1 00:00:00,000 --> 00:00:04,112 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება რიცხვების თანმიმდევრულად დალაგების ვიდეოში. 2 00:00:04,113 --> 00:00:08,280 მოდით დავიწყოთ ისეთი მაგალითებით, რომელთა გაკეთებით ისწავლით, 3 00:00:08,286 --> 00:00:10,221 თუ როგორ იხსნება ასეთი ამოცანები. 4 00:00:10,221 --> 00:00:11,686 ვნახოთ. 5 00:00:11,686 --> 00:00:14,224 რიცხვების პირველი მიმდევრობა რომელიც უნდა დავალაგოთ, 6 00:00:14,224 --> 00:00:44,181 არის 35.7%, 108.1%, 0.5, 13/93, 1 და 7/68. 7 00:00:44,187 --> 00:00:45,743 გავაკეთოთ ეს ამოცანა. 8 00:00:45,743 --> 00:00:52,042 მნიშნველოვანი რამ, რაც ასეთი ამოცანების კეთებისას უნდა გახსოვდეთ არის ის, რომ 9 00:00:52,042 --> 00:00:54,981 მოცემული აღნიშვნები, უბრალოდ განსხვავებული სახით, 10 00:00:54,981 --> 00:00:58,776 პროცენტის, წილადის, ათწილადის ან შერეული რიცხვის სახით 11 00:00:58,776 --> 00:01:02,106 წარმოადგენენ ჩვეულებრივ რიცხვებს. 12 00:01:02,122 --> 00:01:04,902 რთულია შედარება, როცა ასე პირდაპირ უყურებ, 13 00:01:04,902 --> 00:01:08,062 სასურველია ყველაფრის მაგალითად ათწილადად გამოსახვა, 14 00:01:08,062 --> 00:01:11,668 თუმცა სავსებით შესაძლებელია ასევე პროცენტებში 15 00:01:11,672 --> 00:01:14,035 ან წილადებში გადავიყვანოთ და ისე შევადაროთ. 16 00:01:14,035 --> 00:01:16,597 მე მიმაჩნია რომ ათწილადების შედარება ყველაზე მარტივია. 17 00:01:16,597 --> 00:01:19,297 დავიწყოთ 35.7%-ით. 18 00:01:19,297 --> 00:01:21,587 გადავაკეთოთ ათწილადად. 19 00:01:21,588 --> 00:01:25,436 ყველაზე მარტივი გზა ამის დასამახსოვრებლად ისაა, რომ როცა გვაქვს პროცენტი, 20 00:01:25,436 --> 00:01:28,648 უნდა მოვიშოროთ პროცენტის ნიშანი და დავწეროთ შეფარდება 100-თან. 21 00:01:28,660 --> 00:01:38,606 ანუ 35.7% იგივეა რაც 35.7/100. 22 00:01:38,606 --> 00:01:41,496 როგორც 5% არის იგივე რაც 5/100, 23 00:01:41,501 --> 00:01:44,734 ან როგორც 50% არის 50/100. 24 00:01:44,734 --> 00:01:53,509 ესეიგი, 35.7/100 უდრის 0.357-ს. 25 00:01:53,511 --> 00:01:54,961 თუ ცოტა დაიბენით, 26 00:01:54,968 --> 00:02:00,805 შეგიძლიათ ასეც შეხედოთ, თუ გვაქვს 35.7%, 27 00:02:00,805 --> 00:02:03,734 პროცენტის ნიშანი უნდა მოვაშოროთ, 28 00:02:03,734 --> 00:02:07,165 წერტილი ორი ნიშნით მარცხნივ გადმოვწიოთ 29 00:02:07,165 --> 00:02:09,756 და გამოვა 0.357. 30 00:02:09,756 --> 00:02:11,889 კიდევ რამდენიმე მაგალითს მოვიყვან. 31 00:02:11,889 --> 00:02:19,978 ვთქვათ გვაქვს 5%, ეს იგივეა რაც 5/100. 32 00:02:19,978 --> 00:02:24,626 ან, თუ წერტილის გადმოწევით გავაკეთებთ, მოვაშოროთ პროცენტის ნიშანი, 33 00:02:24,629 --> 00:02:28,532 გადმოვწიოთ ერთით, ორით და აქ დავწეროთ 0. 34 00:02:28,532 --> 00:02:30,091 გამოვა 0.05. 35 00:02:30,091 --> 00:02:32,490 ეს იგივეა რაც 0.05. 36 00:02:32,490 --> 00:02:36,031 ასევე ვიცით, რომ 0.05 და 5/100 ერთი და იგივეა. 37 00:02:36,031 --> 00:02:37,693 დავუბრუნდეთ ამოცანას. 38 00:02:37,693 --> 00:02:40,977 იმედია ყურადღება ძალიან არ გაგეფანტათ. 39 00:02:40,977 --> 00:02:42,554 ეს ყველაფერი წავშალოთ. 40 00:02:42,554 --> 00:02:48,904 ესე იგი, 35.7% უდრის 0.357-ს. 41 00:02:48,904 --> 00:02:51,796 ანალოგიურად, 108.1%-ზეც. 42 00:02:51,796 --> 00:02:53,771 პროცენტის ნიშნის მოშორების შემდეგ, 43 00:02:53,771 --> 00:02:59,139 გადავწიოთ წერტილი ორით მარცხნივ 44 00:02:59,139 --> 00:03:08,555 და მივიღებთ 1.081-ს. 45 00:03:08,555 --> 00:03:11,509 ესე იგი, უკვე ვიცით, რომ ეს ნაკლებია ამაზე. 46 00:03:11,509 --> 00:03:14,033 შემდეგი მარტივია, რადგან უკვე ათწილადია. 47 00:03:14,033 --> 00:03:18,482 0.5 ისედაც უდრის 0.5-ს. 48 00:03:18,482 --> 00:03:20,866 ახლა 13/93. 49 00:03:20,866 --> 00:03:23,624 წილადის ათწილადში გადაყვანისთვის 50 00:03:23,624 --> 00:03:27,155 მრიცხველს ვყოფთ მნიშვნელზე. 51 00:03:27,169 --> 00:03:29,290 ასეც მოვიქცეთ. 52 00:03:29,290 --> 00:03:36,313 რამდენჯერ მოთავსდება 13-ში 93? 53 00:03:36,313 --> 00:03:39,540 ვიცით, რომ მოთავსდება ნულჯერ, ხომ ასეა? 54 00:03:39,540 --> 00:03:43,854 ამიტომ დავუმატოთ ათწილადის წერტილი. 55 00:03:43,854 --> 00:03:47,281 130-ში რამდენჯერ მოთავსდება 93? 56 00:03:47,281 --> 00:03:49,478 მოთავსდება ერთხელ. 57 00:03:49,478 --> 00:03:54,918 ერთჯერ 93 არის 93. 58 00:03:54,918 --> 00:03:56,114 ეს გამოდის ათი, 59 00:03:56,114 --> 00:03:58,489 ეს გამოდის ორი, 60 00:03:58,489 --> 00:04:03,580 -- ვისესხოთ და.. -- მივიღეთ 37. 61 00:04:03,580 --> 00:04:06,474 ჩამოვიტანოთ ნული, 62 00:04:06,474 --> 00:04:09,539 რამდენჯერ მოთავსდება 370-ში 93? 63 00:04:09,539 --> 00:04:10,649 ვნახოთ. 64 00:04:10,664 --> 00:04:19,242 ოთხჯერ 93 არის 372, ესე იგი, მოთავსდება მხოლოდ სამჯერ. 65 00:04:19,242 --> 00:04:22,749 სამჯერ სამი არის ცხრა, 66 00:04:22,749 --> 00:04:29,967 სამჯერ ცხრა არის 27. 67 00:04:29,967 --> 00:04:31,698 რას უდრის ეს? 68 00:04:31,698 --> 00:04:38,117 ეს უდრის... -- თუ ვითყვით, რომ ეს ნული ხდება ათი, 69 00:04:38,117 --> 00:04:39,558 -- ეს გამოვა 16, -- 70 00:04:39,558 --> 00:04:42,546 -- ეს გამოვა 2, -- 71 00:04:42,546 --> 00:04:45,213 81. 72 00:04:45,213 --> 00:04:47,803 შემდეგ, რამდენჯერ მოთავსდება 810-ში 93? 73 00:04:47,803 --> 00:04:50,689 დაახლოებით რვაჯერ. 74 00:04:50,689 --> 00:04:53,977 შეგვიძლია გაგრძელება, მაგრამ შედარებისთვის ესეც საკმარისია. 75 00:04:53,977 --> 00:04:57,498 უკვე საკმაოდ მაღალი დონის სიზუსტეს მივაღწიეთ. 76 00:04:57,498 --> 00:04:59,858 ასე რომ, ახლა მთავარ კითხვას მივუბრუნდეთ, 77 00:04:59,858 --> 00:05:01,636 რადგან შანსია, რომ ეს პროცესი გაიწელოს, 78 00:05:01,636 --> 00:05:05,010 შედარებისთვის კი საკმარისი ინფორმაცია გვაქვს ათწილადზე. 79 00:05:05,010 --> 00:05:10,019 ეს იქნება 0.138 და შემდეგ გაგრძელდება. 80 00:05:10,019 --> 00:05:13,002 დავწეროთ. 81 00:05:13,002 --> 00:05:15,411 და ბოლოს, გვაქვს ეს შერეული რიცხვი. 82 00:05:15,411 --> 00:05:18,680 -- ცოტა ნაწერს წავშლი, არ მინდა დაგაბნიოთ -- 83 00:05:18,680 --> 00:05:21,018 -- ან, არა, ასე დავტოვებ -- 84 00:05:21,018 --> 00:05:25,429 ორი უმარტივესი გზა შერეული რიცხვის ათწილადად გადასაკეთებლად არის შემდეგი: 85 00:05:25,444 --> 00:05:32,612 ვამბობთ, რომ ეს არის ერთი მთელი და რაღაც წილადი რომელიც ნაკლებია ერთზე, 86 00:05:32,621 --> 00:05:36,437 ან შეგვიძლია ეს გამოვსახოთ არაწესიერ წილადად, 87 00:05:36,437 --> 00:05:38,640 მაგალითად -- აქ არაწესიერი წილადი არ გვაქვს -- 88 00:05:38,640 --> 00:05:39,587 მოდი ასე ვქნათ, 89 00:05:39,587 --> 00:05:41,036 გადავაქციოთ არაწესიერ წილადად 90 00:05:41,036 --> 00:05:42,494 და შემდეგ ათწილადად. 91 00:05:42,494 --> 00:05:45,756 -- მგონი მეტი სივრცე დამჭირდება, 92 00:05:45,756 --> 00:05:58,381 ცოტას გავასუფთავებ. 93 00:05:58,381 --> 00:06:04,171 კარგი, ახლა მეტი სივრცეა სამუშაოდ. -- 94 00:06:04,171 --> 00:06:08,206 ესე იგი, ერთი მთელი 7/68. 95 00:06:08,206 --> 00:06:13,290 შერეული წილადიდან რომ მივიღოთ არაწესიერი წილადი 96 00:06:13,290 --> 00:06:19,567 უნდა ავიღოთ 68-ჯერ ერთი და დავუმატოთ მრიცხველს. 97 00:06:19,567 --> 00:06:20,813 რატომ მუშაობს ეს? 98 00:06:20,824 --> 00:06:26,232 იმიტომ, რომ ეს იგივეა, რაც ერთი მთელი 7/68, არა? 99 00:06:26,232 --> 00:06:29,517 ერთი მთელი 7/68 იგივეა რაც ერთს პლუს 7/68. 100 00:06:29,517 --> 00:06:33,472 ეს იგივეა -- თუ გახსოვთ წილადების თვისებები -- 101 00:06:33,472 --> 00:06:40,371 რაც 68/68 პლუს 7/68. 102 00:06:40,371 --> 00:06:47,449 ეს კი იგივეა, რაც -- 68 პლუს 7 -- 75/68. 103 00:06:47,449 --> 00:06:51,728 ესე იგი, ერთი მთელი 7/68 უდრის 75/68-ს. 104 00:06:51,728 --> 00:06:54,099 ახლა შეგვიძლია ათწილადად გადაკეთება, 105 00:06:54,099 --> 00:06:56,373 იმავე ტექნიკით, რაც 13/93-ზე გამოვიყენეთ. 106 00:06:56,373 --> 00:06:58,604 --ჯერ ცოტა სივრცე უნდა გამოვყო -- 107 00:06:58,612 --> 00:07:04,348 რამდენჯერ მოთავსდება 75-ში 68? 108 00:07:04,348 --> 00:07:07,072 -- მგონი სივრცე ისევ არ მყოფინის -- 109 00:07:07,072 --> 00:07:09,104 75-ში 68 მოთავსდება ერთხელ, 110 00:07:09,104 --> 00:07:13,067 ერთჯერ 68 არის 68, 111 00:07:13,067 --> 00:07:16,294 75 მინუს 68 არის 7. 112 00:07:16,294 --> 00:07:17,303 ჩამოვიტანოთ ნული, 113 00:07:17,303 --> 00:07:19,074 აუცილებელი არაა ამ წერტილის დაწერა. 114 00:07:19,074 --> 00:07:24,354 70-ში 68 მოთავსდება ერთხელ, 115 00:07:24,354 --> 00:07:28,013 ერთჯერ 68 არის 68, 116 00:07:28,013 --> 00:07:30,669 70 მინუს 68 არის ორი, ჩამოვიტანოთ კიდევ ერთი ნული 117 00:07:30,669 --> 00:07:32,971 20-ში 68 მოთავსდება ნულჯერ 118 00:07:32,971 --> 00:07:39,843 და ასე გაგრძელდება, მაგრამ ჩვენ ისევ საკმარისი ინფორმაცია გვაქვს შესადარებლად. 119 00:07:39,843 --> 00:07:47,523 ესე იგი, ერთი მთელი 7/68 დაახლოებით უდრის 1.10-ს. 120 00:07:47,523 --> 00:07:51,501 შეგვეძლო უფრო დიდი სიზუსტით გამოგვეთვალა, 121 00:07:51,501 --> 00:07:53,342 მაგრამ შესადარებლად საკმარისია 122 00:07:53,342 --> 00:07:56,349 ესე იგი, ყველა რიცხვი გადავწერეთ ათწილადების სახით. 123 00:07:56,349 --> 00:08:00,566 35.7% არის 0.357. 124 00:08:00,566 --> 00:08:05,620 108.1% -- ამას ყურადღებას ნუ მივაქცევთ, შავი სამუშაოსთვის გამოვიყენეთ -- 125 00:08:05,620 --> 00:08:09,517 108.1% უდრის 1.081-ს. 126 00:08:09,517 --> 00:08:11,149 0.5 უდრის 0.5-ს. 127 00:08:11,149 --> 00:08:15,796 13/93 უდრის 0.138-ს 128 00:08:15,796 --> 00:08:20,635 და ერთი მთელი 7/68 არის 1.10 რომელიც კიდევ გაგრძელდება. 129 00:08:20,635 --> 00:08:22,615 რომელია უმცირესი? 130 00:08:22,615 --> 00:08:25,288 უმცირესი არის.. 131 00:08:25,313 --> 00:08:29,031 უმცირესი აი ესაა. 132 00:08:29,031 --> 00:08:31,344 დავალაგოთ უმცირესიდან უდიდესისკენ. 133 00:08:31,344 --> 00:08:36,057 უმცირესია 0.138 134 00:08:36,057 --> 00:08:40,456 შემდეგი რიცხვი, იქნება 0.357, ხომ ასეა? 135 00:08:40,456 --> 00:08:44,254 შემდეგი იქნება 0.5, 136 00:08:44,254 --> 00:08:47,293 შემდეგ 1.08 137 00:08:47,293 --> 00:08:52,269 და ბოლოს ერთი მთელი 7/68. 138 00:08:52,269 --> 00:08:56,493 ასე რომ, იმედია -- მე ასეთ მაგალითებზე ვიდეოებს კიდევ გავაკეთებ, 139 00:08:56,493 --> 00:09:00,014 მაგრამ ამ ვიდეოში მეტის დრო არ მაქვს. იმედია დაახლოებით გაიგეთ, 140 00:09:00,022 --> 00:09:01,880 თუ როგორ იხსნება ასეთი ამოცანები. 141 00:09:01,880 --> 00:09:05,286 მე ყოველთვის უფრო მიმარტივდება ათწილადებში გადაყვანა შედარებისთვის. 142 00:09:05,286 --> 00:09:07,805 ჩვენს ამოცანებში მითითებები თქვენთვის იგივე იქნება. 143 00:09:07,805 --> 00:09:11,069 მგონი, უკვე მზად ხართ ასეთი ამოცანების ამოხსნის საცდელად მაინც. 144 00:09:11,069 --> 00:09:12,969 თუ არა, იხილეთ სხვა მაგალითებიც, 145 00:09:12,969 --> 00:09:15,246 შეგიძლიათ ხელახლა ნახოთ ეს ვიდეო 146 00:09:15,246 --> 00:09:20,548 და მეც კიდევ რამდენიმე ვიდეოს ჩავწერ ამ ტიპის ამოცანებზე. 147 00:09:20,548 --> 00:09:22,408 კარგი, ისიამოვნეთ!