ჩვენ გვთოხვენ, გამოვთვალოt 5/6 გამრავლებული 2/3-ზე და პასუხი გავმარტივოთ მოდი, გავამრავლოთ ეს ორი რიცხვი ერთმანეთზე ანუ, ჩვენ გვაქვს 5/6 გამრავლებული 2/3 წილადების გამრავლება ძალიან პირდაპირი პროცესია. ახალი მრიცხველი, ან მაგალითის პასუხის მრიცხველი, უბრალოდ ორი მრიცხველის ნამრავლია. რიცხვები, რომლებიც მაგალითში ხაზის ზემოთ არიან ანუ, ამ მაგლითის მრიცხველი იქნება 5-ჯერ 2 5-ჯერ 2 იქნება ზევით და ქვევით იქნება 6-ჯერ 3 5-ჯერ 2 არის 10 და 6-ჯერ 3 არის 18 ანუ, ეს ტოლია 10/18-ის შეგიძლია, ამას შეხედო, როგორც 2/3 გამრავლებული 5/6-ზე ასევე, 5/6 გამრავებული 2/3, დამოკიდებულია იმაზე, თუ დავდაპირველად როგორ მოიფიქრებ ეს სწორი პასუხია ეს არის 10/18, მაგრამ თუ ჩვენ დავაკვირდებით ამ ორ რიცხვს მაშინვე შეამჩნევთ, რომ მათ აქვთ საერთო გამყოფი ორივე იყოფა 2-ზე, თუ გვინდა, მივიღოთ ყველაზე გამარტივებული ფორმა, ორივე უნდა გავყოთ 2-ზე ანუ, 10 უნდა გავყოთ 2-ზე და 18 უნდა გავყოთ 2-ზე. 10 გაყოფილი 2-ზე არის 5, და 18 გაყოფილი 2-ზე არის 9 ეს მოქმდება შეგვეძლო, უფრო ადრეც გაგვეკეთებინა მანამდე, სანამ შევასრულებდით გამრავლებას, შეგვეძლო, აი, აქ გაგვეკეთებინა მრიცხველში გვაქვს 2, აგრეთვე, მნიშვნელშიც გვაქვს ისეთი რიცხვი, რომელიც იყოფა ორზე თუ მრიცხველს გავყოფთ 2-ზე, გახდება 1 და თუ მნიშვნელს გავყოფთ 2-ზე, იქნება 3. მაშინ მივიღებდით 5-ჯერ 1 არის 5, და 3-ჯერ 3 არის 9. იგივე პასუხს მივიღებდით, რაც აქ მივიღეთ ჩვენ ეს გავაკეთეთ მაგალითის გადმოწერამდე ეს, შეიძლება, აქაც გაკეთდეს თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ მნიშვნელი იქნება 6-ჯერ 3 და მრიცხველი იქნება 5-ჯერ 2 მოდი, მრიცხველი გვყოთ 2-ზე, ამით ის გახდება 1 ახლა მნიშვნელიც გავყოთ 2-ზე ის გაყოფილი 2-ზე, გახდება 3. რაც საბოლოოდ გამოვა 5-ჯერ 1 არის 5 და 3-ჯერ 3 არის 9. რა გზაც არ უნდა აირჩიო, ყველა იმოქმდებს თუ ასე გავაკეთებდით, მოგვიხდებოდა მათი შეკვეცა და თუ გავაცნობიერებდით, რომ მათ ჰქონდათ საერთო გამყოფი, უფრო მარტივად დავიდოდით საბოლოო გამარტივებულ ფორმაზე წილადისა.