ქუჩაში ვიღაცა მოგიახლოვდება და გეტყვის: 2943 მალე! იყოფა ეს ცხრაზე? სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია. შეგიძლია, მიუგო: ამის სწრაფად გაკეთება შემიძლია. რომ გავიგო, იყოფა თუ არა ცხრაზე, უბრალოდ უნდა შევკრიბო ციფრები და ვნახო, არის თუ არა ჯამი ცხრის ჯერადი, ანუ, იყოფა თუ არა ცხრაზე. მოდით, გავაკეთოთ ეს. ორს მიმატებული ცხრა, მიმატებული ოთხი მიმატებული სამი. ორი და ცხრა უდრის 11-ს. ამას მიმატებული ოთხი არის 15. 15-ს მიმატებული სამი 18-ია. 18 კი ნამდვილად იყოფა ცხრაზე. ანუ, ეს რიცხვიც იყოფა ცხრაზე. თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ 18 იყოფა ცხრაზე, შეგიძლია, იგივე წესი გამოიყენო. ერთს პლუს რვა არის ცხრა. ეს კი უეჭველად იყოფა ცხრაზე. იმ ადამიანს შეეძლება წავიდეს, გადაარჩინოს ვისი გადარჩენაც სურდა ამ ინფორმაციით. შეიძლება, იმაზე იფიქროთ, თუ რამდენად მოსახერხებელია ეს ყველა რიცხვზე მოქმედებს თუ მარტო ცხრაზე? არა მგონია, მუშაობდეს 8, 7, 11 ან 17-ისთვის მაინც რატომ მუშაობს ცხრისთვის? სიმართლე გითხრათ. სამზეც მუშაობს, ამაზე შემდეგში ვილაპარაკოთ ამის მისახვედრად, უნდა გადავწეროთ 2943. ორიანი ათასის თანრიგში შეგვიძლია ჩავწეროთ, როგორც ორჯერ 1000 ცხრიანი ასის თანრიგში, როგორც ცხრაჯერ 100. ოთხიანი ათის თანრიგში, როგორც ოთხჯერ 10. დაგვრჩება ერთეულების თანრიგის სამიანი. ის შეიძლება ჩავწეროთ, როგორც სამჯერ ერთი. ან უბრალოდ სამი. ეს იგივეა, რაც ორი ათას ცხრაას ორმოცდასამი ახლა შეგვიძლია. გადავწეროთ ეს ათასი, ასი და ათი, როგორც ცხრის ჯერადისა და ერთის ჯამი. 1000 იქნება 999-ს პლუს 1. ასი გახდება 99-ს პლუს 1. ათი კი ცხრას პლუს ერთი. ორჯერ ათასი იგივეა, რაც ორჯერ ერთისა და 999-ის ჯამი. ცხრაჯერ ასი ტოლია ცხრაჯერ ერთისა და 99-ის ჯამის. ოთხჯერ ათი ოთხჯერ ერთისა და ცხრის ჯამის ტოლფასია. და ამ ყველაფერს ვუმატებ სამს. მაგრამ ახლა შემიძლია, ფრჩხილები გავხსნა და ვთქვა, რომ ეს იგივეა, რაც ორჯერ ერთს, ანუ, ორს დამატებული ორჯერ 999. ეს კი იგივეა, რაც ცხრაჯერ ერთს მიმატებული 99. გამოსახულებას პირველ ფრჩხილებში ვამრავლებ ორზე, ამ ორ წევრს ეს იქნება ცხრაჯერ ერთს მიმატებული ცხრაჯერ ოთხმოცდაცხრამეტი. აქეთ კი, ამათ გავამრავლებ ოთხზე. ოთხჯერ ერთს პლუს ოთხჯერ ცხრა. და საბოლოოდ დარჩა ეს დადებითი სამი, ამას მიმატებული სამიანი. გადავაჯგუფებ ამ დაჯამებას. ყველა მონაცემს ავიღებ და გავამრავლებ 999-ზე. ნარინჯისფრად ვიზამ ამას. აი, ამ წევრს გავამრავლებ, ამას და აი, ამას. მივიღეთ ორჯერ 999-ს მიმატებული ეს ცხრაჯერ 999 მიმატებული ოთხჯერ ცხრა. ეს სამი წევრია და შემდგომ მაქვს ორს მიმატებული ცხრა, ოთხი და სამი. ეს არის ჩვენი რიცხვების ჯამი. აქ რაც გავაკეთეთ. ალბათ მიხვდით, საით მივდივართ. ნარინჯისფერი ნაწერი, იყოფა ცხრაზე? რა თქმა უნდა! 999 იყოფა ცხრაზე. ნებისმიერი რამ, რაც ამის ნამრავლია. იყოფა ცხრაზე. ეს იყოფა ცხრაზე. ეს უთუოდ იყოფა ცხრაზე. 99. იმისდა მიუხედავად რა მრავლდება ცხრაზე რაც არ უნდა მრავლდებოდეს ცხრაზე, იგი იყოფა ცხრაზე რადგან 99 იყოფა ცხრაზე. ეს გამოვიდა. იგივე ხდება აქაც. ყოველთვის გაამრავლებთ ცხრის ჯერადზე. აი, ეს ყველაფერი უთუოდ იყოფა ცხრაზე. მე უბრალოდ აი, ასე გადავწერე 2943. იმისათვის, რომ მთელი გამოსახულება იყოფოდეს ცხრაზე დაჯამების ეს ნაწილი უნდა იყოფოდეს ცხრაზე იმისათვის, რომ მთელი მოცემულობა იყოფოდეს ცხრაზე. აი, ეს უნდა იყოფოდეს ცხრაზე.