გვთხოვენ, გავიგოთ პროცენტული რაოდენობა და მთავარი რიცხვი ამ ამოცანაში. გვეკითხებიან, რომელი რიცხვის 25% არის 150? სხვა გზა ამის გასაგებად არის, 25% -ჯერ რაღაც რიცხვი, 25%-ს გავაკეთებ ყვითელ ფერში. და 25%-ჯერ რაღაც რიცხვი არის 150 -ის ტოლი. ადვილია პროცენტის გაგება. გვაქვს 25% აქ. ეს იქნება პროცენტი. ეს არის პროცენტი. და ვამრავლებთ პროცენტს რაღაც რიცხვზე. ეს არის პროცენტის ნამრავლი ამ რიცხვზე უდრის რაღაც რაოდენობას. შეგიძლიათ, თქვენით ეცადოთ ამის გაგებას. ამბობენ, 25%-ჯერ რაღაც რიცხვი არის 150-ის ტოლი. თუ დაგეხმარებათ, შეგვიძლია, გადმოვწეროთ ეს, როგორც 0.25 (რაც იგივეა, რაც 25%) 0.25 გამრავლებული რაღაც რიცხვზე არის 150-ის ტოლი. და ერთი საინტერესო რამ ამის შესახებ არის, "იქნება ეს რიცხვი 150 -ზე მეტი თუ ნაკლები"? თუ ავიღებთ ამ რიცხვის მხოლოდ 25% -ს, თუ ავიღებთ მხოლოდ 25/100-ს ამ რიცხვისას, თუ ავიღებთ ამ რიცხვის მხოლოდ 1/4-ს, რადგან ეს არის იგივე, რაც 25%, მივიღებთ 150 -ს. ანუ, ეს რიცხვი იქნება 150 -ზე მეტი. უნდა იყოს მეტი, ვიდრე მეოთხედი, 150. გავიგოთ, რა არის ეს რიცხვი. შეგვიძლია, გავამრავლოთ, რაც არის მარცხენა მხარეს უდრის იმას, რაც არის მარჯვენა მხარეს. თუ გვინდა ამის პოვნა, შეგვიძლია, გავამრავლოთ ორივე მხარე 4-ზე. თუ ვიტყვით, შეხედეთ, გვაქვს რაღაც მნიშვნელობა აქ და გვინდა გავამრავლოთ 4-ზე, უნდა გავამრავლოთ 150 4-ზე. 40.25 (ანუ 425% ანუ 1/4), ეს იქნება 1. და გვექნება 150 * 4, ანუ უდრის 600 -ს. და ეს იქნება ამოხსნა. 600 -ის 25% არის 150. 600 -ის 1/4 არის 150.