ვნახოთ, თუ შევძლებთ 12.98-ის შერეულ რიცხვად ჩაწერას. პირველი რიგში უნდა გაიაზროთ, რომ ეს იგივეა, რაც 12-ს პლუს 0.98. ეს ამარტივებს, რადგან 12-ს დამატებული0,98 წილადის სახით. თუ შევძლებთ 0.98-ის, როგორც წილადის ჩაწერას, მაშინ თითქმის დაგვიმთავრებია. ვნახოთ, თუ შეგვიძლია. ეს ცხრა მეათედების ადგილზეა. ასე ჩავწერ. მეათედების ადგილი. და, აი, ეს მეასედების ადგილზეა. მეასედების ადგილზე. მაშინ 0.98 ორნაირად შეგვიძლია დავინახოთ. როგორც ცხრა მეათედი. 9/10 აი ეს ნაწილი და დამატებული რვა მეასედი, დამატებული 8/100. და თუ გავაერთმნიშვნელიანებთ, მაშინ იქნება 90/100-ს დამატებული 8/100. რაც 98/100-ის ტოლია. ტოლია 98/100. ანუ, 0.98 არის 98/100. შეიძლება თქვათ: " ნახე, ეს არის მეასედების ადგილი. ესე იგი, 98 მეასედი." ამას გამოტოვებდით. შერეული რიცხვის დასაწერად ჩავწერდით 12-ს და 0.98-ის ნაცვლად 98/100. მაგრამ ბოლომდე რომ მივიყვანოთ, ვნახოთ, თუ შეგვიძლია გამარტივება. 98 და 100 იყოფა 2-ზე მოდით ორივე გავყოთ ორზე. ეს მათი საერთო გამყოფია. ამიტომ გავყოთ ორივე ორზე. ესე იგი, 98 გაყოფილი ორზე არის 49 100 გაყოფილი ორზე 50. მეტი აღარ მარტივდება 49-ის გამყოფები.. 49 შვიდზე იყოფა, მაგრამ 50 არა. ამიტომ მაქსიმალურად გავამარტივეთ. მაშ, 12.98 შერეულ რიცხვად ჩაიწერება 12 და 49/50.