YouTube

Got a YouTube account?

New: enable viewer-created translations and captions on your YouTube channel!

Georgian subtitles

← პროპორციების ჩაწერა

პროპორციების შედგენა ამოცანის ამოსახსნელად

Get Embed Code
21 Languages

Showing Revision 6 created 06/03/2015 by EduCare Mariam Kutubidze.

  1. ამ ვიდეოში სამი ამოცანა გვაქვს.
  2. და ამჯერად ამ ამოცანების ამოხსნა კი არ მინდა,
  3. არამედ იმ ტოლობების ჩაწერა, რომლებიც
    უნდა ამოვხსნათ ამოცანის პასუხის მისაღებად.
  4. უნდა შევადგინოთ როპორცია
    ამოცანების პირობების შესაბამისად.
  5. დავიწყოთ პირველი ამოცანით.
  6. ცრა მარკერი ღირს 11,5 დოლარი. გვეკითხებიან:
  7. რამდენი ეღირება შვიდი მარკერი?
  8. პასუხი აღვნიშნოთ X-ით.
    ანუ, შვიდი მარკერის ღირებულება იყოს X.
  9. ამ სახის ამოანცების ამოხსნის გზაა,
  10. შევადგინოთ ორი თანაფარდობა და გავუტოlოთ ერთმანეთს.
  11. შეგვიძლია ვთქათ, რომ ცხრა მარკერისა და
    მათი ღირებულების შეფარდება ტოლი იქნება
  12. შვიდი მარკერისა და მათი
    ღირებულების შეფარდების. 9/ 11.50 = 7/ X
  13. ეს პროპორცია სწორია.
  14. და მისი ამოხსნით გავიგებთ,
  15. რამდენი ეღირება შვიდი მარკერი.
  16. შეგვეძლო დაგვეწერა ასეთ თანაფარდობა:
    11.50/9 = X/7 ესეც სწორი პროპორციაა.
  17. ანუ, ცხრა მარკერის ღრებულებისა
    და რაოდენობსი შეფარდება ტოლია
  18. შვიდი მარკერის ღირებულებისა
    და ფასის შეფარდების,
  19. თანაფარდობებზე სხვაგვარადაც
    შეგვეძლო გვეფიქრა,
  20. შეგვეძლო გვეთქვა, რომ
    ცხრა მარკერის თანაფარდობა შვიდ მარკერთან
  21. იქნება იგივე, რაც მათი ფასების თანაფარდობა.
  22. 9/7 = 11.5/X ან კიდევ, 7/9 = X/11.5
  23. ანუ, ყველა ამ თანაფარდობათაგან სწორია.
  24. მოდით, ახლა გავაკეთოთ მეორე ამოაცნა.
    შვიდი ვაშლი ღირს ხუთ დოლარი.
  25. რამდე ვაშლს ვიყიდი რვა დოლარად?
  26. მოდით ვაშლები აღვნიშნოთ X-ით.
    განტოლება უნდა ამოვხსნათ X-ისთვის.
  27. ანუ, თანაფარდობა გვაქვს ვაშლის რაოდენობასა
  28. და ღირებულებას შორის: 7/5
  29. ტოლია თანაფარდობის ვაშლების
    სხვა რაოდენობა შეფარდებული ფასთან.
  30. პირველ ამოცანაში უცნობი იყო ფასი,
  31. ამ ამოცანაში კი
    უცნობია ვაშლების რაოდენობა.
  32. შეგვიძლია ისევ სხვადასხვანაირად
    ჩავწეროთ. მაგალითად,
  33. თანაფარდობა შვიდ ვაშლსა და x ვაშლს შორის
  34. იქნება იგივე, რაც შვიდი ვაშლისა
    და რვა ვაშლის ღირებულების თანაფარდობა
  35. ახლა ბოლო ამოცანა გავაკეთოთ.
    მოცემულია, რომ
  36. ნამცხვრის რეცეპტს ხუთი
    ადამიანისთვის სჭირდება ორი კვერცხი.
  37. რამდენი კვერცხი სჭირდება ნამცხვარს
    15 ადამინისთვის? ამას დავარქვათ X
  38. შეგვეძლო დაგვერქვა E, მაგრამ E სხვა რაღაცას
    აღნიშნავს, რასაც მოგვიანებით ისწავლით.
  39. შეგვიძლია ნებისმიერი რამით აღვნიშნოთ:
    Y,A,B,C, რაც მოგვინდება.
  40. რამდენი კვერცხი გვჭირდება
    15 ადამიანისთვის?
  41. ანუ, ადამიანების რადენობის შეფარდება
    კვერცხების საჭირო რაოდენობასთან მუდმივია.
  42. ხუთი ადამიანისთვის გვინდა ორი კვერცხი,
    ხუთი შეფარდებული ორთან არის 15/X.
  43. ან, შეგვეძლო ასეთი
    თანაფარდობა შეგვედგინა: 5/15 ტოლია
  44. ხუთი ადამიანისთვის საჭირო კვერცხის რაოდენობა შეფარდებული
  45. 15 ადამიანისთვის საჭირო
    კვერცხების რაორდენობასთან.
  46. თითოეული ამოცანისთვის შევადგინეთ პროპორცია
  47. და შეგვიძლია, ამოვხსნათ ამოცანა
    X-ისთვის და გავიგოთ პასუხი.