Return to Video

უცნობი რიცხვები 1000-ის ფარგლებში მიმატებისა და გამოკლებისას

  • 0:01 - 0:05
    გამოტოვებულ რიცხვს დამატებული 261
    უდრის 630-ს.
  • 0:05 - 0:09
    კარგი იქნება, თუ დააპაუზებთ ვიდეოს
    და ეცდებით დამოუკიდებლად ამოხსნათ.
  • 0:09 - 0:11
    ამ მაგალითის ამოხსნის
    რამდენიმე გზა არსებობს.
  • 0:11 - 0:14
    მოდით, რიცხვით ღერძზე
    წარმოვადგინოთ ვიზუალურად.
  • 0:15 - 0:19
    შეგვიძლია დავიწყოთ გამოტოვებული რიცხვით,
    რომელსაც კითხვის ნიშნით აღვნიშნავთ.
  • 0:19 - 0:22
    ეს იქნება საწყისი გამოტოვებული რიცხვი.
  • 0:22 - 0:31
    თუ ამ კითხვის ნიშანს დავუმატებთ 261-ს, მოდი,
    დავწეროთ, პლუს 261, მაშინ მივალთ 630-მდე.
  • 0:32 - 0:34
    ანუ, აი, აქ მივალთ, 630-მდე.
  • 0:35 - 0:37
    ანუ, აი, ამ 630-მდე.
  • 0:37 - 0:45
    რაც იმას ნიშნავს, რომ თუ დავიწყეთ 630-ით
    და გამოვაკლებთ 630-ს 261-ს,
  • 0:45 - 0:47
    ანუ მეორე მხარეს რომ წამოვიდეთ.
  • 0:47 - 0:54
    630-ს თუ გამოვაკლებთ 261-ს,
    გამოკლებული 261.
  • 0:55 - 0:59
    მოვიდოდით გამოტოვებულ რიცხვამდე,
    ანუ ჩვენს კითხვის ნიშნამდე.
  • 1:00 - 1:05
    რამდენიმე გზით შეგვიძლია ამ მაგალითის ამოხსნა,
    მაგრამ ახლა მოდით გონებაში გამოვთვალოთ,
  • 1:05 - 1:08
    რაც ოდნავ გაამარტივებს ამოხსნას.
  • 1:08 - 1:11
    ერთ-ერთი გზა არის
    ამ მაგალითის ამოსახსნელად.
  • 1:11 - 1:15
    ესე იგი, გავაკეთებთ ასეთ რაღაცას
    ჯერ გამოვაკლებთ 630-ს 200-ს.
  • 1:17 - 1:22
    ასე უხეშად დავხაზავ ახლა, ვიზუალურად
    როგორი იქნება 200-ის გამოკლება.
  • 1:22 - 1:29
    ჯერ 630-ს გამოვაკლოთ 200
    და მივიღებთ, რა თქმა უნდა, 430-ს.
  • 1:29 - 1:33
    630-ს რომ გამოვაკლოთ 200, მივიღებთ 430-ს.
  • 1:33 - 1:38
    ახლა გვინდა, რომ გამოვაკლოთ კიდევ 60,
    იმიტომ რომ თავიდან 261-ს ვაკლებდით.
  • 1:38 - 1:42
    ახლა დაგვრჩა, გამოვაკლოთ 60,
    დაახლოებით ასე იქნება 60-ის გამოკლება.
  • 1:43 - 1:44
    ვნახოთ, რა მივიღეთ.
  • 1:44 - 1:48
    430-ს გამოკლებული 60 არის
    43 ათეულს გამოკლებულო ექვსი ათეული.
  • 1:48 - 1:52
    რაც იქნება 37 ათეული, ანუ 370.
  • 1:52 - 1:57
    ანუ აქ მივიღებთ 370-ს, აქ მივედით 370-მდე,
    და კიდევ უნდა გამოვაკლოთ ერთი.
  • 1:57 - 2:01
    აქამდე გამოვაკელით 200, 60 და ახლა
    დაგვრჩა ერთის გამოკლება.
  • 2:01 - 2:04
    აქ თუ გამოვაკლებთ ერთს, მივიღებთ 369-ს.
  • 2:04 - 2:07
    370-ს გამოკლებული ერთი არის 369.
  • 2:07 - 2:15
    მეორენაირადაც შეგვიძლია
    რომ გამოვთალოთ ეს მაგალითი.
  • 2:15 - 2:18
    ამჯერად შევცვალოთ თანმიმდევრობა
  • 2:18 - 2:22
    და გამოტოვებულ რიცხვს დამატებული 261-ის
    ნაცვლად დავწეროთ —
  • 2:22 - 2:30
    261 დავუმატოთ გამოტოვებული რიცხვი,
    ტოლია 630-ის.
  • 2:30 - 2:34
    უდრის 630-ს.
    მოდით ესეც ვიზუალურად წარმოვადგინოთ.
  • 2:34 - 2:38
    ისევ დავხატოთ რიცხვითი ღერძი.
  • 2:38 - 2:41
    ამისთვის ისევ დაგვჭირდება რიცხვითი ღერძი.
  • 2:41 - 2:43
    ეს იქნება ჩვენი რიცხვითი ღერძი.
  • 2:43 - 2:48
    ოღონდ ამჟამად საწყისად ავიღებთ 261-ს,
    მოდი, ავღნიშნოთ.
  • 2:48 - 2:54
    აქ იქნება 261 და 261-დან გვინდა,
    რომ მივიდეთ 630-მდე.
  • 2:55 - 2:57
    საბოლოო წერტილი გვაქვს 630.
  • 2:58 - 3:03
    რისი დამატებაც მომიწევს 630-მდე მისასვლელად,
    იქნება ჩვენი გამოტოვებული რიცხვი.
  • 3:04 - 3:08
    ჩვენ გვინდა, ისეთი რიცხვები დავუმატოთ, რომ
    ადვილი იყოს გამოსათვლელად.
  • 3:08 - 3:09
    ამიტომ, მოდი, ჯერ დავუმატოთ ცხრა.
  • 3:09 - 3:13
    დავუმატოთ ცხრა იმისთვის,
    რომ მივიდეთ 270-მდე.
  • 3:13 - 3:15
    დავამრგვალოთ ანუ მივიდეთ 270-მდე.
  • 3:15 - 3:23
    შემდეგ, მოდით, დავამატოთ 30 იმისთვის,
    რომ მივიდეთ 300-მდე.
  • 3:23 - 3:24
    აქ ვიქნებით 300-ზე.
  • 3:24 - 3:33
    და ბოლოს 630-მდე მისასვლელად,
    დავამატოთ 330.
  • 3:33 - 3:35
    პლუს 330.
  • 3:35 - 3:37
    და ვნახოთ, რამდენი დავუმატეთ სულ.
  • 3:37 - 3:42
    ანუ 39-ს უნდა დავუმატოთ 330
    და ეს იქნება 369.
  • 3:42 - 3:45
    ანუ ამ შემთხვევაშიც მივიღეთ 369.
  • 3:45 - 3:48
    ანუ ეს არის ორი სხვადასხვა გზა,
    ერთი და იგივე ამოცანის ამოხსნის.
  • 3:48 - 3:51
    (სუბტიტრები შექმნილია
    ნათია მჭედლიძის დახმარებით)
Title:
უცნობი რიცხვები 1000-ის ფარგლებში მიმატებისა და გამოკლებისას
Description:

more » « less
Video Language:
Georgian
Duration:
03:51

Georgian subtitles

Incomplete

Revisions