YouTube

Got a YouTube account?

New: enable viewer-created translations and captions on your YouTube channel!

Georgian subtitles

← ამოცანა წილადზე გაყოფაზე

Get Embed Code
24 Languages

Showing Revision 4 created 07/12/2015 by Nina Nutsubidze.

  1. ბავშვის მაისურს სჭირდება 4/5 მეტრი ქსოვილი

  2. რამდენი მაისური შეიკერება 48 მეტრის
    სიგრძის ქსოვილით?
  3. გამოდის, უნდა გავიგოთ 48 მთელი მეტრიდან
    რამდენი 4/5 მეტრი გამოვა.
  4. 48 მეტრი 4/5 მეტრიან ჯგუფებად უნდა გავყოთ
    და ვნახოთ, რამდენი ჯგუფი გამოვა.
  5. (თითო ჯგუფში ერთი ბავშვის მაისურის
    სამყოფი მასალა იქნება)
  6. თუ 4/5 მეტრი ქსოვილი ჰყოფნის ერთ მაისურს,
  7. მაშინ მიღებული ჯგუფების
    და მაისურების რაოდენობა ტოლი იქნება.
  8. ვიცით, რომ წილადზე გაყოფა
    იგივე მის შებრუნებულზე გამრავლებაა.
  9. 4/5-ის შებრუნებული არის 5/4.
  10. თუ მთელი რიცხვის წილადზე გაყოფა გაბნევთ,
  11. გაიხსენეთ, რომ ნებისმიერ მთელი რიცხვი
    შეიძლება წილადის სახით ჩაიწეროს
  12. 48/1 გამრავლებული 5/4-ზე. დავიწყოთ
    გამრავლება. რამდენია 48-ჯერ 5 გაყოფილი 4-ზე?
  13. დიდი რიცხვი გამოვა და მისი გაყოფა
    გაგვიჭირდება, ამიტომ, სჯობს, ახლავე შევკვეცოთ.
  14. შეგვიძლია მრიცხველი
    და მნიშვნელი ოთხზე შევკვეცოთ.
  15. ან შეგვიძლია 48-ჯერ ხუთი გავყოთ ოთხზე.
  16. მაგრამ პირველი ვარიანტი უფრო მარტივი ჩანს.
    48 გავყოთ ოთხზე, მივიღებთ 12-ს.
  17. და იგივე უნდა გავაკეთოთ მნიშვნელშიც.
    ოთხი გაყოფილი ოთხზე არის ერთი.
  18. დარჩება 12-ჯერ ხუთი, რაც 60-ის ტოლია.
    12-ჯერ 5 გაყოფილი 1-ზე არის 60/1, ანუ 60.
  19. ესე იგი, 48 მეტრიდან 60 ბავშვის მაისური
    გამოვა, თუ თითოზე 4/5 მეტრს გამოვიყენებთ.