0:00:00.940,0:00:05.260 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. განვიხილოთ[br]უარყოფითი რიცხვების გამრავლება-გაყოფა. 0:00:05.270,0:00:06.610 დავიწყოთ. 0:00:06.610,0:00:09.430 ნახავთ, რომ უარყოფითი [br]რიცხვების გამრავლება-გაყოფა 0:00:09.430,0:00:11.610 უფრო მარტივია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. 0:00:11.610,0:00:13.867 უბრალოდ რამდენიმე წესი უნდა გახსოვდეთ. 0:00:13.867,0:00:20.998 მომავალში, ალბათ, გასწავლით,[br]თუ რატომ მოქმედებს ეს წესები. 0:00:20.998,0:00:25.220 ძირითადი წესები შემდეგია: როცა ორ [br]უარყოფით რიცხვს ვამრავლებთ ერთმანეთზე, 0:00:25.220,0:00:31.790 მაგალითად, ვამრავლებთ[br]მინუს ორს მინუს ორზე. 0:00:31.790,0:00:35.240 პირველ რიგში ორივე რიცხვს ისე[br]ვუყურებთ, თითქოს მინუს ნიშანი არ ჰქონდეთ. 0:00:35.240,0:00:40.150 ვამბობთ, რომ ორჯერ ორი უდრის ოთხს 0:00:40.150,0:00:45.170 და აღმოჩნდება, რომ ორი [br]უარყოფითი რიცხვის ნამრავლი დადებითია. 0:00:45.175,0:00:47.710 დავწეროთ ეს წესი. 0:00:47.710,0:00:56.855 უარყოფითი გამრავლებული[br]უარყოფითზე უდრის დადებითს. 0:00:56.855,0:01:01.892 რას მივიღებდით, რომ [br]ყოფილიყო მინუს ორჯერ დადებითი ორი? 0:01:01.892,0:01:06.060 ამ შემთხვევაში, ჯერ რიცხვებს მივხედოთ [br]და ნიშნებს ნუ მივაქცევთ ყურადღებას. 0:01:06.060,0:01:10.170 ვიცით, რომ ორჯერ ორი არის ოთხი. 0:01:10.170,0:01:13.740 აქ უარყოფითი დადებითზე მრავლდება, 0:01:13.740,0:01:16.760 აღმოჩნდება, რომ უარყოფითი [br]რიცხვის დადებით რიცხვზე გამრავლებისას 0:01:16.760,0:01:18.920 ვიღებთ უარყოფით რიცხვს. 0:01:18.920,0:01:20.260 ეს კიდევ ერთი წესია. 0:01:20.260,0:01:29.009 უარყოფითჯერ დადებითი არის უარყოფითი. 0:01:29.009,0:01:34.786 რა ხდება, როცა დადებით ორს [br]გავამრავლებთ უარყოფით ორზე? 0:01:34.786,0:01:41.180 მგონი, ხვდებით, რომ ეს იგივე შემთხვევაა, 0:01:41.180,0:01:45.870 ამას ტრანზიტულობის -- არა, [br]უკაცრავად, კომუტატიურობის კანონი ეწოდება. 0:01:45.870,0:01:47.700 -- უნდა დავიმახსოვრო -- 0:01:47.700,0:01:51.780 ორჯერ მინუს ორი, ასევე, მინუს ოთხს უდრის. 0:01:51.780,0:01:58.980 საბოლოო წესი - [br]დადებითჯერ უარყოფითი უდრის უარყოფითს. 0:01:58.980,0:02:04.980 ეს ბოლო ორი წესი რეალურად ერთი და იგივეა. 0:02:04.990,0:02:07.570 უარყოფითჯერ დადებითი[br]იგივეა, რაც დადებითჯერ უარყოფითი 0:02:07.570,0:02:09.140 და უდრის უარყოფითს. 0:02:09.140,0:02:13.730 შეგვიძლია, ვთქვათ, რომ [br]განსხვავებულნიშნებიანი რიცხვების ნამრავლი 0:02:13.730,0:02:16.400 გვაძლევს უარყოფით რიცხვს. 0:02:16.400,0:02:21.550 ისედაც ვიცით, რა ხდება[br]დადებითის დადებითზე გამრავლებისას. 0:02:21.550,0:02:22.840 ცხადია, დადებითს მივიღებთ. 0:02:22.840,0:02:23.900 გავიმეოროთ. 0:02:23.900,0:02:27.970 უარყოფითჯერ უარყოფითი არის დადებითი. 0:02:27.970,0:02:30.390 უარყოფითჯერ დადებითი არის უარყოფითი. 0:02:30.390,0:02:32.730 დადებითჯერ უარყოფითი არის უარყოფითი. 0:02:32.730,0:02:36.290 დადებითჯერ დადებითი არის დადებითი. 0:02:36.290,0:02:39.980 მგონი, ბოლომ საერთოდ დაგაბნიათ. 0:02:39.980,0:02:42.270 ვეცდები, გავამარტივო თქვენთვის. 0:02:42.270,0:02:53.600 როცა ვამრავლებთ და ნიშნები ერთნაირია, 0:02:53.600,0:02:58.135 ვიღებთ დადებით შედეგს. 0:02:58.135,0:03:11.010 განსხვავებული ნიშნებისას [br]შედეგი უარყოფითია. 0:03:11.010,0:03:17.780 ვთქვათ, ერთჯერ ერთი უდრის ერთს. 0:03:17.780,0:03:23.510 მინუს ერთჯერ მინუს ერთიც უდრის ერთს. 0:03:23.510,0:03:29.150 ერთჯერ მინუს ერთი უდრის მინუს ერთს 0:03:29.150,0:03:32.600 და მინუს ერთჯერ ერთიც უდრის მინუს ერთს. 0:03:32.600,0:03:36.670 ქვედა ორ შემთხვევაში [br]განსხვავებული ნიშნები გვქონდა, 0:03:36.670,0:03:38.590 დადებითი ერთი და უარყოფითი ერთი. 0:03:38.590,0:03:42.680 ზედა ორ ამოცანაში ნიშნები [br]ერთნაირი იყო, აქ ორივე დადებითია, 0:03:42.680,0:03:45.970 აქ კი ორივე მინუს ერთია. 0:03:45.970,0:03:49.590 მოდით, რამდენიმე ამოცანა [br]გავაკეთოთ და იმედია, გასაგები იქნება. 0:03:49.590,0:03:52.830 კარგი იქნება, თუ[br]გააკეთებთ სავარჯიშო ამოცანებს, 0:03:52.830,0:03:58.935 გამოიყენეთ მინიშნებები წესების [br]გასახსენებლად, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ. 0:03:58.935,0:04:10.040 ვთქვათ, გვაქვს მინუს ოთხჯერ[br]დადებითი სამი, ოთხჯერ სამი არის 12, 0:04:10.040,0:04:11.820 და გვაქვს დადებითი და უარყოფითი. 0:04:11.820,0:04:15.670 განსხვავებული ნიშნების[br]ნამრავლი ნიშნავს უარყოფითს. 0:04:15.670,0:04:19.060 ესე იგი, მინუს ოთხჯერ სამი არის მინუს 12. 0:04:19.060,0:04:21.310 ლოგიკურია, რადგან [br]ფაქტობრივად ვამბობთ, რომ 0:04:21.310,0:04:24.400 მინუს ოთხი აღებული სამჯერ, ანუ, 0:04:24.400,0:04:27.800 მინუს ოთხს პლუს მინუს ოთხი [br]პლუს მინუს ოთხი უდრის 12-ს. 0:04:27.800,0:04:34.220 სასურველია, უარყოფითი რიცხვების [br]შეკრება-გამოკლებაზე გქონდეთ ვიდეო ნანახი. 0:04:34.220,0:04:35.210 კიდევ გავაკეთოთ. 0:04:35.210,0:04:40.270 ვთქვათ, გვაქვს მინუს ორჯერ მინუს შვიდი. 0:04:40.270,0:04:43.070 შეგიძლიათ, დაპაუზოთ ვიდეო [br]და სცადოთ, თქვენ თვითონ ამოხსნათ, 0:04:43.070,0:04:45.660 შემდეგ კი გაუშვათ ვიდეო და [br]ნახოთ, რა არის სწორი პასუხი. 0:04:45.660,0:04:50.910 ორჯერ შვიდი არის 14, ნიშნები ერთნაირია, 0:04:50.910,0:04:54.030 ამიტომ, პასუხია დადებითი 14[br]-- "დადებითი"-ს დაწერა არაა საჭირო, 0:04:54.030,0:04:56.930 ახლა იმისთვის ვაკეთებთ, [br]რომ ხაზი გავუსვათ შედეგს. 0:04:56.930,0:05:05.880 ვთქვათ, გვაქვს ცხრაჯერ მინუს ხუთი. 0:05:05.880,0:05:08.800 ცხრაჯერ ხუთი არის 45, 0:05:08.800,0:05:13.660 ნიშნები განსხვავებულია, [br]ესე იგი, პასუხი უარყოფითი იქნება. 0:05:13.660,0:05:19.460 და ბოლოს, ვთქვათ გვაქვს[br]-- კარგ რიცხვებს ავირჩევ -- 0:05:19.460,0:05:24.540 მინუს ექვსი გამრავლებული მინუს 11-ზე. 0:05:24.540,0:05:31.720 ექვსჯერ 11 არის 66. უარყოფითჯერ [br]უარყოფითი კი დადებითს მოგცემს. 0:05:31.720,0:05:32.910 ხაფანგიანი ამოცანა: 0:05:32.910,0:05:39.100 რას უდრის ნულჯერ მინუს 12? 0:05:39.100,0:05:42.740 შეიძლება, თქვათ, რომ ნიშნებია განსხვავებული, 0:05:42.740,0:05:46.460 მაგრამ ნულს ნიშანი არ აქვს, [br]არც დადებითია, არც უარყოფითი. 0:05:46.460,0:05:48.315 ნულჯერ ნებისმიერი რამ არის ნული. 0:05:48.315,0:05:52.080 არ აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე გავამრავლებთ, 0:05:52.080,0:05:53.650 დადებითი იქნება, თუ უარყოფითი, 0:05:53.650,0:05:57.630 ნულჯერ რაიმე რიცხვი უდრის ნულს. 0:05:57.630,0:06:00.420 ვნახოთ იგივე წესების[br]გამოყენება გაყოფისას თუ შეიძლება. 0:06:00.420,0:06:03.080 აღმოჩნდება, რომ იგივე[br]წესებს ვიყენებთ გაყოფისასაც. 0:06:03.080,0:06:09.030 თუ გვაქვს ცხრა გაყოფილი მინუს სამზე, 0:06:09.030,0:06:11.820 პირველ რიგში, ვნახულობთ,[br]რას უდრის ცხრა გაყოფილი სამზე, 0:06:11.820,0:06:13.640 ეს არის სამი. 0:06:13.640,0:06:17.920 ნიშნები განსხვავებულია, [br]დადებითი ცხრა და უარყოფითი სამი. 0:06:17.920,0:06:22.190 განსხვავებული ნიშნებია,[br]ამიტომ, პასუხი უარყოფითია. 0:06:22.190,0:06:27.520 ცხრა გაყოფილი[br]მინუს სამზე უდრის მინუს სამს. 0:06:27.520,0:06:33.830 რას უდრის მინუს 16 გაყოფილი რვაზე? 0:06:33.830,0:06:39.380 ისევ, 16 გაყოფილი რვაზე [br]არის ორი, მაგრამ ნიშნები განსხვავებულია. 0:06:39.380,0:06:44.830 მინუს 16 გაყოფილი რვაზე არის მინუს ორი. 0:06:44.830,0:06:49.140 გახსოვდეთ, განსხვავბული [br]ნიშნები ყოველთვის უარყოფითს გვაძლევს. 0:06:49.140,0:07:00.500 რას უდრის მინუს 54 გაყოფილი მინუს ექვსზე? 0:07:00.500,0:07:04.320 54 გაყოფილი ექვსზე უდრის ცხრას. 0:07:04.320,0:07:10.630 რადგან ორივე, გასაყოფიც [br]და გამყოფიც, უარყოფითია, 0:07:10.630,0:07:14.070 -- მინუს 54 გაყოფილი [br]მინუს ექვსზე -- გამოდის, რომ 0:07:14.070,0:07:22.473 პასუხი იქნება დადებითი. გახსოვდეთ,[br]ერთნაირი ნიშნები გვაძლევს დადებით პასუხს. 0:07:22.473,0:07:24.730 კიდევ გავაკეთოთ. 0:07:24.730,0:07:30.500 ცხადია, ნული გაყოფილი[br]ნებისმიერ რამეზე უდრის ნულს. 0:07:30.500,0:07:31.510 ეს ცხადია. 0:07:31.510,0:07:33.610 რა თქმა უნდა, ნულზე ვერაფერს გავყოფთ, 0:07:33.610,0:07:36.210 ეს არაა განმარტებული. 0:07:36.210,0:07:38.420 კიდევ გავაკეთოთ. 0:07:38.420,0:07:41.890 რას უდრის[br]-- ნებისმიერ რიცხვების ამოვირჩევ -- 0:07:41.890,0:07:44.930 რას უდრის ოთხი გაყოფილი მინუს ერთზე? 0:07:44.930,0:07:50.610 ოთხი გაყოფილი ერთზე არის [br]ოთხი, მაგრამ ნიშნები განსხვავებულია, 0:07:50.610,0:07:53.130 ამიტომ, პასუხია მინუს ოთხი. 0:07:53.130,0:07:54.410 იმედია, გასაგებია. 0:07:54.410,0:07:56.265 ძალიან კარგი იქნება, თუ გააკეთებთ 0:07:56.265,0:08:01.140 რაც შეიძლება მეტ ამოცანას [br]უარყოფითი რიცხვების გამრავლება-გაყოფაზე. 0:08:01.140,0:08:04.290 შეგიძლიათ, მინიშნებებიც ნახოთ [br]და მიხვდებით, რა წესი უნდა გამოიყენოთ. 0:08:04.290,0:08:10.595 შეგიძლიათ იმაზეც იფიქროთ, [br]თუ რატომ მოქმედებს ეს წესები 0:08:10.595,0:08:15.339 და რას ნიშნავს[br]უარყოფითი რიცხვის დადებითზე გამრავლება. 0:08:15.339,0:08:20.232 უფრო საინტერესოა, თუ რას ნიშნავს[br]უარყოფითი რიცხვის უარყოფითზე გამრავლება. 0:08:20.232,0:08:27.165 ამ ეტაპზე, იმედია, თქვენ თვითონვე [br]დაიწყებთ ასეთი ამოცანების ამოხსნას. 0:08:27.165,0:08:29.020 წარმატებები.