-
მიუმატეთ და გაამარტივეთ პასუხი და
დაწერეთ შერეული რიცხვის სახით.
-
ამგვარად, აქ ჩვენ
გვაქვს ორი შერეული რიცხვი.
-
გვაქვს მთლიანი რიცხვის ნაწილი
და წილადის ნაწილი.
-
ჩვენ გვჭირდება მათი მიმატება.
-
არსებობს ამის გაკეთების ორი გზა.
-
შეგვიძლია ორივე მათგანი
გარდავქმნათ არაწესიერ წილადად,
-
მიუმატოთ ისინი და შემდეგ ისევ
გარდავქმნათ ისინი შერეულ რიცხვად.
-
ან უბრალოდ შეგიძლიათ
შეხედოთ მას და თქვათ, იცით რაა?
-
17 2/9 იგივეა რაც 17 მიუმატოთ 2/9.
-
და შემდეგ 5 1/9 იგივეა,
რაც 5 მიუმატოთ 1/9.
-
ასე, რომ 17 2/9 მიუმატოთ 5 1/9 იგივეა,
რაც 17 პლიუს 2/9, პლიუს 5 და პლიუს 1/9.
-
ეს ორი წინადადება არის სრულიად ერთნაირი.
-
და ჩვენ ვიცით, რომ
როდესაც ჩვენ უმატებთ რიცხვებს,
-
მნიშვნელობა არა აქვს
რა წყობით ვაკეთებთ ამას,
-
ასე რომ, შეგიძლია წყობის შეცვლა.
-
ამგვარად, შეგეძლო გეთქვა,
რომ ეს იგივეა რაც,
-
17 მიუმატოთ 5,
მიუმატოთ 2/9 და მიუმატოთ 1/9.
-
და შეგვიძლია გავაკეთოთ
ასე ნებისმიერი წყობით.
-
ჩვენ ვიცით რა მივიღებთ 17 რომ მიუმატოთ 5.
-
ეს ადრეც გაგვიკეთებია.
-
17 მიუმატოთ 5 არის 22.
-
ასე. რომ ეს ნაწილი აქ არის 22.
-
ასე, რომ გვაქვს 22 პლიუს ---
რას მივიღებთ 2/9 რომ მიუმატოთ 1/9?
-
მათ აქვთ საერთო მნიშვნელი,
ასე, რომ ის იქნება 9.
-
შემდეგ მიუმატებთ ერთმანეთს მრიცხველებს.
-
2 პლიუს 1 არის 3.
-
ამგვარად 22 მიუმატოთ 3/9.
-
მაგრამ ეს შეიძლება, რომ გამარტივდეს.
-
ორივე მრცხველიც და მნიშვნელიც
შეიძლება რომ გაიყოს 3-ზე.
-
გავყოთ მრიცხველი 3-ზე, მივიღებთ 1.
-
გავყოთ მნიშვნელი 3-ზე, მივიღებთ 3.
-
ამგვარად ეს არის 22 პლიუს 1/3,
რომელიც ზუსტად იგივეა, რაც 22 და ---
-
მოდით დავწეროთ ის ლურჯი ფერით ---
-
რომელიც, ზუსტად იგივეა რაც 22 1/3.