-
ვნახოთ, თუ
შევძლებთ 12.98-ის შერეულ რიცხვად ჩაწერას.
-
პირველი რიგში უნდა
გაიაზროთ, რომ ეს იგივეა, რაც 12-ს პლუს 0.98.
-
ეს ამარტივებს, რადგან 12-ს
დამატებული0,98 წილადის სახით.
-
თუ შევძლებთ 0.98-ის, როგორც წილადის
ჩაწერას, მაშინ თითქმის დაგვიმთავრებია.
-
ვნახოთ, თუ შეგვიძლია.
-
ეს ცხრა მეათედების ადგილზეა.
-
ასე ჩავწერ. მეათედების
ადგილი. და, აი, ეს მეასედების ადგილზეა.
-
მეასედების ადგილზე. მაშინ 0.98
ორნაირად შეგვიძლია დავინახოთ.
-
როგორც ცხრა მეათედი. 9/10
-
აი ეს ნაწილი და დამატებული
რვა მეასედი, დამატებული 8/100.
-
და თუ გავაერთმნიშვნელიანებთ, მაშინ იქნება
90/100-ს დამატებული 8/100.
-
რაც 98/100-ის ტოლია.
-
ტოლია 98/100. ანუ, 0.98 არის 98/100.
-
შეიძლება თქვათ: " ნახე, ეს
არის მეასედების ადგილი. ესე იგი, 98 მეასედი."
-
ამას გამოტოვებდით. შერეული რიცხვის დასაწერად
ჩავწერდით 12-ს და 0.98-ის ნაცვლად 98/100.
-
მაგრამ ბოლომდე რომ მივიყვანოთ, ვნახოთ, თუ
შეგვიძლია გამარტივება. 98 და 100 იყოფა 2-ზე
-
მოდით ორივე გავყოთ ორზე. ეს მათი
საერთო გამყოფია. ამიტომ გავყოთ ორივე ორზე.
-
ესე იგი, 98 გაყოფილი ორზე არის 49
100 გაყოფილი ორზე 50. მეტი აღარ მარტივდება
-
49-ის გამყოფები..
49 შვიდზე იყოფა, მაგრამ 50 არა.
-
ამიტომ მაქსიმალურად გავამარტივეთ.
მაშ, 12.98 შერეულ რიცხვად ჩაიწერება 12 და 49/50.