Return to Video

წილადების გაყოფა

  • 0:01 - 0:05
    გაყავით და დაწერეთ პასუხი
    შერეული რიცხვის სახით.
  • 0:05 - 0:08
    აქ გვაქვს 3/5 გაყოფილი 1/2-ზე.
  • 0:08 - 0:10
    როდესაც რაიმე წილადებს ვყოფთ,
    უნდა გახსოვდეთ,
  • 0:10 - 0:14
    წილადზე გაყოფა იგივეა, რაც
  • 0:14 - 0:17
    მის შებრუნებულზე გამრავლება.
  • 0:17 - 0:23
    ეს იგივეა, რაც 3/5 გამრავლებული --
  • 0:23 - 0:26
    ეს არის ჩვენი 3/5
    და გაყოფის მაგივრად
  • 0:26 - 0:28
    გვინდა გამრავლება, ხოლო
  • 0:28 - 0:32
    1/2-ის მაგივრად გვჭირდება
    მისი შებრუნებული
  • 0:32 - 0:37
    რაც იქნება 2/1 --
    ანუ, 3/5 გამრავლებული 2/1-ზე.
  • 0:37 - 0:40
    1/2-ზე გაყოფა ზუსტად იგივეა,
  • 0:40 - 0:42
    რაც გამრავლება 2/1-ზე.
  • 0:42 - 0:45
    და ჩვენ ამ ამოცანის ამოხსნას
    გავაგრძელებთ, როგორც
  • 0:45 - 0:46
    ამოცანას გამრავლებაზე.
  • 0:46 - 0:50
    სამჯერ ორი არის ექვსი,
    ჩვენი მრიცხველი არის ექვსი.
  • 0:50 - 0:53
    ხუთჯერ ერთი არის ხუთი.
  • 0:53 - 0:57
    შესაბამისად 3/5 გამრავლებული 1/2-ზე
    როგორც არაწესიერი წილადი იქნება 6/5.
  • 0:57 - 1:01
    ამოცანა მოითხოვს, რომ პასუხი
    შერეული რიცხვის სახით ჩავწეროთ.
  • 1:01 - 1:04
    ექვსი უნდა გავყოთ ხუთზე,
    რომ ვნახოთ
  • 1:04 - 1:05
    რამდენჯერ ჩაეტევა.
  • 1:05 - 1:08
    ეს იქნება შერეული რიცხვის
    მთელი ნაწილი.
  • 1:08 - 1:10
    ხოლო შემდგომ რაც დარჩება,
    ნაშთი
  • 1:10 - 1:14
    მრიცხველი შეფარდებული ხუთთან,
    ეს იქნება წილადი ნაწილი.
  • 1:14 - 1:18
    ჩვენ ავიღებთ ექვსს და გავყოფთ ხუთზე.
  • 1:18 - 1:21
    ხუთი ექვსში ჩაეტევა ერთხელ.
  • 1:21 - 1:23
    ერთი გამრავლებული ხუთზე არის ხუთი.
  • 1:23 - 1:23
    გამოვაკლოთ.
  • 1:23 - 1:26
    ნაშთად დარჩა ერთი.
  • 1:26 - 1:36
    6/5 უდრის ერთ მთელს,
    ანუ 5/5-ს და 1/5-ს,
  • 1:39 - 1:43
    ეს ერთიანი მივიღეთ ნაშთად.
  • 1:43 - 1:44
    და მოვჩით!
  • 1:44 - 1:47
    3/5 გაყოფილი 1/2-ზე
    არის ერთი მთლი 1/5.
  • 1:47 - 1:49
    ახლა დაგვრჩა გავარკვიოთ, თუ რატომ
    მუშაობს ეს მეთოდი?
  • 1:49 - 1:55
    რატომ არის გაყოფა 1/2-ზე
    იგივე რაც გამრავლება ორზე?
  • 1:55 - 1:57
    (2/1 არის იგივე, რაც 2.)
  • 1:57 - 2:00
    ამის ასახსენელად მე გავაკეთებ
    -- საკმაოდ ადვილ --
  • 2:00 - 2:04
    ცდას, მაგრამ იმედია იგი
    თვალსაჩინოდ ახსნის საკითხს.
  • 2:04 - 2:06
    მოდით ავიღებ ოთხ ნივთს.
  • 2:06 - 2:09
    ჩვენ გვაქვს ოთხი საგანი:
    1, 2, 3, 4.
  • 2:09 - 2:14
    მე მაქვს ოთხი საგანი და
    მათ დავყოფ
  • 2:14 - 2:17
    ორის ტოლ ჯგუფებად
  • 2:17 - 2:21
    ეს არის ერთი ორის ტოლი ჯგუფი,
    ეს კი მეორე ორის ტოლი ჯგუფია
  • 2:21 - 2:24
    რამდენი ორის ტოლი ჯგუფი მაქვს?
  • 2:24 - 2:27
    ოთხი გაყოფილი ორზე, მე მაქვს
    ორი ორის ტოლი ჯგუფი, ესე იგი,
  • 2:27 - 2:29
    ეს უდრის ორს.
  • 2:29 - 2:31
    რა იქნება, თუ მე ავიღებ
    ამავე ოთხ საგანს
  • 2:31 - 2:34
    1, 2, 3, 4.
  • 2:34 - 2:36
    ვიღებ იგივე ოთხ საგანს.
  • 2:36 - 2:39
    ორის ტოლ ჯგუფებად დაყოფის მაგივრად,
    მე გავყოფ მათ
  • 2:39 - 2:45
    1/2-ის ტოლ ჯგუფებად,
    სადაც თითო ჯგუფში
  • 2:45 - 2:47
    იქნება მხოლოდ საგნის ნახევარი.
  • 2:47 - 2:50
    ვთქვათ, ეს არის ერთი მსგავსი ჯგუფი.
  • 2:50 - 2:52
    ეს არის მეორე.
  • 2:52 - 2:53
    ეს არის მესამე.
  • 2:53 - 2:57
    თითო ჯგუფში წრეწირის ნახევარია.
  • 2:57 - 2:58
    ეს არის მეოთხე.
  • 2:58 - 3:00
    ეს მეხუთე.
  • 3:00 - 3:01
    ეს არის მეექვსე.
  • 3:01 - 3:04
    ეს მეშვიდე დაბოლოს
    ეს მერვე.
  • 3:04 - 3:09
    ჩვენ გვაქვს რვა 1/2-ის ტოლი ჯგუფი,
    ეს უდრის რვას.
  • 3:09 - 3:13
    დააკვირდით, თითო საგანი დაგაიქცა
    ორ ჯგუფად.
  • 3:13 - 3:15
    რამდენი ჯგუფი გვაქვს?
  • 3:15 - 3:17
    ჩვენ გვაქვს ოთხი საგანი,
    და თითოეული
  • 3:17 - 3:21
    გადაიქცა ორ ჯგუფად.
  • 3:21 - 3:22
    სხვა ფერს ვეძებ.
  • 3:22 - 3:25
    თითოეული მათგანი
    ორ ჯგუფად გადაიქცა და
  • 3:25 - 3:27
    მივიღეთ ჯამში რვა.
  • 3:27 - 3:31
    შესაბამისად 1/2-ზე გაყოფა იგივეა,
    რაც ორზე გამრავლება.
  • 3:31 - 3:33
    ამის შემოწმება სხვა რიცხვებითაც შეგიძლიათ,
  • 3:33 - 3:35
    იმედია, კარგად გაიგეთ ეს მეთოდი.
Title:
წილადების გაყოფა
Description:

more » « less
Video Language:
English
Duration:
03:36

Georgian subtitles

Revisions Compare revisions