დავწეროთ ხუთი მთელი 1/4, როგორც არაწესიერი წილადი. არაწესიერი წილადი არის წილადი, რომელშიც მრიცხველი უფრო დიდია ვიდრე მნიშვნელი. ეს არის შერეული წილადი. ჩვენ გვაქვს მთელი რიცხვი და წილადი, ამას შერეული რიცხვი ეწოდება. დავფიქრდეთ, რას განასახიერებს ხუთიანი და 1/4. თავიდან დავწერ როდესაც საუბარია ხუთსა და 1/4-ზე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ხუთიანი და 1/4, ან ხუთს მიმატებული 1/4. ორივე სწორია. დავფიქრდეთ ხუთზე. ხუთი ნიშნავს ხუთ მთელს. ნამცხვარი რომ დავხატოთ დავხატავთ ხუთ ნამცხვარს. რადგანაც საქმე მეოთხედებთან გვაქვს ნამცხვრებს ოთხად დავჭრი. დავყოფ ნამცხვრებს. ეს ერთი ნამცხვარი. დავაკოპირებ ამას. დავაკოპიროთ და ჩავსვათ. მე მაქვს ორი ნამცხვარი, შემდეგ სამი, შემდეგ ოთხი და შემდეგ ხუთი ნამცხვარი. ამას წარმოადგენს ხუთი. მოდით ამ ყველაფერს შემოვხაზავ წრეში, ეს არის ხუთი ნაწილი. ამას აღნიშნავს ხუთი მთელი ხუთიანი წარმოადგენს ხუთ მთელ ნაწილს. ახლა ამ ნამცხვრებს ოთხად დავჭრი, უკეთ რომ შეძლოთ მეოთხედი ნაწილის წარმოდგენა. რამდენი ნაწილი მაქვს ამ ხუთ ნამცხვარში? თითო ნამცხვარში ოთხი ნაწილია. მოდით აქ დავწერ. ოთხი ნაჭერი გამრავლებული ხუთ ნამცხვარზე უდრის 20 ნაჭერს. თუ თითო ნაჭერი უდრის მეოთხედს, ეს შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც 20 გამრავლებული 1/4-ზე ესე იგი, ეს უდრის 20/4-ს. ხუთი მთელი ნამცხვარი უდრის 20 მეოთხედს. მოდით ასე დავწერ. 20 მეოთხედი. ან შეგვიძლია ჩავწეროთ 20/4. ორჯერ გავიმეორე ერთი და იგივე. ამას წარმოადგენს ხუთი ნამცხვარი. 20/4 ან 20 ნაჭერი, სადაც თითო ნაჭერი ნამცხვრის 1/4-ს წარმოადგენს. ახლა, ეს 1/4 წარმოადგენს კიდევ ერთ ნაჭერს კიდევ ერთ მეოთხედს ნამცხვრისა, მოდით დავხატავ კიდევ ერთი ნამცხვარი აქ. ეს კიდევ ერთი ნამცხვარია. დავჭრათ ოთხ ნაწილად. მაგრამ 1/4 წარმოადგენს მხოლოდ ერთ-ერთ ნაჭერს, ხო? ეს არის ოთხი ნაჭრიდან ერთ-ერთი. მნიშვნელი გვაჩვენებს ნაჭრების მთლიან რაოდენობას. ერთიანი გვეუბნება, რამდენ ნაჭერთან გვაქვს საქმე. აქ მხოლოდ ერთია. ეს არის 1/4. თუ დავწერთ ხუთს და 1/4, ვნახავთ, რომ ხუთიანი აი აქ გვიწერია, როგორც 20/4. შეგვიძლია თავიდან დავწეროთ. მოდით ასე დავწერ. ხუთი და 1/4 შეიძლება დაიწეროს, როგორც ხუთს მიმატებული 1/4, ეს კი იგივეა, რაც -- ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ხუთი მთელი იგივეა რაც 20/4. თვალსაჩინოებისათვის შეგიძლიათ 20 გაყოთ ოთხზე. მიიღებთ ზუსტად ხუთს. ნაშთის გარეშე. ესეიგი, ხუთი იგივეა რაც 20/4, ამას ვუმატებთ 1/4-ს. მივუმატოთ 1/4. თუ მე მაქვს 20 მეოთხედი და კიდევ ერთს მივუმატებ, რამდენ მეოთხედს მივიღებ? მივიღებ 21. მე მექნება 21 მეოთხედი. სხვა კუთხით რო შევხედოთ, ეს 5 -- აქ გვაქვს ნამცხვრის 20 ნაჭერი. მოდი გადავთალოთ. 1, 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ჩვენ ხუთი ნამცხვარი გვაქვს და თითო ოთხნაჭრიანია. ხუთჯერ ოთხი არის 20. ეს 1/4 უმატებს კიდევ ერთ ნაჭერს. საბოლოოდ გამოდის 21 ნაჭერი. ჩვენ გვავს 21 ნაჭერი, სადაც თითო ნაჭრი უდრის 1/4-ს. ესე იგი, ჩვენ გვაქვს 21-ჯერ 1/4 ანუ ნამცხვრის 21 მეოთხედი. როგორც გირჩევნიათ, მთავარია ამოცანა ამოვხსენით. მივედით არაწესიერ წილადამდე. დავწერეთ 5 მთლი 1/4, როგორც არაწესიერი წილადი. ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ თვალსაჩინოდ მეჩვენებინა რას ნიშნავს ხუთი და 1/4, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია, არაწესიერი წილადების გასაგებად მოდით გავაფერადებ. თუ გვაქვს ხუთი და ერთი შეფარდებული ოთხთან, არაწესიერ წილადში გადასაყვანად მნიშვნელოვანია შეუცვლელად დავტოვოთ მნიშვნელი. ამიტომ გვექნება ოთხი. მაგრამ მრიცხველის ჩასაწერად ავიღებთ წინა ნაწილს. ესე იგი, ერთს ვუმატებთ მთელ რიცხვს გამრავლებულს მნიშვნელზე. ერთს მიმატებული -- მოდით, ისე გავაკეთებ, როგორც მე აღვიქვავ. მე ვამრავლებ ოთხს ხუთზე. მოდით დავწერ ამას. ფერს დავტოვებ. ოთხჯერ ხუთი. და შემდგომ ამას მივუმატებ მრიცხველს. მე ვამრავლებ ოთხს ხუთზე და ვუმატებ ერთს. --ეს უდრის ოთხჯერ ხუთი არის 20, მივუმატოთ ერთი იქნება 21, და შევაფარდოთ ოთხთან, მივიღეთ 21/4. ეს არის ამის გაკეთების სწრაფი გზა. ვაკეთებთ იგივეს, რაც გავაკეთეთ აქ უფრო ნელა. ჩვენ ვთქვით, რომ ხუთი მთელი იგივეა, რაც 20 მეოთხედი, ავიღეთ ხუთი გადავამრავლეთ ოთხზე და შემდგომ მივუმატეთ კიდევ ერთი მეოთხედი, ოთხჯერ ხუთს მიმატებული ერთი უდრის 21-ს.