-
რვა მეთვრამეტედს უნდა გამოვაკლოთ ხუთი
მეთვრამეტედი.მიღებული პასუხი გავამარტივოთ.
-
წილადების გამოკლება
ძალიან გავს წილადების მიმატებას.
-
თუ ორივე წილადს, რომლებსაც
ერთმანეთს ვაკლებთ, იგივე მნიშვნელი აქვს,
-
მათი სხვაობის მნიშვნელიც იგივე
უნდა იყოს, ანუ ისიც იქნება 18-ის ტოლი.
-
ხოლო ჩვენი მრიცხველი
იქნება მოცემული მრიცხველების სხვაობა.
-
ამ შემთხვევაში ეს იქნება რვას
მინუს ხუთი, რაც ურდის სამს.
-
ანუ, მივიღეთ სამი შეფარდებული
თვრამეტთან, რაც არის ამ სხვაობის პასუხი.
-
თუმცა ჯერ არ არის ბოლომდე გამარტივებული,
რადგან სამიც და თვრამეტიც იყოფა სამზე.
-
მოდით, გავყოთ ორივე სამზე.
-
სამს ვყოფთ სამზე და
თვრამეტსაც ვყოფთ სამზე.
-
სამი გავყოთ სამზე არის
ერთი, თვრამეტი გავყოთ სამზე არის ექვსი.
-
მაშასადამე, მივიღეთ ერთი მეექვსედი.
-
უკეთ რომ აღვიქვათ, დავხატოთ 18 ნაწილი.
-
მოდით, აქ დავხატავ 18 ნაწილს.
-
ცოტათი არეული გამოდის,
მაგრამ შევეცდები რომ კარგი იყოს.
-
ამ მიმართულებით დავხატავ ექვსს.
-
აქ არის სამი. აქ კიდევ
გვაქვს სამი,ანუ სულ ექვსი ნაწილი გამოვიდა.
-
მოდით, ამას დავყოფ
სამ სვეტად. აი ისიც, 18 ნაწილი.
-
რვა მეთვრამეტედი უდრის ---ერთი,
ორი,სამი,ოთხი,ხუთი, ექვსი, შვიდი რვა---
-
ეს არის რვა მეთვრამეტედი.
-
ახლა გვინდა გამოვაკლოთ ხუთი მეთვრამეტედი,
-
ანუ ვაკლებთ --- ერთი,ორი,სამი,ოთხი,ხუთი---
-
ვნახოთ რა დაგვრჩა.
-
დაგვრჩა სამი მეთვრამეტედი,რომელიც
აი აქ გვაქვს. ეს არის სამი მეთვრამეტედი.
-
თუ 3/18-ს ავიღებთ როგორც ერთ დიდ
ნაწილს,რამდენი ასეთი დიდი ნაწილი გვექნება?
-
ეს არის ერთ–ერთი ასეთი
დიდი ნაწილი. სად არის დანარჩენი?
-
ესეც კიდევ ერთი დიდი ნაწილია. აი კედევ
ერთი,კიდევ ერთი, კიდევ ერთი და კიდევ ერთი.
-
თუ გვექნებოდა 18 ნაწილი და გავერთიანებდი
სამ-სამ ნაწილად, მივიღებდით ექვს დიდ ნაწილს.
-
ანუ, საბოლოოდ მივიღეთ 6 ნაწილი.
-
იმედია, ხედავთ, რომ
თითოეული მწკრივი ერთი ნაწილია,
-
ლურჯი არის ზუსტად ერთი მეექვსედი, ანუ სამი
მეთვრამეტედი იგივეა, რაც ერთი მეექვსედი.