Return to Video

მთელი რიცხვების გამრავლება და გამოყენება 6

  • 0:00 - 0:09
    გვეუბნებიან, რომ ჯარედი
    თავის ძმაზე, პიტერზე, ორჯერ უფროსია.
  • 0:09 - 0:12
    პიტერი ოთხი წლისაა.
  • 0:12 - 0:18
    ანუ, პიტერი არის 4 წლის და ჯარედი არის
    მასზე ორჯერ უფროსი.
  • 0:18 - 0:21
    ანუ, ჯარედის ასაკი ორჯერ მეტია
    პიტერის ასაკზე, რომელიც ოთხი წლისაა.
  • 0:21 - 0:26
    კიდევ გვეუბნებიან, რომ
    ტალიას ასაკი სამჯერ მეტია ჯარედისაზე.
  • 0:26 - 0:29
    რამდენი წლის არიან ტალია და ჯარედი?
  • 0:29 - 0:34
    ანუ, ტალია არის სამჯერ უფროსი ჯარედზე.
  • 0:34 - 0:38
    მოდი, ჩავწეროთ ეს ამოცანა. პიტერი არის 4 წლის.
  • 0:38 - 0:45
    პიტერის ასაკი არის 4 წელი,
  • 0:45 - 0:48
    ჯარედი არის ორჯერ უფროსი პიტერზე.
  • 0:48 - 0:55
    მოდი, ყვითლად დავწერ.
  • 0:55 - 1:01
    ჯარედი არის ორჯერ უფროსი თავის ძმაზე.
  • 1:01 - 1:09
    ორჯერ დიდი ნიშნავს, რომ მისი ძმის ასაკი
    უნდა გავამრავლოთ ორზე.
  • 1:09 - 1:12
    ანუ, ჯარედის ასაკი არის მისი ძმის ასაკი
    გამრავლებული ორზე.
  • 1:12 - 1:14
    რაც იგივეა, რაც ის,
    რომ ჯარედი ორჯერ უფროსი თავის ძმაზე.
  • 1:14 - 1:24
    რადგან ჯარედის ძმა არის ოთხი წლის,
    ჯარედის ასაკი არის ორჯერ ოთხი.
  • 1:24 - 1:30
    გამრავლების ტაბულიდან ვიცით,
    რომ ორჯერ ოთხი არის რვა.
  • 1:30 - 1:34
    ოთხჯერ ორი, ანუ პიტერის ასაკი გამრავლებული
    ორზე, არის ჯარედის ასაკი.
  • 1:34 - 1:40
    ორჯერ ოთხი იგივეა, რაც ოთხს დამატებული
    ოთხი.
  • 1:40 - 1:44
    ანუ, გავარკვიეთ, რომ ჯარედი ყოფილა რვა
    წლის.
  • 1:44 - 1:51
    ახლა გავიგოთ ტალიას ასაკი.
  • 1:51 - 1:56
    გვეუბნებიან, რომ ტალია სამჯერ უფროსია
    ჯარედზე.
  • 1:56 - 2:00
    ანუ, ტალიას ასაკი სამჯერ მეტია ჯარედის
    ასაკზე.
  • 2:00 - 2:03
    ჩვენ ხომ უკვე გავარკვიეთ
    ჯარედის ასაკი, ის რვა წლისაა.
  • 2:03 - 2:06
    გამოდის, რვა უნდა გავამრავლოთ სამზე.
  • 2:06 - 2:10
    თუ გამრავლების ტაბულა
    კარგად იცი, ახლა ძალიან გამოგვადგება.
  • 2:10 - 2:17
    საერთოდ, გამრავლების ტაბულა ერთ-ერთი
    უმთავრესია მათემატიკაში და ის კარგად უნდა იცოდე.
  • 2:17 - 2:19
    გამრავლების ტაბულის კარგად ცოდნა
    გაგიმარტივებს მთელ ცხოვრებას.
  • 2:19 - 2:24
    სამჯერ რვა იგივეა, რაც რვაჯერ სამი.
  • 2:24 - 2:27
    ანუ, რვას დამატებული რვა და
    დამატებული რვა.
  • 2:27 - 2:30
    რვას დამატებული რვა არის 16,
    16-ს დამატებული რვა არის 24.
  • 2:30 - 2:32
    3x8=24
  • 2:32 - 2:38
    პასუხი: პიტერი არის ოთხი წლის, ჯარედი არის
    რვა წლის და ტალია არის ოცდაოთხი წლის.
Title:
მთელი რიცხვების გამრავლება და გამოყენება 6
Description:

U01_L3_T1_we6 მთელი რიცხვების გამრავლება და მისი გამოყენება 6

more » « less
Video Language:
English
Duration:
02:39
Rusudan Jakeli edited Georgian subtitles for Multiplying Whole Numbers and Applications 6
EduCare Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Multiplying Whole Numbers and Applications 6
EduCare Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Multiplying Whole Numbers and Applications 6
EduCare Mariam Kutubidze edited Georgian subtitles for Multiplying Whole Numbers and Applications 6
Nino Karkadze added a translation

Georgian subtitles

Revisions