ჩვენ უნდა გამოვთვალოთ, რას უდრის
9.005-ს გამოკლებული 3.6, შეგვიძლია
მისი წარმოდგენა, როგორც 9 მთელ 5 მეათასედს
გამოკლებული 3 მთელი 6 მეათედისა.
როცა თქვენ ამოცანაში ათწილადების გამოკლებას
გთხოვენ, მნიშვნელოვანია
-- და ეს ათწილადების შეკრებისასაც ასეა --
მათი სწორად ჩაწერა.
აქ გვაქვს 9,005–3,6.
ჩვენ ერთმანეთს გავუსწორეთ რიცხვები
და ახლა შეგვიძლია დავიწყოთ.
გამოვაკლოთ.
აქედან ვიწყებთ.
ხუთს არაფერი აკლდება.
შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ 3.6, ან
3 მთელი 6/10 და
დაამატოთ აქ ორი ნული, ეს იგივე იქნება,
რაც 3 მთელი 600/1000 და იგივე, რაც 6/10.
როცა ამ მეთოდს იყენებთ, თქვენ
იტყვით, კარგი, 5-0,
და უბრალოდ ნულს წერთ აქ.
ან შეგიძლიათ, თქვათ, აქ არაფერი არ არის,
ხუთს გამოკლებული არაფერი
ისევ ხუთის ტოლია.
როცა თქვენ ნულს აკლებთ ნულს,
ისევ ნულს იღებთ.
ხოლო როცა ნულს ექვსს აკლებთ.
ამის გაკეთება არ შეგიძლიათ.
ასე რომ, რაღაც აი, ამ სივრციდან უნდა
აიღოთ,
და ჩვენ ვაპირებთ, გადაჯგუფება გავაკეთოთ.
ჩვენ ერთს ცხრიანისგან ვისესხებთ,
მოდი, ასეც მოვიქცეთ.
მოდი, ავიღოთ ერთიანი ცხრიანისგან და
მაშინ ცხრა რვად გადაიქცევა.
ჩვენ ერთიანსაც უნდა
მოვუხერხოთ რაღაც.
ჩვენ მას ათეულების ადგილას დავსვამთ.
ახლა დაიმახსოვრეთ, რომ
ერთი იგივეა, რაც 10/10
ეს ათეულების ადგილია.
ერთეული 10-ად გადაიქცევა.
ზოგჯერ, ჩვენ ვსესხულობთ ერთეულს,
მაგრამ, რეალურად, ჩვენ ვსესხულობთ
ათიანს
იმ ადგილიდან, რომელიც მარცხნივაა.
აი, ასე, ერთული ეს 10/10-ია, ჩვენ
ათეულების ადგილას ვართ.
ჩვენ ათს ექვსს ვაკლებთ.
მოდით, ფერს შევცვლი.
10–6=4
ახლა თქვენ რვიანს უნდა გამოაკლოთ სამი,
რაც ხუთს უდრის.
გამოდის, რომ 9.005-3.6 იგივეა,
რაც 5.405.