რეჯინამ ველოსიპედით სახლიდან სკოლამდე 2 მთელი 1/4 კილომეტრი გაიარა, შემდეგ კი 1 მთელი 5/8 კილომეტრი - თავისი მეგობრის სახლამდე. რამდენი კილომეტრი გაიარა რეჯინამ საერთო ჯამში? მან თავდაპირველად გაიარა ორი მთელი 1/4 კილომეტრი, შემდეგ კი ერთი მთელი 5/8 კილომეტრი. ჯამი იქნება თუ რამდენი კილომეტრი გაიარა მან სულ. ავიღოთ ჯამი. ვიცით, რომ მთელი ნაწილები პირდაპირ იკრიბება ეს იგივეა, რაც ორს პლუს 1/4 პლუს ერთი პლუს 5/8 შეგვიძლია შევცვალოთ თანმიმდევრობა. ესეიგი, ვკრებთ ერთსა და ორს -- აქეთ დავწერ -- ორს პლუს ერთი არის სამი, შემდეგ კი ვკრებთ 1/4-სა და 5/8-ს. ამ წილადების შესაკრებად საჭიროა ოთხისა და რვის უმცირესი საერთო ჯერადის პოპვნა ეს იქნება ჩვენი მნიშვნელი. რვა იყოფა რვაზეც და ოთხზეც, ამიტომ უმცირესი საერთო ჯერადი ოთხისა და რვისთვის იქნება რვა. ცხადია, 5/8 დარჩება როგორც 5/8. აქ კი გვჭირდება მნიშვნელში ოთხის მაგივრად რვა იყოს. ამისთვის მნიშვნელი გავამრავლოთ ორზე, შემდეგ კი მრიცხველიც გავამრავლოთ ორზე. ერთჯერ ორი არის ორი. ცხადია, აქ ეს სამიანი გვაქვს, ამიტომ ორ მთელ 1/4-ს პლუს ერთი მთელი 5/8 იგივეა, რაც ეს გამოსახულება, ეს კი უდრის -- გვაქვს სამიანი, პლუს მნიშვნელში რვა, მრიცხველში კი ორს პლუს ხუთი, ანუ 7/8. ეს ტოლი იქნება სამი მთელი 7/8 კილომეტრის. ესეიგი მან ჯამში გაიარა სამი მთელი 7/8 კილომეტრი. ერთ რაღაცას მინდა გავუსვა ხაზი. აქამდე, როცა შერეულ წილადებს ვკრებდით, წილადი ყოველთვის წესიერი გამოდიოდა. მრიცხველი ყოველთვის მნიშვნელზე ნაკლები იყო. გავაკეთოთ მაგალითი, როცა მრიცხველი არაა მნიშვნელზე ნაკლები. ვთქვათ, გვაქვს ერთ მთელ 5/8-ს პლუს ორი მთელი 4/8. მთელი ნაწილების ჯამი არის ერთს პლუს ორი, ანუ სამი. 5/8 პლუს 4/8 არის 9/8, ესეიგი მივიღეთ 3-ს პლუს 9/8. უცნაური ჩანს იმისი თქმა, რომ ეს იგივეა რაც სამი მთელი 9/8, რადგან გვაქვს შერეული რიცხვი და არაწესიერი წილადი. თუ გვინდა რომ გვქონდეს შერეული რიცხვი, სასურველია წილადი წესიერი იყოს. ამიტომ საჭიროა 9/8-ის წესიერ წილადად გადაქცევა. ვიცით, რომ 9/8 იგივეა, რაც ერთი მთელი 1/8. რვა ცხრაში ერთხელ მოთავსდება, ნაშთი ერთია, ამიტომ გამოვა ერთი მთელი 1/8. ესეიგი ეს იგივეა, რაც სამს პლუს ერთი მთელი 1/8. შეგვიძლია მთელი ნაწილები შევკრიბოთ. სამს პლუს ერთი არის ოთხი და კიდევ გვაქვს 1/8. გამოვიდა ოთხი მთელი 1/8. ეს იყო ისეთი შემთხვევის მაგალითი, როცა მიღებულ პასუხში წილადი არაწესიერია.