მინდა, რომ ამ ვიდეოში ეს წილადები ზრდის
მიხედვით დავალაგო
ამისთვის საჭიროა, ვიპოვოთ მათი საერთო
მნიშვნელი
საერთო მნიშვნელის პოვნის გარეშე
რთულია ამ წილადების შედარება
4/9-ის 3/4-თან,11/12-ის 13/15-თან
და ასე შემდეგ
შეიძლება, ივარაუდოთ, რომელი
რომელზე მეტია, თუმცა
ზუსტად შედარება შეიძლება მხოლოდ მაშინ,
როდესაც
ყველა წილადს ერთი საერთო მნიშვნელი ექნება
ამიტომაც, საჭიროა ამ საერთო მნიშვნელის
პოვნა
ამისთვის არსებობს რამდენიმე გზა
შეგვიძლია, ავიღოთ ერთი-ერთი წილადის
მნიშვნელი და
ვიპოვოთ ამ რიცხვის ისეთი ჯერადი, რომელზეც
ყველა დანარჩენი წილადების მნიშვნელები გაიყოფა
ასევე შეგვიძლია, თითოეული მნიშვნელი
დავშალოთ მარტივ მამრავლებად
და უნდა მოვძებნოთ რიცხვი, რომელის
შემადგენლობაშიც შევა ყველა ეს მარტივი მამრავლი
მოდი, ვცადოთ, სწორედ ეს მეთოდი ვცადოთ
ცხრა არის იგივე, რაც სამჯერ სამი, ამიტომ
უმცირეს საერთო ჯერადში ერთი სამჯერ სამი
მაინც უნდა შედიოდეს
ოთხი კი არის იგივე, რაც ორჯერ ორი
ამიტომაც, უმცირესი საერთო ჯერადის მამრავლებში
ერთი ორჯერ ორიც უნდა შედიოდეს
ხუთი არის მარტივი რიცხვი, ამიტომაც,
მამრავლებში ერთი ხუთიც უნდა შედიოდეს
12 კი არის ორჯერ ექვსი
ექვსი კი არის ორჯერ სამი
ამიტომ, უმცირეს საერთო ჯერადში უნდა
გვქონდოდა ორჯერ ორი, თუმცა
ორჯერ ური უკვე გვაქვს, ასევე,
გვაქვს ერთი სამიანიც
სხვანაირად რომ ვთქვათ, თუ ეს რიცხვი ცხრის
და ოთხის გამყოფია, მაშინ თორმეტზეც გაიყოფა
ახლა დავშალოთ 15-იც
15 არის იგივე, რაც სამჯერ ხუთი
მაგრამ ჩვენს ჩამონათვალში უკვე არის ერთი
სამიანი და ერთი ხუთიანი
ამიტომ 15-ის მარტივ ჯერადებს აღარ
დავამატებთ
ეს რიცხვი გამოვიდა ჩვენი უმცირესი
საერთო ჯერადი
რომ გადავამრავლოთ, მივიღებთ 180-ს
უმცირესი საერთო ჯერადი გამოვიდა 180
ახლა უნდა გადავწეროთ ყველა ეს წილადი ისე,
რომ
მნიშვნელში ეწეროს 180
დავიწყოთ 4/9-ით
ცხრა უნდა გავამრავლოთ 20-ზე,
რომ მივიღოთ 180
რომ დავიცვათ წილადის კანონზომიერება,
ოთხიც უნდა გავამრავლოთ 20-ზე
მივიღებთ 80/180-ს
გადავიდეთ 3/4-ზე
რაზე უნდა გავამრავლოთ მნიშვნელი,
რომ მივიღოთ 180
უნდა გავამრავლოთ 48-ზე, ოთხჯერ 48 არის 180
უნდა გავამრავლოთ მრიცხველიც,
სამჯერ 48 არის 135
მივიღეთ 135/185
გადავიდეთ 4/5-ზე
რომ მივიღოთ 180, ხუთი უნდა გავამრავლოთ
36-ზე
ახლა ოთხიც რომ გავამრავლოთ 36-ზე,
მივიღებთ 144-ს
გამოვიდა 144/180
დარჩა მხოლოდ ორი, დავიწყოთ 11/12-ით
12 უნდა გავამრავლოთ 15-ზე,
რომ მივიღოთ 180
მნიშვნელი უნდა გავამრავლოთ 15-ზე
მრიცხველიც უნდა გავამრავლოთ 15-ზე
საბოლოო ჯამში გამოდის 165/180
საბოლოოდ დარჩა 13/15
მნიშვნელი, 15, უნდა გავამრავლოთ 12-ზე,
რომ მივიღოთ 180
ხოლო მრიცხველი, 13 რომ გავამრავლოთ 15-ზე,
მივიღებთ 156-ს
ყველა წილადი გადავწერეთ საერთო
მნიშვნელით 180
ახლა კი მარტივია მათი შედარება,
მხოლოდ უნდა დააკვირდე მათ მრიცხველებს
ყველაზე მცირე მრიცხველი არის 80
ამიტომაც 4/9 არის ყველაზე მცირე
4/9 კი არის იგივე, რაც 80/180
შემდეგი ყველაზე მცირე მრიცხველი არის 135
ამიტომაც, სიმცირით შემდეგი წილადი იქნება
3/4, რაც იგივეა, რაც 135/180
შემდეგი ყველაზე მცირე მრიცხველი არის 144
ამიტომაც, შემდეგი წილადი იქნება 4/5, რაც
იგივეა, რაც 144/180
შემდეგი არის 156
ამიტომ, სიმცირით შემდეგი წილადი იქნება
13/15, ანუ, 156/180
დარჩა 165/180, რაც იგივეა, რაც 11/12
11/12 გამოვიდა ყველაზე დიდი წილადი და
ჩვენ მოვრჩით შედარებას