მოდით, ვნახოთ თუ
შევძლებთ ჩავწეროთ 0,0727 წილადის სახით.
მოდით, ჯერ
ვნახოთ ამ თანრიგის მნიშვნელობები.
ეს არის მეათედის ადგილზე...
ეს არის მეასედის ადგილზე...
ეს 2 არის მეათასედის ადგილზე...
და ეს ბოლოს 7
არის მეათიათასედის ადგილზე.
არსებობს რამოდენიმე გზა
ამის გასაკეთებლად. გზა რომელიც მე მომწონს,
ეს წევრი აქ არის ათი ათასეულის ადგილზე,
ჩვენ შეგვიძლია შევხედოთ მთელ ამას
როგორც "727 მეათიათასედს,"
რადგან ეს არის თანრიგის
ყველაზე მცირე მნიშვნელობა.
გადმოვიწეროთ ეს.
ეს უდრის 727–ს შეფარდებული 10 000-სთან.
და ჩვენ უკვე
ჩავწერეთ ეს წილადის სახით და, როგორც ჩანს,
ამის მეტად გამარტივებაც არ გამოვა.
ეს რიცხვი
არ იყოფა ორზე, არ იყოფა ხუთზე.
ასევე, არ იყოფა 3-ზე,
რაც ნიშნავს რომ ის არ იყოფა 6-ზე ან 9-ზე.
არ ჩანს რომ შეიძლება იყოფოდეს 7-ზე მაინც.
ეს შეიძლება იყოს მარტივი რიცხვი.
და ვფიქრობ რომ დავასრულეთ.