მოდით, წილადების გაყოფის რამდენიმე მაგალითი გავაკეთოთ. ვთქვათ, რომ გვაქვს მინუს ხუთი მეექვსედი გაყოფილი სამ მეოთხედზე. უკვე ვისუბრეთ იმაზე, რომ რაღაცაზე გაყოფა იგივეა, რაც ამ რაღაცის შებრუნებულზე გამრავლება. ასე რომ, ეს იგივე იქნება, რაც მინუს ხუთი მეექვსედჯერ სამი მეოთხედის შებრუნებული, ანუ ოთხი მესამედი. მრიცხველსა და მნიშვნელს ადგილებს ვუცვლით და ვიღებთ ოთხ მესამედს. წილადების გამრავლების მაგალითები უკვე ვნახეთ. წილადების მნიშვნელებს ვამრავლებთ, მინუს ხუთს ვამრავლებთ ოთხზე, მრიცხველში კი გვექნება ექვსჯერ სამი. მნიშვნელში უარყოფითი რიცხვი გვაქვს. ხუთჯერ ოთხი ოცია. უნდა გახსოვდეთ, რომ უარყოფითს ამრავლებთ დადებითზე და მინუს 5 გვექნება, ოთხჯერ: მინუს 5-ს პლუს მინუს 5 პლუს მინუს 5 პლუს მინუს 5 მინუს ოცს უდრის. მრიცხველში გვაქვს მინუს 20, მნიშვნელში კი 18. მივიღეთ მინუს 20 გაყოფილი 18-ზე, შეგვიძლია გავამარტივოთ. მრიცხველიც და მნიშვნელიც იყოფა ორზე. მოდით, გავყოთ. თუ ორივეს გავყოფთ ორზე - ორი ავირჩიეთ, რადგან ისაა უდიდესი რიცხვი, რომელიც ორივეში შედის. 20-ისა და 18-ის უდიდესი საერთო გამყოფია. 20 გაყოფილი ორზე ათია, 18 კი - ცხრა. ასე რომ მინუს ხუთი მეექვსედი გაყოფილი სამ მეოთხედზე, ყურადღებით უნდა ვიყო, ეს არის მინუს 10 როგორც ვისწავლეთ, თუ უარყოფითს ვყოფთ დადებითზე, უარყოფით მნიშვნელობას მივიღებთ. კიდევ ერთი მაგალითი განვიხილოთ. ვთქვათ, გვაქვს მინუს ოთხი გაყოფილი მინუს ერთ მეორედზე. იგივე ლოგიკის გამოყენებით, უნდა გავამრავლოთ მის შებრუნებულ რიცხვზე. ანუ მინუს ოთხი ჩავწეროთ წილადად, რათა ვიცოდეთ რა არის მრიცხველი და რა მნიშვნელი. მინუს ოთხი ჩავწეროთ, როგორც მინუს ოთხი მეერთედი. და გავამრავლოთ მინუს ერთი მეორედის შებრუნებულზე. ერთი მეორედის შებრუნებულია მინუს ორ მეერთედი. ესაა ორი გაყოფილი მინუს ერთზე, ან მინუს ორი გაყოფილი ერთზე, ან უბრალოდ მინუს 2 - ერთიდაიგივეა. ახლა შეგვიძლია გავამრავლოთ. მხოლოდ ის გავაკეთე, რომ მინუს ოთხი მინუს ოთხ მეერთედად ჩავწერე, რაც იგივე მინუს ოთხია და აქ კი მინუს ერთი მეორედი ამოვატრიალე, რადგან მის შებრუნებულზე უნდა გავამრავლო. რაც მრიცხველი იყო ახლა მნიშვნელია. გამრავლებისთვის მზად ვართ. ეს იქნება მინუს ოთხჯერ მინუს ორი მრიცხველში, აქ კი ერთხელ ერთი. მინუსჯერ მინუსი გვაქვს, ანუ დადებით მნიშვნელობას ვიღებთ. ოთხჯერ ორი რვაა, პლუს რვა გაყოფილი ერთზეც უბრალოდ რვა იქნება.