Return to Video

Converting decimals to fractions 1 (ex 1)

  • 0:00 - 0:06
    მოდი, ვნახოთ, შევძლებ თუ არა
    0.15-ის წილადად ჩაწერას
  • 0:06 - 0:11
    ამ დროს მთავარი, რასაც უნდა დააკვირდე
    არის, თუ რა ადგილზე დგანან ციფრები.
  • 0:11 - 0:13
    აქეთ ერთიანია და იგი ათეულების ადგილასაა.
  • 0:13 - 0:17
    ანუ, შეგიძლია, ის ჩათვალო, როგორც 1*1/10
  • 0:17 - 0:21
    ხუთიანი არის ასეულების ადგილას,
  • 0:21 - 0:24
    ანუ, შეგვიძლია, მას შევხედოთ,
    როგორც 5-ჯერ 1/100.
  • 0:24 - 0:28
    ამ რიცხვს ასეთი ჯამის სახით გადავწერდი:
  • 0:28 - 0:33
    ერთიანი წარმოადგენს ერთხელ 1/10-ს,
    ანუ, იქნებოდა 1/10-ს მიმატებული...
  • 0:33 - 0:37
    ხუთიანი კი წარმოადგენს ხუთჯერ 1/100-ს.
  • 0:37 - 0:41
    ანუ, იქნებოდა დამატებული 5/100.
  • 0:41 - 0:44
    თუ მათ შეკრებას გადავწყვეტთ,
    უნდა მოვძებნოთ საერთო მნიშვნელი,
  • 0:44 - 0:46
    საერთო მნიშვნელი არის 100.
  • 0:46 - 0:53
    100 არის 10-ისა და 100-ის
    უმცირესი საერთო ჯერადი.
  • 0:53 - 1:00
    ანუ, გადავწერთ, როგორც რაღაც
    მეასედს დამატებული რაღაც მეასედი.
  • 1:00 - 1:03
    5/100 არ შეიცვლება,
    რადგან უკვე მეასედებში ეწერა.
  • 1:03 - 1:08
    აქ კი თუ მნიშნვნელს 10-ზე გავამრავლებთ,
    რაც გავაკეთეთ, რათა 100 მიგვეღო,
  • 1:08 - 1:11
    მაშინ მრიცხველიც 10-ჯერ უნდა გავზარდოთ.
  • 1:11 - 1:13
    ანუ, რიცხვი იგივეა, რაც 10/100.
  • 1:13 - 1:14
    ახლა მზად ვართ შეკრებისთვის.
  • 1:14 - 1:21
    10-ს დამატებული 5 არის 15, დავწეროთ 15/100
  • 1:21 - 1:24
    ამის გაკეთება უფრო
    სწრაფადაც შეგეძლო, რომ დაკვირვებოდი.
  • 1:24 - 1:25
    იტყოდი, "შეხედე!
  • 1:25 - 1:27
    უმცირესი ადგილი აქ არის ასეულის."
  • 1:27 - 1:31
    ანუ, 1/10-ად ჩაწერის მაგივრად
    თავისუფლად შეგვიძლია, დავწეროთ 10/100
  • 1:31 - 1:35
    ან, შემიძლია, მთლიანი
    რიცხვი ჩავწერო 15 მეასედად.
  • 1:35 - 1:39
    ახლა კი მე მინდა რიცხვი ბოლომდე შევკვეცო.
  • 1:39 - 1:42
    მნიშვნელიც და მრიცხველიც ხუთზე იყოფა.
  • 1:42 - 1:45
    ამიტომ, გავყოთ ორივე ხუთზე
  • 1:45 - 1:49
    მრიცხველი, 15, გაყოფილი 5-ზე, არის 3.
  • 1:49 - 1:52
    მნიშვნელი, 100, გაყოფილი 5-ზე არის 20.
  • 1:52 - 1:56
    ეს უკვე არის ყველაზე მარტივი
    წილადი, რაც შეიძლებოდა მიგვეღო
Title:
Converting decimals to fractions 1 (ex 1)
Description:

more » « less
Video Language:
English
Duration:
01:56

Georgian subtitles

Revisions Compare revisions