დავუშვათ, მაქვს კუთხე ABC მისი წვერო იქნება B წერტილას A იყოს აქ, B კი - აქ ასევე დავუშვათ, რომ გვაქვს მეორე კუთხე DBA წვერო კვლავ იქნება B წერტილი ხოლო წერტილი D კი იქნება აქ და დავუშვათ, რომ DBA კუთხე უდრის 40 გრადუსს ამ კუთხის ზომა იქნება 40 გრადუსი ასევე ისიც ვიცით, რომ ABC კუთხე არის 50 გრადუსის ტოლი აქ უკვე ბევრი საინტერესო რამ ხდება პირველი არის ის, რომ ორივე ეს კუთხე ერთ გვერდს იზიარებს ორივე იზიარებს ამ BA სხივს ასეთ კუთხეებს ეწოდება მოსაზღვრე კუთხეები ასევე შეიძლება შეგენიშნათ მეორე საინტერესო რამ ვიცით, რომ DBA კუთხე უდრის 40 გრადუსს ABC კუთხე კი - 50 გრადუსს ამიტომ ალბათ არ იქნება პრობლემა DBC კუთხის ზომის გამოცნობა კუთხესთან დაგვეხატა ტრანსპორტირი, მაშინ ვნახავდით, რომ ეს არის 50 გრადუსი, ეს კი - 40 ამიტომ DBC კუთხის ზომა იქნება 40 გრადუსს პლუს 50 გრადუსი ანუ DBC კუთხის ზომა იქნება 90 გრადუსი და უკვე ვიცით, რომ 90-გრადუსიანი კუთხე განსაკუთრებულია და ეწოდება მართი კუთხე ასევე არსებობს ტერმინი ისეთი კუთხეებისთვის რომელთა ჯამიც 90 გრადუსია ასეთ კუთხეებს კომპლემენტარული ეწოდება DBA და ABC კომპლემენტარული კუთხეებია რადგან მათი ჯამი უდრის 90 გრადუსს DBA-ს ზომას დამატებული ABC-ს ზომა უდრის 90 გრადუსს მათი ჯამი ქმნის მართ კუთხეს ახლა, როცა გაქვს მართი კუთხე, იმ ორ ხაზს რომლებიც ქმნიან ამ კუთხეს, მათ ეწოდება პერპენდიკულარული ხაზები რადგან ვიცით, რომ DBC არის 90 გრადუსიანი კუთხე და მართია ეს გვეუბნება, რომ ხაზი DB პერპენდიკულარულია BC ხაზის ხანდახან სიტყვა "პერპენდიკულარულის" ნაცვლად ამ სიმბოლოს იყენებენ რომელიც ორ პერპენდიკულარულ ხაზს გვიჩვენებს BD პერპენდიკულარულია BC-ს მიმართ ეს ყველა არის ჭეშმარიტი განსხვავება და იქიდან მომდინარეობენ, რომ DB და BC-ს შორის შექმნილი კუთხე არის 90-გრადუსიანი გვაქვს სხვა ტერმინებიც ისეთი კუთხეებისთვის რომელთა ჯამებსაც სხვა მნიშვნელობა აქვთ დავუშვათ, აქ მაქვს xyz კუთხე და მისი ზომა არის 60 გრადუსი და ასევე გვაქვს მეორე, mno კუთხე mno კუთხის ზომა იყოს 120 გრადუსი mno კუთხის ზომას მიმატებული xyz კუთხის ზომა იქნება 120 გრადუსს პლუს 60 გრადუსი, რაც უდრის 180 გრადუსს ამ კუთხეების შეკრებით ტრანსპორტირზე მიიღებ ნახევარწრეს როცა გაქვს ორი კუთხე, რომელთა ჯამიც არის 180 გრადუსი ასეთ კუთხეებს დამატებითი კუთხეები ეწოდებათ 90 გრადუსი თუა ჯამი, მაშინ კუთხეები კომპლემენტარულია, ხოლო თუ ჯამი 180-ს უდრის, მაშინ ეს კუთხეები დამატებითია თუ გაქვს ორი დამატებითი კუთხე, რომლებსაც ერთი საერთო გვერდი აქვთ-- ვთქვათ, ერთი კუთხე გამოიყურება ასე ეს იყოს ABC კუთხე და გვაქვს მეორე კუთხეც, რომელიც ასე გამოიყურება დავუშვათ, რომ ეს არის 50 გრადუსი ეს კი 130 გრადუსი DBA-ს პლუს ABC იქნება 180 გრადუსის ტოლი ამიტომ, კუთხე DBA და კუთხე ABC დამატებითი კუთხეებია მათი ჯამი 180 გრადუსს უდრის ასევე, ისინი მოსაზღვრე კუთხეებიც არიან და რადგანაც ეს კუთხეები თან დამატებითები არიან და თან მოსაზღვრეებიც თუ შეხედავ უფრო ფართო კუთხეს, კუთხე DBC-ს ეს კუთხე იქნება სწორი ხაზი ასეთ კუთხეს "სწორი კუთხე" დავარქვათ ახლა უკვე გვაქვს საკმარისი ცოდნა, რომ რაღაცების დამტკიცება დავიწყოთ ჩვენ ვისაუბრეთ კუთხეებზე, რომელთა ჯამიც 90 გრადუსია და ასეთ კუთხეებს კომპლემენტარული კუთხეები ვუწოდეთ თუ ეს ორი კუთხე მოსაზღვრეა, მაშინ ისინი ერთად მართ კუთხეს შექმნიან მართი კუთხის ორივე გვერდს კი პერპენდიკულარული გვერდები ეწოდება თუ ორი კუთხის ჯამი უდრის 180 გრადუსს ასეთ კუთხეებს დამატებითი კუთხეები ეწოდებათ და თუ ეს კუთხეები მოსაზღვრეა, მაშინ ერთად სწორ კუთხეს შექმნიან ანუ თუ გაქვს სწორი კუთხე და მასზე არსებული კიდევ ერთი კუთხე მეორე კუთხე იქნება დამატებითი მათი ჯამი 180 გრადუსი იქნება