Return to Video

მოქმედებათა თანმიმდევრობა

  • 0:01 - 0:04
    გაამარტივეთ: მინუს ერთხელ
    ეს გამოსახულება ფრჩხილებში:
  • 0:04 - 0:11
    მინუს შვიდს პლუს
    ორჯერ სამს პლუს ორი მინუს ხუთი კვადრატში.
  • 0:11 - 0:14
    ესაა ამოცანა
    მოქმედებების თანმიმდევრობაზე,
  • 0:14 - 0:18
    გახსოვდეთ, რომ პირველ
    რიგში ფრჩხილები უნდა ამოვხსნათ.
  • 0:18 - 0:22
    პიველ რიგში ფრჩხილები უნდა მოიხსნას,
  • 0:22 - 0:26
    შემდეგ ხარისხები.
  • 0:26 - 0:29
    ამ ამოცანაში ხარისხი გვაქვს, აი აქ.
  • 0:29 - 0:31
    შემდეგ გამრავლებაზე გადავდივართ,
  • 0:31 - 0:34
    გამრავლებაზე და გაყოფაზე და ბოლოს
  • 0:34 - 0:38
    შეკრებაზე და გამოკლებაზე.
  • 0:38 - 0:40
    მოდით, ამოვხსნათ
    ეს გამოსახულება.
  • 0:40 - 0:45
    პირველ რიგში ფრჩხილებს მივხედოთ.
  • 0:45 - 0:51
    ფრჩხილებში სამს
    პლუს ორი გვაქვს, ანუ ხუთი.
  • 0:51 - 0:55
    გამოსახულების სხვა ნაწილებში
    შეგვიძლია სხვა რაღაცების კეთება ისე, რომ
  • 0:55 - 0:58
    ფრჩხილებზე გავლენა არ მოვახდინოთ.
  • 0:58 - 1:01
    აქ გვაქვს მინუს ხუთი კვადრატში,
  • 1:01 - 1:04
    უფრო სწორად რაღაცას
    ვაკლებთ ხუთის კვადრატს.
  • 1:04 - 1:08
    ჯერ ხარისხი უნდა
    გავაკეთოთ, სანამ გამოკლებაზე გადავალთ.
  • 1:08 - 1:13
    ხუთის კვადრატი
    ჩავწეროთ, როგორც 25.
  • 1:13 - 1:16
    ერთდროულად ბევრ
    მოქმედებას ნუ შევასრულებთ.
  • 1:16 - 1:19
    ეს ყველაფერი გამარტივდება:
    მინუს ერთი
  • 1:19 - 1:28
    და შემდეგ ფრჩხილებში გვაქვს
    მინუს შვიდს პლუს ორჯერ ხუთი.
  • 1:29 - 1:35
    დავხუროთ ფრჩხილი და დავწეროთ მინუს 25.
  • 1:35 - 1:39
    ახლა გამრავლებაზე გადავიდეთ.
  • 1:39 - 1:42
    შეიძლება მითხრათ, ჯერ
    ფრჩხილებს უნდა მივხედოთ, მაგრამ
  • 1:42 - 1:44
    ეს მარტივი ამოსახსნელია,
  • 1:44 - 1:45
    აქ მხოლოდ მინუს შვიდი გვაქვს,
  • 1:45 - 1:47
    რაც არაფერს ცვლის.
  • 1:47 - 1:49
    ასე რომ უბრალოდ
    დავტოვოთ მინუს შვიდი.
  • 1:49 - 1:54
    აი, ეს გამოსახულება უნდა
    ამოვხსნათ, სანამ რამე სხვაზე გადავალთ.
  • 1:54 - 1:59
    ფრჩხილების გახსნაც კი
    შეგვიძლია, მაგრამ თანმიმდევრობას მივყვეთ.
  • 1:59 - 2:01
    ამოვხსნათ ეს გამოსახულება.
  • 2:01 - 2:03
    ჯერ უნდა
    გავამრავლოთ და მერე შევკრიბოთ.
  • 2:03 - 2:06
    ორჯერ ხუთი გვაქვს.
  • 2:06 - 2:09
    ორჯერ ხუთი ათია.
  • 2:10 - 2:12
    მაშ ასე, მთლიანი გამოსახულება გახდება,
  • 2:12 - 2:14
    ძირითადად, ასე ხშირად
    გამოსახულების გადაწერა არაა საჭირო
  • 2:14 - 2:18
    მაგრამ ამ შემთხვევაში დარწმუნებული
    უნდა ვიყო, რომ არავინ დაიბნევა.
  • 2:18 - 2:27
    მინუს ერთხელ მინუს შვიდს პლუს ათი,
  • 2:27 - 2:32
    დავხუროთ ფრჩხილი, მინუს 25.
  • 2:32 - 2:34
    ახლა მარტივად ამოვხსნით.
  • 2:34 - 2:39
    მინუს შვიდს პლუს ათი. შეგვიძლია
    მინუს შვიდი აღვიქვათ საწყის წერტილად.
  • 2:39 - 2:42
    რიცხვით წრფეს ავაგებ,
  • 2:42 - 2:46
    დავიწყოთ - დავხაზოთ რიცხვითი წრფე -
  • 2:46 - 2:48
    მინუს შვიდით ვიწყებთ.
  • 2:48 - 2:55
    მონაკვეთის სიგრძეა მინუს შვიდი,
    რომელსაც ათს ვუმატებთ.
  • 2:56 - 2:57
    ათით მარჯვნივ გადავაადგილდეთ.
  • 2:57 - 2:59
    შვიდით მარჯვნივ
    თუ წამოვალთ, ნულთან მივალთ.
  • 2:59 - 3:03
    და ამის შემდეგ
    კიდევ სამით გადავიწევით,
  • 3:03 - 3:05
    შვიდი, რვა, ცხრა, ათი.
  • 3:05 - 3:08
    პლუს სამთან მოვედით.
  • 3:08 - 3:11
    სხვანაირად რომ დავფიქრდეთ,
  • 3:11 - 3:14
    განსხვავებულნიშნიან
    რიცხვებს ვკრებთ, შესაბამისად
  • 3:14 - 3:19
    ჯამი შეგვიძლია
    განვიხილოთ, როგორც
  • 3:19 - 3:20
    ამ რიცხვების სხვაობა.
  • 3:20 - 3:23
    და რადგან დიდი
    რიცხვი დადებითია,
  • 3:23 - 3:25
    პასუხიც დადებითი იქნება.
  • 3:25 - 3:28
    ანუ შეგვიძლია ეს
    აღვიქვათ, როგორც ათს მინუს შვიდი.
  • 3:28 - 3:30
    ათს მინუს შვიდი სამია.
  • 3:30 - 3:35
    ეს სამი ხდება და
    მთლიანი გამოსახულება იქნება:
  • 3:35 - 3:39
    მინუს ერთხელ, -
    რომ არ დაიბნეთ, გეტყვით, რომ
  • 3:39 - 3:41
    კუთხოვანი და მრგვალი
    ფრჩხილები ერთი და იგივეა.
  • 3:41 - 3:44
    ზოგჯერ ბევრი მრგვალი ფრჩხილის
    გარეთ ოთხკუთხა ფრჩხილებს ვიყენებთ,
  • 3:44 - 3:46
    რათა უფრო
    მარტივად წასაკითხი გახდეს, მაგრამ
  • 3:46 - 3:48
    მაგრამ ისინი ერთი და იგივეა.
  • 3:48 - 3:52
    ასე რომ ესკუთხოვანი ფრჩხილები
    ასე შემეძლო ჩამეწერა.
  • 3:52 - 3:56
    შემდეგ კი მინუს 25 გვაქვს.
  • 3:56 - 4:00
    ახლა შეკრებამდე და
    გამოკლებამდე უნდა გავამრავლოთ ან გავყოთ.
  • 4:00 - 4:03
    მინუს ერთი უნდა გავამრავლოთ სამზე,
  • 4:03 - 4:05
    მივიღებთ მინუს სამს.
  • 4:05 - 4:07
    ახლა კი ამას 25
    უნდა გამოვაკლოთ.
  • 4:07 - 4:10
    მინუს სამს მინუს 25,
  • 4:10 - 4:13
    ერთნიშნიან
    რიცხვებს ვკრებთ.
  • 4:13 - 4:15
    უკვე მინუს
    სამთან ვართ.
  • 4:15 - 4:17
    ის 25-ით უფრო
    უარყოფითი გახდება, ვიდრე ეს.
  • 4:17 - 4:19
    შეგიძიათ ეს აღიქვათ, როგორც
  • 4:19 - 4:21
    25-ით გადაადგილება
    უარყოფითი მიმართულებით.
  • 4:21 - 4:25
    ან შეგვიძლია, რომ ეს განვიხილოთ
    როგორც სამს პლუს 25, რაც 28-ს უდრის,
  • 4:25 - 4:27
    ოღონდ უარყოფითი მიმართულებით ვმოძრაობთ,
  • 4:27 - 4:28
    ანუ მინუს 28 გვაქვს.
  • 4:28 - 4:33
    ამგვარად ეს უდრის მინუს 28-ს.
  • 4:33 - 4:35
    მაგალითი ამოხსნილია!
Title:
მოქმედებათა თანმიმდევრობა
Description:

მოქმედებათა თანმიმდევრობა

more » « less
Video Language:
English
Duration:
04:36
Salome Tsilosani edited Georgian subtitles for Order of Operations
Educare Ana Chkhaidze edited Georgian subtitles for Order of Operations
nana_tetemadze edited Georgian subtitles for Order of Operations
nana_tetemadze edited Georgian subtitles for Order of Operations
nana_tetemadze edited Georgian subtitles for Order of Operations
nana_tetemadze edited Georgian subtitles for Order of Operations
nana_tetemadze added a translation

Georgian subtitles

Revisions