მინდა გაჩვენოთ ზეპირად გამოკლების გზა, რომელიც სასარგებლო მგონია ამას ასე ვაკეთებთ. ფურცელზე დაწერა უფრო სწრაფი არ არის მაგრამ ამ შემთხვევაში შეგვიძლია დავიმახსოვროთ რას ვაკეთებთ რადგან თუ სესხებას დავიწყებთ, რთულია იმის გახსენება რასაც ვაკეთებდით ვცადოთ ერთი-ორი მაგალითის ამოხსნა. გვაქვს 9456-ს გამოკლებული 7589 ზეპირად ამას ასე ვაკეთებ ვამბობ, 9456-ს გამოკლებული 7589 ეს რიცხვები უნდა დავიმახსოვროთ ვიწყებ იმით, რომ ვიგებ თუ რამდენია 9456-ს გამოკლებული 7000. ეს ძალიან მარტივია, რადგან 9000-ს ვაკლებ 7000-ს. გადავხაზავ ამას და გამოვაკლებ 7000-ს და მივიღებ 2456-ს. ვიტყვი, რომ 9549-ს მინუს 7589, 7000-ის გამოკლების შემთხვევაში იგივეა, რაც 2456-ს გამოკლებული 589. 7000 აქედან ამოვშალე ის ამ ორივე რიცხვს გამოვაკელი ახლა, 2456-ს მინდა გამოვაკლო 589 ორივე რიცხვს გამოვაკლებ 500-ს თუ ქვემოთას გამოავკლებ 500-ს, ეს ხუთიანი აღარ გვექნება რა მოხდება თუ ზედა რიცხვსაც გამოვაკლებ 500-ს? რამდენია 2456-ს გამოკლებული 500? ან უფრო მარტივად რომ ვთქვათ რამდენია 24-ს მინუს ხუთი? მივიღებთ 19-ს. დაგვრჩება 1956. ცოტა ზემოთ ავწევ გამოსახულებას დაგვრჩა 1956. ანუ ჩვენი მაგალითი დავიყვანეთ 1956-ს მინუს 89-მდე ახლა შეგვიძია ამ რიცხვს და ამ რიცხვსაც 80 გამოვაკლოთ თუ ქვედა რიცხვს 80-ს გამოვაკლებთ, აქ რვიანი გაქრება. 89-ს მინუს 80 უდრის ცხრას. ზედა რიცხვს გამოვაკლოთ 80 რამდენია 195-ს გამოკლებული რვა? 185-ს მინუს რვა, ვნახოთ. 15-ს მინუს რვა არის 7. ასე რომ 195-ს გამოკლებული რვა იქნება 187 აქ ისევ ექვსი დაგვრჩება თავიდან ვთქვით, რომ 1956-ს მინუს 80 უდრის 1876-ს. ახლა კი მაგალითი დავყვანეთ 1876-ს მინუს ცხრამდე. შეგვიძლია ზეპირად გამოვთვალოთ რამდენია 76 მინუს ცხრა? ვიღებთ 67. ჩვენი საბოლოო პასუხია 1867 როგორც ვხედავთ, ეს შეიძლება არ იყოს სხვა ვიდეოებში გამოყენებულ გზებზე უფრო სწრაფი მაგრამ იგი იმიტომ მომწონს, რომ ნებისმიერ ეტაპზე მხოლოდ ორი რიცხვია დასამახსოვრებელი უნდა დავიმახსოვრო ზედა და ქვედა ახალი რიცხვები ჩემი ახალი ქვედა რიცხვი ყოველთვის პირველადი ქვედა რიცხვის ნაშთია ასე მირჩევნია ზეპირად ანგარიში რათა დავრწმუნდეთ, რომ სწორი პასუხი მივიღეთ შევადაროთ ეს ხერხი სხვას და ვიპოვოთ განსხვავებები ამჯერად ტრადიციული ხერხი გამოვიყენოთ 9456-ს მინუს 7589 მაგალითი სტანდარტული გზით ამოვხსნათ სანამ გამოკლებას დავიწყებ, დავწერ ყველაფერს რაც უნდა ვისესხო მე სესხებად განვიხილავ ამას, თქვენ დაჯგუფებად შეგიძლიათ განიხილოთ ვნახოთ, არის თუ არა ზედა რიცხვები შესაბამის ქვედა რიცხვებზე მეტი მარჯვნიდან დავიწყებ. ექვსი ნამდვილად არ არის ცხრაზე მეტი, ამიტომ მომიწევს სესხება. ვისესხებ ათს, ანუ ერთს ათეულებიდან, რაც ათი გამოდის. ექვსი გახდება 16, ხოლო ხუთი გახდება ოთხი. გადავალ ათეულებზე. ოთხი რვაზე მეტი უნდა იყოს, ამიტომაც ვისესხებ ერთს ასეულებიდან ოთხი გახდება 14 ანუ თოთხმეტი ათეული, რადგან ათეულებში ვართ. ეს ოთხი კი გახდება სამი. ორი სვეტი კარგად გამოიყურება, აქ მარჯვნივ მაქვს სამი, რომელიც ხუთზე ნაკლებია ეს არ არის კარგი, ისევ მომიწევს სესხება. სამი გახდება 13, ცხრა კი გახდება რვა. ახლა მზად ვართ გამოკლებისთვის. მივიღეთ 16-ს მინუს ცხრა, რაც შვიდს უდრის, 14 მინუს რვა უდრის ექვსს, 13-ს მინუს ხუთი არის რვა. რვას მინუს შვიდი კი არის ერთი. საბედნიეროდ სწორი პასუხი მივიღეთ. მინდა იცოდეთ, რომ ამის ამოსახსნელად არ არსებობს საუკეთესო გზა ეს გზა უფრო გრძელია და მეტ ადგილსაც იკავებს ფურცელზე ვიდრე მეორე, მაგრამ ჩემთვის, ძალიან რთულია დამახსოვრება, მიჭირს იმის დამახსოვრება თუ რა ვისესხე, რა არის მეორე რიცხვი და ა.შ. აქ კი, მხოლოდ ორი რიცხვის დამახსოვრება მიწევს და ეს ორი რიცხვი პროცესის ყოველ ნაბიჯზე მარტივდება ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს გზა ჩემთვის ოდნავ უფრო მარტივია. კონტექსტიდან გამომდინარე, ეს გზა საწერად უფრო მარტივია აქ კი რიცხვების სესხება თუ გადაჯგუფება არ გვჭირდება იმედია ეს გზა გამოგადგებათ