მოდით, ჩავწეროთ 0.8 წილადის სახით.
ასე რომ, 0.8... ამ ჩანაწერში არსებული
8-იანი არის მეათედის ადგილას.
ეს არის მეათედის ადგილი.
ასე რომ, ჩვენ უკვე ჩავწერეთ იგი
როგორც რვა მეათედი და ეს შეგვიძლია
ჩავწეროთ რვა მეათედის სახით
ან როგორც 8 შეფარდებული 10-თან.
ახლა ჩვენ უკვე გვაქვს
წილადის სახის ჩანაწერი.
შეგვიძლია, გავამარტივოთ იგი.
რვაც და 10-იც იყოფა ორზე.
მრიცხველიც და მნიშვნელიც გავყოთ 2ზე.
ამით წილადის მნიშვნელობა არ იცვლება,
რადგან, მრიცხველიც და მნიშვნელიც იყოფა
ერთი და იგივე რიცხვზე.
8 გაყოფილი 2-ზე არის 4,
10 გაყოფილი 2-ზე არის 5 და სულ ეს არის.
0.8 იგივეა, რაც 8 მეათედი, რაც იგივეა
რაც 4 მეხუთედი.