მოდი შევეცადოთ 0.36-ის წილადად ჩაწერას. ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს. მე რომელიც მომწონს, ასეთია: 0.36 იგივეა, რაც 36 მეასედი. ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, 6 არის მეასედების ადგილას, 3 კი არის მეათედების ადგილას. ან შეგიძლია ჩათვალო, რომ 3 არის 30 მეასედი. 3 შეიძლება იყოს 3 ათეული ან 30 ასეული ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 0.36 იგივეა, რაც 36 მეასედი, ანუ 36/100. ჩვენ უკვე ჩავწერეთ წილადად, მაგრამ ახლა უკვე შეგვიძლია იგი შევკვეცოთ, რადგან 36-ს და 100-ს საერთო გამყოფები აქვთ. ორივე იყოფა 4-ზე, ასე რომ, თუ გავყოფთ მრიცხველს 4-ზე და მნიშვნელსაც 4-ზე, (ჩვენ ორივეზე ერთნაირ მოქმედებას ვატარებთ, ამიტომ წილადის მნიშვნელობა არ იცვლება), 36 გაყოფილი 4-ზე არის 9. 100 გაყოფილი 4-ზე არის 25 ახლა კი ხედავ, რომ ამ ორ რიცხვს აღარ აქვთ საერთო გამყოფი. ანუ წილადი შეკვეცილი სახით ჩავწერეთ. და მაგალითსაც მოვრჩით