ბავშვის მაისურს სჭირდება 4/5 მეტრი ქსოვილი
რამდენი მაისური შეიკერება 48 მეტრის
სიგრძის ქსოვილით?
გამოდის, უნდა გავიგოთ 48 მთელი მეტრიდან
რამდენი 4/5 მეტრი გამოვა.
48 მეტრი 4/5 მეტრიან ჯგუფებად უნდა გავყოთ
და ვნახოთ, რამდენი ჯგუფი გამოვა.
(თითო ჯგუფში ერთი ბავშვის მაისურის
სამყოფი მასალა იქნება)
თუ 4/5 მეტრი ქსოვილი ჰყოფნის ერთ მაისურს,
მაშინ მიღებული ჯგუფების
და მაისურების რაოდენობა ტოლი იქნება.
ვიცით, რომ წილადზე გაყოფა
იგივე მის შებრუნებულზე გამრავლებაა.
4/5-ის შებრუნებული არის 5/4.
თუ მთელი რიცხვის წილადზე გაყოფა გაბნევთ,
გაიხსენეთ, რომ ნებისმიერ მთელი რიცხვი
შეიძლება წილადის სახით ჩაიწეროს
48/1 გამრავლებული 5/4-ზე. დავიწყოთ
გამრავლება. რამდენია 48-ჯერ 5 გაყოფილი 4-ზე?
დიდი რიცხვი გამოვა და მისი გაყოფა
გაგვიჭირდება, ამიტომ, სჯობს, ახლავე შევკვეცოთ.
შეგვიძლია მრიცხველი
და მნიშვნელი ოთხზე შევკვეცოთ.
ან შეგვიძლია 48-ჯერ ხუთი გავყოთ ოთხზე.
მაგრამ პირველი ვარიანტი უფრო მარტივი ჩანს.
48 გავყოთ ოთხზე, მივიღებთ 12-ს.
და იგივე უნდა გავაკეთოთ მნიშვნელშიც.
ოთხი გაყოფილი ოთხზე არის ერთი.
დარჩება 12-ჯერ ხუთი, რაც 60-ის ტოლია.
12-ჯერ 5 გაყოფილი 1-ზე არის 60/1, ანუ 60.
ესე იგი, 48 მეტრიდან 60 ბავშვის მაისური
გამოვა, თუ თითოზე 4/5 მეტრს გამოვიყენებთ.