ოთხ მეთერთმეტედს დავუმატოთ ცხრა მეცამეტედი. ამ ორი წილადის შესაკრებად საჭიროა ვიპოვოთ მათი საერთო მნიშვნელი და ეს საერთი მნიშვნელი იქნება საერთო ჯერადი11-ისა და 13–ის. მათ არ აქვთ საერთო გამყოფები, ამიტომ უმცირესი საერთო ჯერადი იქნება 11 და 13-ის ნამრავლი. 13 გამრავლებული 11-ზე არის--- . 13 გამრავლებული ერთზე არის 13, 13 გამრავლებული კვლავ ერთზე არის 13--- ან შეგვიძლია ვთქვათ, რომ 13 გამრავლებული 10 ზე არის 130. და მივიღებთ სამი, ოთხი, ერთი---- 143-ს. ეს არის ჩვენი საერთო მნიშვნელი. დავწეროთ: რაღაც რიცხვი შეფარდებული 143-თან პლუს რაღაც რიცხვი შეფარდებული 143-თან. 4/11 -ის მნიშვნელი რომ გადავაქციოთ 143-ად, 11 უნდა გავამრავლოთ 13-ზე, ანუ, მრიცხველიც და მნიშვნელიც უნდა გავამრავლოთ 13-ზე. ოთხი გამრავლებული 13-ზე არის--- ოთხი გამრავლებული ათზე არის 40, ოთხი გამრავლებული სამზე არის 12, ანუ მივიღთ 52. ოთხი გამრავლებული 13-ზე არის 52. შემდეგ, 13 უნდა გავამრავლოთ 11-ზე, რათა მივიღოთ 143. მაშასადამე, მნიშვნელი უნდა გავამრავლოთ 11-ზე. რათა წილადის სიდიდე არ შეიცვალოს, მრიცხველიც უნდა გავამრავლოთ 11-ზე. ცხრა გამრავლებული 11-ზე არის 99. ახლა უკვე მზად ვართ შესაკრებად: ჩვენი საერთო მნიშვნელი არის 143. 52-ს პლუს 99 არის--- 52-ს პლუს 100 არის 152, ანუ, ის იქნება ერთით ნაკლები. გამოდის, რომ ჯამი მივიღეთ 151. ამ წილადის გამარტივება შეუძლებელია. 151-ს და 143-ს არ აქვთ საერთო გამყოფი. ანუ ჩვენი პასუხი 151 შეფარდებული 143-ზე. შეგვიძლია დავწეროთ როგორც შერეული რიცხვი, რადგან 151 შეიცავს 143-ს ერთჯერ. ერთი გამრავლებული 143-ზე არის 143, და 151-ს გამოვაკლოთ 143 უდრის --- ეს გახდება 11, აქ დარჩება ოთხი. 11-ს გამოკლებული სამი არის რვა.ნაშთი დაგვრჩა 8. მივიღეთ, რომ 151/143 არის ერთი მთელი და 8/143. ახლა უკვე ნათლად ჩანს, რომ გამარტივება შეუძლებელია. ანუ საბოლოო პასუხი არის 1 მთელი და 8/143.