00:05:02.580 --> 00:05:06.480 საკმარისად მდიდარი, საკმარისად ლამაზი, საკმარისად ჭკვიანი,საკმარისად წარმატებული" 00:05:06.480 --> 00:05:10.610 და ამ ყველაფრის საფუძველი არის დაუცველობის მტანჯველი განცდა. 00:05:11.000 --> 00:05:14.480 ეს აზრი კავშირის დამყარებისა, 00:05:14.480 --> 00:05:19.490 მოითხოვს რომ საკუთარი თავი ვაჩვენოთ, რომ დაგვინახონ ისეთი როგორებიც ვართ. NOTE Paragraph 00:05:19.870 --> 00:05:23.200 იცით როგორ ვარ განწყობილი დაუცველობის მიმართ? მე მძულს დაუცველობა. 00:05:23.210 --> 00:05:27.730 ამიტომაც ვიფიქრე, ეს ჩემი შანსია გავლახო ის, ჩემი საზომი ხელსაწყოთი. 00:05:28.000 --> 00:05:31.000 მე ვიწყებ. მე ვაპირებ გამოვიკვლიო იგი, 00:05:31.000 --> 00:05:34.790 ვაპირებ მივუძღვნა ამ საქმეს მთელი წელი, სრული დეკონსტრუქცია გავუკეთო სირცხვილს. 00:05:34.790 --> 00:05:36.370 გავიგო როგორ მუშაობს დაუცველობა 00:05:36.370 --> 00:05:38.850 და ხერხით ვაჯობო მას. 00:05:38.850 --> 00:05:43.080 ასე რომ, მე გამოვაცხადე მზადყოფნა და ძალიან აღელვებული ვიყავი. 00:05:43.860 --> 00:05:47.030 ალბათ ხვდებით, რომ ეს კარგად არ დამთავრდებოდა 00:05:47.030 --> 00:05:48.160 (სიცილი) 00:05:48.560 --> 00:05:50.600 თქვენ ეს იცით. 00:05:50.600 --> 00:05:53.000 მე შემიძლია დაუსრულებლად გესაუბროთ სირცხვილზე, 00:05:53.000 --> 00:05:55.350 მაგრამ ამისთვის ყველა მომხსენებლის დრო დამჭირდება. 00:05:55.350 --> 00:05:58.300 მთავარს გეტყვით, იმ ძირითადს, რაზეც დადის ეს ყველაფერი. 00:05:58.300 --> 00:06:01.390 ეს შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია, 00:06:01.390 --> 00:06:04.390 რომელიც ამ ათწლიანი კვლევის მანძილზე შევიძინე. 00:06:04.390 --> 00:06:07.550 ჩემი ერთი წელი გადაიქცა 6 წლად: 00:06:08.150 --> 00:06:13.000 ათასობით ისტორია, ასობით ვრცელი ინტერვიუ, ფოკუს-ჯგუფები. 00:06:13.000 --> 00:06:15.230 ხალხი თავად მიგზავნიდა ჟურნალის გვერდებს 00:06:15.230 --> 00:06:17.510 და მათ ისტორიებს. 00:06:17.510 --> 00:06:22.160 ათასობით მონაცემი დამიგროვდა ამ ექვსი წლის მანძილზე NOTE Paragraph 00:06:22.210 --> 00:06:25.000 და მე ჩავებღაუჭე მათ. რაღაც დოზით გავიგე 00:06:25.000 --> 00:06:27.400 რა არის სირცხვილი, როგორ მუშაობს იგი. 00:06:27.420 --> 00:06:33.200 მე წიგნი დავწერე, გამოვაქვეყნე თეორია, მაგრამ რაღაც ისე ვერ იყო. 00:06:33.870 --> 00:06:38.230 საქმე იმაში იყო, რომ თუ მე უხეშად ავიღებდი ჩემ მიერ გამოკითხულ ადამიანებს 00:06:38.460 --> 00:06:43.750 და დავყოფდი მათ ადამიანებად, რომელთაც ნამდვილად აქვთ ღირსების გრძნობა.. 00:06:43.860 --> 00:06:46.160 აი, რაზეც ყველაფერი დაიყვანება... 00:06:46.160 --> 00:06:47.540 ღირსების გრძნობა... 00:06:47.540 --> 00:06:50.630 ასეთებს ძლიერი სიყვარულისა და მიმღებლობის გრძნობა აქვთ... 00:06:50.630 --> 00:06:52.900 და ადამიანებად, რომლებიც წვალობენ ამისთვის. 00:06:52.900 --> 00:06:56.350 რომლებსაც მუდმივად აღელვებთ არიან თუ არა საკმარისად კარგები. 00:06:56.350 --> 00:06:58.470 მხოლოდ ერთი ცვლადი განასხვავებდა ადამიანებს, 00:06:58.470 --> 00:07:01.000 რომელთაც აქვთ სიყვარულის და მიმრებლობის ძლიერი განცდა 00:07:01.000 --> 00:07:03.020 და ადამიანებს, რომლებიც წვალობენ ამისთვის. 00:07:03.020 --> 00:07:06.910 ეს იყო ის, რომ ადამიანებს რომელთაც აქვთ სიყვარულის და მიმრებლობის ძლიერი განცდა, 00:07:07.170 --> 00:07:10.720 სჯერათ, რომ ისინი იმსახურებენ სიყვარულს და მიღებას. 00:07:10.720 --> 00:07:12.000 სულ ეს არის. 00:07:12.000 --> 00:07:14.000 მათ სჯერათ რომ ღირსნი არიან. 00:07:15.020 --> 00:07:19.700 ჩემი აზრით, ჩვენი ურთიერთობების გარეშე დარჩენის მთავარი მიზეზი, 00:07:19.750 --> 00:07:24.000 არის ჩვენივე შიში, რომ არ ვართ ამ ურთიერთობის ღირსნი. 00:07:24.000 --> 00:07:26.000 ეს იყო რაღაც, რაშიც პირადად და პროფესიულად 00:07:26.000 --> 00:07:29.490 ვგრძნობდი რომ უკეთ გარკვევა მჭირდებოდა. 00:07:29.490 --> 00:07:33.690 და აი რა გავაკეთე: ავიღე ყველა ინტერვიუ, 00:07:33.710 --> 00:07:37.000 სადაც ღირსების გრძნობა და განცდით მცხოვრები ადამიანები ვნახე 00:07:37.000 --> 00:07:40.000 და მხოლოდ მათზე დავიწყე დაკვირვება. NOTE Paragraph 00:07:40.000 --> 00:07:42.000 რა აქვთ ამ ადამიანებს საერთო? 00:07:42.000 --> 00:07:46.360 მე ცოტა საკანცელარიო ნივთების მანია მახასიათებს, თუმცა ეს სხვა თემაა. 00:07:47.000 --> 00:07:50.000 მაშ, მქონდა საქაღალდე და "შარპის" მარკერი 00:07:50.000 --> 00:07:52.570 და ვფიქრობდი, რა დამერქმია ამ კვლევისთვის. 00:07:52.570 --> 00:07:56.030 პირველივე სიტყვა, რაც თავში მომივიდა იყო "გულითადი". 00:07:56.030 --> 00:07:59.260 ისინი იყვნენ გულითადი ადამიანები, მცხოვრებნი ღირსების ღრმა განცდით. 00:07:59.260 --> 00:08:02.140 ამგვარად, ასეც დავაწერე საქაღალდეს 00:08:02.140 --> 00:08:04.000 და დავიწყე მასალების გარჩევა. 00:08:04.000 --> 00:08:10.720 ფაქტიურად ამ ოთხდღიანი მონაცემების ინტენსიური ანალიზით დავიწყე. 00:08:10.900 --> 00:08:14.000 უკან დავბრუნდი, ამოვიღე ინტერვიუები, ისტორიები, შემთხვევები. 00:08:14.000 --> 00:08:17.000 რა არის არსი? როგორია სტრუქტურა? 00:08:17.000 --> 00:08:20.000 ჩემმა მეუღლემ ბავშვებიანად ქალაქი დატოვა, 00:08:20.000 --> 00:08:23.150 რადგან მე ყოველთვის ვვარდები ჯეკსონ პოლოკის გიჟურ სტილში, 00:08:23.150 --> 00:08:27.730 როცა სულ ვწერ და მკვლევარის განწყობაზე ვარ. 00:08:28.000 --> 00:08:31.930 და აი რა აღმოვაჩინე: 00:08:32.000 --> 00:08:35.690 მათი საერთო თვისება გამბედაობა იყო. 00:08:36.000 --> 00:08:39.000 მინდა ერთმანეთისგან გამოვყო გამბედაობა და სიმამაცე. 00:08:39.000 --> 00:08:41.270 გამბედაობა - თავდაპირველი მნიშვნელობით, 00:08:41.270 --> 00:08:43.000 რომლითაც იგი ინგლისურ ენაში გაჩნდა, 00:08:43.000 --> 00:08:45.870 მომდინარეობს ლათინური სიტყვისგან "cor", რაც ნიშნავს - "გული" 00:08:45.870 --> 00:08:48.430 და თავდაპირველი განმარტებით ნიშნავდა 00:08:48.430 --> 00:08:51.210 გეამბა საკუთარი თავის შესახებ მთელი გულით. 00:08:51.210 --> 00:08:57.280 ამიტომ, ამ ადამიანებს მარტივად ჰქონდათ გამბედაობა ყოფილიყვნენ არასრულყოფილნი 00:08:58.000 --> 00:09:00.390 მათ ებრალებოდათ და ცდილობდნენ კეთილები ყოფილიყვნენ 00:09:00.390 --> 00:09:02.990 პირველ რიგში საკუთარი თავის და შემდეგ სხვების მიმართ, 00:09:02.990 --> 00:09:06.270 რადგან როგორც ირკვევა, სხვებს ვერ შევიბრალებთ, 00:09:06.270 --> 00:09:09.000 თუ საკუთარ თავს ვერ მოვეპყარით კარგად. 00:09:09.000 --> 00:09:12.880 საბოლოოდ ისინი ახერხებდნენ ჰქონოდათ ურთიერთობა და რაშიც იყო სირთულე, 00:09:13.000 --> 00:09:15.070 მათი გულწრფელობიდან გამომდინარე 00:09:15.070 --> 00:09:18.880 ისინი მზად იყვნენ აღარ ეზრუნათ იმაზე, როგორებიც ფიქრობდნენ რომ უნდა ყოფილიყვნენ. 00:09:18.880 --> 00:09:22.090 სამაგიეროდ ყოფილიყვნენ ისეთები, როგორებიც ნამდვილად იყვნენ. 00:09:22.090 --> 00:09:27.270 რაც იძულებული ხართ გააკეთოთ, თუ გინდათ ურთიერთობა. NOTE Paragraph 00:09:28.000 --> 00:09:30.710 კიდევ ერთი რამ, რაც მათ საერთო ჰქონდათ იყო ეს. 00:09:33.850 --> 00:09:38.060 დაუცველობის სრულად გათავისება. 00:09:40.860 --> 00:09:47.470 მათ სჯეროდათ, რომ დაუცველობა მათ ალამაზებდა. 00:09:50.000 --> 00:09:54.740 ისინი არც იმას ამბობდნენ, რომ დაუცველობა კომფორტული იყო 00:09:54.770 --> 00:09:57.000 და არც იმას, რომ ეს აუტანელი იყო, 00:09:57.000 --> 00:09:59.680 როგორც მანამდე სირცხვილის შესახებ ინტერვიუში მოვისმინე. 00:09:59.680 --> 00:10:02.970 ისინი მხოლოდ იმას ამბობდნენ , რომ ეს აუცილებლობა იყო. 00:10:03.000 --> 00:10:07.870 საუბრობდნენ მზადყოფნაზე, რომ პირველებს ეთქვათ "მე შენ მიყვარხარ"... 00:10:08.000 --> 00:10:14.480 მზადყოფნაზე, რომ გაეკეთებინათ რამე გარანტიების გარეშე... 00:10:16.000 --> 00:10:19.990 მზადყოფნაზე, რომ მშვიდად დალოდებოდნენ ექიმის ზარს 00:10:20.000 --> 00:10:22.650 მამოგრაფიის შედეგების შესახებ. 00:10:23.150 --> 00:10:26.000 მზადყოფნაზე, რომ ინვესტირება მოეხდინათ ურთიერთობაში, 00:10:26.000 --> 00:10:29.000 რომელიც ან გამოვა, ან არა. 00:10:29.000 --> 00:10:32.000 ისინი თვლიდნენ, რომ ეს ფუნდამენტურად მნიშვნელოვანი იყო. NOTE Paragraph 00:10:32.000 --> 00:10:35.000 პირადად მე ვფიქრობდი, რომ ეს ღალატი იყო. 00:10:35.000 --> 00:10:39.620 ვერ ვიჯერებდი, რომ კვლევას ერთგულება შევფიცე, 00:10:39.690 --> 00:10:42.330 სადაც ჩვენი საქმე, როგორც კვლევის განმარტება გვეუბნება, 00:10:42.330 --> 00:10:45.000 არის კონტროლი და პროგნოზირება. 00:10:45.000 --> 00:10:48.910 მოვლენის შესწავლა, სწორედ კონტროლის და პროგნოზირების მიზნით 00:10:49.150 --> 00:10:53.280 და ახლა ამ კონტროლის და პროგნოზირების ჩემმა მისიამ. 00:10:53.290 --> 00:10:56.000 აჩვენა რომ უნდა იცხოვრო დაუცველობის განცდით 00:10:56.000 --> 00:10:59.000 და შეწყვიტო კონტროლი და პროგნოზირება. 00:10:59.000 --> 00:11:02.770 ამან პატარა კრიზისში ჩამაგდო. 00:11:02.790 --> 00:11:05.430 (სიცილი) 00:11:06.000 --> 00:11:09.000 რომელიც სინამდვილეში ასე გამოიყურებოდა. 00:11:09.000 --> 00:11:11.000 (სიცილი) 00:11:11.000 --> 00:11:13.000 და ასეც იყო. 00:11:13.000 --> 00:11:16.870 მე ამას კრიზისს ვეძახი ჩემი ფსიქოთერაპევტი კი სულიერ გამოღვიძებას. 00:11:16.910 --> 00:11:19.040 სულიერი გამოღვიძება უკეთ ჟღერს, ვიდრე კრიზისი 00:11:19.040 --> 00:11:20.960 მაგრამ გარწმუნებთ ეს კრიზისი იყო. 00:11:20.960 --> 00:11:24.450 იძულებული გავხდი ჩემი მასალები გვერდით გადამედო და ფსიქოთერაპევტი მეძებნა. 00:11:24.450 --> 00:11:25.890 ნება მომეცით გითხრათ: 00:11:25.890 --> 00:11:29.070 ბევრს იგებთ საკუთარ თავზე, როცა მეგობრებს ურეკავთ და ეუბნებით: 00:11:29.070 --> 00:11:32.000 "ვფიქობ მიღებაზე უნდა ჩავეწერო, შეგიძლია ვინმე მირჩიო?" 00:11:32.000 --> 00:11:34.630 ჩემი ხუთი მეგობრის რეაქცია ასეთი იყო: 00:11:34.630 --> 00:11:37.420 "უუუჰ, შენს ფსიქოთერაპევტად ყოფნას არ ვისურვებდი". 00:11:37.420 --> 00:11:39.000 (სიცილი) 00:11:39.000 --> 00:11:41.250 ამაზე მე: "ეს რას ნიშნავს?" 00:11:41.250 --> 00:11:44.150 ისინი კი: "ხომ იცი, უბრალოდ ვიგულსხმე, 00:11:44.150 --> 00:11:47.050 რომ შენს საზომ ხელსაწყოს ნუ წაიღებ". 00:11:47.050 --> 00:11:49.000 (სიცილი) NOTE Paragraph 00:11:51.000 --> 00:11:53.000 ასე რომ ვიპოვე ფსიქოთერაპევტი. 00:11:53.000 --> 00:11:56.050 ჩემ პირველ შეხვედრაზე დაიანასთან 00:11:56.050 --> 00:12:00.860 მოვიტანე გულითადი ადამიანების ცხოვრების სტილი და დავჯექი. 00:12:01.000 --> 00:12:03.000 მან მკითხა: "როგორ ხარ?" 00:12:03.000 --> 00:12:06.000 ვუპასუხე, რომ ძალიან კარგად, მშვენივრად. 00:12:06.000 --> 00:12:08.000 შემდეგ მკითხა: "რაშია საქმე?" 00:12:08.000 --> 00:12:11.000 ეს იყო ფსიქოთერაპევტი, რომელიც ფსიქოთერაპევტებს ნახულობს, 00:12:11.000 --> 00:12:15.610 ჩვენ უნდა მივიდეთ მათთან, რადგან მათი სისულელეების დეტექტორი კარგად მუშაობს. 00:12:15.610 --> 00:12:18.000 (სიცილი) 00:12:18.000 --> 00:12:21.920 ასე რომ, მე ვუთხარი: "საქმე იმაშია, რომ მე ვწვალობ." 00:12:21.920 --> 00:12:24.780 "რა წვალებას გულისხმობ?" - მკითხა მან. 00:12:24.780 --> 00:12:27.140 მე ვუპასუხე: "დაუცველობის პრობლემა მაქვს 00:12:27.140 --> 00:12:31.390 და ვიცი, რომ დაუცველობა სირცხვილის, შიშის 00:12:31.390 --> 00:12:34.000 და ღირსებისთვის ჩვენი ბრძოლის ბაზისია. 00:12:34.000 --> 00:12:39.070 თუმცა, როგორც გამოჩნდა ის ასევე სიხარულის, შემოქმედებითობის, 00:12:39.290 --> 00:12:42.000 მიმღებლობის და სიყვარულის საწყისია 00:12:42.000 --> 00:12:47.700 და ვფიქრობ პრობლემა მაქვს და დახმარება მჭირდება" 00:12:47.700 --> 00:12:53.630 თან დავძინე: "არანაირი საუბარი ოჯახზე და არანაირი ბავშვობისდროიდნელი ბოდვები". 00:12:53.630 --> 00:12:55.100 (სიცილი) 00:12:55.100 --> 00:12:58.140 "მე უბრალოდ რაღაც სტრატეგიები მჭირდება" 00:12:58.140 --> 00:13:02.000 (სიცილი) 00:13:02.000 --> 00:13:06.140 (აპლოდისმენტები) 00:13:06.140 --> 00:13:07.480 გმადლობთ 00:13:09.000 --> 00:13:12.000 მისი რეაქცია ასეთი იყო. 00:13:12.000 --> 00:13:14.000 (სიცილი) 00:13:14.000 --> 00:13:17.000 შემდეგ მე ვუთხარი: "ეს ცუდია. არა?" 00:13:17.000 --> 00:13:20.420 მან მიპასუხა: "ეს არც კარგია, არც ცუდი". 00:13:20.420 --> 00:13:22.000 (სიცილი) 00:13:22.000 --> 00:13:24.000 "ეს არის, რაც არის" 00:13:24.000 --> 00:13:27.250 და მე: "ო, ღმერთო ჩემო ჩავისვარეთ". NOTE Paragraph 00:13:27.250 --> 00:13:30.000 (სიცილი) NOTE Paragraph 00:13:30.000 --> 00:13:32.000 და ასეც მოხდა და თან არც მოხდა. 00:13:32.000 --> 00:13:35.000 ამას მთელი წელი დასჭირდა. 00:13:35.000 --> 00:13:37.000 ხომ იცით ადამიანები, 00:13:37.000 --> 00:13:40.470 რომლებიც როცა კი აცნობიერებენ, რომ დაუცველობა და სისათუთე მნიშვნელოვანია, 00:13:40.470 --> 00:13:43.000 ნებდებიან და თავით გადაეშვებიან მასში. 00:13:43.000 --> 00:13:45.400 ა) მე ასეთი არ ვარ. 00:13:45.400 --> 00:13:48.380 და ბ) მე ასეთ ადამიანებთან არც ვურთიერთობ. 00:13:48.380 --> 00:13:51.000 (სიცილი) 00:13:51.000 --> 00:13:54.000 ჩემთვის ეს ერთწლიანი ქუჩური ჩხუბი იყო. 00:13:54.000 --> 00:13:56.000 ნამდვილი შეჯახება. 00:13:56.000 --> 00:13:58.000 დაუცველობამ შემიტია, მეც შევუტიე. 00:13:58.000 --> 00:14:01.000 მე წავაგე ბრძოლა, 00:14:01.000 --> 00:14:03.190 მაგრამ ალბათ უკან დავიბრუნე ჩემი ცხოვრება. NOTE Paragraph 00:14:03.190 --> 00:14:05.000 ამის შემდეგ მე დავუბრუნდი კვლევას 00:14:05.000 --> 00:14:07.000 და მომდევნო ორი წელი 00:14:07.000 --> 00:14:10.820 იმის ცდაში გავატარე, რომ გამეგო, რა არჩევანს აკეთებენ 00:14:10.820 --> 00:14:15.580 გულითადი ადამიანები და რას ვუხერხებთ დაუცველობას. 00:14:16.000 --> 00:14:18.790 რატომ ვებრძვით მას ასე მონდომებით? 00:14:18.790 --> 00:14:21.000 ვარ თუ არა მე მარტო ამ ბრძოლაში? 00:14:21.780 --> 00:14:23.000 არა. 00:14:23.000 --> 00:14:25.000 მაშ, აი რა ვისწავლე, 00:14:26.000 --> 00:14:29.000 ჩვენ ვახშობთ დაუცველობას, 00:14:29.000 --> 00:14:30.890 როცა ზარს ველოდებით. 00:14:30.890 --> 00:14:33.940 სახალისო იყო, როცა მე დავგზავნე ტვიტერისა და ფეისბუქის მეშვეობით 00:14:33.940 --> 00:14:35.940 კითხვა: "როგორ განმარტავთ დაუცველობას? 00:14:35.940 --> 00:14:37.510 რა გაგრძნობინებთ თავს დაუცველად?" 00:14:37.510 --> 00:14:40.260 თითქმის საათნახევარში მე მქონდა 150 პასუხი, 00:14:40.260 --> 00:14:44.230 რადგან მინდოდა გამეგო რაშია საქმე. 00:14:44.230 --> 00:14:49.710 "როცა იძულებული ვარ ახალშეუღლებულ ქმარს ვთხოვო დახმარება რადგან ავად ვარ"; 00:14:49.980 --> 00:14:52.230 "სექსის წამოწყებისას ქმართან"; 00:14:52.230 --> 00:14:54.420 "სექსის წამოწყებისას ცოლთან"; 00:14:54.420 --> 00:14:57.740 "უარის მიღებისას"; "როცა ვთხოვ პაემანზე მოვიდეს"; 00:14:57.740 --> 00:15:01.100 "როცა ველოდები ექიმის ზარს"; "როდესაც სამსახურიდან მათავისუფლებენ"; 00:15:01.100 --> 00:15:03.430 "როდესაც იძულებული ვარ სამსახურიდან გავათავისუფლო" 00:15:03.430 --> 00:15:05.620 ეს არის მსოფლიო, რომელშიც ვცხოვრობთ. 00:15:05.620 --> 00:15:07.630 ჩვენ დაუცველ მსოფლიოში ვცხოვრობთ. 00:15:07.630 --> 00:15:11.710 ერთ-ერთი გზა, რითიც ამას ვუმკლავდებით დაუცველობის ჩახშობაა NOTE Paragraph 00:15:11.930 --> 00:15:13.700 ვფიქრობ არსებობს ამის მტკიცებულება 00:15:13.700 --> 00:15:16.120 და ეს არაა ერთადერთი მტკიცებულება, 00:15:16.120 --> 00:15:18.860 მაგრამ ვფიქრობ უდიდესი ფაქტორია, 00:15:18.860 --> 00:15:22.000 რომ ჩვენ ვართ ყველაზე ვალებში ჩაფლული, 00:15:22.860 --> 00:15:25.320 ჭარბწონიანი, 00:15:25.320 --> 00:15:30.940 დამოკიდებული და წამლებზე შემჯდარი ზრდასრული მოსახლეობა აშშ-ს ისტორიაში. 00:15:33.000 --> 00:15:36.000 პრობლემა, როგორც კვლევამ მიჩვენა, 00:15:36.000 --> 00:15:39.380 არის რომ შეუძლებელია ემოციების შერჩევითი ჩახშობა. 00:15:40.000 --> 00:15:42.760 ვერ იტყვით აქ ცუდი რამეებია. 00:15:42.760 --> 00:15:45.130 აქ დაუცველობაა, აქ მწუხარებაა, აქ სირცხვილია, 00:15:45.130 --> 00:15:47.000 აქ შიშია, აქ იმედგაცრუებაა. 00:15:47.000 --> 00:15:49.000 არ მინდა ეს ყველაფერი ვიგრძნო. 00:15:49.000 --> 00:15:52.680 ორიოდე კათხა ლუდს დავლევ და ბანანის თხილიან მაფინს დავაყოლებ. 00:15:52.680 --> 00:15:54.360 (სიცილი) 00:15:54.730 --> 00:15:56.200 არ მინდა ეს ყველაფერი ვიგრძნო. 00:15:56.200 --> 00:15:58.250 ჩემთვის ნაცნობია ეს გამგებიანი სიცილი, 00:15:58.250 --> 00:16:01.210 ჩემი სამუშაო თქვენს ცხოვრებაში შეჭრაა. 00:16:01.210 --> 00:16:03.000 მე ეს ვიცი. ღმერთო ჩემო! 00:16:03.000 --> 00:16:05.000 (სიცილი) 00:16:05.000 --> 00:16:08.000 თქვენ ვერ ჩაახშობთ ამ მტკივნეულ განცდებს, 00:16:08.000 --> 00:16:11.050 სხვა გავლენების, სხვა ემოციების ჩახშობის გარეშე. 00:16:11.050 --> 00:16:12.880 ვერ შეძლებთ ეს შერჩევითად გააკეთოთ. 00:16:12.880 --> 00:16:15.000 ანუ როდესაც მათ ვახშობთ, 00:16:15.000 --> 00:16:17.000 ჩვენ ვახშობთ სიხარულს, 00:16:17.000 --> 00:16:19.000 ჩვენ ვახშობთ მადლიერებას, 00:16:19.000 --> 00:16:21.100 ჩვენ ვახშობთ ბედნიერებას. 00:16:21.750 --> 00:16:25.210 ამის შემდეგ, ჩვენ ცუდად ვართ და ვიწყებთ მიზნის 00:16:25.210 --> 00:16:28.000 და მნიშვნელობის ძებნას და თავს დაუცველად ვგრძნობთ. 00:16:28.000 --> 00:16:31.030 მაშინ კი თან გვაქვს კათხა ლუდი და ბანანის თხილიანი მაფინი. 00:16:31.030 --> 00:16:34.000 და ეს საშიში ციკლი იქმნება. NOTE Paragraph 00:16:35.630 --> 00:16:39.260 ერთი რამ, რაზეც ჩემი აზრით უნდა დავფიქრდეთ, 00:16:39.260 --> 00:16:41.550 არის თუ რატომ და როგორ ვახშობთ ემოციებს. 00:16:41.550 --> 00:16:44.210 ეს უბრალო მიდრეკილება არ უნდა იყოს. 00:16:44.850 --> 00:16:49.380 კიდევ რასაც ვაკეთებთ ხოლმე, არის, განუსაზღვრელ რამეებს ვსაზღვრავთ. 00:16:49.890 --> 00:16:54.650 რელიგია რწმენიდან და იდუმალებიდან ზუსტ განსზღვრებამდე მივიდა. 00:16:55.000 --> 00:16:57.820 "მე მართალი ვარ, შენ - ცდები. მოკეტე" 00:16:58.620 --> 00:17:00.000 აი ასე. 00:17:00.830 --> 00:17:02.000 სრულიად დარწმუნებით. 00:17:02.630 --> 00:17:04.000 რაც მეტად გვეშინია, 00:17:04.000 --> 00:17:06.530 მით მეტად დაუცველები ვართ და მეტად შეშინებულებიც. 00:17:06.530 --> 00:17:08.580 დღევანდელი პოლიტიკაც ამას ჰგავს. 00:17:08.580 --> 00:17:10.540 მასში არ არის მსჯელობა. 00:17:10.540 --> 00:17:12.000 არ არის დიალოგი. 00:17:12.000 --> 00:17:14.000 აქ მხოლოდ ბრალს დებენ. 00:17:14.000 --> 00:17:17.000 იცით კვლევაში ბრალის დადება როგორ არის აღწერილი? 00:17:17.000 --> 00:17:20.100 ტკივილის და დისკომფორტისგან დაცლის საშუალება. 00:17:21.110 --> 00:17:22.930 ჩვენ სრულყოფილებისკენ ვიღწვით. 00:17:22.930 --> 00:17:26.160 თუკი არის ვინმე, ვისაც სურს მისი ცხოვრება ასეთი იყოს, ეს მე ვარ, 00:17:26.160 --> 00:17:27.980 მაგრამ ეს არ მუშაობს. 00:17:27.980 --> 00:17:31.440 რადგან რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის, რომ ვიღებთ ცხიმს ჩვენი დუნდულებიდან 00:17:31.440 --> 00:17:33.330 და ვუშვებთ მას ლოყებში. 00:17:33.330 --> 00:17:35.000 (სიცილი) 00:17:35.670 --> 00:17:39.650 იმედი მაქვს100 წლის მერე ადამიანები უკან მოიხედავენ და იტყვიან "ვაუ" NOTE Paragraph 00:17:39.780 --> 00:17:41.000 (სიცილი) NOTE Paragraph 00:17:41.010 --> 00:17:44.690 და ჩვენ ვაიდეალებთ, რაც ყველაზე საშიშია, ჩვენს შვილებს. 00:17:44.700 --> 00:17:47.580 ნება მომეცით გითხრათ, თუ რას ვფიქრობთ ჩვენ შვილებზე. 00:17:47.580 --> 00:17:50.280 ისინი უკვე მომართულნი არიან საბრძოლველად, როცა ჩნდებიან 00:17:50.280 --> 00:17:52.990 და როდესაც ეს სრულყოფილი პატარა არსებები ხელში გვიჭირავს, 00:17:52.990 --> 00:17:55.490 ჩვენ არ უნდა ვუთხრათ: "შეხედეთ მას, ის სრულყოფილია. 00:17:55.490 --> 00:17:58.170 მე უნდა შევინარჩუნო ის სრულყოფილად, მე უნდა უზრუნველვყო, 00:17:58.170 --> 00:18:01.450 რომ ის ტენისის გუნდში იყოს მეხუთე კლასში და მეშვიდეში იელში ჩააბაროს." 00:18:01.450 --> 00:18:04.770 ეს არ არის რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ჩვენი საქმეა შევხედოთ და ვუთხრათ: 00:18:04.770 --> 00:18:07.530 "იცი? შენ არ ხარ სრულყოფილი, შენ მომართული ხარ ბრძოლისთვის, 00:18:07.530 --> 00:18:10.090 მაგრამ იმსახურებ სიყვარულს და მიმღებლობას" 00:18:10.090 --> 00:18:11.270 ეს არის ჩვენი საქმე. 00:18:11.270 --> 00:18:13.000 მაჩვენეთ თაობა, რომელიც ასე აღიზარდა 00:18:13.000 --> 00:18:15.820 და ჩვენ მოვაგვარებთ პრობლემებს, რომელთაც დღეს ვხედავთ. 00:18:15.820 --> 00:18:22.410 ჩვენ თავს ვიტყუებთ, თითქოს ჩვენი საქციელი გავლენას არ ახდენდეს სხვებზე. 00:18:22.620 --> 00:18:25.060 ჩვენ ასე ვიქცევით პირად ცხოვრებაში. 00:18:25.060 --> 00:18:27.550 ჩვენ საზოგადოდაც ასე ვიქცევით, 00:18:27.550 --> 00:18:32.420 იქნება ეს ფინანსური კოლაფსი, ნავთობის დაღვრა, თუ შეკვეთის გაუქმება. 00:18:32.420 --> 00:18:36.050 ჩვენ თავს ვიტყუებთ, რომ ჩვენს საქციელს დიდი გავლენა არ აქვს სხვა ადამიანებზე. 00:18:36.050 --> 00:18:39.520 მე ვეტყოდი კომპანიებს - ხალხო, ეს არ არის ჩვენი პირველი როდეო 00:18:39.600 --> 00:18:43.860 ჩვენ მხოლოდ გვინდა, რომ გულწრფელები და ნამდვილები იყოთ და თქვათ: 00:18:44.000 --> 00:18:48.740 "ჩვენ ვწუხვართ. ჩვენ ამას გამოვასწორებთ" NOTE Paragraph 00:18:50.000 --> 00:18:52.330 მაგრამ არის კიდევ სხვა გზა და ამით დავასრულებ. 00:18:52.330 --> 00:18:54.000 აი რა აღმოვაჩინე: 00:18:54.000 --> 00:19:00.320 გავხადოთ საკუთარი თავი ხილული, სიღრმემდე ხილული, დაუცველად ხილული... 00:19:00.320 --> 00:19:05.630 რომ გვიყვარდეს მთელი გულით, რომც არ იყოს გარანტია 00:19:05.630 --> 00:19:07.720 და ეს ძალიან ძნელია 00:19:07.720 --> 00:19:11.900 როგორც მშობელი გეტყვით, რომ ეს აუტანლად რთულია. 00:19:13.030 --> 00:19:17.510 გამოვხატო მადლიერება და სიხარული იმ საშიშ წუთებში, 00:19:17.510 --> 00:19:20.130 როდესაც ჩვენ ვეჭვობთ: "შეიძლება ასე ძლიერ მიყვარდე?" 00:19:20.130 --> 00:19:22.080 "შეიძლება მჯეროდეს ამის ასე მგზნებარედ?" 00:19:22.080 --> 00:19:24.000 "შემიძლია ვიყო ასეთი განრისხებული?" 00:19:24.000 --> 00:19:27.360 უბრალოდ შეგეძლოს გაჩერდე და მოსალოდნელ შედეგებზე განცდის ნაცვლად 00:19:27.360 --> 00:19:29.380 თქვა: "მე მადლიერი ვარ, 00:19:29.380 --> 00:19:33.010 რადგან ეს დაუცველობა მაგრძნობინებს, რომ მე ცოცხალი ვარ." 00:19:33.010 --> 00:19:36.000 და ბოლოს, ჩემი აზრით ყველზე მნიშვნელოვანია ვირწმუნოთ, 00:19:36.000 --> 00:19:39.000 რომ საკმარისად კარგები ვართ. 00:19:39.000 --> 00:19:44.430 რადგან, როდესაც ვმოქმდებთ იმის რწმენით, რომ "საკმარისად კარგი ვარ", 00:19:45.000 --> 00:19:48.990 ვწყვეტთ ყვირილს და ვიწყებთ მოსმენას. 00:19:49.000 --> 00:19:51.000 ვართ უფრო კეთილები და ზრდილობიანები 00:19:51.000 --> 00:19:54.000 ჩვენ გარშემომყოფების და საკუთარი თავების მიმართ. NOTE Paragraph 00:19:54.000 --> 00:19:56.870 სულ ესაა, რაც მინდოდა მეთქვა. გმადლობთ NOTE Paragraph 00:19:56.930 --> 00:19:59.000 (აპლოდისმენტები)